მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო 23 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც პოლონეთში ავარიას ემსხვერპლა: "გიორგის არ დასცალდა, თორემ საამაყო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის..."
ვინ იყო 23 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც პოლონეთში ავარიას ემსხვერპლა: "გიორგის არ დასცალდა, თორემ საამაყო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის..."

16 მარტს, პო­ლო­ნეთ­ში, ქა­ლა­ქე­ბის ოპოჩ­ნო­სა და კონ­სკი­ეს და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და, რო­მელ­საც ორი ქარ­თვე­ლი ემსხვერ­პლა. ავა­რი­ის შე­დე­გად და­შავ­და სა­ქარ­თვე­ლოს ხუთი მო­ქა­ლა­ქე.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ოპე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს 7 მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბო­და, გზა­ზე მო­ცურ­და და სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რავ ავ­ტო­ბუსს და­ე­ჯა­ხა. სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ხუთ და­შა­ვე­ბულს ად­გილ­ზე აღ­მო­უ­ჩი­ნეს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და გა­და­იყ­ვა­ნეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა პო­ლო­ნე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის მიერ.


ავა­რი­ის დროს ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი 23 წლის თბი­ლი­სე­ლი ახალ­გაზ­რდა, გი­ორ­გი გზი­რიშ­ვი­ლი იყო, მე­ო­რე კი ამა­ვე ასა­კის მცხე­თე­ლი ბიჭი. რო­გორც გი­ორ­გი გზი­რიშ­ვი­ლის დე­დამ ნანა ბირ­თვე­ლიშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს უამ­ბო, მისი ვაჟი პო­ლო­ნეთ­ში და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მით, კე­რა­მი­კის ქარ­ხა­ნა­ში სა­მუ­შა­ოდ იყო წა­სუ­ლი:

"ისე­თი კარ­გი სა­ხე­ლი და­იმ­სა­ხუ­რა იქ და ისე­თი თავ­გა­მო­დე­ბით მუ­შა­ობ­და... დი­ლის 8 სა­ათ­ზე რომ უნდა გა­სუ­ლიყ­ვნენ სახ­ლი­დან, 6-ზე უკვე ფეხ­ზე იდგა, ბი­ჭებს არი­გებ­და თურ­მე, ბი­ჭე­ბო კარ­გად ვი­მუ­შა­ო­თო, რომ ქარ­თვე­ლებ­ზე ცუდი წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­დეთ და ჩვენ ვინ ვართ მიხ­ვდნე­ნო... სულ რა­ღაც თვე­ნა­ხე­ვა­რი მუ­შა­ობ­და და მთე­ლი უფ­რო­სო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. კარ­გი ბინა მის­ცეს, სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბით... სულ რჩე­უ­ლი ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ შეგ­რო­ვილ­ნი. სკა­იპ­ში რომ და­მი­რე­კავ­და, დედა ისე­თი ნარ­ჩე­ვი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და მშრო­მე­ლი ბი­ჭე­ბი ვართ აქ შეკ­რე­ბი­ლი, გა­გი­ჟე­ბუ­ლი არი­ან ეს პო­ლო­ნე­ლე­ბი, ქარ­თვე­ლე­ბი სხვის ძარ­ცვა­ში არი­ან აქ და თქვენ ასე­თე­ბი რო­გორ შე­იკ­რი­ბეთ ერ­თა­დო?! ერ­თმა­ნეთს ვე­ჯიბ­რე­ბით კარგ მუ­შა­ო­ბა­შიო, მე­უბ­ნე­ბო­და...

გი­ორ­გი გზი­რიშ­ვი­ლი და მისი ქარ­თვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პო­ლო­ნე­თის ქარ­ხა­ნა­ში

...ნა­ძა­ლა­დევ­ში, მე-12 სკო­ლა­ში სწა­ლობ­და ჩემი გი­ორ­გი, ძა­ლი­ან ცელ­ქი იყო და აბ­რა­ზებ­და მას­წავ­ლებ­ლებს და ახლა მათ მინ­და მი­ვაწ­ვდი­ნო ხმა... ის ბიჭი თქვენ რომ ასე გაბ­რა­ზებ­დათ, ისე კარგ და პა­ტი­ო­სან კა­ცად იქცა, ისე შე­აყ­ვა­რა ყვე­ლას თავი... არ დას­ცალ­და, თო­რემ ნამ­დვი­ლად სა­ა­მა­ყო იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე ნა­ად­რე­ვად შე­წყდა მისი ცხოვ­რე­ბა, მა­ინც მო­ას­წრო და ასა­ხე­ლა ყვე­ლა..." - ამ­ბობს ნანა ბირ­თვე­ლიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ავა­რი­ის დროს და­შავ­და გი­ორ­გი გზი­რიშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და სა­წარ­მო­ში. მას მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აქვს, თუმ­ცა მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ტრა­გი­კულ ინ­ცი­დენტს, რო­გორც და­ღუ­პუ­ლის დედა ამ­ბობს, მან­ქა­ნა თოვ­ლი­ან გზა­ზე მოს­რი­ალ­და:

"თოვ­ლი­ა­ნო­ბა იყო იმ დღე­ებ­ში, ბი­ჭებს მან­ქა­ნა ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სა­ამ­ქრო­დან სახ­ლში წა­საყ­ვა­ნად. იმუ­შა­ვეს, დაღ­ლი­ლი, და­ქან­ცუ­ლე­ბი, მშივ­რე­ბი გა­და­ყავ­დათ სახ­ლში მო­სას­ვე­ნებ­ლად და და­სა­ძი­ნებ­ლად... ავ­ტო­ბუ­სი მოძ­რა­ობ­და მათ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით, მოს­რი­ალ­და და და­ე­ჯა­ხა ბი­ჭე­ბის მან­ქა­ნას... და­ღუ­პა მცხე­თე­ლი ბიჭი და ჩემი გი­ორ­გი..." - ამ­ბობს სა­უბ­რი­სას ნანა ბირ­თვე­ლიშ­ვი­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლის დე­დის თქმით, ცხედ­რებს პო­ლო­ნეთ­ში ექ­სპერ­ტი­ზა უნდა ჩა­უ­ტარ­დეს და რო­გორც კონ­სულ­მა მას­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­ვა­რა­უ­დოდ 1 კვი­რის ვა­და­ში მოხ­დე­ბა მათი ჩა­მოს­ვე­ნე­ბა.

პო­ლო­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­თან მუდ­მივ კავ­შირ­ზეა. შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გარ­დაც­ვლი­ლე­ბის გად­მოს­ვე­ნე­ბის პრე­ცე­დუ­რის და­წყე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ვინ იყო 23 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც პოლონეთში ავარიას ემსხვერპლა: "გიორგის არ დასცალდა, თორემ საამაყო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის..."

ვინ იყო 23 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც პოლონეთში ავარიას ემსხვერპლა: "გიორგის არ დასცალდა, თორემ საამაყო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის..."

16 მარტს, პოლონეთში, ქალაქების ოპოჩნოსა და კონსკიეს დამაკავშირებელ გზაზე ავტოკატასტროფა მოხდა, რომელსაც ორი ქართველი ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავდა საქართველოს ხუთი მოქალაქე.

წინასწარი ინფორმაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილი, რომელშიც საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა, გზაზე მოცურდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეჯახა. საქართველოს ორი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა. ხუთ დაშავებულს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ.


ავარიის დროს ერთ-ერთი დაღუპული 23 წლის თბილისელი ახალგაზრდა, გიორგი გზირიშვილი იყო, მეორე კი ამავე ასაკის მცხეთელი ბიჭი. როგორც გიორგი გზირიშვილის დედამ ნანა ბირთველიშვილმა AMBEBI.GE-ს უამბო, მისი ვაჟი პოლონეთში დასაქმების პროგრამით, კერამიკის ქარხანაში სამუშაოდ იყო წასული:

"ისეთი კარგი სახელი დაიმსახურა იქ და ისეთი თავგამოდებით მუშაობდა... დილის 8 საათზე რომ უნდა გასულიყვნენ სახლიდან, 6-ზე უკვე ფეხზე იდგა, ბიჭებს არიგებდა თურმე, ბიჭებო კარგად ვიმუშაოთო, რომ ქართველებზე ცუდი წარმოდგენა არ ჰქონდეთ და ჩვენ ვინ ვართ მიხვდნენო... სულ რაღაც თვენახევარი მუშაობდა და მთელი უფროსობის სიყვარული დაიმსახურა. კარგი ბინა მისცეს, საუკეთესო პირობებით... სულ რჩეული ბიჭები იყვნენ შეგროვილნი. სკაიპში რომ დამირეკავდა, დედა ისეთი ნარჩევი, მოწესრიგებული და მშრომელი ბიჭები ვართ აქ შეკრებილი, გაგიჟებული არიან ეს პოლონელები, ქართველები სხვის ძარცვაში არიან აქ და თქვენ ასეთები როგორ შეიკრიბეთ ერთადო?! ერთმანეთს ვეჯიბრებით კარგ მუშაობაშიო, მეუბნებოდა...

გიორგი გზირიშვილი და მისი ქართველი თანამშრომლები პოლონეთის ქარხანაში

...ნაძალადევში, მე-12 სკოლაში სწალობდა ჩემი გიორგი, ძალიან ცელქი იყო და აბრაზებდა მასწავლებლებს და ახლა მათ მინდა მივაწვდინო ხმა... ის ბიჭი თქვენ რომ ასე გაბრაზებდათ, ისე კარგ და პატიოსან კაცად იქცა, ისე შეაყვარა ყველას თავი... არ დასცალდა, თორემ ნამდვილად საამაყო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის... მიუხედავად იმისა, რომ ასე ნაადრევად შეწყდა მისი ცხოვრება, მაინც მოასწრო და ასახელა ყველა..." - ამბობს ნანა ბირთველიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ავარიის დროს დაშავდა გიორგი გზირიშვილის ბიძაშვილიც, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა საწარმოში. მას მოტეხილობები აქვს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ტრაგიკულ ინციდენტს, როგორც დაღუპულის დედა ამბობს, მანქანა თოვლიან გზაზე მოსრიალდა:

"თოვლიანობა იყო იმ დღეებში, ბიჭებს მანქანა ემსახურებოდა საამქროდან სახლში წასაყვანად. იმუშავეს, დაღლილი, დაქანცულები, მშივრები გადაყავდათ სახლში მოსასვენებლად და დასაძინებლად... ავტობუსი მოძრაობდა მათ საწინააღმდეგო მიმართულებით, მოსრიალდა და დაეჯახა ბიჭების მანქანას... დაღუპა მცხეთელი ბიჭი და ჩემი გიორგი..." - ამბობს საუბრისას ნანა ბირთველიშვილი.

გარდაცვლილის დედის თქმით, ცხედრებს პოლონეთში ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს და როგორც კონსულმა მასთან საუბარში განაცხადა, სავარაუდოდ 1 კვირის ვადაში მოხდება მათი ჩამოსვენება.

პოლონეთში საქართველოს საელჩო დაღუპულების ოჯახის წევრებთან მუდმივ კავშირზეა. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება გარდაცვლილების გადმოსვენების პრეცედურის დაწყება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ