პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ვერტიკალური ბაღი თბილისში - ქალაქის მძიმე ეკოლოგიური საფრთხისგან გადარჩენის გზა
3 ვერტიკალური ბაღი თბილისში - ქალაქის მძიმე ეკოლოგიური საფრთხისგან გადარჩენის გზა

ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბა­ღე­ბის იდეა სა­თა­ვეს უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან იღებს, სე­მი­რა­მი­დას და­კი­დუ­ლი ბა­ღე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში პრო­ვან­სის, პა­რი­ზის, ლონ­დო­ნის, სიდ­ნე­ის, მად­რი­დის, სინ­გა­პუ­რის, ტა­ი­ვა­ნის, ჰონ­კონ­გი­სა და ტუ­ლუ­ზის ბა­ღებ­მა შეც­ვა­ლა, რო­მელ­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცი­უ­რი დატ­ვირ­თვა აქვთ.

არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მო­მავ­ლის ქა­ლა­ქე­ბი ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბა­ღე­ბით იქ­ნე­ბა გა­შე­ნე­ბუ­ლი, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია მე­გა­პო­ლი­სე­ბის­თვის, რო­მელ­თაც ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სიმ­ცი­რე, ურ­ბა­ნუ­ლი და ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. ამ კონ­ტექ­სტში, არც თუ ისე შო­რე­ულ პერ­სპექ­ტი­ვა­ში მო­ი­აზ­რე­ბა თბი­ლი­სიც, რო­მე­ლიც და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის და ურ­ბა­ნუ­ლი ქა­ო­სის გამო, ეკო­ლო­გი­უ­რი საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე დგას.

თბი­ლის­ში, სა­ჯა­რო სივ­რცე­ში სულ რამ­დე­ნი­მე ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბა­ღია, პირ­ვე­ლი, და ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ავ­ლაბ­რის მეტ­როს სად­გუ­რის ფა­სად­ზე არ­სე­ბუ­ლი ცო­ცხა­ლი კე­დე­ლია, მე­ო­რე ვერ­ტი­კა­ლუ­რი მწვა­ნე კე­დე­ლი გა­ნახ­ლე­ბულ პლე­ხა­ნოვ­ზეა გა­კე­თე­ბუ­ლი, ვარ­დე­ბის ბა­ღის მიმ­დე­ბა­რედ, მე­სა­მე კი სულ ახ­ლა­ხან გა­კეთ­და ვა­კე­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე. თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი ვერ­ტი­კა­ლუ­რი კე­დე­ლი ცნო­ბი­ლი ფრან­გი ბო­ტა­ნი­კო­სი­სა და ლან­დშაფ­ტის არ­ქი­ტექ­ტო­რის პატ­რიკ ბლა­ნის პრო­ექ­ტით მო­ე­წყო. პატ­რიკ ბლა­ნი მე­გა­პო­ლი­სე­ბის “ვერ­ტი­კა­ლუ­რი გამ­წვა­ნე­ბის” იდე­ის ავ­ტო­რია, მის მიერ გა­მოყ­ვა­ნი­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი პირ­და­პირ კედ­ლებ­ზე იზ­რდე­ბა და ხა­რობს, არც ას­ფალ­ტის აყრა სჭირ­დე­ბა, არც მი­წის მო­ჩიჩ­ქვნა და არც შე­ნო­ბე­ბის დან­გრე­ვა, პი­რი­ქით, რაც მეტი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბაა ქა­ლაქ­ში, მისი კონ­ცეფ­ცი­ით, უფრო მეტი ხე იზ­რდე­ბა.

ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბა­ღე­ბის იდეა რამ­დე­ნი­მე წლის წინ აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ძველ თბი­ლის­ში, ორ­თა­ჭა­ლა­ში, გორ­გას­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ. ასე­თი­ვე პრო­ექ­ტზე სა­უბ­რო­ბენ, ე.წ, ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის ად­გი­ლას აა­შე­ნე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრს, რო­მე­ლიც გამ­წვა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ვერ­ტი­კა­ლუ­რი და­კი­დუ­ლი ბა­ღე­ბით. მათ პრო­ექ­ტიც მომ­ზა­დე­ბუ­ლი აქვთ.

რო­გორც ლან­დშაფ­ტის არ­ქი­ტექ­ტო­რი, ლიკა ქურ­ცი­კი­ძე ამ­ბობს, უცხო­ე­თის ქვე­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კის მი­ხედ­ვით, ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბა­ღე­ბის მო­წყო­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი სწო­რე­დაც რომ კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან და თუ ეს ტენ­დენ­ცია თბი­ლის­შიც და­ი­ნერ­გე­ბა, ეს ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის, რო­მელ­საც მწვა­ნე სა­ფა­რის დიდი პრობ­ლე­მა აქვს, ძა­ლი­ან ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბა. რა პერ­სპექ­ტი­ვა აქვს თბი­ლის­ში ვერ­ტი­კა­ლურ ბა­ღებს და რას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მისი მო­წყო­ბა-მოვ­ლა, ამის შე­სა­ხებ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ლან­დშაფ­ტის არ­ქი­ტექ­ტო­რი ლიკა ქურ­ცი­კი­ძე გვი­ზი­ა­რებს. ის თა­ვად მუ­შა­ობ­და, რო­გორც ავ­ლაბ­რის, ასე­ვე ვა­კის ვერ­ტი­კა­ლუ­რი მწვა­ნე კედ­ლე­ბის მო­წყო­ბა­ში. მის სა­ხელ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ურეკ­ში სას­ტუმ­რო "პა­რაგ­რაფ­ში" და თბი­ლის­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ვერ­ტი­კა­ლუ­რი მწვა­ნე კედ­ლე­ბი.

"იმ ქა­ლა­ქე­ბის­თვის, რო­მელ­თაც ურ­ბა­ნუ­ლი და ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბა­ღე­ბის არ­სე­ბო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ურ­ბა­ნულ გა­რე­მო­ში, უკვე იმ­დე­ნად მწი­რია მწვა­ნე სა­ფა­რი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და სა­ხუ­რა­ვე­ბის და ვერ­ტი­კა­ლუ­რი კედ­ლე­ბის გამ­წვა­ნე­ბა, რაც ალა­მა­ზებს გა­რე­მოს, ასუფ­თა­ვებს და ატე­ნი­ა­ნებს ჰა­ერს, ხელს უწყობს ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტას. ჩვე­ნი ქა­ლა­ქი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას, რა თქმა უნდა ბუ­ნებ­რი­ვი სიმწვა­ნე და ბა­ღე­ბი, ქა­ლა­ქის­თვის შე­უც­ვლე­ლია, მათ შო­რის მწვა­ნე ზო­ნე­ბი თბი­ლი­სის გარ­შე­მო, რო­მე­ლიც უნდა იყოს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ძა­ლი­ან ცო­ტაა.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ უკვე გვაქვს პრობ­ლე­მა მწვა­ნე ფარ­თო­ბე­ბის სიმ­ცი­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბი ვე­ძე­ბოთ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ხსნას ვხე­დავთ ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ერ­თია - სა­ხუ­რა­ვე­ბის გამ­წვა­ნე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნა­გე­ბო­ბე­ბის სა­ხუ­რა­ვე­ბი, სკო­ლე­ბის, ბა­ღე­ბის, ალ­ბათ, სა­ცხოვ­რებ­ლი­საც, თუმ­ცა სა­ფიქ­რა­ლია, რომ მათი მოვ­ლის პრობ­ლე­მა არ გაჩ­ნდეს. იქ, სა­დაც მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია და ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბაც არ­სე­ბობს, ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბა­ღე­ბის მო­წყო­ბა კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რათა ქა­ლაქს შე­ე­მა­ტოს მწვა­ნე სა­ფა­რი, რო­მე­ლიც აკა­ვებს მტვერს, გა­მო­ნა­ბოლ­ქვს.

- რამ­დე­ნად დი­დია ინ­ტე­რე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბა­ღე­ბის მი­მართ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­ტე­რე­სი უკვე გაჩ­ნდა, ადრე ბაღს რომ აკე­თებ­და ადა­მი­ა­ნი ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პირ­ველ რიგ­ში იმას გვთხოვ­და, ისე­თი მცე­ნა­რე­ე­ბი ჩა­მირ­გეთ ბევ­რი მოვ­ლა არ სჭირ­დე­ბო­დე­სო. ეს მიდ­გო­მა უკვე შე­იც­ვლა. ინ­ტე­რესს უფრო ხში­რად კერ­ძო სექ­ტო­რი გა­მო­ხა­ტავს, ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში, ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლია კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­ში, ალ­ბათ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბა­ღე­ბის გარ­კვე­ულ ფი­ნან­სურ რე­სურსთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა მათ მო­სა­წყო­ბად არც ისე­თი "კოს­მო­სუ­რი" თან­ხე­ბია სა­ჭი­რო, რო­გორც ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა ეგო­ნოს. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბა­ღე­ბის მო­წყო­ბა არაა იაფი სი­ა­მოვ­ნე­ბა, იმ შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­საც ეს ბა­ღე­ბი გვაძ­ლევს, რო­გორც ეკო­ლო­გი­უ­რი, ასე­ვე ვი­ზუ­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, მათი გა­კე­თე­ბა კარ­გი იდე­აა.

არის მე­ო­რე ფაქ­ტო­რიც, იმის და მი­ხედ­ვით, კონ­სტრუქ­ცია რა მა­სა­ლის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი, არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ბა­ღის მო­წყო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც, ბოლო წლებ­ში უფრო და უფრო და­იხ­ვე­წა ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბა­ღე­ბის მო­წყო­ბის ტექ­ნო­ლო­გია, ამ მე­თო­დე­ბის დახ­ვე­წა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა თა­ვის­თა­ვად იწ­ვევს ღი­რე­ბუ­ლე­ბის შეც­ვლას და ფასს ამ­ცი­რებს. ყვე­ლა კონ­სტრუქ­ცი­ას თა­ვი­სი ფასი აქვს, მაგ­რამ არა ისე­თი, რომ შეძ­ლე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა ან კომ­პა­ნი­ამ მისი გა­დახ­და ვერ შეძ­ლოს. ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბა­ღებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ინც არის მათი მოვ­ლა და მუდ­მი­ვი ყუ­რა­დღე­ბა, მცე­ნა­რე­ებს ვერ­ტი­კა­ლურ სივ­რცე­ზე, ზუს­ტად იგი­ვე სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, გაკ­რეჭ­ვა, სა­რე­ვე­ლას მო­ცი­ლე­ბა, რო­გორც მი­წა­ზე დარ­გულ ნარ­გავს, თუმ­ცა რა­საკ­ვირ­ვე­ლია კე­დელ­ზე მუ­შა­ო­ბა ბევ­რად უფრო ძნე­ლია.

- ძი­რი­თა­დად რა სა­ხის ნარ­გა­ვე­ბი ხა­რობს ვერ­ტი­კა­ლურ ბა­ღებ­ში?

- ვერ­ტი­კა­ლურ ბა­ღებ­ში ყვე­ლა­ზე მცე­ნა­რე ვერ ხა­რობს, უმ­ჯო­ბე­სია გა­მო­ვი­ყე­ნოთ ბუჩ­ქო­ვა­ნი და ბა­ლა­ხო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი, მრა­ვაწ­ლი­ა­ნი მოყ­ვა­ვი­ლე მცე­ე­ნა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­მაღ­ლე­ში ძა­ლი­ან დიდი არ იზ­რდე­ბა. ცალ­კე თე­მაა მცე­ნა­რე­ე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ უნა­რი, ხა­სი­ა­თი, გან­ვი­თარ­დნენ ვერ­ტი­კა­ლუ­რად. ეს არის მცო­ცა­ვი, მხვი­ა­რა მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ირ­გვე­ბა მი­წა­ში და იზ­რდე­ბა ვერ­ტი­კა­ლუ­რად. ამ მცე­ნა­რე­ე­ბის დარ­გვა ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლად გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ეკო­ნო­მი­უ­რი, და ხან­გრძლი­ვად დრო­ში გა­წე­ლი­ლია. თუმ­ცა მქო­ნია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ერთ-ერთი კედ­ლის გა­კე­თე­ბის დროს შემ­თხვე­ვით "ჯი­ბე­ში" მოხ­ვდა ჭად­რის თეს­ლი და ამო­ვი­და ხე, იქ სა­დაც ჭად­რის ტოტი ამო­ვი­და, ასეთ სივ­რცე­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თეს­ლი რომ ჩა­აგ­დოთ, ისიც კი გა­ი­ხა­რებს.

თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე ვერ­ტი­კა­ლუ­რი მწვა­ნე კე­დე­ლი გვაქვს - პირ­ვე­ლად გა­კეთ­და ავ­ლაბ­რის მწვა­ნე კე­დე­ლი, რო­მე­ლიც ავ­ლაბ­რის მეტ­როს სად­გუ­რის ფა­სად­ზეა მო­წყო­ბი­ლი, მერე იყო პლე­ხა­ნო­ვის ვერ­ტი­კა­ლუ­რი ცო­ცხა­ლი კე­დე­ლი ე.წ. ვარ­დე­ბის ბაღ­თან და ახ­ლა­ხან გა­ვა­კე­თეთ ასე­თი კე­დე­ლი ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ახ­ლოს. და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ 400 კვად­რა­ტულ მეტრზე გვაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი მწვა­ნე კე­დე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ეზო­ში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს. პირ­ვე­ლი კე­დე­ლი გა­ა­კე­თა პატ­რიკ ბლა­ან­მა, და­ნარ­ჩე­ნი, ექ­სტე­რი­ერ­შიც და ინ­ტე­რი­ერ­შიც, ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლია. სა­მი­ვე ცო­ცხა­ლი კედ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, რაც არის დე­და­ქა­ლა­ქის სა­ჯა­რო სივ­რცე­ში, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, თუმ­ცა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში არსი ერ­თნა­ი­რია- მცე­ნა­რე­ებს ვერ­ტი­კა­ლურ სი­ბერ­ტყე­ზე ხე­ლოვ­ნუ­რად აქვთ შექ­მნი­ლი პი­რო­ბე­ბი, რა­საც ისი­ნი იღე­ბენ მი­წი­დან იმის­თვის, რომ გა­ი­ხა­რონ.

ავ­ლაბ­რის ცო­ცხა­ლი კე­დე­ლი მო­ე­წყო ცნო­ბი­ლი ფრან­გი ბო­ტა­ნი­კო­სი­სა და ლან­დშაფ­ტის არ­ქი­ტექ­ტო­რის პატ­რიკ ბლა­ნის პრო­ექ­ტით, მას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს უამ­რა­ვი მცე­ნა­რე, რო­მელ­თაც ხა­სი­ათ­ში არ აქვთ ბუ­ნებ­რი­ვად ვერ­ტი­კა­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბის უნა­რი და მცო­ცა­ვი ხა­სი­ა­თი. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბუჩ­ქო­ვა­ნი და ბა­ლა­ხო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჰა­ბი­ტუ­სი. პრო­ექ­ტის ტექ­ნო­ლო­გი­ით ყვე­ლა ეს მცე­ნა­რე შე­ნო­ბის კე­დელ­ზე სა­გან­გე­ბოდ მო­წყო­ბილ, ვერ­ტი­კა­ლურ და­მაგ­რე­ბულ ორ ფენა ქე­ჩა­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ას­რუ­ლებს მი­წის, რო­გორც მცე­ნა­რის ჩა­მაგ­რე­ბის ფუნ­ქცი­ას, მისი კვე­ბა ხდე­ბა თე­ქის ქვეშ მო­წყო­ბი­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი მორ­წყვის სის­ტე­მით, რო­მე­ლიც მცე­ნა­რე­ე­ბის­თვის სა­სუ­ქი­სა და წყლის მი­წო­დე­ბას ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს. პლე­ხე­ნო­ვის მწვა­ნე ვერ­ტი­კა­ლუ­რი კე­დე­ლი სხვა კონ­სტრუქ­ცი­ით არის გა­კე­თე­ბუ­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია უფრო მძლავ­რი კონ­სტრუქ­ცი­აა, ვიდ­რე- ავ­ლაბ­რის კე­დელ­ში, შე­კე­რი­ლია ტორ­ფის "ჩან­თე­ბი", რო­მელ­ში მო­თავ­სე­ბულ მცე­ნა­რე­ებ­საც არ სჭირ­დე­ბა ისე­თი ხში­რი მორ­წყვა და რე­გუ­ლა­რუ­ლად სა­სუ­ქის მი­წო­დე­ბა, რო­გორც ავ­ლაბ­რის კე­დელ­ში დარ­გულ მცე­ნა­რე­ებს.

ვა­კე­ში, ახ­ლა­ხან გა­კე­თე­ბუ­ლი კე­დე­ლიც პატ­რიკ ბლა­ნის მე­თო­დით გა­კეთ­და, რად­გან კონ­სტრუქ­ცია არ გვაძ­ლევ­და კედ­ლის გა­ს­ქე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ბა­ღე­ბის მო­წყო­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პლასტმა­სის მა­სა­ლის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა პა­ნე­ლე­ბიც, ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბა­ღე­ბის მო­წყო­ბის უამ­რა­ვი ვა­რი­ან­ტი აქვთ ჩი­ნე­ლებს, ისი­ნი უმე­ტე­სად მცე­ნა­რე­ებს რგა­ვენ ქოთ­ნე­ბით, რო­მელ­საც უკან უკეთ­დე­ბა სარ­წყა­ვი სის­ტე­მა, რაც მცე­ნა­რე­თა გა­ხა­რე­ბის­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია. ურეკ­ში სას­ტუმ­რო პა­რაგ­რაფ­ში მო­ვა­წყვეთ ვერ­ტი­კა­ლუ­რი კე­დე­ლი, რო­მე­ლიც გა­კეთ­და პატ­რიკ ბლა­ნის მე­თო­დის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტით. ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბა­ღე­ბის მო­წყო­ბის დროს დე­ტა­ლუ­რად უნდა იყოს გათ­ვლი­ლი და და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის კვე­ბის რე­ჟი­მი; ის, თუ რო­გო­რი ორი­ენ­ტა­ცია აქვს ვერ­ტი­კა­ლურ კე­დელს მზის, ქა­რის მი­მართ, რო­გორ უნდა იყოს გან­ლა­გე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით.

ბა­ღე­ბის მოვ­ლას უნდა უძღვე­ბოდ­ნენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ცოდ­ნა, მა­გა­ლი­თად, თბილ ზამ­თარ­ში, როცა ყინ­ვა არაა, ვერ­ტი­კა­ლურ ბაღს მორ­წყვა აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა, მა­შინ როცა ყინ­ვის პი­რო­ბებ­ში მორ­წყვა არ შე­იძ­ლე­ბა და ა.შ. სწო­რედ ამ დე­ტა­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა გა­მორ­ჩათ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ავ­ლაბ­რის კედ­ლის მოვ­ლის პრო­ცეს­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი, რის გა­მოც წლე­ბის წინ მცე­ნა­რე­ებს გახ­მო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნათ.

- თბი­ლი­სის კლი­მა­ტი და ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბა­ღე­ბის­თვის?

- ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მცე­ნა­რე­ე­ბის სა­ხე­ო­ბის შერ­ჩე­ვა­ზე, არ­სე­ბობს მზის, ჩრდი­ლის მოყ­ვა­რუ­ლი, ქა­რის ამ­ტა­ნი და ვერ-ამ­ტა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი. კედ­ლის­თვის მცე­ნა­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სას გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია კედ­ლის ორი­ენ­ტა­ცია მზის მი­მართ, ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ქა­რის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაც. ზო­გა­დად ჩვენ ისეთ კლი­მა­ტურ ზო­ნა­ში ვართ, რომ ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბა­ღე­ბის გა­ხა­რე­ბის­თვის მცე­ნა­რე­თა მრა­ვალ­სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ამ ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებ­ში ხა­რობს. ჩვენ­თან ზა­ფხულ­ში მშრა­ლი კლი­მა­ტია, ხში­რია ქა­რიც, სა­ჭი­როა ბევ­რი მწვა­ნე ნარ­გა­ვი, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ჰა­ე­რის და­ტე­ნი­ნი­ა­ნე­ბას და გა­სუფ­თა­ვე­ბას მტვრის ნა­წი­ლა­კე­ბის­გან, შე­სა­ბა­მი­სად, უამ­რა­ვი ფაქ­ტო­რია, რო­მე­ლიც ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბა­ღე­ბის და­დე­ბით თვი­სე­ბე­ბად მი­იჩ­ნე­ვა.

- კერ­ძო სექ­ტო­რის და­ინ­ტე­რე­სე­ბა ახ­სე­ნეთ, რო­გორც ვიცი, საკ­მა­ოდ ხა­ნია ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის მფლო­ბე­ლებს აქვთ ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის პრო­ექ­ტი, სა­დაც უნდა აშენ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ვაჭ­რო მოლი, ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბა­ღე­ბით და სა­ინ­ტე­რე­სო მწვა­ნე სა­ფა­რით.

- ვი­ნა­ი­დან ამ პრო­ექტს არ ვიც­ნობ, დე­ტა­ლუ­რად ვე­რა­ფერს მო­გახ­სე­ნებთ, თუმ­ცა თა­ვად ფაქ­ტი, ის რომ კერ­ძო სექ­ტო­რი ინ­ტე­რეს­დე­ბა ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბა­ღე­ბის თუ სა­ხუ­რა­ვე­ბის გამ­წვა­ნე­ბის იდე­ით, ეს თა­ვის­თვად მომ­წონს და ძა­ლი­ან კარ­გია და ჩვენს რთულ ეკო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას ნამ­დვი­ლად წა­ად­გე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

3 ვერტიკალური ბაღი თბილისში - ქალაქის მძიმე ეკოლოგიური საფრთხისგან გადარჩენის გზა

3 ვერტიკალური ბაღი თბილისში - ქალაქის მძიმე ეკოლოგიური საფრთხისგან გადარჩენის გზა

ვერტიკალური ბაღების იდეა სათავეს უძველესი დროიდან იღებს, სემირამიდას დაკიდული ბაღები თანამედროვე სამყაროში პროვანსის, პარიზის, ლონდონის, სიდნეის, მადრიდის, სინგაპურის, ტაივანის, ჰონკონგისა და ტულუზის ბაღებმა შეცვალა, რომელთაც მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვა აქვთ.

არქიტექტორები მიიჩნევენ, რომ მომავლის ქალაქები ვერტიკალური ბაღებით იქნება გაშენებული, რაც განსაკუთრებით ეფექტური და მოსახერხებელია მეგაპოლისებისთვის, რომელთაც ტერიტორიული სიმცირე, ურბანული და ეკოლოგიური პრობლემები აქვთ. ამ კონტექსტში, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში მოიაზრება თბილისიც, რომელიც დაუსრულებელი მშენებლობების და ურბანული ქაოსის გამო, ეკოლოგიური საფრთხეების წინაშე დგას.

თბილისში, საჯარო სივრცეში სულ რამდენიმე ვერტიკალური ბაღია, პირველი, და ყველაზე ძველი ავლაბრის მეტროს სადგურის ფასადზე არსებული ცოცხალი კედელია, მეორე ვერტიკალური მწვანე კედელი განახლებულ პლეხანოვზეა გაკეთებული, ვარდების ბაღის მიმდებარედ, მესამე კი სულ ახლახან გაკეთდა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე. თბილისის პირველი ვერტიკალური კედელი ცნობილი ფრანგი ბოტანიკოსისა და ლანდშაფტის არქიტექტორის პატრიკ ბლანის პროექტით მოეწყო. პატრიკ ბლანი მეგაპოლისების “ვერტიკალური გამწვანების” იდეის ავტორია, მის მიერ გამოყვანილი მცენარეები პირდაპირ კედლებზე იზრდება და ხარობს, არც ასფალტის აყრა სჭირდება, არც მიწის მოჩიჩქვნა და არც შენობების დანგრევა, პირიქით, რაც მეტი მაღალსართულიანი შენობაა ქალაქში, მისი კონცეფციით, უფრო მეტი ხე იზრდება.

ვერტიკალური ბაღების იდეა რამდენიმე წლის წინ აქტიურად განიხილებოდა ძველ თბილისში, ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩის მიმდებარედ. ასეთივე პროექტზე საუბრობენ, ე.წ, ელიავას ბაზრობის მეპატრონეები, რომლებიც აცხადებენ, რომ ელიავას ბაზრობის ადგილას ააშენებენ თანამედროვე სტანდარტის სავაჭრო ცენტრს, რომელიც გამწვანებული იქნება ვერტიკალური დაკიდული ბაღებით. მათ პროექტიც მომზადებული აქვთ.

როგორც ლანდშაფტის არქიტექტორი, ლიკა ქურციკიძე ამბობს, უცხოეთის ქვეყენების პრაქტიკის მიხედვით, ვერტიკალური ბაღების მოწყობის ინიციატორები სწორედაც რომ კერძო კომპანიები არიან და თუ ეს ტენდენცია თბილისშიც დაინერგება, ეს ჩვენი ქალაქისთვის, რომელსაც მწვანე საფარის დიდი პრობლემა აქვს, ძალიან ხელსაყრელი იქნება. რა პერსპექტივა აქვს თბილისში ვერტიკალურ ბაღებს და რასთან არის დაკავშირებული მისი მოწყობა-მოვლა, ამის შესახებ რეკომენდაციებს ლანდშაფტის არქიტექტორი ლიკა ქურციკიძე გვიზიარებს. ის თავად მუშაობდა, როგორც ავლაბრის, ასევე ვაკის ვერტიკალური მწვანე კედლების მოწყობაში. მის სახელთან არის დაკავშირებული ურეკში სასტუმრო "პარაგრაფში" და თბილისში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში არსებული ვერტიკალური მწვანე კედლები.

"იმ ქალაქებისთვის, რომელთაც ურბანული და ეკოლოგიური პრობლემები აქვთ, ვერტიკალური ბაღების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ურბანულ გარემოში, უკვე იმდენად მწირია მწვანე საფარი, აუცილებელი გახდა სახურავების და ვერტიკალური კედლების გამწვანება, რაც ალამაზებს გარემოს, ასუფთავებს და ატენიანებს ჰაერს, ხელს უწყობს ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტას. ჩვენი ქალაქი ამ მიმართულებით დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რა თქმა უნდა ბუნებრივი სიმწვანე და ბაღები, ქალაქისთვის შეუცვლელია, მათ შორის მწვანე ზონები თბილისის გარშემო, რომელიც უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცოტაა.

იქიდან გამომდინარე, რომ უკვე გვაქვს პრობლემა მწვანე ფართობების სიმცირესთან დაკავშირებით, აუცილებელია სხვა ალტერნატიული გზები ვეძებოთ, ამ შემთხვევაში ხსნას ვხედავთ ორი მიმართულებით, ერთია - სახურავების გამწვანება, რომელიც შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ნაგებობების სახურავები, სკოლების, ბაღების, ალბათ, საცხოვრებლისაც, თუმცა საფიქრალია, რომ მათი მოვლის პრობლემა არ გაჩნდეს. იქ, სადაც მოსახერხებელია და ვიზუალური ეფექტის საჭიროებაც არსებობს, ვერტიკალური ბაღების მოწყობა კარგი შესაძლებლობაა, რათა ქალაქს შეემატოს მწვანე საფარი, რომელიც აკავებს მტვერს, გამონაბოლქვს.

- რამდენად დიდია ინტერესი საქართველოში ვერტიკალური ბაღების მიმართ?

- საქართველოში ამ მიმართულებით ინტერესი უკვე გაჩნდა, ადრე ბაღს რომ აკეთებდა ადამიანი ქართული ხასიათიდან გამომდინარე, პირველ რიგში იმას გვთხოვდა, ისეთი მცენარეები ჩამირგეთ ბევრი მოვლა არ სჭირდებოდესო. ეს მიდგომა უკვე შეიცვლა. ინტერესს უფრო ხშირად კერძო სექტორი გამოხატავს, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, ეს მიმართულება პოპულარულია კერძო კომპანიებში, ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ვერტიკალური ბაღების გარკვეულ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული, თუმცა მათ მოსაწყობად არც ისეთი "კოსმოსური" თანხებია საჭირო, როგორც ვიღაცას შეიძლება ეგონოს. იმის მიუხედავად, რომ ვერტიკალური ბაღების მოწყობა არაა იაფი სიამოვნება, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რასაც ეს ბაღები გვაძლევს, როგორც ეკოლოგიური, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით, მათი გაკეთება კარგი იდეაა.

არის მეორე ფაქტორიც, იმის და მიხედვით, კონსტრუქცია რა მასალისგან არის დამზადებული, არის დამოკიდებული ბაღის მოწყობის ღირებულებაც, ბოლო წლებში უფრო და უფრო დაიხვეწა ვერტიკალური ბაღების მოწყობის ტექნოლოგია, ამ მეთოდების დახვეწა და გაუმჯობესება თავისთავად იწვევს ღირებულების შეცვლას და ფასს ამცირებს. ყველა კონსტრუქციას თავისი ფასი აქვს, მაგრამ არა ისეთი, რომ შეძლებულმა ადამიანმა ან კომპანიამ მისი გადახდა ვერ შეძლოს. ძირითადი პრობლემა ვერტიკალური ბაღებთან დაკავშირებით მაინც არის მათი მოვლა და მუდმივი ყურადღება, მცენარეებს ვერტიკალურ სივრცეზე, ზუსტად იგივე სამუშაოების ჩატარება სჭირდება, მაგალითად, გაკრეჭვა, სარეველას მოცილება, როგორც მიწაზე დარგულ ნარგავს, თუმცა რასაკვირველია კედელზე მუშაობა ბევრად უფრო ძნელია.

- ძირითადად რა სახის ნარგავები ხარობს ვერტიკალურ ბაღებში?

- ვერტიკალურ ბაღებში ყველაზე მცენარე ვერ ხარობს, უმჯობესია გამოვიყენოთ ბუჩქოვანი და ბალახოვანი მცენარეები, მრავაწლიანი მოყვავილე მცეენარები, რომლებიც სიმაღლეში ძალიან დიდი არ იზრდება. ცალკე თემაა მცენარეები, რომელთაც აქვთ უნარი, ხასიათი, განვითარდნენ ვერტიკალურად. ეს არის მცოცავი, მხვიარა მცენარეები, რომლებიც ჩვეულებრივად ირგვება მიწაში და იზრდება ვერტიკალურად. ამ მცენარეების დარგვა ყველაზე ადვილად გასაკეთებელი, ეკონომიური, და ხანგრძლივად დროში გაწელილია. თუმცა მქონია შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი კედლის გაკეთების დროს შემთხვევით "ჯიბეში" მოხვდა ჭადრის თესლი და ამოვიდა ხე, იქ სადაც ჭადრის ტოტი ამოვიდა, ასეთ სივრცეში ჩვეულებრივი თესლი რომ ჩააგდოთ, ისიც კი გაიხარებს.

თბილისში რამდენიმე ვერტიკალური მწვანე კედელი გვაქვს - პირველად გაკეთდა ავლაბრის მწვანე კედელი, რომელიც ავლაბრის მეტროს სადგურის ფასადზეა მოწყობილი, მერე იყო პლეხანოვის ვერტიკალური ცოცხალი კედელი ე.წ. ვარდების ბაღთან და ახლახან გავაკეთეთ ასეთი კედელი ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტთან ახლოს. დაახლოებით 10 წლის წინ 400 კვადრატულ მეტრზე გვაქვს გაკეთებული მწვანე კედელი ბიძინა ივანიშვილის ეზოში, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. პირველი კედელი გააკეთა პატრიკ ბლაანმა, დანარჩენი, ექსტერიერშიც და ინტერიერშიც, ჩემი გაკეთებულია. სამივე ცოცხალი კედლის შემთხვევაში, რაც არის დედაქალაქის საჯარო სივრცეში, გამოყენებულია განსხვავებული ტექნოლოგიები, თუმცა ყველა შემთხვევაში არსი ერთნაირია- მცენარეებს ვერტიკალურ სიბერტყეზე ხელოვნურად აქვთ შექმნილი პირობები, რასაც ისინი იღებენ მიწიდან იმისთვის, რომ გაიხარონ.

ავლაბრის ცოცხალი კედელი მოეწყო ცნობილი ფრანგი ბოტანიკოსისა და ლანდშაფტის არქიტექტორის პატრიკ ბლანის პროექტით, მას გამოყენებული აქვს უამრავი მცენარე, რომელთაც ხასიათში არ აქვთ ბუნებრივად ვერტიკალურად განვითარების უნარი და მცოცავი ხასიათი. ეს არის ჩვეულებრივი ბუჩქოვანი და ბალახოვანი მცენარეები, რომელთაც აქვთ განსხვავებული ჰაბიტუსი. პროექტის ტექნოლოგიით ყველა ეს მცენარე შენობის კედელზე საგანგებოდ მოწყობილ, ვერტიკალურ დამაგრებულ ორ ფენა ქეჩაშია განთავსებული, რომელიც ასრულებს მიწის, როგორც მცენარის ჩამაგრების ფუნქციას, მისი კვება ხდება თექის ქვეშ მოწყობილი ხელოვნური მორწყვის სისტემით, რომელიც მცენარეებისთვის სასუქისა და წყლის მიწოდებას ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს. პლეხენოვის მწვანე ვერტიკალური კედელი სხვა კონსტრუქციით არის გაკეთებული, ამ შემთხვევაში გამოყენებულია უფრო მძლავრი კონსტრუქციაა, ვიდრე- ავლაბრის კედელში, შეკერილია ტორფის "ჩანთები", რომელში მოთავსებულ მცენარეებსაც არ სჭირდება ისეთი ხშირი მორწყვა და რეგულარულად სასუქის მიწოდება, როგორც ავლაბრის კედელში დარგულ მცენარეებს.

ვაკეში, ახლახან გაკეთებული კედელიც პატრიკ ბლანის მეთოდით გაკეთდა, რადგან კონსტრუქცია არ გვაძლევდა კედლის გასქელების საშუალებას. ბაღების მოწყობისას გამოიყენება პლასტმასის მასალისგან გაკეთებული სხვადასხვა პანელებიც, ვერტიკალური ბაღების მოწყობის უამრავი ვარიანტი აქვთ ჩინელებს, ისინი უმეტესად მცენარეებს რგავენ ქოთნებით, რომელსაც უკან უკეთდება სარწყავი სისტემა, რაც მცენარეთა გახარებისთვის მოსახერხებელია. ურეკში სასტუმრო პარაგრაფში მოვაწყვეთ ვერტიკალური კედელი, რომელიც გაკეთდა პატრიკ ბლანის მეთოდის გაუმჯობესებული ვარიანტით. ვერტიკალური ბაღების მოწყობის დროს დეტალურად უნდა იყოს გათვლილი და დაანგარიშებული მცენარეების კვების რეჟიმი; ის, თუ როგორი ორიენტაცია აქვს ვერტიკალურ კედელს მზის, ქარის მიმართ, როგორ უნდა იყოს განლაგებული მცენარეები ერთმანეთის გვერდით.

ბაღების მოვლას უნდა უძღვებოდნენ სპეციალისტები, რომელთაც აქვთ სპეციალური ცოდნა, მაგალითად, თბილ ზამთარში, როცა ყინვა არაა, ვერტიკალურ ბაღს მორწყვა აუცილებლად სჭირდება, მაშინ როცა ყინვის პირობებში მორწყვა არ შეიძლება და ა.შ. სწორედ ამ დეტალის გათვალისწინება გამორჩათ ადამიანებს, რომლებიც ავლაბრის კედლის მოვლის პროცესში იყვნენ ჩართულები, რის გამოც წლების წინ მცენარეებს გახმობის პრობლემა შეექმნათ.

- თბილისის კლიმატი და ბუნებრივი პირობები რამდენად მისაღებია ვერტიკალური ბაღებისთვის?

- ყველაფერი დამოკიდებულია მცენარეების სახეობის შერჩევაზე, არსებობს მზის, ჩრდილის მოყვარული, ქარის ამტანი და ვერ-ამტანი მცენარეები. კედლისთვის მცენარების შერჩევისას გასათვალისწინებელია კედლის ორიენტაცია მზის მიმართ, ასევე გასათვალისწინებელია ქარის გავრცელებული მიმართულებაც. ზოგადად ჩვენ ისეთ კლიმატურ ზონაში ვართ, რომ ვერტიკალური ბაღების გახარებისთვის მცენარეთა მრავალსახეობა არსებობს, რომელიც ამ ბუნებრივ პირობებში ხარობს. ჩვენთან ზაფხულში მშრალი კლიმატია, ხშირია ქარიც, საჭიროა ბევრი მწვანე ნარგავი, რაც უზრუნველყოფს ჰაერის დატენინიანებას და გასუფთავებას მტვრის ნაწილაკებისგან, შესაბამისად, უამრავი ფაქტორია, რომელიც ვერტიკალური ბაღების დადებით თვისებებად მიიჩნევა.

- კერძო სექტორის დაინტერესება ახსენეთ, როგორც ვიცი, საკმაოდ ხანია ელიავას ბაზრობის მფლობელებს აქვთ ბაზრობის ტერიტორიის რეკონსტრუქციის პროექტი, სადაც უნდა აშენდეს თანამედროვე სავაჭრო მოლი, ვერტიკალური ბაღებით და საინტერესო მწვანე საფარით.

- ვინაიდან ამ პროექტს არ ვიცნობ, დეტალურად ვერაფერს მოგახსენებთ, თუმცა თავად ფაქტი, ის რომ კერძო სექტორი ინტერესდება ვერტიკალური ბაღების თუ სახურავების გამწვანების იდეით, ეს თავისთვად მომწონს და ძალიან კარგია და ჩვენს რთულ ეკოლოგიურ მდგომარეობას ნამდვილად წაადგება.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი