კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეიცვალა დედამიწაზე დაბადებიდან დღემდე? - ამ და სხვა მრავალ საინტერესო კითხვაზე "დიდი ენციკლოპედია დედამიწა" გიპასუხებთ
რა შეიცვალა დედამიწაზე დაბადებიდან დღემდე? - ამ და სხვა მრავალ საინტერესო კითხვაზე "დიდი ენციკლოპედია დედამიწა" გიპასუხებთ

და­ბა­დე­ბა, ხმე­ლე­თი, ჰა­ე­რი, წყა­ლი, ადა­მი­ა­ნი - ეს დიდი ენ­ციკ­ლო­პე­დია "დე­და­მი­წის" 5 ტო­მია. სე­რია ყვე­ლა იმ ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კი­თხის ერ­თობ­ლი­ო­ბაა, რომ­ლი­თაც ცო­ცხლობს ჩვე­ნი პლა­ნე­ტა და­ბა­დე­ბი­დან დღემ­დე. ენ­ციკ­ლო­პე­დია თე­მე­ბის მი­ხედ­ვით 5 წიგ­ნად არის და­ყო­ფი­ლი და თი­თო­ე­ულ­ზე სიღ­რმი­სე­ულ ანა­ლიზ­სა და ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვთა­ვა­ზობს.

ენ­ციკ­ლო­პე­დია გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-მა" მო­ამ­ზა­და და მკი­თხვე­ლი მის შე­ძე­ნას 16 აპ­რი­ლი­დან ეტოპ­რი­ვად შეძ­ლებს. პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რის ანი თოდ­რი­ას გან­მარ­ტე­ბით, წიგ­ნებ­ში მკი­თხვე­ლი უხ­ვად იპო­ვის რო­გორც დე­და­მი­წი­სა და მისი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ისე ვი­ზუ­ა­ლუ­რად მიმ­ზიდ­ველ უამ­რავ სუ­რათს.

"იყო დრო, რო­დე­საც დე­და­მი­წა სამ­ყა­რო­სა და, სა­ზო­გა­დოდ, ყვე­ლაფ­რის ცენ­ტრად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ახალ­მა კვლე­ვებ­მა და აღ­მო­ჩე­ნებ­მა წარ­მოდ­გე­ნე­ბი შეც­ვა­ლა − ახლა ჩვე­ნი პლა­ნე­ტა მა­ტე­რი­ის პა­წა­წი­ნა ფრაგ­მენ­ტად გა­ნი­ხი­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ისე­დაც უკი­დე­გა­ნო და უსას­რუ­ლო სამ­ყა­როს „სა­ზღვრე­ბი“ კი­დევ უფრო „გა­ფარ­თოვ­და“. სად არის დე­და­მი­წის ად­გი­ლი ამ უსას­რუ­ლო­ბა­ში? სამ­ყა­როს გა­ფარ­თო­ე­ბამ ხომ არ დაჩ­რდი­ლა მისი უნი­კა­ლუ­რო­ბა? რა შა­იც­ვა­ლა მას­ზე „და­ბა­დე­ბი­დან“ დღემ­დე? რო­გო­რია მისი მო­მა­ვა­ლი და ამ მო­მავ­ლის გან­სა­ზღვრა­ში ჩვე­ნი - ადა­მი­ა­ნე­ბის როლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი? - ამ და სხვა კი­თხვებ­ზე პა­სუხს სე­რია დიდი ენ­ციკ­ლო­პე­დია დე­და­მი­წა გაგ­ცემთ, რო­მე­ლიც მკი­თხვე­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი აპ­რი­ლი­დან იქ­ნე­ბა. თვე­ში სე­რი­ის 2 წიგ­ნი გა­მო­ვა. ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვად ილუსტრი­რე­ბუ­ლი 5 წიგ­ნით, ნამ­დვი­ლად სა­უ­კე­თე­სო კო­ლექ­ცი­ას შექ­მნით," - გან­მარ­ტავს ანი თოდ­რია.

წიგ­ნი 1 "და­ბა­დე­ბა" − მოგ­ვი­თხრობს, რო­გორ იზ­რდე­ბო­და და ფარ­თოვ­დე­ბო­და სამ­ყა­რო 13,7 მი­ლი­არ­დი წლის წინ მომ­ხდა­რი დიდი აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ და რო­გორ გა­და­ე­ცა დე­და­მი­წას, ჯერ კი­დევ ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში, მზის­გან კო­ლო­სა­ლუ­რი სიმ­ხურ­ვა­ლე, რო­მელ­საც ჩვე­ნი პლა­ნე­ტა დღემ­დე „ინა­ხავს“;

წიგ­ნი 2 "ხმე­ლე­თი" – გვიყ­ვე­ბა, რო­გორ ყა­ლიბ­დე­ბო­და და რო­გო­რია ახლა დე­და­მი­წის ზე­და­პი­რი თუ წი­ა­ღი;

წიგ­ნი 3 "ჰა­ე­რი" - მოგ­ვი­თხრობს, რო­გორ ფორ­მირ­დე­ბა ატ­მოს­ფე­რუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი;

წიგ­ნი 4 "წყა­ლი" − ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის უნი­კა­ლურ სამ­ყა­რო­ზე: მსოფ­ლი­ოს ოკე­ა­ნე­ებ­ზე, მდი­ნა­რე­ებ­სა და ტბებ­ზე;

წიგ­ნი 5 "ადა­მი­ა­ნი" − მოგ­ვი­თხრობს, რო­გო­რია დე­და­მი­წი­სად­მი ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და რა გავ­ლე­ნას ახ­დენს მას­ზე ადა­მი­ა­ნის სო­ცი­ა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

სე­რია გა­ზეთ ”კვი­რის პა­ლიტ­რას­თან” ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 18.5 ლა­რია, გა­ზეთ­თან ერ­თად კი - 20 ლარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა შეიცვალა დედამიწაზე დაბადებიდან დღემდე? - ამ და სხვა მრავალ საინტერესო კითხვაზე "დიდი ენციკლოპედია დედამიწა" გიპასუხებთ

რა შეიცვალა დედამიწაზე დაბადებიდან დღემდე? - ამ და სხვა მრავალ საინტერესო კითხვაზე "დიდი ენციკლოპედია დედამიწა" გიპასუხებთ

დაბადება, ხმელეთი, ჰაერი, წყალი, ადამიანი - ეს დიდი ენციკლოპედია "დედამიწის" 5 ტომია. სერია ყველა იმ ფუნდამენტური საკითხის ერთობლიობაა, რომლითაც ცოცხლობს ჩვენი პლანეტა დაბადებიდან დღემდე. ენციკლოპედია თემების მიხედვით 5 წიგნად არის დაყოფილი და თითოეულზე სიღრმისეულ ანალიზსა და ამომწურავ ინფორმაციას გვთავაზობს.

ენციკლოპედია გამომცემლობა "პალიტრა L-მა" მოამზადა და მკითხველი მის შეძენას 16 აპრილიდან ეტოპრივად შეძლებს. პროექტის მენეჯერის ანი თოდრიას განმარტებით, წიგნებში მკითხველი უხვად იპოვის როგორც დედამიწისა და მისი წარსულის შესახებ ინფორმაციას, ისე ვიზუალურად მიმზიდველ უამრავ სურათს.

"იყო დრო, როდესაც დედამიწა სამყაროსა და, საზოგადოდ, ყველაფრის ცენტრად განიხილებოდა. ახალმა კვლევებმა და აღმოჩენებმა წარმოდგენები შეცვალა − ახლა ჩვენი პლანეტა მატერიის პაწაწინა ფრაგმენტად განიხილება. შესაბამისად, ისედაც უკიდეგანო და უსასრულო სამყაროს „საზღვრები“ კიდევ უფრო „გაფართოვდა“. სად არის დედამიწის ადგილი ამ უსასრულობაში? სამყაროს გაფართოებამ ხომ არ დაჩრდილა მისი უნიკალურობა? რა შაიცვალა მასზე „დაბადებიდან“ დღემდე? როგორია მისი მომავალი და ამ მომავლის განსაზღვრაში ჩვენი - ადამიანების როლი და პასუხისმგებლობები? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხს სერია დიდი ენციკლოპედია დედამიწა გაგცემთ, რომელიც მკითხველისთვის ხელმისაწვდომი აპრილიდან იქნება. თვეში სერიის 2 წიგნი გამოვა. ამ შესანიშნავად ილუსტრირებული 5 წიგნით, ნამდვილად საუკეთესო კოლექციას შექმნით," - განმარტავს ანი თოდრია.

წიგნი 1 "დაბადება" − მოგვითხრობს, როგორ იზრდებოდა და ფართოვდებოდა სამყარო 13,7 მილიარდი წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქების შემდეგ და როგორ გადაეცა დედამიწას, ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში, მზისგან კოლოსალური სიმხურვალე, რომელსაც ჩვენი პლანეტა დღემდე „ინახავს“;

წიგნი 2 "ხმელეთი" – გვიყვება, როგორ ყალიბდებოდა და როგორია ახლა დედამიწის ზედაპირი თუ წიაღი;

წიგნი 3 "ჰაერი" - მოგვითხრობს, როგორ ფორმირდება ატმოსფერული მოვლენები;

წიგნი 4 "წყალი" − ინფორმაციას გვაწვდის უნიკალურ სამყაროზე: მსოფლიოს ოკეანეებზე, მდინარეებსა და ტბებზე;

წიგნი 5 "ადამიანი" − მოგვითხრობს, როგორია დედამიწისადმი ჩვენი დამოკიდებულება და რა გავლენას ახდენს მასზე ადამიანის სოციალური, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობები.

სერია გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ერთად გაიყიდება. წიგნის სპეციალური ფასი 18.5 ლარია, გაზეთთან ერთად კი - 20 ლარი.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა