სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მდგომარეობაშია მამაკაცი, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა
რა მდგომარეობაშია მამაკაცი, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც მე­ზო­ბელ­მა ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და, დამ­წვრო­ბის შო­კი­დან გა­მო­ვი­და, თუმ­ცა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მე რჩე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა გუგა ქა­ში­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, პა­ცი­ენტს სხე­უ­ლის ოცი პრო­ცენ­ტი აქვს დამ­წვა­რი.

„დამ­წვრო­ბი­თი შო­კი­დან გა­მო­ვი­და, თუმ­ცა მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა. ეს არ არის ისე­თი ტრავ­მა, რომ 24:00 სა­ათ­ში ან 48:00 სა­ათ­ში გა­უმ­ჯო­ბეს­დეს პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ღრმა დამ­წვრო­ბე­ბი აქვს მი­ღე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­ხის და თა­ვის არე­ში. სხე­უ­ლის ოცი პრო­ცენ­ტი აქვს დამ­წვა­რი, ანუ თავი, კი­სე­რი, გულ-მკერ­დის წინა მხა­რე და ორი­ვე მტე­ვა­ნი”, - გა­ნა­ცხა­და გუგა ქა­ში­ბა­ძემ.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 3-დან 6 წლამ­დე ვა­დით პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ტყი­ბულ­ში, მე­ზო­ბელს საწ­ვა­ვი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და.

იხი­ლეთ: მა­მა­კაცს, რო­მელ­საც მე­ზო­ბელ­მა ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და, დამ­წვრო­ბა თა­ვის, კის­რის და გულ-მკერ­დის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა მდგომარეობაშია მამაკაცი, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

რა მდგომარეობაშია მამაკაცი, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

მამაკაცი, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვრობის შოკიდან გამოვიდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს სხეულის ოცი პროცენტი აქვს დამწვარი.

„დამწვრობითი შოკიდან გამოვიდა, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ეს არ არის ისეთი ტრავმა, რომ 24:00 საათში ან 48:00 საათში გაუმჯობესდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმიტომ, რომ ძალიან ღრმა დამწვრობები აქვს მიღებული, განსაკუთრებით კი სახის და თავის არეში. სხეულის ოცი პროცენტი აქვს დამწვარი, ანუ თავი, კისერი, გულ-მკერდის წინა მხარე და ორივე მტევანი”, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ტყიბულში, მეზობელს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

იხილეთ: მამაკაცს, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვრობა თავის, კისრის და გულ-მკერდის არეში აღენიშნება

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ