მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცაცხვის ხე, რომელსაც ასაკით და სიმაღლით მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, სენაკში იზრდება
ცაცხვის ხე, რომელსაც ასაკით და სიმაღლით მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, სენაკში იზრდება

"1970 წლებ­ში ნო­ქა­ლა­ქე­ვის ციხე გო­ჯის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ გა­თხრებს ის­ტო­რი­კო­სი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი - პარ­მენ ზა­ქა­რა­ია ხემ­ძღვა­ნე­ლობ­და. მან სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­ი­გო, რომ სა­მეგ­რე­ლოს სო­ფელ ხორშში გი­გან­ტუ­რი ცა­ცხვის ხე იდგა, და­ინ­ტე­რეს­და ამით და როცა ნახა, ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა ნა­ნახ­მა - მის წინ რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნის ცა­ცხვის ხე აღ­მოჩ­ნდა!

ექ­სპერ­ტე­ბი მო­იწ­ვია, ჩა­ა­ტა­რეს ექ­სპე­დი­ცია და წი­ნას­წა­რი ვა­რა­უ­დით, ხე V-VI სა­უ­კუ­ნის აღ­მოჩ­ნდა. პარ­მენ ზა­ქა­რა­ი­ას თქმით, ამ ასა­კის ცა­ცხვის ხე მსოფ­ლი­ო­ში არ არის. სა­მო­მავ­ლოდ და­უ­გეგ­მავთ სა­ფუძ­ვლი­ა­ნი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, თუმ­ცა, რა­ღაც მი­ზე­ზე­ბის გამო, ვერ მო­ხერ­ხდა.

დღეს პარ­მენ ზა­ქა­რა­ია ცო­ცხა­ლი აღარ არის. მას მერე 40 წელი გა­ვი­და. ეს ხე კი დღე­საც ამა­ყად დგას მშობ­ლი­ურ მი­წის ფეს­ვებ­ზე. ამ ასა­კის ცა­ცხვის ხე იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა" - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ფო­ტოგ­რა­ფი გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვა.

და­ვინ­ტე­რეს­დით და გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვას ხის შე­სა­ხებ მეტი ვკი­თხეთ:

- პარ­მენ ზა­ქა­რია ვინც მი­იყ­ვა­ნა ამ ხეს­თან წლე­ბის წინ, მეც მან წა­მიყ­ვა­ნა სა­ნა­ხა­ვად. იგი ბევ­რს იბ­რძო­და, გზა რომ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო იმ სოფ­ლის უბან­ში. გუ­რამ ოდი­შა­რია იმ პე­რი­ოდ­ში სე­ნა­კის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი იყო. ხე მას აჩ­ვე­ნა და იმ­დე­ნი იბ­რძო­ლა, რომ ბა­ტონ გუ­რამს გზა გა­ა­კე­თე­ბი­ნა.

ასე­თი ძვე­ლი ხე­ე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ ტუ­რის­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­საა. ხალ­ხს 200 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით ხის გამო მი­ყავთ ტუ­რის­ტე­ბი, იმ­დე­ნად დი­დია ინ­ტე­რე­სი. აქ კი ნაკ­ლე­ბად არის ცნო­ბი­ლი, რად­გან რეკ­ლა­მა აკ­ლია. წვი­მის დროს რქო­სა­ნი პი­რუ­ტყვიც აფა­რებს თურ­მე თავს, იმ­დე­ნად დიდი ფუ­ღუ­როა.

გუ­რამ ოდი­შა­რია, კულ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი:

- 2012 წელს პირ­ვე­ლად ვნა­ხე ეს ხე. ორი წლის წინ - მე­ო­რედ. სა­ო­ცა­რი, გრან­დი­ო­ზუ­ლი, ფან­ტას­ტი­კუ­რი ხეა. სა­ერ­თოდ, სო­ფე­ლი ხორ­შიც ძა­ლი­ან ეგ­ზო­ტი­კუ­რია.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ხის ის­ტო­რია (არა მარ­ტო ის­ტო­რია) არ არის შეს­წავ­ლი­ლი. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ სტა­ტი­ას წერთ. ეს ხელს შე­უ­წყობს მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და ბევ­რი გა­ი­გებს მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ზე ბევ­რი რამ არ ვი­ცით. ღმერ­თმა ხელი მო­გი­მარ­თოთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ცაცხვის ხე, რომელსაც ასაკით და სიმაღლით მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, სენაკში იზრდება

ცაცხვის ხე, რომელსაც ასაკით და სიმაღლით მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, სენაკში იზრდება

"1970 წლებში ნოქალაქევის ციხე გოჯის არქეოლოგიურ გათხრებს ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი - პარმენ ზაქარაია ხემძღვანელობდა. მან სრულიად შემთხვევით გაიგო, რომ სამეგრელოს სოფელ ხორშში გიგანტური ცაცხვის ხე იდგა, დაინტერესდა ამით და როცა ნახა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ნანახმა - მის წინ რამდენიმე საუკუნის ცაცხვის ხე აღმოჩნდა!

ექსპერტები მოიწვია, ჩაატარეს ექსპედიცია და წინასწარი ვარაუდით, ხე V-VI საუკუნის აღმოჩნდა. პარმენ ზაქარაიას თქმით, ამ ასაკის ცაცხვის ხე მსოფლიოში არ არის. სამომავლოდ დაუგეგმავთ საფუძვლიანი კვლევების ჩატარება, თუმცა, რაღაც მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა.

დღეს პარმენ ზაქარაია ცოცხალი აღარ არის. მას მერე 40 წელი გავიდა. ეს ხე კი დღესაც ამაყად დგას მშობლიურ მიწის ფესვებზე. ამ ასაკის ცაცხვის ხე იშვიათი მოვლენაა" - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა.

დავინტერესდით და გიორგი ნიკოლავას ხის შესახებ მეტი ვკითხეთ:

- პარმენ ზაქარია ვინც მიიყვანა ამ ხესთან წლების წინ, მეც მან წამიყვანა სანახავად. იგი ბევრს იბრძოდა, გზა რომ გაკეთებულიყო იმ სოფლის უბანში. გურამ ოდიშარია იმ პერიოდში სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. ხე მას აჩვენა და იმდენი იბრძოლა, რომ ბატონ გურამს გზა გააკეთებინა.

ასეთი ძველი ხეები საზღვარგარეთ ტურისტული დანიშნულებისაა. ხალხს 200 კილომეტრის მოშორებით ხის გამო მიყავთ ტურისტები, იმდენად დიდია ინტერესი. აქ კი ნაკლებად არის ცნობილი, რადგან რეკლამა აკლია. წვიმის დროს რქოსანი პირუტყვიც აფარებს თურმე თავს, იმდენად დიდი ფუღუროა.

გურამ ოდიშარია, კულტურის ყოფილი მინისტრი:

- 2012 წელს პირველად ვნახე ეს ხე. ორი წლის წინ - მეორედ. საოცარი, გრანდიოზული, ფანტასტიკური ხეა. საერთოდ, სოფელი ხორშიც ძალიან ეგზოტიკურია.

სამწუხაროა, რომ ხის ისტორია (არა მარტო ისტორია) არ არის შესწავლილი. ძალიან კარგია, რომ სტატიას წერთ. ეს ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას და ბევრი გაიგებს მისი არსებობის შესახებ. სამწუხაროდ, ჩვენ საქართველოზე ბევრი რამ არ ვიცით. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

"ბავშვებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ, პროგნოზი კეთილსაიმედოა" - როგორია ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

"არ მალავს, რომ აქვს ვირუსი" - კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე არიან