პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კომპანია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი" - "სითი პარკის" გენერალური მენეჯერი კალაძეს სიცრუეში ადანაშაულებს
"კომპანია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი" - "სითი პარკის" გენერალური მენეჯერი კალაძეს სიცრუეში ადანაშაულებს

უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნეს არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი გზე­ბი, კომ­პა­ნია არის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მსხვერ­პლი და ამის და­დას­ტუ­რე­ბაა კონ­ტრაქ­ტის ყოვ­ლად უსა­ფუძ­ვლო შე­წყვე­ტა, გა­და­წყე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­ში კომ­პა­ნი­ის ყო­ველ­გვა­რი ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე, - ამის შე­სა­ხებ „სითი პარ­კის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მე­ნე­ჯერ­მა ბე­ნი­ა­მინ ლა­ჰა­ვიმ თბი­ლი­სის მე­რი­ის მხრი­დან კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის სა­კი­თხზე გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ, რომ „სითი პარ­კის“ მიერ გა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მე­ბის 99% გა­უქ­მდა, მა­შინ რო­დე­საც წინა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, „სითი პარ­კმა“ გა­მო­წე­რა 807 000 ჯა­რი­მა და მათ­გან მე­რი­ამ მხო­ლოდ 0,01% (95 ჯა­რი­მა) გა­ა­უქ­მა.

„სამ­წუ­ხა­როდ, მე დღეს მი­წევს ვი­სა­უბ­რო იმ არა­კა­ნო­ნი­ერ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მე­რი­ის მხრი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის მი­მართ.

13 მარტს, თბი­ლი­სის მერ­მა, ბა­ტონ­მა კახა კა­ლა­ძემ ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ნა­ცხა­და, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ამ ცალ­ხმრი­ვად შე­წყვი­ტა კონ­ტრაქ­ტი შ.პ.ს. „სიტი პარკთან“. გა­სა­გე­ბია, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­საძ­ლოა სა­სი­ხა­რუ­ლო ყო­ფი­ლი­ყო იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, ვინც ერთხელ მა­ინც და­ჯა­რი­მე­ბუ­ლა. თუმ­ცა ყვე­ლა ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი პირ­ველ რიგ­ში პა­ტივს სცე­მენ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და სა­კი­თხებს უდ­გე­ბი­ან სა­მარ­თლებ­რი­ვად, თუმ­ცა ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ეს ასე არ ყო­ფი­ლა.

უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი გზე­ბი, კომ­პა­ნია არის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მსხვერ­პლი და ამის ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბაა კონ­ტრაქ­ტის ყოვ­ლად უსა­ფუძ­ვლო შე­წყვე­ტა, გა­და­წყე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პროს­ცე­ში კომ­პა­ნი­ის (მხა­რის) ყო­ველ­გვა­რი ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე. ვი­მე­დოვ­ნებ, ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ არ­ცერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო არ მო­ი­წო­ნებს უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რი­სათ­ვის კონ­ტრაქ­ტის შე­წყვე­ტის ფაქტს ასე­თი არა­სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ფუძ­ვლე­ბით. კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ას­რუ­ლებ­და მას­ზე და­კის­რე­ბულ ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და მე­რი­ის მი­თი­თე­ბეს რო­გორც ქვე-კონ­ტრაქ­ტო­რი სრუ­ლი­ად ჯე­როვ­ნად, შე­წყდა მთავ­რო­ბის მიერ ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი ან ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე.

ამას­თა­ნა­ვე, მე­რი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით შე­ვი­ტყვეთ, რომ 10 აპ­რი­ლის შემ­დეგ, მას მერე რაც კონ­ტრაქ­ტი შე­წყდე­ბა, არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მა­ში და არც ჯა­რი­მე­ბის ოდე­ნო­ბა შე­იც­ვლე­ბა, რაც აძ­ლი­ე­რებს ჩვენ ეჭვს მას­ზედ, რომ „სიტი პარ­კის“ მი­სა­მარ­თით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ ხა­სი­ათს ატა­რებს.

შე­კი­თხვა მაქვს ბა­ტონ მერ­თან, მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ მოხ­და, რომ მერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ „სიტი პარ­კის“ მიერ გა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მე­ბის 99% გა­უქ­მდა, მა­შინ რო­დე­საც ჩვენ და­ვა­დას­ტუ­რეთ რომ ინ­ფორ­მა­ცია მცდა­რი იყო. წინა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, „სითი პარ­კმა“ გა­მო­წე­რა 807 000 ჯა­რი­მა და მათ­გან მხო­ლოდ 0,01% (95 ჯა­რი­მა) გა­ა­უქ­მა მე­რი­ამ. და ბო­ლოს რო­გორც სითი პარ­კის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თნამ­შრომ­ლე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბა. ბა­ტო­ნო მერო, თქვენ­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გან­ცხა­დე­ბამ გავ­ლე­ნა იქო­ნია სა­მუ­შაო პრო­ცეს­ზე და ინ­სპექ­ტო­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც ხმა მოგ­ცეს თქვენ და სი­ცო­ცხლით სავ­სე ქა­ლაქს. მო­გი­წო­დებთ, გა­ა­კე­თოთ მკა­ფიო გან­ცხა­დე­ბა, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნას ინ­სპექ­ტო­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, რომ­ლე­ბიც ას­რუ­ლე­ბენ მათ­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით და სა­პა­სუ­ხოთ იღე­ბენ და­უმ­სა­ხუ­რე­ბელ აგ­რე­სი­ას. თქვენ­და­მი ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მით ბა­ტო­ნო კახა არა­ვის და მათ შო­რის თქვენ, რო­გორც ქა­ლა­ქის მერს არ გაქვთ უფ­ლე­ბა შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნოთ მათ და აღ­ნიშ­ნოთ, რომ ისი­ნი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მუ­შა­ო­ბენ.

რო­გორც ვხვდე­ბი, თბი­ლი­სის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბა ვერ იაზ­რებს „სიტი პარ­კის“, მისი ყო­ვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მას­შტაბს. თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, რომ სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია მზა­დაა სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბით იმუ­შა­ოს 3 კვი­რის შემ­დეგ. იქ­ნებ ღირ­დეს და გა­აც­ნოთ მო­სახ­ლე­ო­ბას თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი პარ­კინ­გის ინფრას­ტრუქ­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით? კი­დევ ერთხელ მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ „სიტი პარ­კმა“ უკვე და­ი­წყო სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს ფარ­გლებ­ში ჩვენს სი­მარ­თლეს და­ვამ­ტკი­ცებთ, რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ლა­ჰა­ვიმ.

"კომპანია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი" - "სითი პარკის" გენერალური მენეჯერი კალაძეს სიცრუეში ადანაშაულებს

"კომპანია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი" - "სითი პარკის" გენერალური მენეჯერი კალაძეს სიცრუეში ადანაშაულებს

უცხოელი ინვესტორის მიმართ გამოიყენეს არაკეთილსინდისიერი გზები, კომპანია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი და ამის დადასტურებაა კონტრაქტის ყოვლად უსაფუძვლო შეწყვეტა, გადაწყეტილების მიღების პროცეში კომპანიის ყოველგვარი ჩართულობის გარეშე, - ამის შესახებ „სითი პარკის“ გენერალურმა მენეჯერმა ბენიამინ ლაჰავიმ თბილისის მერიის მხრიდან კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, საინტერესოა, რატომ აღნიშნა კალაძემ, რომ „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების 99% გაუქმდა, მაშინ როდესაც წინა წლის განმავლობაში, „სითი პარკმა“ გამოწერა 807 000 ჯარიმა და მათგან მერიამ მხოლოდ 0,01% (95 ჯარიმა) გააუქმა.

„სამწუხაროდ, მე დღეს მიწევს ვისაუბრო იმ არაკანონიერ დამოკიდებულებაზე, რომელიც მერიის მხრიდან მიმდინარეობს უცხოელი ინვესტორების მიმართ.

13 მარტს, თბილისის მერმა, ბატონმა კახა კალაძემ ტელევიზიით განაცხადა, რომ თბილისის მერიამ ცალხმრივად შეწყვიტა კონტრაქტი შ.პ.ს. „სიტი პარკთან“. გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა სასიხარულო ყოფილიყო იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ერთხელ მაინც დაჯარიმებულა. თუმცა ყველა ევროპულ ქვეყანაში საჯარო მოხელეები პირველ რიგში პატივს სცემენ კანონმდებლობას და საკითხებს უდგებიან სამართლებრივად, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა.

უცხოელი ინვესტორის მიმართ გამოყენებულ იქნა არაკეთილსინდისიერი გზები, კომპანია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი და ამის ნათელი დადასტურებაა კონტრაქტის ყოვლად უსაფუძვლო შეწყვეტა, გადაწყეტილების მიღების პროსცეში კომპანიის (მხარის) ყოველგვარი ჩართულობის გარეშე. ვიმედოვნებ, ქართული სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი საერთაშორისო სასამართლო არ მოიწონებს უცხოელი ინვესტორისათვის კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტს ასეთი არასამართლიანი საფუძვლებით. კომპანია, რომელიც ასრულებდა მასზე დაკისრებულ ყველა ვალდებულებას და მერიის მითითებეს როგორც ქვე-კონტრაქტორი სრულიად ჯეროვნად, შეწყდა მთავრობის მიერ ყოველგვარი სამართლებრივი ან ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე.

ამასთანავე, მერიის ოფიციალური განცხადებებით შევიტყვეთ, რომ 10 აპრილის შემდეგ, მას მერე რაც კონტრაქტი შეწყდება, არაფერი შეიცვლება პარკირების სისტემაში და არც ჯარიმების ოდენობა შეიცვლება, რაც აძლიერებს ჩვენ ეჭვს მასზედ, რომ „სიტი პარკის“ მისამართით მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

შეკითხვა მაქვს ბატონ მერთან, მაინტერესებს, რატომ მოხდა, რომ მერმა აღნიშნა, რომ „სიტი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების 99% გაუქმდა, მაშინ როდესაც ჩვენ დავადასტურეთ რომ ინფორმაცია მცდარი იყო. წინა წლის განმავლობაში, „სითი პარკმა“ გამოწერა 807 000 ჯარიმა და მათგან მხოლოდ 0,01% (95 ჯარიმა) გააუქმა მერიამ. და ბოლოს როგორც სითი პარკის გენერალური მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია თნამშრომლები უსაფრთხოება. ბატონო მერო, თქვენმა სატელევიზიო განცხადებამ გავლენა იქონია სამუშაო პროცესზე და ინსპექტორების უსაფრთხოებაზე. იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ხმა მოგცეს თქვენ და სიცოცხლით სავსე ქალაქს. მოგიწოდებთ, გააკეთოთ მკაფიო განცხადება, რათა უზრუნველყოფილი იქნას ინსპექტორების უსაფრთხოება, რომლებიც ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას კანონის სრული დაცვით და საპასუხოთ იღებენ დაუმსახურებელ აგრესიას. თქვენდამი ღრმა პატივისცემით ბატონო კახა არავის და მათ შორის თქვენ, როგორც ქალაქის მერს არ გაქვთ უფლება შეურაცხყოფა მიაყენოთ მათ და აღნიშნოთ, რომ ისინი არაკეთილსინდისიერად მუშაობენ.

როგორც ვხვდები, თბილისის ამჟამინდელი მთავრობა ვერ იაზრებს „სიტი პარკის“, მისი ყოველი თანამშრომლის მიერ განხორციელებული სამუშაოების მასშტაბს. თქვენ აღნიშნეთ, რომ სატრანსპორტო კომპანია მზადაა საკუთარი რესურსებით იმუშაოს 3 კვირის შემდეგ. იქნებ ღირდეს და გააცნოთ მოსახლეობას თქვენი სამომავლო გეგმები პარკინგის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ „სიტი პარკმა“ უკვე დაიწყო სამართლებრივი პროცედურები და დარწმუნებულები ვართ, რომ სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა ლაჰავიმ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები