საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლამაზი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა" - მარინა თბილელი
"ლამაზი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა" - მარინა თბილელი

თბი­ლის­ში ბევ­რი ლა­მა­ზი გოგო და­დი­ო­და, მაგ­რამ ის ერთი მა­ინც სხვა­ნა­ი­რად გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. იმ წლებ­ში პლე­ხა­ნო­ვის გამ­ზირ­ზე ხში­რად ხე­დავ­დნენ ბედ­ნი­ე­რე­ბით აღ­სავ­სე, ლურჯთ­ვა­ლე­ბი­ან, ტა­ნა­შო­ტილ ქა­ლიშ­ვილს. იგი მომ­ხიბ­ლა­ვი ღი­მი­ლით ან­და­მა­ტი­ვით იზი­დავ­და ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბას. მი­დი­ო­და ნარ­ნა­რი ნა­ბი­ჯით, მსუ­ბუ­ქად, ელე­გან­ტუ­რი სი­ნა­ტი­ფით... გამ­ვლე­ლე­ბი კი ჩერ­დე­ბოდ­ნენ და კარ­გა ხანს მზე­რით მი­ა­ცი­ლებ­დნენ.

ეს ქალი მა­რი­ნე თბი­ლე­ლი გახ­ლდათ - მხი­ა­რუ­ლი, ლაღი და ხა­ლი­სი­ა­ნი. ბევ­რი მას ულა­მა­ზეს ქა­ლად აღი­ა­რებ­და, თუმ­ცა თვი­თონ ასე არ თვლი­და და ამ­ბობ­და: "მე ლა­მა­ზი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ­დი, ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზად მე­კე­თე­ბი­ნა. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ცეკ­ვა და ყო­ველ­თვის ვცეკ­ვავ­დი. გი­ნა­ხავთ, იპოდ­რომ­ზე ცხე­ნი რომ გა­მოჰ­ყავთ, რა გრა­ცი­ო­ზუ­ლად, ამა­ყად გა­მო­დის თავ­ლი­დან? ასე გა­მოვ­დი­ო­დი მეც სცე­ნა­ზე... მინ­დო­და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად და მომ­ხიბ­ვლე­ლად გა­მომ­სვლო­და და რო­გორც ჩანს, გა­მომ­დი­ო­და კი­დეც, ამი­ტო­მაც ამ­ბობ­დნენ ჩემ­ზე, ლა­მა­ზი­აო..."

არ­სე­ბობს ერთი ან­კე­ტა, რო­მე­ლიც მა­რი­ნე თბი­ლელ­მა შე­ავ­სო წლე­ბის წინ: "და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი - 1920 წლის 25 ოქ­ტომ­ბე­რი.

და­ბა­დე­ბის ად­გი­ლი - თე­ლა­ვი.

ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი - ღრი­ან­კა­ლი.

სი­მაღ­ლე - 1 მეტ­რი და 64 სმ.

წონა - ხან­ში შეს­ვლი­სას 70.

თვა­ლე­ბი - ცის­ფე­რი.

თმა - ღია წაბ­ლის­ფე­რი.

ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა - მთე­ლი დღე ვტრი­ა­ლებ ციბ­რუ­ტი­ვით, და აი, 30 წე­ლი­წა­დია, მე და ჩემი ძვირ­ფა­სი მე­უღ­ლე სი­ამ­ტკბი­ლო­ბით ვუქ­ცევთ ერ­თმა­ნეთს ღრან­ჭს.

უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბი - ვა­ჟიშ­ვი­ლი - აკა­კი ვა­სა­ძე (მწე­რა­ლი), ქა­ლიშ­ვი­ლი - ბარ­ბა­რე დვა­ლიშ­ვი­ლი (მსა­ხი­ო­ბი).

მო­წო­დე­ბა - თე­ატ­რი (ბავ­შვო­ბი­დან).

თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი - თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მცი­რე სცე­ნის გახ­სნა, პარტნი­ო­რო­ბა ქარ­თუ­ლი სცე­ნის კო­რი­ფე­ებ­თან და პირ­ვე­ლი გას­ვლა საფ­რან­გეთ­ში.

ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა - რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში დაბ­რუ­ნე­ბა.

რო­მე­ლი დრო გირ­ჩევ­ნი­ათ - სა­ღა­მოს 8 სა­ა­თი, სპექ­ტაკ­ლის და­წყე­ბის დრო.

საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქი - თბი­ლი­სი, სიღ­ნა­ღი, თე­ლა­ვი.

დე­ვი­ზი - სიყ­ვა­რუ­ლი, სი­კე­თე.

საყ­ვა­რე­ლი როლი - თეკ­ლა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი, კე­კე­ლა, მი­ლე­ნი­ლა, იორ­კის მთავ­რის მე­უღ­ლე.ყვე­ლა­ზე დიდი სი­ხა­რუ­ლი - რო­დე­საც დედა გავ­ხდი.

თქვე­ნი ხა­სი­ა­თი - კა­პარჩხა­ნა.

თქვე­ნი სი­სუს­ტე - კაკ­ლის მუ­რა­ბა, ვარ­დის მუ­რა­ბა და ლო­ბიო.

თქვე­ნი ღირ­სე­ბა - ვარ ერ­თგუ­ლი.

რისი გე­ში­ნი­ათ? - სი­ბე­რის და სცე­ნის მი­ტო­ვე­ბის".

აი, ეს გახ­ლავთ ან­კე­ტა (შე­მოკ­ლე­ბუ­ლი სა­ხით), რომ­ლი­თაც იხა­ტე­ბა მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის პორ­ტრე­ტი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"ლამაზი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა" - მარინა თბილელი

"ლამაზი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა" - მარინა თბილელი

თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო. იმ წლებში პლეხანოვის გამზირზე ხშირად ხედავდნენ ბედნიერებით აღსავსე, ლურჯთვალებიან, ტანაშოტილ ქალიშვილს. იგი მომხიბლავი ღიმილით ანდამატივით იზიდავდა ხალხის ყურადღებას. მიდიოდა ნარნარი ნაბიჯით, მსუბუქად, ელეგანტური სინატიფით... გამვლელები კი ჩერდებოდნენ და კარგა ხანს მზერით მიაცილებდნენ.

ეს ქალი მარინე თბილელი გახლდათ - მხიარული, ლაღი და ხალისიანი. ბევრი მას ულამაზეს ქალად აღიარებდა, თუმცა თვითონ ასე არ თვლიდა და ამბობდა: "მე ლამაზი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა. ძალიან მიყვარდა ცეკვა და ყოველთვის ვცეკვავდი. გინახავთ, იპოდრომზე ცხენი რომ გამოჰყავთ, რა გრაციოზულად, ამაყად გამოდის თავლიდან? ასე გამოვდიოდი მეც სცენაზე... მინდოდა ყველაფერი კარგად და მომხიბვლელად გამომსვლოდა და როგორც ჩანს, გამომდიოდა კიდეც, ამიტომაც ამბობდნენ ჩემზე, ლამაზიაო..."

არსებობს ერთი ანკეტა, რომელიც მარინე თბილელმა შეავსო წლების წინ: "დაბადების თარიღი - 1920 წლის 25 ოქტომბერი.

დაბადების ადგილი - თელავი.

ზოდიაქოს ნიშანი - ღრიანკალი.

სიმაღლე - 1 მეტრი და 64 სმ.

წონა - ხანში შესვლისას 70.

თვალები - ცისფერი.

თმა - ღია წაბლისფერი.

ოჯახური მდგომარეობა - მთელი დღე ვტრიალებ ციბრუტივით, და აი, 30 წელიწადია, მე და ჩემი ძვირფასი მეუღლე სიამტკბილობით ვუქცევთ ერთმანეთს ღრანჭს.

უახლოესი ნათესავები - ვაჟიშვილი - აკაკი ვასაძე (მწერალი), ქალიშვილი - ბარბარე დვალიშვილი (მსახიობი).

მოწოდება - თეატრი (ბავშვობიდან).

თქვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი - თეატრალურ ინსტიტუტში მცირე სცენის გახსნა, პარტნიორობა ქართული სცენის კორიფეებთან და პირველი გასვლა საფრანგეთში.

ოცნების ასრულება - რუსთაველის თეატრში დაბრუნება.

რომელი დრო გირჩევნიათ - საღამოს 8 საათი, სპექტაკლის დაწყების დრო.

საყვარელი ქალაქი - თბილისი, სიღნაღი, თელავი.

დევიზი - სიყვარული, სიკეთე.

საყვარელი როლი - თეკლა ბატონიშვილი, კეკელა, მილენილა, იორკის მთავრის მეუღლე.ყველაზე დიდი სიხარული - როდესაც დედა გავხდი.

თქვენი ხასიათი - კაპარჩხანა.

თქვენი სისუსტე - კაკლის მურაბა, ვარდის მურაბა და ლობიო.

თქვენი ღირსება - ვარ ერთგული.

რისი გეშინიათ? - სიბერის და სცენის მიტოვების".

აი, ეს გახლავთ ანკეტა (შემოკლებული სახით), რომლითაც იხატება მსახიობი ქალის პორტრეტი. განაგრძეთ კითხვა

52 წლის ჯულია რობერთსი საცურაო კოსტუმში - მსახიობის ახალმა პაპარაცულმა ფოტოებმა ფანები აღაფრთოვანა

"დიდებული საუკუნის" მსახიობმა პოლიციელები დაჭრა და მძევლები აიყვანა -  მას 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

მონიკა ბელუჩის ქალიშვილის თვალისმომჭრელი სილამაზე - ახალი ფოტოები Dolce & Gabbana-ს რეკლამიდან