სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუდაურში დაშავებულ ტურისტებს კლინიკიდან უახლოეს დღეებში გაწერენ
გუდაურში დაშავებულ ტურისტებს კლინიკიდან უახლოეს დღეებში გაწერენ

გუ­და­ურ­ში და­შა­ვე­ბუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და რამ­დე­ნი­მე მათ­განს კლი­ნი­კი­დან უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­წე­რენ.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ოთხი პა­ცი­ენ­ტი­დან ერთი, რო­მელ­საც ხერ­ხე­მალ­ზე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. და­ნარ­ჩე­ნი სამი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბაც სტა­ბი­ლუ­რია, ერთი მათ­გა­ნი კლი­ნი­კას, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს და­ტო­ვებს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ე­წე­რე­ბი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა კლი­ნი­კა „მედი ქლაბ ჯორ­ჯი­ა­ში“ მო­თავ­სე­ბულ ფეხ­მძი­მე ქალს, რო­გორც კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენ­ტის გა­წე­რის სა­კი­თხი მას­თან თან­ხმდე­ბა.

გი­ორ­გი გო­ცა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მას ტრან­სპორ­ტი­რე­ბა სჭირ­დე­ბა, რაც ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის.

„პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, მას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, ისე­ვე, რო­გორც ნა­ყოფს. თუმ­ცა, მან მკურ­ნა­ლო­ბა ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ უნდა გა­აგ­რძე­ლოს. რაც შე­ე­ხე­ბა ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სა­კითხს, მას­თან თან­ხმდე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­წე­რა გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის“, - გა­ნა­ცხა­და გო­ცა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­და­ურ­ში, 16 მარტს სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე სა­ბა­გი­როს ავა­რი­უ­ლად გა­ჩე­რე­ბის გამო, 8 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. მათ სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 275-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც რკი­ნიგ­ზის, წყლის, სა­ჰა­ე­რო ან სა­ბა­გი­რო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

გუდაურში დაშავებულ ტურისტებს კლინიკიდან უახლოეს დღეებში გაწერენ

გუდაურში დაშავებულ ტურისტებს კლინიკიდან უახლოეს დღეებში გაწერენ

გუდაურში დაშავებული ტურისტების მდგომარეობა სტაბილურია და რამდენიმე მათგანს კლინიკიდან უახლოეს დღეებში გაწერენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს, ოთხი პაციენტიდან ერთი, რომელსაც ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობაც სტაბილურია, ერთი მათგანი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს, დანარჩენები კი, უახლოეს დღეებში გაეწერებიან.

რაც შეეხება კლინიკა „მედი ქლაბ ჯორჯიაში“ მოთავსებულ ფეხმძიმე ქალს, როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტის გაწერის საკითხი მასთან თანხმდება.

გიორგი გოცაძის განმარტებით, მას ტრანსპორტირება სჭირდება, რაც ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას საფრთხე არ ემუქრება, ისევე, როგორც ნაყოფს. თუმცა, მან მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გააგრძელოს. რაც შეეხება ტრანსპორტირების საკითხს, მასთან თანხმდება, ჯერჯერობით გაწერა გადაწყვეტილი არ არის“, - განაცხადა გოცაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში, 16 მარტს სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო, 8 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი