პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის რიგით მეოთხე არჩევნები და "ომის პრეზიდენტის" მმართველობის წლებში დაღუპული ადამიანები
პუტინის რიგით მეოთხე არჩევნები და "ომის პრეზიდენტის" მმართველობის წლებში დაღუპული ადამიანები

რუ­სეთ­ში უკვე მე­ო­თხედ პრე­ზი­დენ­ტად ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი აირ­ჩი­ეს. ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მან ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 73,9% მი­ი­ღო. მე­ო­რე ად­გილ­ზე "კო­მუ­ნის­ტე­ბის" კან­დი­და­ტი პა­ველ გრუ­დი­ნი­ნი (11,2%), ხოლო მე­სა­მე ად­გილ­ზე "ლი­ბე­რალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" ლი­დე­რი ვლა­დი­მერ ჟი­რი­ნოვ­სკი (6,7%) გა­ვი­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტმა ქსე­ნია სობ­ჩაკ­მა ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 2,5% მი­ი­ღო, რაც მე­ო­თხე ად­გი­ლია.

თით­ქმის არა­ვის ჰქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ არ­ჩევ­ნე­ბი სხვა შე­დე­გით დას­რულ­დე­ბო­და. ცოტა ხნის წინ, BBC.com-ის რუ­სულ­მა სამ­სა­ხურ­მა თა­ვის სპე­ცპ­რო­ექ­ტში ჩა­წე­რა 6 სრულ­წო­ვა­ნი ახალ­გაზ­რდა, რომ­ლე­ბიც პუ­ტი­ნის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის წელს და­ი­ბად­ნენ და მისი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ი­ზარ­დნენ - მათ­გან მხო­ლოდ ერთს აქვს პრო­ტეს­ტი, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლა­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა და ისიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმი­ტომ, რომ დე­და­მი­სი ალექ­სეი ნა­ვალ­ნის შტა­ბის აქ­ტი­ვის­ტია, რო­მელ­საც რუ­სე­თის სა­სა­მარ­თლომ არ­ჩევ­ნებ­ში მი­ღე­ბის სარ­ჩე­ლი არ და­უკ­მა­ყო­ფი­ლა.

ერთი სი­ტყვით, ვლა­დი­მირ პუ­ტინს არ­ჩევ­ნებ­ში რე­ა­ლუ­რი მე­ტო­ქე არ ჰყავს. “ომის პრე­ზი­დენ­ტი” – ასე უწო­დებს მას და­სავ­ლუ­რი მე­დია, რომ­ლის შე­ფა­სე­ბი­თაც, „ომი მისი ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის წყა­როა. ომის პე­რი­ო­დის პრე­ზი­დენ­ტე­ბის პრობ­ლე­მა ისაა, რომ ისი­ნი არ ტო­ვე­ბენ პოსტს და მხარ­და­ჭე­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის ომე­ბი სჭირ­დე­ბათ“, - წე­რენ და­სავ­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი.

დიახ, პუ­ტი­ნი ამ ყვე­ლა კრი­ტე­რი­უმს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. Inosmi.ru აქ­ვეყ­ნებს იმ კრი­ტი­კო­სე­ბის სიას, რომ­ლე­ბიც გარ­და­იც­ვალ­ნენ ან მოკ­ლეს გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში.

2003 წელს არ­მი­ის ყო­ფი­ლი პოლ­კოვ­ნი­კი სერ­გეი იუ­შენ­კო­ვი მოკ­ლეს. მან პო­ლი­ტი­კურ პარ­ტია “ლი­ბე­რა­ლურ რუ­სეთ­ში” მხო­ლოდ და­რე­გის­ტრი­რე­ბა მო­ას­წრო. მას სა­კუ­თარ სახ­ლში ეს­რო­ლეს, რად­გან პარ­ლა­მენ­ტის რე­პორ­ტი­ო­რად ჯერ კი­დევ 1990-იანი წლე­ბი­დან მუ­შა­ობ­და და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ ბრძა­ნე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლობ­და, რომ­ლის შე­დე­გა­დაც 1999 წელს რუ­სე­თის ქა­ლა­ქებ­ში სა­ცხოვ­რო­ბე­ლი სახ­ლე­ბი ფეთ­ქდე­ბო­და.

ასე­ვე 2003 წელს ჟურ­ნა­ლის­ტი იური შე­კო­ჩი­ხი­ნი მოკ­ლეს, რო­მე­ლიც ასე­ვე 90-იანი წლებ­ში, პუ­ტი­ნის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბამ­დე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის აფეთ­ქე­ბის საქ­მეს იძი­ებ­და. 2003 წელს მას მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ურ­კვე­ვე­ლი ავად­მყო­ფო­ბა გა­მო­უვ­ლინ­და და რამ­დე­ნი­მე დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. არა­და, ამე­რი­კა­ში წას­ვლას აპი­რებ­და. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ას დღემ­დე ასა­ი­დუმ­ლო­ებს.

2006 წელს მოკ­ლუ­ლი ანა პო­ლიტ­კოვ­სკა­ი­ას საქ­მე მსოფ­ლი­ო­ში ძალ­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მეა. თა­ვის წიგნ­ში “პუ­ტი­ნის რუ­სე­თი”, მან კრემ­ლის ლი­დე­რი ქვეყ­ნის დან­გრე­ვა­სა და პო­ლი­ცი­ურ სა­ხელ­მწი­ფოდ გა­დაქ­ცე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ის ასე­ვე ბევ­რს წერ­და კრემ­ლის მიერ ჩეჩ­ნეთ­ში გა­კე­თე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე.

მა­საც სახ­ლთან ახ­ლოს ლიფ­ტში ეს­რო­ლეს და მის მკვლე­ლო­ბა­ში 5 ადა­მი­ა­ნი და­ა­ნა­და­შა­უ­ლეს, თუმ­ცა, შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო შე­თან­ხმდა, რომ ეს შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა იყო, რო­მელ­შიც 150 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­დეს, თუმ­ცა, ვინ “არ იყო ცნო­ბი­ლი”. პუ­ტინ­მა მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო.

2006 წელს ლონ­დონ­ში რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, "ФСБ взрывает Россию"-ის ავ­ტო­რი ალექ­სან­დრე ლიტ­ვი­ნენ­კო გარ­და­იც­ვა­ლა. სკოტ­ლენდ-იარ­დი მისი სიკ­ვდი­ლის გა­რე­მო­ე­ბებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იძი­ებ­და, თუმ­ცა, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი ჯერ კი­დევ არ აქვთ: ლიტ­ვი­ნენ­კო რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი პო­ლო­ნი­უმ-210-ით მო­წამ­ლეს, რო­მე­ლიც მას სას­ტუმ­რო “მი­ლე­ნი­უმ­ში” ან­დრეი ლუ­გო­ვო­ის­თან შეხ­ვედ­რი­სას, ჩა­ი­ში ჩა­უ­ყა­რეს. ფაქ­ტი კლა­სი­ფი­ცირ­დე­ბა, რო­გორც მკვლე­ლო­ბა. საქ­მე ის არის, რომ ლინტვი­ნენ­კო, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, პუ­ტინს ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­და. მისი თქმით, პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბით, რუ­სეთ­ში 1999 წელს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი აფეთ­ქდა, რა­საც ასო­ბით ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა; ასე­ვე, ლიტ­ვი­ნენ­კო სა­უბ­რობ­და ჩეჩ­ნეთ­ში პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბით გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებ­ზე, ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომის დროს. ლიტ­ვი­ნენ­კოს თქმით, პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბით მოკ­ლეს ანა პო­ლიტ­კოვ­სკა­ია.

2009 წელს სტა­ნის­ლავ მარ­კე­ლო­ვი და ანას­ტა­სია ბა­ბუ­რო­ვა მოკ­ლეს. მარ­კე­ლო­ვი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ად­ვო­კა­ტი იყო, ჩეჩ­ნე­თის ომში რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნილ საქ­მე­ებს სწავ­ლობ­და. ასე­ვე, თა­ვის სტა­ტი­ებ­ში მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებ­და პუ­ტინს 2006 წელს მოკ­ლუ­ლი ანა პო­ლიტ­კოვ­სკა­ი­ას გამო. მას კრემლთან ახ­ლოს, ნიღ­ბი­ან­მა ადა­მი­ან­მა ეს­რო­ლა. ბა­ბუ­რო­ვი კი მა­შინ მოკ­ლეს, რო­დე­საც ის მის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი მკვლე­ლო­ბის უკან ნე­ო­ნა­ცის­ტუ­რი ჯგუ­ფი იდგა.

2009 წლის ნო­ემ­ბერ­ში იუ­რის­ტი სერ­გეი მაგ­ნიტსკი პა­ტიმ­რო­ბა­ში მოკ­ვდა, სა­დაც ის სიკ­ვდილ­მა­დე სცე­მეს და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბაც კი არ გა­უ­წი­ეს. ის ბრი­ტა­ნელ-ამე­რი­კელ ბიზ­ნეს­მენ­თან უი­ლი­ამ ბრა­უ­დერ­თან ად­ვო­კა­ტად მუ­შა­ობ­და და გა­და­სა­ხა­დე­ბის კო­რუფ­ცი­ულ სქე­მას სწავ­ლობ­და.

მაგ­ნიტსკის 2008 წელს წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლად გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბა - მას შემ­დეგ, რაც მან გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა 230 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის მო­ცუ­ლო­ბის სა­გა­და­სა­ხა­დო მა­ქი­ნა­ცი­ე­ბის კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა, რო­მელ­შიც რუ­სე­თის პო­ლი­ცი­ი­სა და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

მაგ­ნიტსკის 11-თვი­ან­მა და­კა­ვე­ბამ და შემ­დეგ, 2009 წელს ცი­ხე­ში მის­მა სიკ­ვდილ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვია. აშშ-მა საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს სან­ქცი­ე­ბიც და­უ­წე­სა.

2009 წელს მოკ­ლუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ტა­ლია ეს­ტე­მი­რო­ვა ჩეჩ­ნეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ გა­ტა­ცე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ებს იძი­ებ­და, რომ­ლებ­საც იქ პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი ახ­რო­ცი­ე­ლებ­დნენ. ისე­ვე, რო­გორც ანა პო­ლიტ­კოვ­სკა­ია, ისიც ღიად ჰყვე­ბო­და იმ პი­რებ­ზე, ვინც ამას აკე­თებ­და. ეს­ტე­მი­რო­ვა მა­შინ გა­ი­ტა­ცეს, რო­დე­საც თა­ვის სახ­ლთან იყო მი­სუ­ლი, მას რამ­დენ­ჯერ­მე თავ­ში ეს­რო­ლეს და ტყე­ში და­ტო­ვეს. ამ საქ­მე­ზე არა­ვინ დას­ჯი­ლა...

2013 წელს ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის, მაგ­ნატს, რო­მე­ლიც 1990-იანი წლე­ბი­დან ბო­რის ელ­ცი­ნის უახ­ლო­ეს გა­მო­რეც­ვა­ში იყო და პუ­ტი­ნის და­წი­ნა­უ­რე­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შა, შემ­დეგ წლებ­ში გავ­ლე­ნა თან­და­თან შე­უმ­ცი­რეს. შემ­დეგ მას პუ­ტინ­თან კონ­ფლიქ­ტიც და­ე­წყო, რის შე­დე­გა­დაც, ქვეყ­ნი­დან წა­ვი­და და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­და­სახ­ლდა. იქ მუდ­მი­ვად აცხა­დებ­და, რომ დაზ­ვერ­ვის ყო­ფი­ლი ოფი­ცე­რი ალექ­სან­დრე ლიტ­ვი­ნენ­კო პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბით მო­წამ­ლეს.

ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკი სა­კუ­თა­რი სახ­ლის აბა­ზა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. თავ­და­პირ­ვე­ლად, თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სია გავ­რცელ­და, რაც შემ­დეგ გა­მო­ი­რი­ცხა, თუმ­ცა მაგ­ნა­ტის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი დღემ­დე და­უდ­გე­ნე­ლია.

2015 წელს მოკ­ლეს ბო­რის ნემ­ცო­ვი, რო­მე­ლიც 1990-იანი წლე­ბი­დან “ახალ­გაზ­რდა რე­ფორ­მა­ტო­რე­ბის” პო­ლი­ტი­კუ­რი ვარ­სკვლა­ვი იყო და 2000-იან წლებ­ში, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მას რუ­სე­თის მო­მა­ვალ ლი­დერ­საც უწო­დებ­დნენ.

ბო­რის ნემ­ცოვს რუ­სუ­ლი მე­დია და­სავ­ლე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რილ ლი­დე­რად აღიქ­ვამ­და და იმე­დი ჰქონ­და, რომ რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს შე­ი­ტან­და. ის წერ­და კრი­ტი­კულ სტა­ტი­ებს რუს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე და მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან აქ­ცი­ებ­საც მარ­თავ­და. ასე­ვე, აკ­რი­ტი­კებ­და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უკ­რა­ი­ნის მი­მართ რუ­სე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გამო. 2015 წლის თე­ბერ­ვალ­ში მას 4 ტყვია ეს­რო­ლეს ზურ­გში და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, ეს მკვლე­ლო­ბა “პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა”, თუმ­ცა, დღემ­დე არა­ვინ დას­ჯი­ლა.

და მა­ინც, 2018 წლის 18 მარტს რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა ვლა­დი­მირ პუ­ტინს მე­ო­თხე ვა­დით ირ­ჩევს...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

პუტინის რიგით მეოთხე არჩევნები და "ომის პრეზიდენტის" მმართველობის წლებში დაღუპული ადამიანები

პუტინის რიგით მეოთხე არჩევნები და "ომის პრეზიდენტის" მმართველობის წლებში დაღუპული ადამიანები

რუსეთში უკვე მეოთხედ პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინი აირჩიეს. ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 73,9% მიიღო. მეორე ადგილზე "კომუნისტების" კანდიდატი პაველ გრუდინინი (11,2%), ხოლო მესამე ადგილზე "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი (6,7%) გავიდა. აღსანიშნავია, რომ ტელეჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა ამომრჩეველთა ხმების 2,5% მიიღო, რაც მეოთხე ადგილია.

თითქმის არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ არჩევნები სხვა შედეგით დასრულდებოდა. ცოტა ხნის წინ, BBC.com-ის რუსულმა სამსახურმა თავის სპეცპროექტში ჩაწერა 6 სრულწოვანი ახალგაზრდა, რომლებიც პუტინის გაპრეზიდენტების წელს დაიბადნენ და მისი მმართველობის პერიოდში გაიზარდნენ - მათგან მხოლოდ ერთს აქვს პროტესტი, რომ ამ წლების განმავლაბაში ქვეყანაში არაფერი შეცვლილა და ისიც, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ დედამისი ალექსეი ნავალნის შტაბის აქტივისტია, რომელსაც რუსეთის სასამართლომ არჩევნებში მიღების სარჩელი არ დაუკმაყოფილა.

ერთი სიტყვით, ვლადიმირ პუტინს არჩევნებში რეალური მეტოქე არ ჰყავს. “ომის პრეზიდენტი” – ასე უწოდებს მას დასავლური მედია, რომლის შეფასებითაც, „ომი მისი ლეგიტიმურობის წყაროა. ომის პერიოდის პრეზიდენტების პრობლემა ისაა, რომ ისინი არ ტოვებენ პოსტს და მხარდაჭერის შენარჩუნებისთვის ომები სჭირდებათ“, - წერენ დასავლური გამოცემები.

დიახ, პუტინი ამ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. Inosmi.ru აქვეყნებს იმ კრიტიკოსების სიას, რომლებიც გარდაიცვალნენ ან მოკლეს გაურკვეველ ვითარებაში.

2003 წელს არმიის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი იუშენკოვი მოკლეს. მან პოლიტიკურ პარტია “ლიბერალურ რუსეთში” მხოლოდ დარეგისტრირება მოასწრო. მას საკუთარ სახლში ესროლეს, რადგან პარლამენტის რეპორტიორად ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან მუშაობდა და არსებული ინფორმაციით, იმ ბრძანებების მოპოვებას ცდილობდა, რომლის შედეგადაც 1999 წელს რუსეთის ქალაქებში საცხოვრობელი სახლები ფეთქდებოდა.

ასევე 2003 წელს ჟურნალისტი იური შეკოჩიხინი მოკლეს, რომელიც ასევე 90-იანი წლებში, პუტინის გაპრეზიდენტებამდე საცხოვრებელი სახლების აფეთქების საქმეს იძიებდა. 2003 წელს მას მოულოდნელად გაურკვეველი ავადმყოფობა გამოუვლინდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. არადა, ამერიკაში წასვლას აპირებდა. რუსეთის ხელისუფლება მის სამედიცინო ისტორიას დღემდე ასაიდუმლოებს.

2006 წელს მოკლული ანა პოლიტკოვსკაიას საქმე მსოფლიოში ძალზე გახმაურებული საქმეა. თავის წიგნში “პუტინის რუსეთი”, მან კრემლის ლიდერი ქვეყნის დანგრევასა და პოლიციურ სახელმწიფოდ გადაქცევაში დაადანაშაულა. ის ასევე ბევრს წერდა კრემლის მიერ ჩეჩნეთში გაკეთებულ დანაშაულებრივ საქმიანობაზე.

მასაც სახლთან ახლოს ლიფტში ესროლეს და მის მკვლელობაში 5 ადამიანი დაანადაშაულეს, თუმცა, შემდეგ სასამართლო შეთანხმდა, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო, რომელშიც 150 ათასი დოლარი გადაიხადეს, თუმცა, ვინ “არ იყო ცნობილი”. პუტინმა მკვლელობაში მონაწილეობა კატეგორიულად უარყო.

2006 წელს ლონდონში რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი, "ФСБ взрывает Россию"-ის ავტორი ალექსანდრე ლიტვინენკო გარდაიცვალა. სკოტლენდ-იარდი მისი სიკვდილის გარემოებებს წლების განმავლობაში იძიებდა, თუმცა, დადასტურებული ფაქტები ჯერ კიდევ არ აქვთ: ლიტვინენკო რადიოაქტიური პოლონიუმ-210-ით მოწამლეს, რომელიც მას სასტუმრო “მილენიუმში” ანდრეი ლუგოვოისთან შეხვედრისას, ჩაიში ჩაუყარეს. ფაქტი კლასიფიცირდება, როგორც მკვლელობა. საქმე ის არის, რომ ლინტვინენკო, სპეცსამსახურებიდან წასვლის შემდეგ, პუტინს ხშირად აკრიტიკებდა. მისი თქმით, პუტინის ბრძანებით, რუსეთში 1999 წელს საცხოვრებელი სახლები აფეთქდა, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა; ასევე, ლიტვინენკო საუბრობდა ჩეჩნეთში პუტინის ბრძანებით გაკეთებულ საქმეებზე, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს. ლიტვინენკოს თქმით, პუტინის ბრძანებით მოკლეს ანა პოლიტკოვსკაია.

2009 წელს სტანისლავ მარკელოვი და ანასტასია ბაბუროვა მოკლეს. მარკელოვი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ადვოკატი იყო, ჩეჩნეთის ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ საქმეებს სწავლობდა. ასევე, თავის სტატიებში მწვავედ აკრიტიკებდა პუტინს 2006 წელს მოკლული ანა პოლიტკოვსკაიას გამო. მას კრემლთან ახლოს, ნიღბიანმა ადამიანმა ესროლა. ბაბუროვი კი მაშინ მოკლეს, როდესაც ის მის დახმარებას ცდილობდა. ოფიციალური ინფორმაციით, მათი მკვლელობის უკან ნეონაცისტური ჯგუფი იდგა.

2009 წლის ნოემბერში იურისტი სერგეი მაგნიტსკი პატიმრობაში მოკვდა, სადაც ის სიკვდილმადე სცემეს და სამედიცინო დახმარებაც კი არ გაუწიეს. ის ბრიტანელ-ამერიკელ ბიზნესმენთან უილიამ ბრაუდერთან ადვოკატად მუშაობდა და გადასახადების კორუფციულ სქემას სწავლობდა.

მაგნიტსკის 2008 წელს წაუყენეს ბრალად გადასახადების გადაუხდელობა - მას შემდეგ, რაც მან გამოააშკარავა 230 მილიონი დოლარის მოცულობის საგადასახადო მაქინაციების კორუფციული სქემა, რომელშიც რუსეთის პოლიციისა და მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მაგნიტსკის 11-თვიანმა დაკავებამ და შემდეგ, 2009 წელს ციხეში მისმა სიკვდილმა საერთაშორისო მასშტაბის სკანდალი გამოიწვია. აშშ-მა საქმესთან დაკავშირებულ რუსეთის ოფიციალურ პირებს სანქციებიც დაუწესა.

2009 წელს მოკლული ჟურნალისტი ნატალია ესტემიროვა ჩეჩნეთში განხორციელებულ გატაცებისა და მკვლელობის საქმეებს იძიებდა, რომლებსაც იქ პრორუსული ძალები ახროციელებდნენ. ისევე, როგორც ანა პოლიტკოვსკაია, ისიც ღიად ჰყვებოდა იმ პირებზე, ვინც ამას აკეთებდა. ესტემიროვა მაშინ გაიტაცეს, როდესაც თავის სახლთან იყო მისული, მას რამდენჯერმე თავში ესროლეს და ტყეში დატოვეს. ამ საქმეზე არავინ დასჯილა...

2013 წელს ბორის ბერეზოვსკის, მაგნატს, რომელიც 1990-იანი წლებიდან ბორის ელცინის უახლოეს გამორეცვაში იყო და პუტინის დაწინაურებაში დიდი როლი ითამაშა, შემდეგ წლებში გავლენა თანდათან შეუმცირეს. შემდეგ მას პუტინთან კონფლიქტიც დაეწყო, რის შედეგადაც, ქვეყნიდან წავიდა და დიდ ბრიტანეთში გადასახლდა. იქ მუდმივად აცხადებდა, რომ დაზვერვის ყოფილი ოფიცერი ალექსანდრე ლიტვინენკო პუტინის ბრძანებით მოწამლეს.

ბორის ბერეზოვსკი საკუთარი სახლის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად, თვითმკვლელობის ვერსია გავრცელდა, რაც შემდეგ გამოირიცხა, თუმცა მაგნატის სიკვდილის მიზეზი დღემდე დაუდგენელია.

2015 წელს მოკლეს ბორის ნემცოვი, რომელიც 1990-იანი წლებიდან “ახალგაზრდა რეფორმატორების” პოლიტიკური ვარსკვლავი იყო და 2000-იან წლებში, გარკვეული დროის განმავლობაში მას რუსეთის მომავალ ლიდერსაც უწოდებდნენ.

ბორის ნემცოვს რუსული მედია დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ლიდერად აღიქვამდა და იმედი ჰქონდა, რომ რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანდა. ის წერდა კრიტიკულ სტატიებს რუს მაღალჩინოსნებზე და მრავალათასიან აქციებსაც მართავდა. ასევე, აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო. 2015 წლის თებერვალში მას 4 ტყვია ესროლეს ზურგში და ადგილზე დაიღუპა. პუტინის განცხადებით, ეს მკვლელობა “პირად კონტროლზე აიყვანა”, თუმცა, დღემდე არავინ დასჯილა.

და მაინც, 2018 წლის 18 მარტს რუსეთის მოსახლეობა ვლადიმირ პუტინს მეოთხე ვადით ირჩევს...

შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული ათასობით ტერორისტი განაჩენის მოლოდინშია - უმძიმესი ფოტოები ციხიდან

ალ-ბაღდადის პოვნა მისი გასარეცხი საცვლების საშუალებით შეძლეს - სპეცოპერაციის ახალი დეტალები

ტრამპი იმ ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში "დიდი წვლილი შეიტანა"