პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებს გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო
რა განცხადებას ავრცელებს გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო

ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, სა­მი­ნის­ტროს მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნია სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს და­შა­ვე­ბულ­თა მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა ხარ­ჯის ანა­ზღა­უ­რე­ბას.

„გუ­და­ურ­ში, სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე, პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბა­გი­რო ავა­რი­უ­ლად გა­ჩერ­და და უკუს­ვლით ამოძ­რავ­და, რის შე­დე­გა­დაც, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 10 მო­ქა­ლა­ქე და­შავ­და, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა.

ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ვიდ­ნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­თხი­ლა­მუ­რე პატ­რუ­ლე­ბი, ად­გილ­ზე მუ­შა­ობს სას­წრა­ფოს სამი ბრი­გა­და, რომ­ლებ­საც და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი გა­დაჰ­ყავთ ჯერ გუ­და­უ­რის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში, ხოლო სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მათი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია რე­ა­ნო­მო­ბი­ლე­ბით იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნია უკვე და­უ­კავ­შირ­და სა­ბა­გი­როს მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნია „დო­პელ­მა­ი­ერს“, რათა მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა მოხ­დეს ფაქ­ტზე და გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად მათ გა­მო­აგ­ზავ­ნონ ექ­სპერ­ტე­ბი.

სა­ხელ­მწი­ფო, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნია სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს და­შა­ვე­ბულ­თა მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა ხარ­ჯის ანა­ზღა­უ­რე­ბას. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით უკვე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა“, - მთის კუ­რორ­ტე­ბის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რა განცხადებას ავრცელებს გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო

რა განცხადებას ავრცელებს გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია სრულად უზრუნველყოფს დაშავებულთა მკურნალობის ყველა ხარჯის ანაზღაურებას.

„გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა.

ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები, ადგილზე მუშაობს სასწრაფოს სამი ბრიგადა, რომლებსაც დაშავებულები გადაჰყავთ ჯერ გუდაურის ამბულატორიაში, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე მათი ჰოსპიტალიზაცია რეანომობილებით იქნება უზრუნველყოფილი.

ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია უკვე დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს“, რათა მყისიერი რეაგირება მოხდეს ფაქტზე და გამომწვევი მიზეზების დასადგენად მათ გამოაგზავნონ ექსპერტები.

სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია სრულად უზრუნველყოფს დაშავებულთა მკურნალობის ყველა ხარჯის ანაზღაურებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება“, - მთის კურორტების სამინისტროს განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ