მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე აფრთხილებდა სიკვდილამდე სტივენ ჰოკინგი კაცობრიობას
რაზე აფრთხილებდა სიკვდილამდე სტივენ ჰოკინგი კაცობრიობას

14 მარტს, 76 წლის ასაკ­ში ბრი­ტა­ნე­ლი ფი­ზი­კო­სი სტი­ვენ ჰო­კინ­გი გარ­და­იც­ვა­ლა. ფი­ზი­კო­თე­ო­რე­ტი­კო­სებს შო­რის, ჰო­კინ­გი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი მეც­ნი­ე­რი იყო. მისი მოღ­ვა­წე­ო­ბის ძი­რი­თა­დი სფე­რო­ე­ბი კოს­მო­ლო­გია და კვან­ტუ­რი გრა­ვი­ტა­ცია იყო.

“თუ ადა­მი­ა­ნებს გა­დარ­ჩე­ნა სურთ, უახ­ლო­ე­სი 200 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­და­მი­წა უნდა და­ტო­ვონ" - ეს ჰო­კინ­გის მიერ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე თვე­ე­ბით ადრე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი მკაც­რი გაფრ­თხი­ლე­ბაა. ლე­გენ­და­რულ ფი­ზი­კოსს სწამ­და, რომ სი­ცო­ცხლე დე­და­მი­წა­ზე შე­იძ­ლე­ბა ას­ტე­რო­ი­დის და­ცე­მამ, ხე­ლოვ­ნურ­მა ინ­ტე­ლექ­ტმა ან უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის მიერ და­პყრო­ბამ შე­ი­წი­როს. ის ასე­ვე მი­ა­ნიშ­ნებ­და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის, ადა­მი­ან­თა აგ­რე­სი­ის და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც კა­ცობ­რი­ო­ბის თვით­გა­ნად­გუ­რე­ბამ­დე მიყ­ვა­ნა შე­უძ­ლია. ჰო­კინ­გის რწმე­ნით, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი შან­სი კოს­მოს­ში ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბაა...

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა

ჰო­კინ­გის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი შიში გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და. "ჩვე­ნი ფი­ზი­კუ­რი რე­სურ­სე­ბი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სის­წრა­ფით მცირ­დე­ბა. ჩვენს პლა­ნე­ტას გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის სა­ხით სა­ში­ნე­ლი სა­წამ­ლა­ვი გა­და­ვე­ცით. ზრდა­დი ტემ­პე­რა­ტუ­რა, პო­ლა­რუ­ლი ყი­ნუ­ლის შემ­ცი­რე­ბა, ტყე­ე­ბის გა­ჩეხ­ვა და ცხო­ვე­ლუ­რი სამ­ყა­როს გა­ნად­გუ­რე­ბა- ეს ყვე­ლა­ფე­რი და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გია" - ასე­თია მისი გაფრ­თხი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მან ივ­ლის­ში გა­აჟ­ღე­რა. მისი თქმით, ერთხე­ლაც დე­და­მი­წა­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რა პლა­ნე­ტა ვე­ნე­რას მსგავ­სად 460 ცელ­სი­უსს მი­აღ­წევს, თუკი მავ­ნე გა­მო­ნა­ბოლ­ქვებს არ შე­ვამ­ცი­რებთ.

"თუ შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას უარ­ყოფს, მო­უ­წყვეთ მას მოგ­ზა­უ­რო­ბა ვე­ნე­რა­ზე. ამის სა­ფა­სურს მე გა­და­ვიხ­დი" - ხუმ­რობ­და ის. ჰო­კინგს ასე­ვე სწამ­და, რომ ამე­რი­კის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, და­ე­ტო­ვე­ბი­ნა პა­რი­ზის კლი­მა­ტის შე­თან­ხმე­ბა, ჩვე­ნი პლა­ნე­ტა სა­ბო­ლო­ოდ გა­წი­რა და რომ ეს ნა­ბი­ჯი ჩვე­ნი “მშვე­ნი­ე­რი პლა­ნე­ტის" მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბო­და.

“ჩვენ იმ ნიშ­ნულს ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით, როცა გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი გახ­დე­ბა" - გა­ნუ­ცხა­და ფი­ზი­კოს­მა BBC-ს გა­სულ წელს.

ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიერ ადა­მი­ა­ნის ჩა­ნაც­ვლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა

ჰო­კინ­გის მტკი­ცე­ბით, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი მალე ისეთ დო­ნეს მი­აღ­წევს, რომ “ის სი­ცო­ცხლის ისე­თი ახა­ლი ფორ­მა იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს გა­და­ას­წრებს".

მეც­ნი­ე­რი იმ­დე­ნად შორს წა­ვი­და, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიერ ადა­მი­ა­ნის მთლი­ა­ნად ჩა­ნაც­ვლე­ბა იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი დრო­ი­თი მო­ნაკ­ვე­თი არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია. "თუკი ადა­მი­ა­ნებს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ვირუ­სე­ბის შექ­მნა შე­უძ­ლი­ათ, გა­მოჩ­ნდე­ბა ვინ­მე, ვინც გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ და დუბ­ლი­რე­ბის უნა­რის მქო­ნე ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს შექ­მნის... ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის აპო­კა­ლიფ­სის სა­შიშ­რო­ე­ბა დგე­ბა და ამ ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად მარ­თვის გარ­კვე­უ­ლი ფორ­მაა სა­ჭი­რო" - ამ­ბობ­და ის.

ჰო­კინ­გმა ადა­მი­ა­ნებს მეც­ნი­ე­რე­ბით მე­ტად და­ინ­ტე­რე­სე­ბის­კენ მო­უ­წო­და. მისი თქმით, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში “მძი­მე შე­დე­გებს" უნდა ვე­ლო­დოთ წა­ი­კი­თხეთ მეტი ჰო­კინ­გის უკა­ნას­კნე­ლი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რაზე აფრთხილებდა სიკვდილამდე სტივენ ჰოკინგი კაცობრიობას

რაზე აფრთხილებდა სიკვდილამდე სტივენ ჰოკინგი კაცობრიობას

14 მარტს, 76 წლის ასაკში ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა. ფიზიკოთეორეტიკოსებს შორის, ჰოკინგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეცნიერი იყო. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროები კოსმოლოგია და კვანტური გრავიტაცია იყო.

“თუ ადამიანებს გადარჩენა სურთ, უახლოესი 200 წლის განმავლობაში დედამიწა უნდა დატოვონ" - ეს ჰოკინგის მიერ გარდაცვალებამდე თვეებით ადრე გაჟღერებული მკაცრი გაფრთხილებაა. ლეგენდარულ ფიზიკოსს სწამდა, რომ სიცოცხლე დედამიწაზე შეიძლება ასტეროიდის დაცემამ, ხელოვნურმა ინტელექტმა ან უცხოპლანეტელების მიერ დაპყრობამ შეიწიროს. ის ასევე მიანიშნებდა გადაჭარბებული მოსახლეობის, ადამიანთა აგრესიის და კლიმატის ცვლილების საფრთხეების შესახებ, რომლებსაც კაცობრიობის თვითგანადგურებამდე მიყვანა შეუძლია. ჰოკინგის რწმენით, ადამიანების გადარჩენის ერთადერთი შანსი კოსმოსში ახალი ცხოვრების დაწყებაა...

კლიმატის ცვლილება

ჰოკინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიში გლობალურ დათბობას უკავშირდებოდა. "ჩვენი ფიზიკური რესურსები შემაშფოთებელი სისწრაფით მცირდება. ჩვენს პლანეტას გლობალური დათბობის სახით საშინელი საწამლავი გადავეცით. ზრდადი ტემპერატურა, პოლარული ყინულის შემცირება, ტყეების გაჩეხვა და ცხოველური სამყაროს განადგურება- ეს ყველაფერი დაუფიქრებელი მოქმედებების შედეგია" - ასეთია მისი გაფრთხილება, რომელიც მან ივლისში გააჟღერა. მისი თქმით, ერთხელაც დედამიწაზე ტემპერატურა პლანეტა ვენერას მსგავსად 460 ცელსიუსს მიაღწევს, თუკი მავნე გამონაბოლქვებს არ შევამცირებთ.

"თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც კლიმატის ცვლილებას უარყოფს, მოუწყვეთ მას მოგზაურობა ვენერაზე. ამის საფასურს მე გადავიხდი" - ხუმრობდა ის. ჰოკინგს ასევე სწამდა, რომ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინა პარიზის კლიმატის შეთანხმება, ჩვენი პლანეტა საბოლოოდ გაწირა და რომ ეს ნაბიჯი ჩვენი “მშვენიერი პლანეტის" მომავალი თაობებისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა.

“ჩვენ იმ ნიშნულს ვუახლოვდებით, როცა გლობალური დათბობა შეუქცევადი გახდება" - განუცხადა ფიზიკოსმა BBC-ს გასულ წელს.

ხელოვნური ინტელექტის მიერ ადამიანის ჩანაცვლების საშიშროება

ჰოკინგის მტკიცებით, ხელოვნური ინტელექტი მალე ისეთ დონეს მიაღწევს, რომ “ის სიცოცხლის ისეთი ახალი ფორმა იქნება, რომელიც ადამიანს გადაასწრებს".

მეცნიერი იმდენად შორს წავიდა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ ადამიანის მთლიანად ჩანაცვლება იწინასწარმეტყველა, თუმცა კონკრეტული დროითი მონაკვეთი არ დაუსახელებია. "თუკი ადამიანებს კომპიუტერული ვირუსების შექმნა შეუძლიათ, გამოჩნდება ვინმე, ვინც გაუმჯობესებულ და დუბლირების უნარის მქონე ხელოვნურ ინტელექტს შექმნის... ხელოვნური ინტელექტის აპოკალიფსის საშიშროება დგება და ამ ტექნოლოგიის გასაკონტროლებლად მართვის გარკვეული ფორმაა საჭირო" - ამბობდა ის.

ჰოკინგმა ადამიანებს მეცნიერებით მეტად დაინტერესებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში “მძიმე შედეგებს" უნდა ველოდოთ წაიკითხეთ მეტი ჰოკინგის უკანასკნელი გაფრთხილებების შესახებ

გრენლანდიაში ყინული რეკორდულად სწრაფად დნება და გიგანტური აისბერგი ნაწილებად იშლება - თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები

ჯანმო: მსოფლიოში კორონავირუსის რეკორდული დღიური რაოდენობა - 307 930 შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის პანდემიის გამო ისრაელი 3-კვირიან საყოველთაო კარანტინს აცხადებს