პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იუსტიციის სამინისტრო კანონს არღვევს!" - რას მალავს წულუკიანის უწყება?
"იუსტიციის სამინისტრო კანონს არღვევს!" - რას მალავს წულუკიანის უწყება?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 37-ე და მე-40 მუხ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა სა­ჯა­რო სტრუქ­ტუ­რა ვალ­დე­ბუ­ლია, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, პა­სუ­ხი გას­ცეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, ან არა უგ­ვი­ა­ნეს 10 სა­მუ­შაო დღის ვა­დი­სა. ამ მო­თხოვ­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა ით­ვლე­ბა კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვად. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტეტს არ წარ­მო­ად­გენს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თვის, უწყე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ფორ­მა­ლუ­რად ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი წეს­რი­გის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­რან­ტია.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის პრობ­ლე­მა აქვთ რო­გორც მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, ისე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. მა­გა­ლი­თად, "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­მა" 15-16 თე­ბერ­ვალს­ სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს, სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­როს სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვის მიზ­ნით მი­მარ­თა. გა­ვი­და ერთი თვე, თუმ­ცა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­გან პა­სუ­ხი არ მი­უ­ღია.

სა­მი­ნის­ტრო რომ და­ხუ­რულ სტრუქ­ტუ­რად იქცა, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი ამა­ზე დიდი ხა­ნია ლა­პა­რა­კობს. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია IDFI-ის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ბოლო სამი წე­ლია იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და მას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი სსიპ-ები­დან სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა გარ­თულ­და.

"კვი­რის პა­ლიტ­რას" IDFI-ს ეკო­ნო­მი­კი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის კვლე­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გოგა თუ­შუ­რაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა:

- ბოლო სამი წე­ლია იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო და მას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ქვესტრუქ­ტუ­რე­ბი და­ხუ­რულ სივ­რცედ იქცა. არა­და, ლა­პა­რა­კია სა­ჯა­რო, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა­ზე, რო­მელ­საც უნდა ჰქონ­დეს ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი შეგ­რძნე­ბა, და თუ ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი არა აქვს, კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნებს მა­ინც უნდა ემორ­ჩი­ლე­ბო­დეს. ჩვე­ნი ყო­ველ­წლი­უ­რი კვლე­ვე­ბი მოწ­მობს, რომ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და არც ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გან­ცდა არ აქვს და კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა­ზეც უარს ამ­ბობს, უფრო ზუს­ტად, უხე­შად არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას!

2016 წელს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ყვე­ლა­ზე და­ხუ­რულ სა­ჯა­რო უწყე­ბად და­ვა­სა­ხე­ლეთ, მას­თან ერ­თად ყვე­ლა­ზე და­ხურ­ულ სის­ტე­მად და­სა­ხელ­და სა­მი­ნის­ტროს თერ­თმე­ტი­ვე ქვესტრუქ­ტუ­რა, რად­გან ყვე­ლა სა­ჯა­რო მო­თხოვ­ნა იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი იყო - ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერც ერთ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღეთ.

- რო­დე­საც სა­ჯა­რო უწყე­ბა უარს ამ­ბობს­ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი ნორ­მის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რა სა­მარ­თლებ­რი­ვი გზა რჩე­ბა სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად და აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა, დად­გეს კონ­კრე­ტუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი?

- რო­დე­საც სამი წელი სა­ჯა­რო ინფ­ორ­მა­ცი­ას ვერ იღებ, ერ­თა­დერ­თი გზა სა­სა­მარ­თლოა. IDFI-მ შე­ი­ტა­ნა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი, გვქონ­და სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვე­ბი გა­უმჭვირ­ვა­ლე სის­ტე­მას­თან და სა­სა­მარ­თლომ სარ­ჩე­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. და­ვის მო­გე­ბის შემ­დეგ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო იძუ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­ნა, გა­ე­ცა მო­თხოვ­ნი­ლი სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბით აღას­რუ­ლა.

კერ­ძოდ, 2017 წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­მო­თხო­ვილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხი 8 დე­კემ­ბრ­ის­თვის გა­მოგ­ზავ­ნეს. ისიც იცით, რა­ტომ? მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყო­ველ­წლი­უ­რად სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან, ან­გა­რი­ში წა­რუდ­გი­ნონ პარ­ლა­მენტს, პრე­ზი­დენ­ტსა და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ან­გა­რიშ­ში დე­ტა­ლუ­რად უნდა იყოს ასა­ხუ­ლი სტა­ტის­ტი­კაც, რო­გორ გას­ცემ­დნენ ისი­ნი სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. რო­გორც ჩანს, სა­მი­ნის­ტრომ იფიქ­რა, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა და უპა­სუ­ხო წე­რი­ლე­ბი არ იქ­ნე­ბო­და მათ­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი, მით უმე­ტეს, რომ გა­უმჭვირ­ვა­ლე სის­ტე­მას­თან არა­ერთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჰქონ­და პრე­ტენ­ზია, ამი­ტო­მაც გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს პა­სუ­ხი ან­გა­რი­შის გა­დაგ­ზავ­ნამ­დე ორი დღით ადრე.

და­სა­ნა­ნია, რომ ლა­პა­რა­კია უწყე­ბა­ზე, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ გამჭვირ­ვა­ლო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით უნდა გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის, სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვის მა­გა­ლით­სა და გა­რანტს უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს.

რუ­სუ­დან შე­ლია, "კვი­რის პა­ლიტ­რა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა

"იუსტიციის სამინისტრო კანონს არღვევს!" - რას მალავს წულუკიანის უწყება?

"იუსტიციის სამინისტრო კანონს არღვევს!" - რას მალავს წულუკიანის უწყება?

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების მიხედვით, ყველა საჯარო სტრუქტურა ვალდებულია, ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, პასუხი გასცეს დაუყოვნებლივ, ან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადისა. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა ითვლება კანონის დარღვევად. უცნაურია, მაგრამ, როგორც ჩანს, კანონის აღსრულება პრიორიტეტს არ წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროსთვის, უწყებისთვის, რომელიც ფორმალურად ქვეყანაში სამართლებრივი წესრიგის ერთ-ერთი მთავარი გარანტია.

იუსტიციის სამინისტროსგან ოფიციალური ინფორმაციის მიღების პრობლემა აქვთ როგორც მედიასაშუალებებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს. მაგალითად, "ბიზნესპრესნიუსმა" 15-16 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სერვისების განვითარების სააგენტოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა. გავიდა ერთი თვე, თუმცა იუსტიციის სამინისტროსგან პასუხი არ მიუღია.

სამინისტრო რომ დახურულ სტრუქტურად იქცა, სამოქალაქო სექტორი ამაზე დიდი ხანია ლაპარაკობს. არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო სამი წელია იუსტიციის სამინისტროსა და მას დაქვემდებარებული სსიპ-ებიდან საჯარო ინფორმაციის მიღება გართულდა.

"კვირის პალიტრას" IDFI-ს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილი ესაუბრა:

- ბოლო სამი წელია იუსტიციის სამინისტრო და მას დაქვემდებარებული ქვესტრუქტურები დახურულ სივრცედ იქცა. არადა, ლაპარაკია საჯარო, სახელმწიფო უწყებაზე, რომელსაც უნდა ჰქონდეს ანგარიშვალდებულების მინიმალური შეგრძნება, და თუ ეს პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევები არა აქვს, კანონის მოთხოვნებს მაინც უნდა ემორჩილებოდეს. ჩვენი ყოველწლიური კვლევები მოწმობს, რომ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოების წინაშე არც პასუხისმგებლობისა და არც ანგარიშვალდებულების განცდა არ აქვს და კანონის აღსრულებაზეც უარს ამბობს, უფრო ზუსტად, უხეშად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას!

2016 წელს იუსტიციის სამინისტრო ყველაზე დახურულ საჯარო უწყებად დავასახელეთ, მასთან ერთად ყველაზე დახურულ სისტემად დასახელდა სამინისტროს თერთმეტივე ქვესტრუქტურა, რადგან ყველა საჯარო მოთხოვნა იგნორირებული იყო - ფაქტობრივად, ვერც ერთ ინფორმაციაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

- როდესაც საჯარო უწყება უარს ამბობს კანონმდებლობით დადგენილი ნორმის შესრულებაზე, რა სამართლებრივი გზა რჩება საჯარო ინფორმაციის მისაღებად და აუცილებელია თუ არა, დადგეს კონკრეტული მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი?

- როდესაც სამი წელი საჯარო ინფორმაციას ვერ იღებ, ერთადერთი გზა სასამართლოა. IDFI-მ შეიტანა იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი, გვქონდა სამართლებრივი დავები გაუმჭვირვალე სისტემასთან და სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. დავის მოგების შემდეგ იუსტიციის სამინისტრო იძულებული შეიქნა, გაეცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილება დაგვიანებით აღასრულა.

კერძოდ, 2017 წლის თებერვალში გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი 8 დეკემბრისთვის გამოგზავნეს. ისიც იცით, რატომ? მოგეხსენებათ, ყოველწლიურად საჯარო უწყებები ვალდებული არიან, ანგარიში წარუდგინონ პარლამენტს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. ანგარიშში დეტალურად უნდა იყოს ასახული სტატისტიკაც, როგორ გასცემდნენ ისინი საჯარო ინფორმაციას წლის განმავლობაში. როგორც ჩანს, სამინისტრომ იფიქრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და უპასუხო წერილები არ იქნებოდა მათთვის მომგებიანი, მით უმეტეს, რომ გაუმჭვირვალე სისტემასთან არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა პრეტენზია, ამიტომაც გამოგვიგზავნეს პასუხი ანგარიშის გადაგზავნამდე ორი დღით ადრე.

დასანანია, რომ ლაპარაკია უწყებაზე, რომელიც არა მხოლოდ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით უნდა გამოირჩეოდეს, კანონის უზენაესობის, სამართლებრივი პროცედურების დაცვის მაგალითსა და გარანტს უნდა წარმოადგენდეს.

რუსუდან შელია, "კვირის პალიტრა"

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები