პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუდაურში, საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შესახებ ექსპერტებმა მოკვლევა დაასრულეს
გუდაურში, საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შესახებ ექსპერტებმა მოკვლევა დაასრულეს

გუ­და­ურ­ში და­შა­ვე­ბულ­მა შვედ­მა ტუ­რის­ტმა კლი­ნი­კა „მე­დიქ­ლაბ ჯორ­ჯია“ და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი გო­ცა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, შვე­დი ფეხ­მძი­მე ტუ­რის­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. ის კლი­ნი­კი­დან დღეს დი­ლით გა­წე­რეს და აე­რო­პორ­ტამ­დე რე­ა­ნო­მო­ბი­ლით გა­და­იყ­ვა­ნეს.

შვე­დი ქალი 16 მარტს გუ­და­უ­რის სა­ბა­გი­რო­ზე მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შავ­და. მას „მე­დიქ­ლაბ ჯორ­ჯი­ა­ში“ ძი­რი­თა­დად წო­ლი­თი რე­ჟი­მი ჰქონ­და და­ნიშ­ნუ­ლი.

გუ­და­ურ­ში, „სა­ძე­ლეს“ სა­ბა­გი­რო­ზე მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნა უახ­ლო­ეს ხან­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

„სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია „ბი­უ­რო ვე­რი­ტა­სის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მოწ­ვე­ვით მე­სა­მე დღეა გუ­და­ურ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, ძი­რი­თა­დი მოკ­ვლე­ვა და­ას­რუ­ლეს და დას­კვნის მო­სამ­ზა­დებ­ლად იწყე­ბენ მუ­შა­ო­ბას. კომ­პა­ნი­ის ექ­სპერ­ტებ­მა შე­ის­წავ­ლეს რო­გორც დო­კუ­მენ­ტა­ცია, ასე­ვე უშუ­ა­ლოდ სა­ძე­ლეს სა­ბა­გი­რო­ზე ჩა­ა­ტა­რეს დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვა შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ბი­უ­რო ვე­რი­ტა­სი“ 1828 წელს და­ფუძნ­და და დღეს მსოფ­ლი­ო­ში ლი­დე­რი კომ­პა­ნი­აა ტეს­ტი­რე­ბის, ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სა და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მელ­საც აქვს სა­ბა­გი­რო ლიფ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბი­სა და ექ­სპერ­ტი­ზის სპე­ცი­ა­ლუ­რი ქვე­და­ნა­ყო­ფი.

16 მარტს, გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნის მო­სამ­ზა­დებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სწო­რედ „ბი­უ­რო ვე­რი­ტა­სის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­იწ­ვია, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, ტექ­ნი­კუ­რი და სამ­შე­ნებ­ლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და სა­ბა­გი­როს მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია „დო­პელ­მე­ი­ე­რის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი, დე­ტა­ლუ­რი მოკ­ვლე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

„ბი­უ­რო ვე­რი­ტა­სის“ ექ­სპერ­ტე­ბი გუ­და­ურს დღეს და­ტო­ვე­ბენ. მათ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი“, – აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გუდაურში, საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შესახებ ექსპერტებმა მოკვლევა დაასრულეს

გუდაურში, საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შესახებ ექსპერტებმა მოკვლევა დაასრულეს

გუდაურში დაშავებულმა შვედმა ტურისტმა კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯია“ დატოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა გიორგი გოცაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შვედი ფეხმძიმე ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია. ის კლინიკიდან დღეს დილით გაწერეს და აეროპორტამდე რეანომობილით გადაიყვანეს.

შვედი ქალი 16 მარტს გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავდა. მას „მედიქლაბ ჯორჯიაში“ ძირითადად წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული.

გუდაურში, „საძელეს“ საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შესახებ ექსპერტების დასკვნა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საერთაშორისო კომპანია „ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობის მოწვევით მესამე დღეა გუდაურში იმყოფებიან, ძირითადი მოკვლევა დაასრულეს და დასკვნის მოსამზადებლად იწყებენ მუშაობას. კომპანიის ექსპერტებმა შეისწავლეს როგორც დოკუმენტაცია, ასევე უშუალოდ საძელეს საბაგიროზე ჩაატარეს დეტალური კვლევა შემთხვევის მიზეზების დასადგენად.

შეგახსენებთ, რომ „ბიურო ვერიტასი“ 1828 წელს დაფუძნდა და დღეს მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა ტესტირების, ტექნიკური ინსპექტირებისა და სერტიფიცირების მიმართულებით, რომელსაც აქვს საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის სპეციალური ქვედანაყოფი.

16 მარტს, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შესახებ დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის მოსამზადებლად საქართველოს მთავრობამ სწორედ „ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენლები მოიწვია, რომლებმაც საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საბაგიროს მწარმოებელი კომპანია „დოპელმეიერის“ წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმედღიანი, დეტალური მოკვლევა განახორციელეს.

„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები გუდაურს დღეს დატოვებენ. მათ მიერ მომზადებული დასკვნა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი“, – აცხადებენ სამინისტროში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი