პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოსმოსში ყოფნამ ადამიანის გენეტიკური ინფორმაცია შეცვალა - NASA-ს კვლევის სენსაციური შედეგები
კოსმოსში ყოფნამ ადამიანის გენეტიკური ინფორმაცია შეცვალა - NASA-ს კვლევის სენსაციური შედეგები

ნა­სას მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ახა­ლი კვლე­ვის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი სენ­სა­ცი­უ­რია. რო­გორც "ამე­რი­კის ხმა" წერს, ამე­რი­კე­ლი ას­ტრო­ნავ­ტის, სკოტ კე­ლის გე­ნე­ბი, მას შემ­დეგ რაც ის კოს­მოს­ში ხან­გრძლი­ვად იმ­ყო­ფე­ბო­და, მისი იდენ­ტუ­რი ტყუ­პის­ცა­ლი ძმის გე­ნებ­თან იდენ­ტუ­რი აღარ არის.

აქამ­დეც ცნო­ბი­ლი იყო, რომ კოს­მოს­ში ხან­გრძლი­ვად ყოფ­ნა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს. მაგ­რამ, ამ­ჯე­რად საქ­მე ეხე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეც­ვლას, თა­ნაც საკ­მა­ოდ დიდ, 7-პრო­ცენ­ტი­ან ცვლი­ლე­ბას. მეც­ნი­ე­რებს ამ მოვ­ლე­ნის მო­ლე­კუ­ლურ დო­ნე­ზე შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა პირ­ვე­ლად მი­ე­ცათ.

კვლე­ვა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წყო. ნასა (შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის აე­რო­ნავ­ტი­კის და კოს­მო­სის კვლე­ვის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია) დაკ­ვირ­ვე­ბას ას­ტრო­ნავტ ტყუპ ძმებ­ზე, სკოტ და მარკ კე­ლი­ზე ატა­რებ­და. სკოტ­მა კოს­მო­სურ სად­გურ­ზე ერთი წელი დაჰ­ყო, მარ­კი კი ამ ხნის მან­ძილ­ზე დე­და­მი­წა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

კვლე­ვის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სკო­ტის დნმ-ში 7 პრო­ცენ­ტამ­დე მო­დი­ფი­კა­ცი­უ­რი ცვა­ლე­ბა­დო­ბა და­ფიქ­სირ­და. გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად მეც­ნი­ე­რე­ბი გა­რე­მოს უჩ­ვე­უ­ლო პი­რო­ბებ­თან ორ­გა­ნიზ­მის ადაპ­ტა­ცი­ურ რე­აქ­ცი­ას თვლი­ან. გე­ნე­ბის აღ­ნიშ­ნულ 7 პრო­ცენტს, მკვლე­ვა­რებ­მა პი­რო­ბი­თად „კოს­მო­სის გე­ნე­ბი“ შე­არ­ქვეს. გე­ნე­ბის ეს ჯგუ­ფი ძი­რი­თა­დად იმუ­ნურ სის­ტე­მას­თან, დნმ-ის რეპ­ლი­კა­ცი­ას­თან, ძვლის ფორ­მი­რე­ბას­თან და ორ­გა­ნიზ­მის რამ­დე­ნი­მე სხვა ფუნ­ქცი­ას­თან არის კავ­შირ­ში.

მი­ზი­დუ­ლო­ბის ძა­ლის გა­რე­შე, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ყვე­ლა ორ­გა­ნო მეტ-ნაკ­ლე­ბად ტივ­ტი­ვებს. იც­ვლე­ბა საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის, ძი­ლის და ბევ­რი სხვა ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სი. ცვლი­ლე­ბებს ასე­ვე იწ­ვევს არა­საკ­მა­რი­სი ჟანგბა­დის რა­ო­დე­ნო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მთე­ლი რიგი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც დე­და­მი­წა­ზე დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, თან­და­თან ისევ მწყობ­რში ჩად­გო­მას იწყებს. ზოგ ცვლი­ლე­ბას სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი სჭირ­დე­ბა, ზოგს კი ნორ­მა­ში ჩად­გო­მის­თვის დღე­ე­ბი, ან თვე­ე­ბი ესა­ჭი­რო­ე­ბა.

თუმ­ცა, ეს არ მოხ­და გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში. ას­ტრო­ნავ­ტი სკოტ კელი დე­და­მი­წა­ზე ზუს­ტად 2 წლის წინ დაბ­რუნ­და. მის დნმ-ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მო­დი­ფი­კა­ცი­უ­რი ცვა­ლე­ბა­დო­ბა გაფ­რე­ნამ­დე არ­სე­ბულ ჩვე­ულ ნორ­მა­ში აღარ ჩამ­დგა­რა. მეც­ნი­ე­რებ­მა ამ ეტაპ­ზე არ იცი­ან, თუ რამ­დენ ხანს გას­ტანს ეს ცვლი­ლე­ბა, ან თუ დაბ­რუნ­დე­ბა ის რო­დეს­მე ნორ­მა­ში.

ერთ-ერთი სა­ყუ­რა­დღე­ბო აღ­მო­ჩე­ნა იყო ის, რომ სკო­ტის ტე­ლო­მე­რე­ბის სიგ­რძე კოს­მოს­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. ტე­ლო­მე­რი არის ქრო­მო­სო­მე­ბის ბო­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა, რომ­ლის სიგ­რძეც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად იკ­ლებს. ამის გამო, ტე­ლო­მე­რებს ადა­მი­ა­ნის ბი­ო­ლო­გი­უ­რი ასა­კის მარ­კე­რებ­საც კი უწო­დე­ბენ. დე­და­მი­წა­ზე დაბ­რუ­ნე­ბი­დან სულ რა­ღაც ორ დღე­ში, სკო­ტის ტე­ლო­მე­რე­ბის სიგ­რძე ისევ შემ­ცირ­და. თუმ­ცა, ვი­ზუ­ა­ლუ­რად, ორ ტყუპ ძმას შო­რის აშ­კა­რად გაჩ­ნდა ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა, რო­მე­ლიც შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც ად­ვი­ლად აღ­საქ­მე­ლია.

სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტიც, რომ მსგავ­სი ცვლი­ლე­ბე­ბი, ოღონდ გა­ცი­ლე­ბით მცი­რე დო­ზით და მცი­რე ხნით, ხდე­ბა მა­შინ, როცა ორ­გა­ნიზ­მი სტრე­სის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა, მა­გა­ლი­თად მა­ღალ მთა­ზე ას­ვლის, ან ღრმა წყალ­ში ყვინ­თვის დროს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი კოგ­ნი­ტუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მარსზე პირ­ვე­ლი მი­სი­ის გაგ­ზავ­ნის­თვის უკეთ მო­სამ­ზა­დებ­ლად. ნაშ­რო­მის სა­ბო­ლოო ვერ­სი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იგეგ­მე­ბა. ნასა ვა­რა­უ­დობს, რომ სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­ცე­მა­ში მათი კვლე­ვა სულ რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ივ­ნი­სის ბო­ლოს, ან ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში გა­მოჩ­ნდე­ბა.

კო­ლა­ბო­რა­ცი­ულ კვლე­ვა­ში ამე­რი­კის რამ­დე­ნი­მე წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ტე­ლო­მე­რებ­ზე სი­უ­ზან ბე­ი­ლი მუ­შა­ობ­და, კო­ლო­რა­დოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან. მისი თქმით, კოს­მოს­ში ტე­ლო­მე­რე­ბის გაზ­რდის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. თუმ­ცა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ეს ინ­ტენ­სი­უ­რი ვარ­ჯი­შის და კა­ლო­რი­ე­ბის მი­ღე­ბის შემ­ცი­რე­ბის ხარ­ჯზე მომ­ხდა­რი­ყო.

გე­ნე­ტი­კურ მი­მარ­თუ­ლე­ბას კორ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სწავ­ლობ­დნენ, კოგ­ნი­ტურ­ზე კი პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. ემა­ნუ­ელ მინო, სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, იმუ­ნურ რე­აქ­ცი­ებს აკ­ვირ­დე­ბო­და. მისი თქმით, ტყუ­პი ძმე­ბი ერ­თნა­ი­რად რე­ა­გი­რებ­დნენ ვაქ­ცი­ნებ­ზე რო­გორც კოს­მოს­ში, ასე­ვე დე­და­მი­წა­ზე.

კვლე­ვა­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ჯონს ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის და თა­ვად ნა­სას კოს­მო­სუ­რი ცენ­ტრის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბი. ნაშ­რომ­ზე უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ნა­სას ვებგ­ვერ­დზე.

წყა­რო: amerikiskhma.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

კოსმოსში ყოფნამ ადამიანის გენეტიკური ინფორმაცია შეცვალა - NASA-ს კვლევის სენსაციური შედეგები

კოსმოსში ყოფნამ ადამიანის გენეტიკური ინფორმაცია შეცვალა - NASA-ს კვლევის სენსაციური შედეგები

ნასას მიერ ჩატარებული ახალი კვლევის წინასწარი შედეგები სენსაციურია. როგორც "ამერიკის ხმა" წერს, ამერიკელი ასტრონავტის, სკოტ კელის გენები, მას შემდეგ რაც ის კოსმოსში ხანგრძლივად იმყოფებოდა, მისი იდენტური ტყუპისცალი ძმის გენებთან იდენტური აღარ არის.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ კოსმოსში ხანგრძლივად ყოფნა ადამიანის ორგანიზმზე დიდ გავლენას ახდენს. მაგრამ, ამჯერად საქმე ეხება მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაციის შეცვლას, თანაც საკმაოდ დიდ, 7-პროცენტიან ცვლილებას. მეცნიერებს ამ მოვლენის მოლეკულურ დონეზე შესწავლის საშუალება პირველად მიეცათ.

კვლევა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ნასა (შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია) დაკვირვებას ასტრონავტ ტყუპ ძმებზე, სკოტ და მარკ კელიზე ატარებდა. სკოტმა კოსმოსურ სადგურზე ერთი წელი დაჰყო, მარკი კი ამ ხნის მანძილზე დედამიწაზე იმყოფებოდა.

კვლევის წინასწარი მონაცემებით, სკოტის დნმ-ში 7 პროცენტამდე მოდიფიკაციური ცვალებადობა დაფიქსირდა. გამომწვევ მიზეზად მეცნიერები გარემოს უჩვეულო პირობებთან ორგანიზმის ადაპტაციურ რეაქციას თვლიან. გენების აღნიშნულ 7 პროცენტს, მკვლევარებმა პირობითად „კოსმოსის გენები“ შეარქვეს. გენების ეს ჯგუფი ძირითადად იმუნურ სისტემასთან, დნმ-ის რეპლიკაციასთან, ძვლის ფორმირებასთან და ორგანიზმის რამდენიმე სხვა ფუნქციასთან არის კავშირში.

მიზიდულობის ძალის გარეშე, ადამიანის ორგანიზმში ყველა ორგანო მეტ-ნაკლებად ტივტივებს. იცვლება საჭმლის მონელების, ძილის და ბევრი სხვა ბუნებრივი პროცესი. ცვლილებებს ასევე იწვევს არასაკმარისი ჟანგბადის რაოდენობა. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მთელი რიგი ბიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს, რაც დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, თანდათან ისევ მწყობრში ჩადგომას იწყებს. ზოგ ცვლილებას სულ რამდენიმე საათი სჭირდება, ზოგს კი ნორმაში ჩადგომისთვის დღეები, ან თვეები ესაჭიროება.

თუმცა, ეს არ მოხდა გენეტიკური ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში. ასტრონავტი სკოტ კელი დედამიწაზე ზუსტად 2 წლის წინ დაბრუნდა. მის დნმ-ში დაფიქსირებული მოდიფიკაციური ცვალებადობა გაფრენამდე არსებულ ჩვეულ ნორმაში აღარ ჩამდგარა. მეცნიერებმა ამ ეტაპზე არ იციან, თუ რამდენ ხანს გასტანს ეს ცვლილება, ან თუ დაბრუნდება ის როდესმე ნორმაში.

ერთ-ერთი საყურადღებო აღმოჩენა იყო ის, რომ სკოტის ტელომერების სიგრძე კოსმოსში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ტელომერი არის ქრომოსომების ბოლოში არსებული სტრუქტურა, რომლის სიგრძეც ადამიანის ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად იკლებს. ამის გამო, ტელომერებს ადამიანის ბიოლოგიური ასაკის მარკერებსაც კი უწოდებენ. დედამიწაზე დაბრუნებიდან სულ რაღაც ორ დღეში, სკოტის ტელომერების სიგრძე ისევ შემცირდა. თუმცა, ვიზუალურად, ორ ტყუპ ძმას შორის აშკარად გაჩნდა ასაკობრივი სხვაობა, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად აღსაქმელია.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მსგავსი ცვლილებები, ოღონდ გაცილებით მცირე დოზით და მცირე ხნით, ხდება მაშინ, როცა ორგანიზმი სტრესის ქვეშ იმყოფება, მაგალითად მაღალ მთაზე ასვლის, ან ღრმა წყალში ყვინთვის დროს. აღსანიშნავია ისიც, რომ ცვლილებები კოგნიტური მიმართულებით არ დაფიქსირებულა.

კვლევის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია მარსზე პირველი მისიის გაგზავნისთვის უკეთ მოსამზადებლად. ნაშრომის საბოლოო ვერსიის გამოქვეყნება წლის განმავლობაში იგეგმება. ნასა ვარაუდობს, რომ სამეცნიერო გამოცემაში მათი კვლევა სულ რამდენიმე თვეში, ივნისის ბოლოს, ან ივლისის დასაწყისში გამოჩნდება.

კოლაბორაციულ კვლევაში ამერიკის რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტი მონაწილეობდა. ტელომერებზე სიუზან ბეილი მუშაობდა, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მისი თქმით, კოსმოსში ტელომერების გაზრდის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ეს ინტენსიური ვარჯიშის და კალორიების მიღების შემცირების ხარჯზე მომხდარიყო.

გენეტიკურ მიმართულებას კორნელის უნივერსიტეტის სპეციალისტები სწავლობდნენ, კოგნიტურზე კი პენსილვანიის უნივერსიტეტის სპეციალისტები მუშაობდნენ. ემანუელ მინო, სტენფორდის უნივერსიტეტიდან, იმუნურ რეაქციებს აკვირდებოდა. მისი თქმით, ტყუპი ძმები ერთნაირად რეაგირებდნენ ვაქცინებზე როგორც კოსმოსში, ასევე დედამიწაზე.

კვლევაში ასევე მონაწილეობდნენ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის, კალიფორნიის უნივერსიტეტის და თავად ნასას კოსმოსური ცენტრის ლაბორატორიის მეცნიერები. ნაშრომზე უახლესი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ნასას ვებგვერდზე.

წყარო: amerikiskhma.com

ასტრონომებმა კოსმოსში "თოვლის ბაბუა" იპოვეს

რა აღჭურვილობით გადიან სასწრაფოს ექიმები კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებზე

როგორ უნდა დაიბანოთ ხელები სწორად - ფოტო-ინსტრუქცია დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან