სამართალი
პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თსუ-ში საქართველოს ისტორიის კათედრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა
თსუ-ში საქართველოს ისტორიის კათედრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის კა­თედ­რის 100 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნი­ლი კონ­ფე­რენ­ცია გა­იხ­სნა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო თსუ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სას­წავ­ლო სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტი.

კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­სნას თსუ რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, თსუ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ-მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი ნანა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, თსუ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი თედო დუნ­დუა, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. თსუ რექ­ტო­რის გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის კა­თედ­რა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რცის სიმ­ბო­ლოა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ის მთე­ლი ეპო­ქა შექ­მნა.

„სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის კა­თედ­რას 100 წელი შე­უს­რულ­და. კა­თედ­რის პირ­ვე­ლი გამ­გე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი იყო. ამ კა­თედ­რა­ზე იქ­მნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია, აქ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის კვლე­ვა,“ - აღ­ნიშ­ნა თსუ რექ­ტორ­მა.

თსუ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის, პრო­ფე­სორ ნანა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის კა­თედ­რამ შექ­მნა ბრენ­დი - თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. „სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის კა­თედ­რამ 100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა და ყვე­ლა პრობ­ლე­მა გა­ი­ზი­ა­რა. ეს კა­თედ­რა იყო და იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის კვლე­ვის სა­თა­ვე­ებ­თან და უნი­ვერ­სი­ტე­ტი მის წინსვლას ყო­ველ­თვის შე­უ­წყობს ხელს,“ - აღ­ნიშ­ნა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა.

თსუ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის კა­თედ­რის სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რეა. სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტის ფუნ­ქცია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის, რო­გორც ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბის, შეს­წავ­ლა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბაა. ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის თედო დუნ­დუ­ას თქმით, 1918 წელს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მიერ და­არ­სე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის კა­თედ­რა­საც ანა­ლო­გი­უ­რი ფუნ­ქცია ჰქონ­და.

„სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის კა­თედ­რა ჯერ სიბ­რძნის­მე­ტყვე­ლე­ბის ფა­კულ­ტეტ­ში შე­დი­ო­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის­ტო­რია-ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის ჩა­მო­ყა­ლიბ­და, შემ­დგომ კი ცალ­კე ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტი. ის­ტო­რი­ის კა­თედ­რის პირ­ვე­ლი გამ­გე გახ­ლდათ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით იყ­ვნენ: სი­მონ ჯა­ნა­შია, ნიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, შოთა მეს­ხია, მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, როინ მეტ­რე­ვე­ლი. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქარ­თვე­ლო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრია,“- აღ­ნიშ­ნა თედო დუნ­დუ­ამ.

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის კა­თედ­რის 100 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე „სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტის შრო­მე­ბის“ XIII ტო­მის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.

sponsored by ContentRoom

თსუ-ში საქართველოს ისტორიის კათედრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა

თსუ-ში საქართველოს ისტორიის კათედრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის კათედრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტი.

კონფერენციის გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი თედო დუნდუა, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, საქართველოს ისტორიის კათედრა საუნივერსიტეტო სივრცის სიმბოლოა, რომელმაც საქართველოს ისტორიოგრაფიის მთელი ეპოქა შექმნა.

„საქართველოს ისტორიის კათედრას 100 წელი შეუსრულდა. კათედრის პირველი გამგე ივანე ჯავახიშვილი იყო. ამ კათედრაზე იქმნებოდა საქართველოს ისტორია, აქ მიმდინარეობდა საერთაშორისო დონის კვლევა,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნანა გაფრინდაშვილის თქმით, საქართველოს ისტორიის კათედრამ შექმნა ბრენდი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. „საქართველოს ისტორიის კათედრამ 100 წლის განმავლობაში უნივერსიტეტის ყველა წარმატება და ყველა პრობლემა გაიზიარა. ეს კათედრა იყო და იქნება ქართული მეცნიერებისა და ქართველოლოგიის კვლევის სათავეებთან და უნივერსიტეტი მის წინსვლას ყოველთვის შეუწყობს ხელს,“ - აღნიშნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა.

თსუ საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი საქართველოს ისტორიის კათედრის სამართალმემკვიდრეა. სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ფუნქცია საქართველოს ისტორიის, როგორც ობიექტური რეალობის, შესწავლა და სტუდენტებისთვის გაზიარებაა. ინსტიტუტის ხელმძღვანელის თედო დუნდუას თქმით, 1918 წელს ივანე ჯავახიშვილის მიერ დაარსებულ საქართველოს ისტორიის კათედრასაც ანალოგიური ფუნქცია ჰქონდა.

„საქართველოს ისტორიის კათედრა ჯერ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტში შედიოდა, მოგვიანებით ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის ჩამოყალიბდა, შემდგომ კი ცალკე ისტორიის ფაკულტეტი. ისტორიის კათედრის პირველი გამგე გახლდათ ივანე ჯავახიშვილი, მოგვიანებით იყვნენ: სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, შოთა მესხია, მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი. დღეს საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველოლოგიური ცენტრია,“- აღნიშნა თედო დუნდუამ.

საქართველოს ისტორიის კათედრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე „საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების“ XIII ტომის პრეზენტაცია გაიმართა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი