მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ჩოგოვაძე - "გუდაურში სხვა საბაგიროების შემოწმება არ არის საჭირო. ყველა გამართულია"
გიორგი ჩოგოვაძე - "გუდაურში სხვა საბაგიროების შემოწმება არ არის საჭირო. ყველა გამართულია"

გუ­და­ურ­ში სხვა სა­ბა­გი­რო­ე­ბი მუ­შა­ო­ბას ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ და მათი შე­მოწ­მე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ დგას, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცის ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძემ ”ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მათი გა­მარ­თუ­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­მოწ­მე­ბის აქ­ტე­ბი არ­სე­ბობს.

“სხვა სა­ბა­გი­რო­ე­ბის შე­მოწ­მე­ბა არ არის სა­ჭი­რო. ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­მარ­თუ­ლია და ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა შე­მოწ­მე­ბის აქ­ტე­ბით. ეს სა­ბა­გი­რო­ე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არის, მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო მწარ­მო­ებ­ლის მიერ არის შექ­მნი­ლი”, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძემ.

ამას­თან, გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა, რომ ის საფრ­თხე, რაც გა­აჩ­ნია ქვე­ყა­ნას მათ შო­რის, სა­ი­მი­ჯო კუ­თხით, მი­ნი­მუ­მა­დე იქ­ნას დაყ­ვა­ნი­ლი.

„ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ანა­ლი­ზი გა­კეთ­დე­ბა. თუმ­ცა შე­მიძ­ლია გი­თხრათ და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ის საფრ­თხე, რაც გა­აჩ­ნია ქვე­ყა­ნას მათ შო­რის, სა­ი­მი­ჯო კუ­თხით, მი­ნი­მუ­მა­დე და­ვიყ­ვა­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და ჩო­გო­ვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა და სა­ფიქ­რა­ლი ამ ეტაპ­ზე და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა, სხვა ყვე­ლა­ფერს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 11-ს შე­ად­გენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

გიორგი ჩოგოვაძე - "გუდაურში სხვა საბაგიროების შემოწმება არ არის საჭირო. ყველა გამართულია"

გიორგი ჩოგოვაძე - "გუდაურში სხვა საბაგიროების შემოწმება არ არის საჭირო. ყველა გამართულია"

გუდაურში სხვა საბაგიროები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ და მათი შემოწმების საჭიროება არ დგას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა. როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, მათი გამართულობის შესახებ შემოწმების აქტები არსებობს.

“სხვა საბაგიროების შემოწმება არ არის საჭირო. ყველა მათგანი გამართულია და ეს დადასტურებულია სხვადასხვა შემოწმების აქტებით. ეს საბაგიროები, რომელიც საქართველოში არის, მსოფლიოში საუკეთესო მწარმოებლის მიერ არის შექმნილი”, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ამასთან, გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რომ ის საფრთხე, რაც გააჩნია ქვეყანას მათ შორის, საიმიჯო კუთხით, მინიმუმადე იქნას დაყვანილი.

„ამ მიმართულებით ანალიზი გაკეთდება. თუმცა შემიძლია გითხრათ და დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის საფრთხე, რაც გააჩნია ქვეყანას მათ შორის, საიმიჯო კუთხით, მინიმუმადე დავიყვანოთ“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანა და საფიქრალი ამ ეტაპზე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაა, სხვა ყველაფერს უახლოეს მომავალში გაეცემა პასუხი.

ბოლო ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-ს შეადგენს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ