პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სავარაუდოდ, იყო ძაბვის ვარდნის პრობლემა... - რა მიზეზებზე საუბრობს ყაზბეგის მერი და რას პასუხობს "ენერგო პრო ჯორჯია"
სავარაუდოდ, იყო ძაბვის ვარდნის პრობლემა... - რა მიზეზებზე საუბრობს ყაზბეგის მერი და რას პასუხობს "ენერგო პრო ჯორჯია"

„ენერ­გო-პრო ჯორ­ჯია“ ხაზ­გას­მით აცხა­დებს, რომ დუ­შეთ­სა და კუ­როტ გუ­და­ურ­ში „ენერ­გო პრო ჯო­ჯი­ას“ ქსელ­ში არა­ნა­ი­რი ავა­რი­უ­ლი გა­თიშ­ვა ან ძაბ­ვის პა­რა­მეტ­რე­ბის ცვლი­ლე­ბა, ასე­ვე რა­ი­მე სა­ხის სხვა შე­ფერ­ხე­ბა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ა­ში“ გუ­და­ურ­ში სა­ბა­გი­რო­ზე მომ­ხდა­რი ფაქ­ტის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­დეს.

ავა­რი­ის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, იყო ძაბ­ვის ვარ­დნის პრობ­ლე­მა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვას­თან გვქონ­და საქ­მე, - აცხა­დებს ყაზ­ბე­გის მერი ალექ­სან­დრე ზა­გაშ­ვი­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლებს, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე­ვე ეწე­ვათ, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი კი მათ და­ზი­ა­ნე­ბის სიმ­ძი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნენ.

„ავა­რი­ის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, იყო ძაბ­ვის ვარ­დნის პრობ­ლე­მა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვას­თან გვქონ­და საქ­მე. და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 10-დან 12-მდე მერ­ყე­ობს. ჩემი რწმუ­ნე­ბუ­ლი მი­დის ახლა ად­გილ­ზე. ასე­ვე ხდე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბა ემერ­ჯენ­სე­ბის თბი­ლი­სი­დან. პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა ეწე­ვათ ად­გილ­ზე და შემ­დეგ უკვე ემერ­ჯენ­სე­ბი და­ზი­ა­ნე­ბის შე­ფა­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­იყ­ვა­ნენ თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ზა­გაშ­ვილ­მა.

გუ­და­ურ­ში უკვე გა­ემ­გზავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი-ვიცე პრე­მი­ე­რი, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 275-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც რკი­ნიგ­ზის, წყლის, სა­ჰა­ე­რო ან სა­ბა­გი­რო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

„გუ­და­ურ­ში, სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე, პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბა­გი­რო ავა­რი­უ­ლად გა­ჩერ­და და უკუს­ვლით ამოძ­რავ­და, რის შე­დე­გა­დაც, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 10 მო­ქა­ლა­ქე და­შავ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­თხი­ლა­მუ­რე პატ­რუ­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ვიდ­ნენ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, და­შა­ვე­ბუ­ლებს დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაჰ­ყავთ. 7 და­შა­ვე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბით უკვე გა­დაყ­ვა­ნი­ლია ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ებ­სა და სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: რო­გორ ცვი­ვა ხალ­ხი გონ­დო­ლე­ბი­დან - წუ­თე­ბი, როცა გუ­და­ურ­ში სა­ბა­გი­რო ავა­რი­უ­ლად გა­ჩერ­და

სავარაუდოდ, იყო ძაბვის ვარდნის პრობლემა... - რა მიზეზებზე საუბრობს ყაზბეგის მერი და რას პასუხობს "ენერგო პრო ჯორჯია"

სავარაუდოდ, იყო ძაბვის ვარდნის პრობლემა... - რა მიზეზებზე საუბრობს ყაზბეგის მერი და რას პასუხობს "ენერგო პრო ჯორჯია"

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ დუშეთსა და კუროტ გუდაურში „ენერგო პრო ჯოჯიას“ ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა ან ძაბვის პარამეტრების ცვლილება, ასევე რაიმე სახის სხვა შეფერხება არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო პრო ჯორჯიაში“ გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ფაქტის კომენტირებისას განუცხადეს.

ავარიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება გამიჭირდება, მაგრამ სავარაუდოდ, იყო ძაბვის ვარდნის პრობლემა და ელექტროენერგიის გათიშვასთან გვქონდა საქმე, - აცხადებს ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

როგორც მან აღნიშნა, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულებს, პირველადი დახმარება ადგილზევე ეწევათ, სასწრაფო დახმარების ბრიგადები კი მათ დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე თბილისში გადაიყვანენ.

„ავარიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება გამიჭირდება, მაგრამ სავარაუდოდ, იყო ძაბვის ვარდნის პრობლემა და ელექტროენერგიის გათიშვასთან გვქონდა საქმე. დაშავებულთა რაოდენობა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, 10-დან 12-მდე მერყეობს. ჩემი რწმუნებული მიდის ახლა ადგილზე. ასევე ხდება მობილიზება ემერჯენსების თბილისიდან. პირველადი დახმარება ეწევათ ადგილზე და შემდეგ უკვე ემერჯენსები დაზიანების შეფასების შესაბამისად, გადაიყვანენ თბილისის სხვადასხვა კლინიკებში“, - განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.

გუდაურში უკვე გაემგზავრა საქართველოს პირველი-ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

„გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დაშავებულებს დახმარებას უწევენ და საავადმყოფოში გადაჰყავთ. 7 დაშავებული სხვადასხვა დაზიანებით უკვე გადაყვანილია ამბულატორიებსა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: როგორ ცვივა ხალხი გონდოლებიდან - წუთები, როცა გუდაურში საბაგირო ავარიულად გაჩერდა

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო