სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლებში გაკვეთილების ჩატარების მეთოდები იცვლება - რა სიახლე ელით პედაგოგებსა და მოსწავლეებს
სკოლებში გაკვეთილების ჩატარების მეთოდები იცვლება - რა სიახლე ელით პედაგოგებსა და მოსწავლეებს

სექ­ტემ­ბრი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სო­რე­ბი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებს ჩა­ა­ტა­რე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა, მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, გაკ­ვე­თი­ლე­ბი მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ ესა თუ ის სპე­ცი­ა­ლო­ბა დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლონ და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცეთ.

“ჩვენ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ და კი­დეც გა­მო­ვი­ყე­ნებთ იმ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ რე­სურსს, რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გვაქვს. მოხ­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ახ­ლო­ე­ბა სკო­ლას­თან. კერ­ძოდ, სექ­ტემ­ბრი­დან, რო­გორც კი სწავ­ლა და­ი­წყე­ბა, ჩა­ტარ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ყვე­ლა სკო­ლა­ში, მათ შო­რის იმ კერ­ძო სკო­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც სურ­ვილს გა­მოთ­ქვა­მენ. უფრო დე­ტა­ლუ­რად რომ გან­ვმარ­ტო, გე­ტყვით, რომ ჩვე­ნი წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ვი­საც შე­უძ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­და­ცე­მა ბავ­შვე­ბის­თვის, ჩა­ა­ტა­რე­ბენ ონ­ლა­ინ-გაკ­ვე­თი­ლებს „ლა­ივსტრი­მით“. ეს არ იქ­ნე­ბა სტან­დარ­ტუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი, ეს იქ­ნე­ბა გაკ­ვე­თი­ლი, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი პრო­ფე­სო­რი უპა­სუ­ხებს კი­თხვას, თუ რა­ტომ აირ­ჩია თა­ვად ეს პრო­ფე­სია, და­ა­ნა­ხებს ყვე­ლა ბავ­შვს ამა თუ იმ დარ­გის სა­ინ­ტე­რე­სო, შე­მოქ­მე­დე­ბით მხა­რეს, რომ ბავ­შვებ­მა თა­ვის თავ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნონ ნიჭი, რო­მე­ლიც თურ­მე ჰქო­ნი­ათ. მა­გა­ლი­თად, ქალ­ბა­ტო­ნი მზე­ქა­ლა შა­ნი­ძე ჩა­ა­ტა­რებს რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თილს ქარ­თულ ენა­ში, მოყ­ვე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო თე­მა­ტი­კას პო­პუ­ლა­რუ­ლი, გა­სა­გე­ბი ენით, იმის­თვის, რომ ბავ­შვმა აღ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ მა­გა­ლი­თად, ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბა აინ­ტე­რე­სებს“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა.

მი­ნის­ტრის თქმით, ეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ყვე­ლას­თვის, მათ შო­რის მა­ღალმთი­ან სოფ­ლებ­ში.

“ისეთ ად­გი­ლას, რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში, სა­დაც ინ­ტერ­ნე­ტის სიჩ­ქა­რე არ არის მა­ღა­ლი და ონ­ლა­ინ ვერ შეძ­ლე­ბენ ლექ­ცი­ე­ბის ნახ­ვას, პრო­ფე­სო­რე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის ჩა­ა­ტა­რე­ბენ ლექ­ცი­ას. თუმ­ცა მათ ასე­ვე ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ლექ­ცი­ე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი ნა­ხონ. იქ­ნე­ბა ასე­ვე კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟი­მი. ხში­რად დას­მულ კი­თხვებს „ლა­ივ­ში“ უპა­სუ­ხებს პრო­ფე­სო­რი. მთა­ვა­რია, რომ ბავ­შვებს ფიქ­რი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გა­ვუღ­ვი­ვოთ“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

გარ­და ამი­სა, მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში პე­და­გო­გე­ბის­თვის ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა, რო­მელ­ზეც აქ­ცენ­ტი მათი პრაქ­ტი­კულ-პე­და­გო­გი­უ­რი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე გა­კეთ­დე­ბა. მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, ტრე­ნინ­გე­ბის შემ­დეგ შე­მოწ­მდე­ბა, თუ რა მი­ი­ტა­ნა პე­და­გოგ­მა ტრე­ნინ­გი­დან საკ­ლა­სო ოთა­ხამ­დე.

“მოხ­დე­ბა გარ­დაქ­მნა, თუ რო­გორ უნდა ჩა­ტარ­დეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი. ხში­რად ხდე­ბა, რომ გაკ­ვე­თი­ლი ისე ტარ­დე­ბა, მას­ში მოს­წავ­ლე არ მო­ნა­წი­ლე­ობს. ეს დას­რულ­დე­ბა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ. ამ ზა­ფხულსვე იწყე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის, სა­დაც აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა პრაქ­ტი­კულ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, პრაქ­ტი­კულ-პე­და­გო­გი­უ­რი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე. ამის შემ­დეგ ჩვენ შე­ვა­მოწ­მებთ, თუ რა მი­ი­ტა­ნა პე­და­გოგ­მა ტრე­ნინ­გი­დან საკ­ლა­სო ოთა­ხამ­დე“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

კი­თხვა­ზე, კვლავ გა­აგ­რძე­ლებს თუ არა არ­სე­ბო­ბას დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო, ჩხენ­კელ­მა უპა­სუ­ხა, რომ არ­სე­ბობ­და რო­გორც დი­რექ­ტორ­თა, ასე­ვე რექ­ტორ­თა საბ­ჭო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ დრომ­დე აგ­რძე­ლე­ბენ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოდ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­ე­ხე­ბა.

“იყო რექ­ტორ­თა და დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო­ე­ბი. ორი­ვე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი ფორ­მით, მაგ­რამ მე ვთვლი, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია მათი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

სკოლებში გაკვეთილების ჩატარების მეთოდები იცვლება - რა სიახლე ელით პედაგოგებსა და მოსწავლეებს

სკოლებში გაკვეთილების ჩატარების მეთოდები იცვლება - რა სიახლე ელით პედაგოგებსა და მოსწავლეებს

სექტემბრიდან უნივერსიტეტების პროფესორები სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებენ, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისი განმარტებით, გაკვეთილები მოსწავლეებს დაეხმარება იმაში, რომ ესა თუ ის სპეციალობა დეტალურად შეისწავლონ და არჩევანის გაკეთების მეტი შესაძლებლობა მიეცეთ.

“ჩვენ უნდა გამოვიყენოთ და კიდეც გამოვიყენებთ იმ ინტელექტუალურ რესურსს, რაც უნივერსიტეტებში გვაქვს. მოხდება უნივერსიტეტის დაახლოება სკოლასთან. კერძოდ, სექტემბრიდან, როგორც კი სწავლა დაიწყება, ჩატარდება დამატებითი გაკვეთილები ყველა სკოლაში, მათ შორის იმ კერძო სკოლებში, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ. უფრო დეტალურად რომ განვმარტო, გეტყვით, რომ ჩვენი წამყვანი სპეციალისტები, ვისაც შეუძლია ინფორმაციის საინტერესოდ გადაცემა ბავშვებისთვის, ჩაატარებენ ონლაინ-გაკვეთილებს „ლაივსტრიმით“. ეს არ იქნება სტანდარტული გაკვეთილი, ეს იქნება გაკვეთილი, სადაც თითოეული პროფესორი უპასუხებს კითხვას, თუ რატომ აირჩია თავად ეს პროფესია, დაანახებს ყველა ბავშვს ამა თუ იმ დარგის საინტერესო, შემოქმედებით მხარეს, რომ ბავშვებმა თავის თავში აღმოაჩინონ ნიჭი, რომელიც თურმე ჰქონიათ. მაგალითად, ქალბატონი მზექალა შანიძე ჩაატარებს რამდენიმე გაკვეთილს ქართულ ენაში, მოყვება სამეცნიერო თემატიკას პოპულარული, გასაგები ენით, იმისთვის, რომ ბავშვმა აღმოაჩინოს, რომ მაგალითად, ენათმეცნიერება აინტერესებს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, ეს გაკვეთილები ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის მაღალმთიან სოფლებში.

“ისეთ ადგილას, რამდენიმე სკოლაში, სადაც ინტერნეტის სიჩქარე არ არის მაღალი და ონლაინ ვერ შეძლებენ ლექციების ნახვას, პროფესორები სპეციალურად მათთვის ჩაატარებენ ლექციას. თუმცა მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა ლექციების ჩანაწერები ნახონ. იქნება ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმი. ხშირად დასმულ კითხვებს „ლაივში“ უპასუხებს პროფესორი. მთავარია, რომ ბავშვებს ფიქრისადმი ინტერესი გავუღვივოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ზაფხულში პედაგოგებისთვის ტრენინგები ჩატარდება, რომელზეც აქცენტი მათი პრაქტიკულ-პედაგოგიური უნარების გამომუშავებაზე გაკეთდება. მინისტრის განმარტებით, ტრენინგების შემდეგ შემოწმდება, თუ რა მიიტანა პედაგოგმა ტრენინგიდან საკლასო ოთახამდე.

“მოხდება გარდაქმნა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს გაკვეთილები. ხშირად ხდება, რომ გაკვეთილი ისე ტარდება, მასში მოსწავლე არ მონაწილეობს. ეს დასრულდება ერთხელ და სამუდამოდ. ამ ზაფხულსვე იწყება ტრენინგები მასწავლებლებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდება პრაქტიკულ გაკვეთილებზე, პრაქტიკულ-პედაგოგიური უნარების გამომუშავებაზე. ამის შემდეგ ჩვენ შევამოწმებთ, თუ რა მიიტანა პედაგოგმა ტრენინგიდან საკლასო ოთახამდე“, - აღნიშნა მინისტრმა.

კითხვაზე, კვლავ გააგრძელებს თუ არა არსებობას დირექტორთა საბჭო, ჩხენკელმა უპასუხა, რომ არსებობდა როგორც დირექტორთა, ასევე რექტორთა საბჭოები, რომლებიც ამ დრომდე აგრძელებენ ფუნქციონირებას, თუმცა სავარაუდოდ რეორგანიზაცია შეეხება.

“იყო რექტორთა და დირექტორთა საბჭოები. ორივე შენარჩუნდება გარკვეული ფორმით, მაგრამ მე ვთვლი, რომ შესაძლებელია მათი რეორგანიზაცია“, - აღნიშნა მინისტრმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ