საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შურისძიება 20 წლის შვილის გარდაცვალების გამო? - ტყიბულში მამაკაცის დაწვის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
შურისძიება 20 წლის შვილის გარდაცვალების გამო? - ტყიბულში მამაკაცის დაწვის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ტყი­ბულ­ში მა­მა­კა­ცის მიერ მე­ზობ­ლის დაწ­ვის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. სო­ფელ მუ­ხუ­რა­ში დამ­წვა­რი მა­მა­კა­ცის ახ­ლობ­ლე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი ბრალ­დე­ბუ­ლის, თა­მაზ ქურ­ცი­კი­ძის ოჯა­ხის გა­და­სახ­ლე­ბას ითხო­ვენ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ჰყვე­ბი­ან, რომ კონ­ფლიქ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის შვილს ტრაქ­ტო­რის სა­ჭეს­თან დაჯ­დო­მა თხო­ვა, რა დრო­საც 20 წლის ბი­ჭი­გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ახალ­გაზ­რდა ბიჭი ტრაქ­ტო­რის მარ­თვის მო­მენ­ტში გუ­ლის შე­ტე­ვით და­ი­ღუ­პა.

მას შემ­დეგ თა­მაზ ქურ­ცი­კი­ძე შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში მე­ზო­ბელს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. მათ შო­რის პერ­მა­ნენ­ტუ­ლად იყო კონ­ფლიქ­ტი. სო­ფელ მუ­ხუ­რა­ში მცხოვ­რე­ბი ვაჟა კი­ლა­ძის თქმით, გუ­შინ სა­ღა­მოს და­ზა­რა­ლე­ბულს წყა­როს­თან ჩა­ე­ძი­ნა, რა დრო­საც თა­მაზ ქურ­ცი­კი­ძე ჩუ­მად მი­ე­პა­რა, ბოთ­ლით საწ­ვა­ვი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და. მუ­ხუ­რა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილს კონ­ფლიქ­ტურ პი­როვ­ნე­ბად ახა­სი­ა­თე­ბენ.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის მძი­მეა. იგი ამ დრო­ის­თვის მკურ­ნა­ლო­ბის კურსს ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დის.

ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მუ­ხუ­რა­ში, მძი­ნა­რე მა­მა­კა­ცის­თვის ბენ­ზი­ნის გა­დას­ხმის და ცე­ცხლის წა­კი­დე­ბის ფაქ­ტზე შსს-მ ბრალ­დე­ბუ­ლი უკვე და­აკ­ვა. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის 117 მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ავტორი:

შურისძიება 20 წლის შვილის გარდაცვალების გამო? - ტყიბულში მამაკაცის დაწვის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

შურისძიება 20 წლის შვილის გარდაცვალების გამო? - ტყიბულში მამაკაცის დაწვის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ტყიბულში მამაკაცის მიერ მეზობლის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სოფელ მუხურაში დამწვარი მამაკაცის ახლობლები და მეზობლები ბრალდებულის, თამაზ ქურციკიძის ოჯახის გადასახლებას ითხოვენ.

ადგილობრივები Ambebi.ge-სთან საუბრისას ჰყვებიან, რომ კონფლიქტი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც დაზარალებულმა ბრალდებულის შვილს ტრაქტორის საჭესთან დაჯდომა თხოვა, რა დროსაც 20 წლის ბიჭიგარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ბიჭი ტრაქტორის მართვის მომენტში გულის შეტევით დაიღუპა.

მას შემდეგ თამაზ ქურციკიძე შვილის გარდაცვალებაში მეზობელს ადანაშაულებდა. მათ შორის პერმანენტულად იყო კონფლიქტი. სოფელ მუხურაში მცხოვრები ვაჟა კილაძის თქმით, გუშინ საღამოს დაზარალებულს წყაროსთან ჩაეძინა, რა დროსაც თამაზ ქურციკიძე ჩუმად მიეპარა, ბოთლით საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. მუხურაში ეჭვმიტანილს კონფლიქტურ პიროვნებად ახასიათებენ.

დაზარალებული მამაკაცის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. იგი ამ დროისთვის მკურნალობის კურსს ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში, მძინარე მამაკაცისთვის ბენზინის გადასხმის და ცეცხლის წაკიდების ფაქტზე შსს-მ ბრალდებული უკვე დააკვა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 117 მუხლით მიმდინარეობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს