პოლონეთში ავარიას ორი ქართველი ახალგაზრდა ემსხვერპლა

პოლონეთში ავარიას ორი ქართველი ახალგაზრდა ემსხვერპლა

პოლონეთში, ქალაქების ოპოჩნოსა და კონსკიეს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 მარტს საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა, საქართველოს ხუთი მოქალაქე კი სხეულის დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინფორმაციის მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე საქართველოს კონსული პოლონეთის რესპუბლიკაში თეიმურაზ ფურცელაძე გაემგზავრა. უწყების ინფორმაციით, მან მოინახულა დაშავებულები და შეხვედრა გამართა ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებში.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
წინასწარი ინფორმაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილი, რომელშიც საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა, გზაზე მოცურდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ მოძრავ ავტობუსს დაეჯახა. საქართველოს ორი მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. ხუთ დაშავებულს კი ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს სამედიციონო დაწესებულებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ.


პოლონეთში საქართველოს საელჩომ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა დაშავებულებისა და დაღუპულების ოჯახის წევრებს და მათთან მუდმივ კავშირზეა. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ შესაძლებებლი იქნება გარდაცვლილი თანამოქალაქეების გადმოსვენების პრეცედურის დაწყება. საქართველოს მოქალაქეები პოლონეთის რეპუბლიკაში სამსახურეობრივი მიზნით იმყოფებოდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

უბედური შემთხვევა წყალტუბოში - ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად, 17 წლის გოგო დაიღუპა

23 გამოჯანმრთელებული და ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა - stopcov.ge-ს ახალი მონაცემები

"მოპედი და მანქანა ერთად მოფრინავდნენ..." - ავარიას გმირთა მოედანზე მოტოციკლისტი ემსხვერპლა