სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯარისკაცი ან მეხანძრე-მაშველი - რა იცვლება ქართულ ჯარში
ჯარისკაცი ან მეხანძრე-მაშველი - რა იცვლება ქართულ ჯარში

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურს, რე­ლი­გი­უ­რი თუ სხვა მი­ზე­ზე­ბით თავს არი­დე­ბენ, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში გა­ივ­ლი­ან. შე­სა­ბა­მის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტი და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი მუ­შა­ობს. „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა ინი­ცი­ა­ტი­ვის კონ­კრე­ტულ დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის მოხ­დის შემ­დეგ მო­ქა­ლა­ქეს მათ უწყე­ბა­ში და­საქ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც ექ­ნე­ბა.

„სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტ­ში, რო­მელ­საც მთავ­რო­ბას წარ­ვუდ­გენთ, არის რამ­დე­ნი­მე ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის ახალ ხედ­ვა­ზე. ეს გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც რე­ლი­გი­უ­რი თუ სხვა მი­ზე­ზე­ბით თავს არი­დე­ბენ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში სამ­სა­ხურს, ჩვენ გა­ვიწ­ვევთ, შევ­ქმნით პი­რო­ბებს იმის­თვის, რომ მათ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის, სა­მაშ­ვე­ლო-სა­ხან­ძრო და­ნა­ყო­ფებ­ში მო­ი­ხა­დონ, და­ე­უფ­ლონ მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლის უნარ-ჩვე­ვებს და უკვე კონ­კრე­ტუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბით სა­რე­ზერ­ვო სამ­სა­ხურ­შიც ჩა­ი­რი­ცხონ. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც აირ­ჩევს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს, შე­იქ­მნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­ქა­ნიზ­მი და ჩვენ ამ ხალ­ხს გა­და­ვამ­ზა­დებთ, რომ ჰქონ­დეთ სა­ბა­ზი­სო უნა­რე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ციშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ძი­რი­თა­დად დამ­ხმა­რე ფუნ­ქცი­ებს შე­ას­რუ­ლე­ბენ, რათა მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ და­ე­მუქ­როს.

„აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი პირ­და­პირ ხან­ძრის ჩაქ­რო­ბა­ში, თუ სხვა სა­ხის სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში არ ჩა­ერ­თვე­ბი­ან და შე­ას­რუ­ლე­ბენ დამ­ხმა­რე ფუნ­ქცი­ებს, რათა მათი სი­ცო­ცხლე იყოს და­ცუ­ლი. მე­ო­რე მხრივ, ამით ჩვენ გვექ­ნე­ბა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გარ­კვე­უ­ლი რე­სურ­სე­ბის ნაკ­ლე­ლო­ბა, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს, შე­ვავ­სოთ და უკვე რე­ზერ­ვის­თვის იყოს მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხალ­ხი. ისი­ნი ასე­ვე გა­ივ­ლი­ან წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბას, რაც გუ­ლის­ხმობს ძი­რი­თა­დი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას. ჩვენ ამ ხალ­ხს შე­ვუქ­მნით ასე­ვე პი­რო­ბებს, რომ შემ­დეგ უკვე და­საქმდნენ კი­დეც ჩვენ­თან. გარ­კვე­ულ­წი­ლად, ეს არის პა­სუ­ხი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან იმ კამ­პა­ნი­ა­ზე, რო­დე­საც არა­ჯან­სა­ღი ხა­სი­ა­თი აქვს მი­ღე­ბუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით, ჯა­რის­თვის თა­ვის არი­დე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ჯარისკაცი ან მეხანძრე-მაშველი - რა იცვლება ქართულ ჯარში

ჯარისკაცი ან მეხანძრე-მაშველი - რა იცვლება ქართულ ჯარში

მოქალაქეები, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს, რელიგიური თუ სხვა მიზეზებით თავს არიდებენ, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაივლიან. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს. „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ინიციატივის კონკრეტულ დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ მოქალაქეს მათ უწყებაში დასაქმების საშუალებაც ექნება.

„საკანონმდებლო პაკეტში, რომელსაც მთავრობას წარვუდგენთ, არის რამდენიმე ახალი ინიციატივა. კერძოდ, საუბარია ალტერნატიული სამხედრო სამსახურის ახალ ხედვაზე. ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს, რომლებიც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით თავს არიდებენ შეიარაღებულ ძალებში სამსახურს, ჩვენ გავიწვევთ, შევქმნით პირობებს იმისთვის, რომ მათ ალტერნატიული სამხედრო სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამაშველო-სახანძრო დანაყოფებში მოიხადონ, დაეუფლონ მეხანძრე-მაშველის უნარ-ჩვევებს და უკვე კონკრეტული უნარ-ჩვევებით სარეზერვო სამსახურშიც ჩაირიცხონ. იმ ადამიანებისთვის, ვინც აირჩევს ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი და ჩვენ ამ ხალხს გადავამზადებთ, რომ ჰქონდეთ საბაზისო უნარები“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქეები, ძირითადად დამხმარე ფუნქციებს შეასრულებენ, რათა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.

„აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები პირდაპირ ხანძრის ჩაქრობაში, თუ სხვა სახის სამაშველო ოპერაციაში არ ჩაერთვებიან და შეასრულებენ დამხმარე ფუნქციებს, რათა მათი სიცოცხლე იყოს დაცული. მეორე მხრივ, ამით ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული რესურსების ნაკლელობა, რომელიც არსებობს, შევავსოთ და უკვე რეზერვისთვის იყოს მომზადებული ხალხი. ისინი ასევე გაივლიან წინასწარ მომზადებას, რაც გულისხმობს ძირითადი უნარების გამომუშავებას. ჩვენ ამ ხალხს შევუქმნით ასევე პირობებს, რომ შემდეგ უკვე დასაქმდნენ კიდეც ჩვენთან. გარკვეულწილად, ეს არის პასუხი სახელმწიფოს მხრიდან იმ კამპანიაზე, როდესაც არაჯანსაღი ხასიათი აქვს მიღებული რელიგიური ნიშნით, ჯარისთვის თავის არიდებას“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?