პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღის ფოტო: პოლონეთში გაათავისუფლეს პატიმარი, რომელიც ციხეში 18 წელი სხვისი დანაშაულისთვის იჯდა
დღის ფოტო: პოლონეთში გაათავისუფლეს პატიმარი, რომელიც ციხეში 18 წელი სხვისი დანაშაულისთვის იჯდა

პო­ლო­ნეთ­ში ის­ტო­რი­უ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თა. 42 წლის მსჯავ­რდე­ბუ­ლი ტო­მაშ კო­მენ­და 18-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. საქ­მე იმა­შია, რომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა, თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბა ცი­ხე­ში უდა­ნა­შა­უ­ლოდ გა­ა­ტა­რა.

პო­ლო­ნე­თის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ტო­მაშ კო­მენ­დას საქ­მე­ში გა­ყალ­ბე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფაქ­ტზე ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც 18 წელი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით გა­ა­ტა­რა ცი­ხე­ში, პა­ტიმ­რო­ბი­დან 15 მარტს გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ქვეყ­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რამ მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი ახა­ლი ფაქ­ტე­ბი წა­რად­გი­ნა.

მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ირ­კვე­ვა, რა იყო 18 წლის წინ სა­სა­მარ­თლო­ში მი­ღე­ბუ­ლი არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი: ნამ­დვი­ლი დამ­ნა­შა­ვის და­მალ­ვა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ჩვე­ნე­ბა, რომ თით­ქოს დამ­ნა­შა­ვის პოვ­ნა მო­ხერ­ხდა, თუ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის შეც­დო­მა.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ კო­მენ­დამ ემო­ცი­ე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა და ატირ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ცი­ხე­ში სას­ტი­კად სცემ­დნენ. მან რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და თვით­მკვლე­ლო­ბა, თუმ­ცა მა­ინც არ და­უ­კარ­გავს იმე­დი, რომ ოდეს­მე მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა დამ­ტკიც­დე­ბო­და. ტო­მაშ კო­მენ­დას 25-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა 2000 წელს მი­უ­სა­ჯეს. ახლა, უდა­ნა­შა­უ­ლო პა­ტიმ­რის საქ­მეს პო­ლო­ნე­თის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

დღის ფოტო: პოლონეთში გაათავისუფლეს პატიმარი, რომელიც ციხეში 18 წელი სხვისი დანაშაულისთვის იჯდა

დღის ფოტო: პოლონეთში გაათავისუფლეს პატიმარი, რომელიც ციხეში 18 წელი სხვისი დანაშაულისთვის იჯდა

პოლონეთში ისტორიული სასამართლო პროცესი გაიმართა. 42 წლის მსჯავრდებული ტომაშ კომენდა 18-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს. საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა, თითქმის ნახევარი ცხოვრება ციხეში უდანაშაულოდ გაატარა.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტომაშ კომენდას საქმეში გაყალბებული მტკიცებულებების ფაქტზე ახალი გამოძიება დაიწყო. მამაკაცი, რომელმაც 18 წელი გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით გაატარა ციხეში, პატიმრობიდან 15 მარტს გათავისუფლდა. ქვეყნის პროკურატურამ მისი უდანაშაულობის დამამტკიცებელი ახალი ფაქტები წარადგინა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გაირკვევა, რა იყო 18 წლის წინ სასამართლოში მიღებული არასწორი გადაწყვეტილების მიზეზი: ნამდვილი დამნაშავის დამალვა, საზოგადოებისთვის ჩვენება, რომ თითქოს დამნაშავის პოვნა მოხერხდა, თუ მართლმსაჯულების შეცდომა.

სასამართლო სხდომაზე, გათავისუფლების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კომენდამ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

მოგვიანებით, მან ინტერვიუში განაცხადა, რომ ციხეში სასტიკად სცემდნენ. მან რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა, თუმცა მაინც არ დაუკარგავს იმედი, რომ ოდესმე მისი უდანაშაულობა დამტკიცდებოდა. ტომაშ კომენდას 25-წლიანი პატიმრობა 2000 წელს მიუსაჯეს. ახლა, უდანაშაულო პატიმრის საქმეს პოლონეთის უზენაესი სასამართლო განიხილავს.

Moderna დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ვაქცინის 500 მილიონამდე დოზას მიაწვდის

ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

კორონავირუსის 401 993 შემთხვევა და 3 523 გარდაცვლილი - ინდოეთში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა