სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზარტულ თამაშებში ჩართული პირები, შესაძლოა, საჯარო უწყებებში ვეღარ დასაქმდნენ
აზარტულ თამაშებში ჩართული პირები, შესაძლოა, საჯარო უწყებებში ვეღარ დასაქმდნენ

სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლებს შე­საძ­ლოა, და­მა­ტე­ბი­თი ცნო­ბის წარ­დგე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეთ იმის შე­სა­ხებ, რომ აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ჩარ­თულ­ნი არ არი­ან.

ამის შე­სა­ხებ, დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა, რა­დიო „პა­ლიტ­რას“ გა­და­ცე­მა­ში „საქ­მე“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც bpn.ge წერს, სა­უ­ბა­რია, „ლა­ტა­რი­ე­ბის, აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შო­ბე­ბის მო­წყო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტზე, რომ­ლი­თაც სფე­როს რე­გუ­ლი­რე­ბა უნდა მოხ­დეს.

„ვფიქ­რობთ, რომ რო­გორც ე.წ. ნარ­კო­ლო­გი­უ­რი ცნო­ბის წარ­დგე­ნაა სა­ჭი­რო სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბი­სას, ასე­ვე სა­ვალ­დე­ბუ­ლო უნდა იყოს შე­სა­ბა­მი­სი ცნო­ბის წარ­დგე­ნა იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლი აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში არ არის ჩარ­თუ­ლი. კერ­ძოდ, კა­ნონპ­რო­ექ­ტი გუ­ლის­ხმობს მო­თა­მა­შე­თა რე­ესტრის შექ­მნას და ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სივ­რცე­ში აზარ­ტულ თა­მა­შებს ითა­მა­შებს, და­რე­გის­ტრი­რე­ბა მო­უ­წევს. ხოლო ის პი­რე­ბი, ვინც ამ რე­ესტრში არ იქ­ნე­ბა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სივ­რცე­ში ლე­გა­ლუ­რად ვერ ითა­მა­შებს. სწო­რედ ამ რე­ესტრი­დან მო­უ­წევთ ცნო­ბის წარ­დგე­ნა სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლებს.

ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის, სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი­სა თუ სხვა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის მი­მართ მკაც­რი მო­თხოვ­ნა არ­სე­ბობ­დეს, რათა მათ მო­თა­მა­შე­თა რე­ესტრში თავი შე­ი­ზღუ­დონ და ოფი­ცი­ა­ლუ­რად აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ჩარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­დეთ,“ - აღ­ნიშ­ნა გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

ამას­თან"მი­სი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა, აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა არა 21 წლის, არა­მედ 22 ან 23 წლის პი­რებს ჰქონ­დეთ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში დას­რულ­და, თუმ­ცა, მისი მი­ღე­ბა ამ დრომ­დე არ მომ­ხდა­რა. დე­პუ­ტატ ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის თქმით, ამის მი­ზე­ზი მთავ­რო­ბას­თან მიმ­დი­ნა­რე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი იყო. ამას­თან, რო­გორც გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, კა­ნონპ­რო­ექ­ტის გა­ტა­ნა სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

აზარტულ თამაშებში ჩართული პირები, შესაძლოა, საჯარო უწყებებში ვეღარ დასაქმდნენ

აზარტულ თამაშებში ჩართული პირები, შესაძლოა, საჯარო უწყებებში ვეღარ დასაქმდნენ

საჯარო სექტორში დასაქმების მსურველებს შესაძლოა, დამატებითი ცნობის წარდგენის ვალდებულება გაუჩნდეთ იმის შესახებ, რომ აზარტულ თამაშებში ჩართულნი არ არიან.

ამის შესახებ, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

როგორც bpn.ge წერს, საუბარია, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე, რომლითაც სფეროს რეგულირება უნდა მოხდეს.

„ვფიქრობთ, რომ როგორც ე.წ. ნარკოლოგიური ცნობის წარდგენაა საჭირო საჯარო სექტორში დასაქმებისას, ასევე სავალდებულო უნდა იყოს შესაბამისი ცნობის წარდგენა იმის შესახებ, რომ საჯარო სექტორში დასაქმების მსურველი აზარტულ თამაშებში არ არის ჩართული. კერძოდ, კანონპროექტი გულისხმობს მოთამაშეთა რეესტრის შექმნას და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საქართველოს სივრცეში აზარტულ თამაშებს ითამაშებს, დარეგისტრირება მოუწევს. ხოლო ის პირები, ვინც ამ რეესტრში არ იქნება რეგისტრირებული, საქართველოს სივრცეში ლეგალურად ვერ ითამაშებს. სწორედ ამ რეესტრიდან მოუწევთ ცნობის წარდგენა საჯარო სექტორში დასაქმების მსურველებს.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებისთვის, სამხედროებისთვის, მაღალი თანამდებობის პირებისა თუ სხვა საჯარო მოხელეების მიმართ მკაცრი მოთხოვნა არსებობდეს, რათა მათ მოთამაშეთა რეესტრში თავი შეიზღუდონ და ოფიციალურად აზარტულ თამაშებში ჩართვის საშუალება არ ჰქონდეთ,“ - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

ამასთან"მისივე თქმით, შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა არა 21 წლის, არამედ 22 ან 23 წლის პირებს ჰქონდეთ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა გასული წლის ნოემბერში დასრულდა, თუმცა, მისი მიღება ამ დრომდე არ მომხდარა. დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ამის მიზეზი მთავრობასთან მიმდინარე კონსულტაციები იყო. ამასთან, როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის გატანა საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად მოხდება.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ცხედარს მოვუარე ქართული წესით, არ დაუწვავთ" - რას ჰყვება იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, რომელმაც 3 დღე მიცვალებულთან გაატარა

გურმანების ახალი ჰიტი - ნუცა სურგულაძის საოცარი პასკები შოკოლადის განაშით