არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ხელმძღვანელის ზვიად დევდარიანის გარშემო ატეხილ სკანდალს მისი მეუღლე თეონა შალამბერიძე "ფეისბუქზე" ეხმაურება:
"ორი დღის წინ .... ცხოვრობ პატარა ბედნიერ ოჯახში მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად, შესაძლოა გაქვს იგივე პატარა თუ დიდი პრობლემები რაც ოჯახების უმრავლესობას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ აბსოლუტურად ჩვეულებრივი სტანდარტული ოჯახით. და არ გგონია, რომ ერთ დღესაც შეიძლება ეს ყველაფერი ვინმემ დაგინგრიოს ასე დაუნდობლად, სასტიკი მეთოდებით და გაწიროს უდანაშაულოდ ადამიანი და ადამიანები...
ორი დღეა ვისმენ აბსურდულ, ალოგიკურ და უსაფუძვლო ბრალდებებს ზვიადის მიმართ წლების წინ "მომხდარდარ" ამბებზე დღეს, ვცდილობ დავაიგნორო ადამიანები, რომლებიც ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობენ და ვცდილობ ავარიდო ჩემი შვილები ამ დაძაბულ სიტუაციას....
როდესაც პრეტენზია გაქვს სერიოზულ განცხადების გაკეთებაზე რაიმე შედეგის სანაცვლოდ, მინიმუმ მომზადებული უნდა შეხვდე, მეტი დამაჯერებლობისთვის შეთხზა ყველა საინფორმაციო წყაროსთვის ერთგვაროვანი ტექსტი, დადო ფაქტები და გამოაშკარავო „მსხვერპლი“.
ზვიადის გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის შესახებ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო სახალხო დამცველზე დარტყმის ასარიდებლად.
თან ვფიქრობ: თქვენი მიზანია "მოძალადის" "მხილება", თქვენ გინდათ, რომ ქალების შევიწროვებას აღარ ჰქონოდეს ადგილი, თქვენ გინდათ, რომ ქალთა უფლებები "დაიცვათ"… და ამ დროს რას აკეთებთ? ძალადობით იჭრებით სხვის ცხოვრებაში, ცდილობთ გაანადგუროთ ჩემი ქმარი, დამიზაფროთ ოჯახის წევრები და დამინგრიოთ ოჯახი!
მადლობა "ქალთა" მოძრაობას! ზვიადი თავის სიმართლებს ცივილური და სამართლებრივი გზებით დაამტკიცებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ოჯახის დასაცავად!" - წერს შალამბერიძე.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ომბუდსმენმა ზვიად დევდარიანი სამზაუს ბორდის წევრობის კანდიდატად წარადგინა "ქალთა მოძრაობამ" პარლამენტს და სახალხო დამცველს მიმართა. მიმართვაში "ქალთა მოძრაობა" ზვიად დევდარიანს "ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროებაში" ადანაშაულებდა.
წაიკითხეთ: ზვიად დევდარიანი 21 წლის გოგოს პასუხობს - "არავითარი ფიზიკური კონტაქტი ჩვენს შორის არ მომხდარა"