მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტოები და კადრები გუდაურიდან, სადაც საბაგიროზე ავარია მოხდა
ფოტოები და კადრები გუდაურიდან, სადაც საბაგიროზე ავარია მოხდა

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­და­ურ­ში სა­ბა­გი­რო მწყობ­რი­დან მუხ­რუ­ჭე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის გამო გა­მო­ვი­და. „კუ­რი­ე­რის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბა­გი­როს მუხ­რუ­ჭე­ბის და­ზი­ა­ნე­ბამ, კა­ლა­თე­ბის უკუს­ვლა გა­მო­იწ­ვია.

შემ­თხვე­ვა ცოტა ხნის წინ მოხ­და. ამ დრო­ის­თვის მაშ­ვე­ლებს ტუ­რის­ტე­ბი ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბით ჩა­მოჰ­ყავთ. რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, და­შა­ვე­ბულ­თა გად­მო­საყ­ვა­ნად თბი­ლი­სი­დან რე­ა­ნო­მო­ბი­ლე­ბი მი­ე­მარ­თე­ბი­ან. მათ პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გუ­და­ურ­ში არ­სე­ბულ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში ჩა­უ­ტარ­დათ.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლაც ვრცელ­დე­ბა. კად­რებს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან თვითმხილ­ვე­ლი კახა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს.

ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბა­გი­რო ავა­რი­უ­ლად გა­ჩერ­და და უკუს­ვლით ამოძ­რავ­და, 10 და­შა­ვე­ბუ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ვიდ­ნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­თხი­ლა­მუ­რე პატ­რუ­ლე­ბი, ად­გილ­ზე მუ­შა­ობს სას­წრა­ფოს სამი ბრი­გა­და, რომ­ლებ­საც და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი გა­დაჰ­ყავთ ჯერ გუ­და­უ­რის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში, ხოლო სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მათი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია რე­ა­ნო­მო­ბი­ლე­ბით იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო: რო­გორ ცვი­ვა ხალ­ხი გონ­დო­ლე­ბი­დან - წუ­თე­ბი, როცა გუ­და­ურ­ში სა­ბა­გი­რო ავა­რი­უ­ლად გა­ჩერ­და

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ფოტოები და კადრები გუდაურიდან, სადაც საბაგიროზე ავარია მოხდა

ფოტოები და კადრები გუდაურიდან, სადაც საბაგიროზე ავარია მოხდა

არსებული ინფორმაციით, გუდაურში საბაგირო მწყობრიდან მუხრუჭების დაზიანების გამო გამოვიდა. „კურიერის“ ინფორმაციით, საბაგიროს მუხრუჭების დაზიანებამ, კალათების უკუსვლა გამოიწვია.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ დროისთვის მაშველებს ტურისტები ავარიული დაშვებით ჩამოჰყავთ. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულთა გადმოსაყვანად თბილისიდან რეანომობილები მიემართებიან. მათ პირველადი დახმარება გუდაურში არსებულ ამბულატორიაში ჩაუტარდათ.

სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც ვრცელდება. კადრებს შემთხვევის ადგილიდან თვითმხილველი კახა ხიზანიშვილი ავრცელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, 10 დაშავებულის დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა. მათივე განმარტებით, ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები, ადგილზე მუშაობს სასწრაფოს სამი ბრიგადა, რომლებსაც დაშავებულები გადაჰყავთ ჯერ გუდაურის ამბულატორიაში, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე მათი ჰოსპიტალიზაცია რეანომობილებით იქნება უზრუნველყოფილი.

იხილეთ ვიდეო: როგორ ცვივა ხალხი გონდოლებიდან - წუთები, როცა გუდაურში საბაგირო ავარიულად გაჩერდა

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო