პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია გუდაურში დაშავებულთა მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია ღუდუშაურის კლინიკიდან
როგორია გუდაურში დაშავებულთა მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია ღუდუშაურის კლინიკიდან

გუ­და­ურ­ში, სა­ბა­გი­რო­ზე და­შა­ვე­ბუ­ლი 4 პა­ცი­ენ­ტი ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს ან ხვალ და­ტო­ვებს, ერთ მათ­განს კი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და მისი მდგო­მა­რე­ო­ბაც სტა­ბი­ლუ­რია, - ამის შე­სა­ხებ ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნი­სა და ანეს­თე­ზი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა ნი­კო­ლოზ ქარ­ცი­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ამ­ჟა­მად ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არის 5 პა­ცი­ენ­ტი, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

"4 მათ­განს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვთ, ალ­ბათ, დღეს, ხვალ ისი­ნი კლი­ნი­კას და­ტო­ვე­ბენ. ერთი იმ­ყო­ფე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. გუ­შინ ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ მკურ­ნა­ლო­ბას გა­დი­ო­და ამ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში აპა­რა­ტი­დან მო­იხ­სნე­ბა. ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სტა­ბი­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლავთ ვი­თა­რე­ბას და ვფიქ­რობთ, რომ გა­მო­სა­ვა­ლი პო­ზი­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში თავ­და­პირ­ვე­ლად სულ 7 პა­ცი­ენ­ტი შე­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მემ კლი­ნი­კა და­ტო­ვა და ამ­ჟა­მად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 5 პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ერთს, რო­მე­ლიც რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია, ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, გუ­შინ ჩა­ტარ­და ოპე­რა­ცია ხერ­ხემ­ლის სვე­ტის და­ზი­ა­ნე­ბის გამო, ასე­ვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო მხა­რი და ლა­ვი­წი.

"სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცი­ე­ბი ამ მო­მენ­ტის­თვის სტა­ბი­ლუ­რია. გან­ვი­ხი­ლავთ, რო­გორც სტა­ბი­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას", - აღ­ნიშ­ნა ექიმ­მა. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ პა­ცი­ენ­ტებს, ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არის მცი­რე­დი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუ­თა­რე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვას არ სა­ჭი­რო­ე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორია გუდაურში დაშავებულთა მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია ღუდუშაურის კლინიკიდან

როგორია გუდაურში დაშავებულთა მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია ღუდუშაურის კლინიკიდან

გუდაურში, საბაგიროზე დაშავებული 4 პაციენტი ღუდუშაურის საავადმყოფოს სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ დატოვებს, ერთ მათგანს კი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობაც სტაბილურია, - ამის შესახებ ღუდუშაურის საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინისა და ანესთეზიის განყოფილების უფროსმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, ამჟამად ღუდუშაურის საავადმყოფოში არის 5 პაციენტი, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

"4 მათგანს აბსოლუტურად სტაბილური მდგომარეობა აქვთ, ალბათ, დღეს, ხვალ ისინი კლინიკას დატოვებენ. ერთი იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში. გუშინ ოპერაციის შემდგომ მკურნალობას გადიოდა ამ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ალბათ, რამდენიმე საათში აპარატიდან მოიხსნება. ჩვენ აბსოლუტურად სტაბილურად განვიხილავთ ვითარებას და ვფიქრობთ, რომ გამოსავალი პოზიტიური იქნება", - განაცხადა ექიმმა.

მისივე თქმით, ღუდუშაურის საავადმყოფოში თავდაპირველად სულ 7 პაციენტი შეიყვანეს, თუმცა რამდენიმემ კლინიკა დატოვა და ამჟამად საავადმყოფოში 5 პაციენტი იმყოფება.

რაც შეეხება ერთს, რომელიც რეანიმაციაშია, ექიმის განცხადებით, გუშინ ჩატარდა ოპერაცია ხერხემლის სვეტის დაზიანების გამო, ასევე დაზიანებული იყო მხარი და ლავიწი.

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები ამ მომენტისთვის სტაბილურია. განვიხილავთ, როგორც სტაბილურ მდგომარეობას", - აღნიშნა ექიმმა. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ექიმის ინფორმაციით, არის მცირედი დაზიანებები, დაჟეჟილობები, რომლებიც განსაკუთარებულ სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი