ფრანგ ქალს 5 ახალშობილი შვილის მკვლელობა ედება ბრალად. "გარდიანი" წერს, რომ ის ორსულობას და მშობიარობას ოჯახსა და მეგობრებს უმალავდა.
37 წლის რამონა ჰერნანდეზ-კანეტე მას შემდეგ დააკავეს, რაც მისმა მოზარდმა შვილმა მაცივარში ახალშობილის ცხედარი იპოვა.
ქმარმა, ხუან კარლოს ჰერნანდეზ-კანეტემ პოლიციას გამოუძახა, მან სამართალდამცველებს უთხრა, რომ ცოლის ორსულობების შესახებ 2005-დან 2015 წლამდე არაფერი იცოდა, იმის მიუხედავად, რომ ქალმა ყველა ორსულობა ბოლომდე მიიყვანა.
გაკვეთამ აჩვენა, რომ ბავშვი 48 საათის დაბადებული იყო. სახლის ჩხრეკის დროს გამოძიებამ კიდევ 4 ბავშვის გვამი იპოვა, ოთხივე მათგანი დედამ ასევე მაცივარში დამალა.
პოლიციამ თავდაპირველად ქალთან ერთად მისი ქმარიც დააკავა, თუმცა მოგვიანებით ხუან კარლოსი გაათავისუფლეს.
პოლიციის ინფორმაციით, რამონა ჰერნანდეზ-კანეტმა ბავშვების მკვლელობა აღიარა. რამონას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.