პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ცვლილება შევა სამოქალაქო კოდექსში მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით
რა ცვლილება შევა სამოქალაქო კოდექსში მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით

მარ­ტო­ხე­ლა დე­დი­სა და მარ­ტო­ხე­ლა მა­მის სტა­ტუ­სი შე­საძ­ლოა გა­ფარ­თოვ­დეს. მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის სტა­ტუ­სის ისე­თი პი­რე­ბის­თვის მი­ნი­ჭე­ბა იგეგ­მე­ბა, რომ­ლე­ბიც მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, შვილს 18 წლამ­დე მარ­ტო ზრდი­ან.

სტა­ტუ­სის გა­და­ხედ­ვა­ზე პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის ფარ­გლებ­ში შექ­მნი­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც დღეს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა.

“სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის“ დღეს არ­სე­ბუ­ლი ნორ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მარ­ტო­ხე­ლა მშო­ბე­ლი არის მარ­ტო­ხე­ლა დე­დის ან მარ­ტო­ხე­ლა მა­მის სტა­ტუ­სის მქო­ნე პირი, რო­მელ­საც ჰყავს ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე და­ბა­დე­ბუ­ლი 18 წლამ­დე ასა­კის შვი­ლი, თუ ბავ­შვის და­ბა­დე­ბის აქ­ტის ჩა­ნა­წერ­ში არ არის შე­ტა­ნი­ლი ჩა­ნა­წე­რი ბავ­შვის მა­მის შე­სა­ხებ, აგ­რეთ­ვე პირი, რო­მელ­საც ჰყავს შვი­ლად აყ­ვა­ნი­ლი 18 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვი და რო­მე­ლიც ბავ­შვის შვი­ლად აყ­ვა­ნის მო­მენ­ტში რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის სტა­ტუ­სის გა­უქ­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია ბავ­შვის და­ბა­დე­ბის აქ­ტის ჩა­ნა­წერ­ში მე­ო­რე მშობ­ლის შე­სა­ხებ ჩა­ნა­წე­რის შე­ტა­ნა, შვი­ლის (შვი­ლად აყ­ვა­ნი­ლი პი­რის) მიერ 18 წლის ასა­კის მიღ­წე­ვა, აგ­რეთ­ვე სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სხვა გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის სტა­ტუ­სის ქო­ნას გა­მო­რი­ცხავს.

“ვხე­დავთ იმის სა­ჭი­რო­ე­ბას, რომ მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის სტა­ტუ­სის გან­სა­ზღვრე­ბას ფუნ­და­მენ­ტუ­რად უნდა მი­ვუდ­გეთ და სა­ხელ­მწი­ფომ მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბით გრძელ­ვა­დი­ა­ნი პო­ლი­ტი­კა გან­სა­ზღვროს. არი­ან სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლე­ბი. ვფიქ­რობთ, რომ კა­ნონ­ში დღეს არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის სტა­ტუსს გან­სა­ზღვრავს, იმ რე­ა­ლო­ბას არ პა­სუ­ხობს, რა­საც ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ვხვდე­ბით. არ­სე­ბო­ბენ კი­დევ სხვა კა­ტე­გო­რი­ის მშობ­ლე­ბი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად მარ­ტო ზრდი­ან შვი­ლებს. არი­ან დე­დე­ბი ან მა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ფაქ­ტობ­რი­ვად მარ­ტო ზრდი­ან შვილს და მათ ეს რე­ა­ლო­ბა პარტნი­ო­რის და­ღუპ­ვის შე­დე­გად და­უდ­გათ“, - გა­ნა­ცხა­და სა­მუ­შაო ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან ყუ­რა­დღე­ბა ისეთ მშობ­ლებ­ზე გა­მახ­ვილ­და, რო­მელ­თა შვი­ლის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში ფორ­მა­ლუ­რად ორი­ვე მშო­ბე­ლი ფიქ­სირ­დე­ბა, თუმ­ცა ბავ­შვს რე­ა­ლუ­რად მხო­ლოდ ერთი მშო­ბე­ლი ზრდის. რო­გორც შეხ­ვედ­რა­ზე ით­ქვა, მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის სტა­ტუ­სი ასეთ პი­რებ­ზეც უნდა გავ­რცელ­დეს, თუმ­ცა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის აზ­რით, მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში, ალი­მენ­ტის ინ­სტი­ტუ­მა უნდა იმუ­შა­ოს.

“აქ არის ხაზი, სა­დაც იწყე­ბა ალი­მენ­ტის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სა­დაც ალი­მენ­ტის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ დგე­ბა. ვიდ­რე მოქ­მე­დე­ბას ალი­მენ­ტი არ იწყებს, მა­ნამ­დე მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის სტა­ტუს­მა და ამ სტა­ტუს­ზე მიბ­მულ­მა პრი­ვი­ლე­გი­ებ­მა უნდა იმუ­შა­ოს, რაც ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბას გა­უ­ად­ვი­ლებს. იქ სა­დაც ალი­მენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი შე­მო­დის, უნდა დარ­ჩეს ალი­მენ­ტის მო­მენ­ტი. თუკი პრაქ­ტი­კა­ში ალი­მენ­ტის აღ­სრუ­ლე­ბის პრობ­ლე­მას ვხე­დავთ, მა­შინ ალი­მენ­ტის კომ­პო­ნენ­ტი უნდა გავძლი­ე­როთ რო­გორც აღ­სრუ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუკი კა­ნო­ნით ისეთ ფორ­მუ­ლი­რე­ბას მი­ვი­ღებთ, რომ­ლი­თაც ეს ორი რამ ერ­თმა­ნეთს გა­და­ფა­რავს, ალი­მენ­ტის ინ­სტი­ტუტს ძა­ლი­ან დიდ დარ­ტყმას მი­ვა­ყე­ნებთ, რაც კარ­გი არ იქ­ნე­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ის ადა­მი­ა­ნე­ბი წა­ვა­ხა­ლი­სოთ, ვინც ალი­მენ­ტის გა­დახ­დას ისე­დაც არ აპი­რებს და იტყვის: სა­ხელ­მწი­ფო აგერ არის და ბა­რემ ჩემს გა­და­სახ­დელს, სა­ხელ­მწი­ფო გა­და­იხ­დის“, - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

რა ცვლილება შევა სამოქალაქო კოდექსში მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით

რა ცვლილება შევა სამოქალაქო კოდექსში მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით

მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის სტატუსი შესაძლოა გაფართოვდეს. მარტოხელა მშობლის სტატუსის ისეთი პირებისთვის მინიჭება იგეგმება, რომლებიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, შვილს 18 წლამდე მარტო ზრდიან.

სტატუსის გადახედვაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც დღეს აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

“სამოქალაქო კოდექსის“ დღეს არსებული ნორმის გათვალისწინებით, მარტოხელა მშობელი არის მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის შეტანა, შვილის (შვილად აყვანილი პირის) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოება, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას გამორიცხავს.

“ვხედავთ იმის საჭიროებას, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრებას ფუნდამენტურად უნდა მივუდგეთ და სახელმწიფომ მარტოხელა მშობლებთან მიმართებით გრძელვადიანი პოლიტიკა განსაზღვროს. არიან სხვადასხვა კატეგორიის მარტოხელა მშობლები. ვფიქრობთ, რომ კანონში დღეს არსებული ჩანაწერი, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსს განსაზღვრავს, იმ რეალობას არ პასუხობს, რასაც ყოველდღიურობაში ვხვდებით. არსებობენ კიდევ სხვა კატეგორიის მშობლები, რომელიც რეალურად მარტო ზრდიან შვილებს. არიან დედები ან მამები, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან შვილს და მათ ეს რეალობა პარტნიორის დაღუპვის შედეგად დაუდგათ“, - განაცხადა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ყურადღება ისეთ მშობლებზე გამახვილდა, რომელთა შვილის დაბადების მოწმობაში ფორმალურად ორივე მშობელი ფიქსირდება, თუმცა ბავშვს რეალურად მხოლოდ ერთი მშობელი ზრდის. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მარტოხელა მშობლის სტატუსი ასეთ პირებზეც უნდა გავრცელდეს, თუმცა ლევან გოგიჩაიშვილის აზრით, მსგავს შემთხვევებში, ალიმენტის ინსტიტუმა უნდა იმუშაოს.

“აქ არის ხაზი, სადაც იწყება ალიმენტის პასუხისმგებლობა და სადაც ალიმენტის პასუხისმგებლობა არ დგება. ვიდრე მოქმედებას ალიმენტი არ იწყებს, მანამდე მარტოხელა მშობლის სტატუსმა და ამ სტატუსზე მიბმულმა პრივილეგიებმა უნდა იმუშაოს, რაც ადამიანებს ცხოვრებას გაუადვილებს. იქ სადაც ალიმენტის ინსტიტუტი შემოდის, უნდა დარჩეს ალიმენტის მომენტი. თუკი პრაქტიკაში ალიმენტის აღსრულების პრობლემას ვხედავთ, მაშინ ალიმენტის კომპონენტი უნდა გავძლიეროთ როგორც აღსრულების მიმართულებით, ასევე პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართულებით. თუკი კანონით ისეთ ფორმულირებას მივიღებთ, რომლითაც ეს ორი რამ ერთმანეთს გადაფარავს, ალიმენტის ინსტიტუტს ძალიან დიდ დარტყმას მივაყენებთ, რაც კარგი არ იქნება. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ის ადამიანები წავახალისოთ, ვინც ალიმენტის გადახდას ისედაც არ აპირებს და იტყვის: სახელმწიფო აგერ არის და ბარემ ჩემს გადასახდელს, სახელმწიფო გადაიხდის“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ