პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოწამლული ფულის გემო" - რა ბედი ელით რუს მილიარდერებს და მათ ბიზნესებს დიდ ბრიტანეთში?
"მოწამლული ფულის გემო" - რა ბედი ელით რუს მილიარდერებს და მათ ბიზნესებს დიდ ბრიტანეთში?

ყო­ველ­დღი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­ლი და რუსი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­გან ბოლო დღე­ე­ბია ის­მის, ვი­თა­რე­ბა თან­და­თან იძა­ბე­ბა. ლონ­დო­ნის გარ­შე­მო მთე­ლი და­სავ­ლე­თი შე­იკ­რი­ბა, თუმ­ცა, რუ­სე­თი, რო­გორც ჩვე­ვია, იხ­ტი­ბარს არ იტეხს და ბრი­ტა­ნეთს პა­სუ­ხით ემუქ­რე­ბა... ვისი ინ­ტე­რე­სე­ბი უფრო და­ზა­რალ­დე­ბა, ამა­ზე ექ­სპერ­ტებს ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი აქვთ - რუ­სე­თის.

ისი­ნი და­პი­რის­პი­რე­ბას ეკო­ნო­მი­კურ ჭრილ­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ და ლონ­დო­ნი-მოს­კო­ვის პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის ფონ­ზე, მო­სა­ლოდ­ნელ ფი­ნან­სურ შე­დე­გებ­ზე მსჯე­ლო­ბენ; ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, შე­საძ­ლოა, საქ­მე ისე შორს წა­ვი­დეს, რომ ბრი­ტა­ნეთ­ში რუ­სუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი და­იბ­ლო­კოს.

ბრი­ტა­ნეთ­ში რუ­სუ­ლი ელი­ტის სიმ­დიდ­რე­ზე მთელ მსოფ­ლი­ო­ში ლე­გენ­დე­ბი და­დის. ყვე­ლა­ზე მდი­და­რი რუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ლონ­დონ­ში ცხოვ­რო­ბენ, რო­მან აბ­რა­მო­ვი­ჩი და ალი­შერ უს­მა­ნო­ვი არი­ან, თუმ­ცა კი­დევ მრავ­ლად არი­ან რუსი ოლი­გარ­ქე­ბი, რომ­ლებ­საც ლონ­დო­ნი სა­კუ­თარ სახ­ლად მი­აჩ­ნი­ათ. მათ შო­რის: ელე­ნა ბა­ტუ­რი­ნა, მოს­კო­ვის ყო­ფი­ლი მე­რის იური ლუჟ­კო­ვის 55 წლის მე­უღ­ლე, რო­მელ­საც თით­ქმის 900 მი­ლი­ონ ფუნ­ტად შე­ფა­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა აქვს; ან­დრეი ან­დრე­ე­ვი - ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი ლონ­დონ­ში, რო­მე­ლიც 44 წლის ასაკ­ში 700 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტის ქო­ნე­ბას ფლობს და სხვე­ბი...

ალი­შერ უს­მა­ნო­ვი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "არ­სე­ნა­ლის" თა­ნამ­ფლო­ბე­ლი ალი­შერ უს­მა­ნო­ვია, რო­მე­ლიც Forbes-ის რუ­სულ სი­ა­ში მე­ხუ­თე ად­გილს იკა­ვებს. სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ჩელ­სის" მფლო­ბე­ლი, რო­მან აბ­რა­მო­ვი­ჩი, ამა­ვე სი­ა­ში, მე-12 ად­გილ­ზეა, თუმ­ცა, მისი ბიზ­ნე­სი ბევ­რად ფარ­თოა - ის ასე­ვე არის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი კომ­პა­ნია "ევ­რა­ზის" უმ­სხვი­ლე­სი აქ­ცი­ო­ნე­რი, რომ­ლის შტაბ-ბინა ლონ­დონ­შია.

კი­დევ ერ­თმა რუს­მა ბიზ­ნეს­მენ­მა მი­ხე­ილ ფრიდ­მან­მა კი 2017 წელს ჯან­სა­ღი კვე­ბის ბრი­ტა­ნუ­ლი ქსე­ლი Holland & Barrett-ი იყი­და.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რო­გორ ცხოვ­რო­ბენ "მდი­და­რი რუსი ბავ­შვე­ბი"

ბრი­ტა­ნეთ­ში რუ­სე­ბი მხო­ლოდ კერ­ძო ბიზ­ნე­სით არ შე­მო­ი­გარ­ფლე­ბი­ან, იქ სხვა­დას­ხვა სა­ხის ინ­ტე­რე­სი რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ებ­საც გა­აჩ­ნი­ათ. კონ­კრე­ტუ­ლად, "გა­ზპ­რო­მის" ოფი­სი მან­ჩეს­ტერ­შია, 1999 წლი­დან კი ლონ­დონ­ში კომ­პა­ნი­ის ტრე­ი­დინ­გუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა მუ­შა­ობს. 2017 წლის აპ­რილ­ში, რუ­სუ­ლი პრე­სა "გა­ზპ­რო­მის" მე­ნე­ჯე­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერ­და, რომ ლონ­დო­ნის ოფი­სი გა­ზის გი­გან­ტის დე­ფაქ­ტო ევ­რო­პულ შტაბ-ბი­ნად იქცა. კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას "ბრექ­სი­ტის" შე­დე­გე­ბი აღელ­ვებ­და, რად­გან არ იყო ცნო­ბი­ლი, ოფი­სი ლონ­დონ­ში დარ­ჩე­ბო­და თუ არა.

მინი-სე­რი­ალ "გა­ი­ცა­ნით რუ­სე­ბის" პოს­ტე­რი, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნულ Fox 25-ზე გა­დის

ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ლონ­დო­ნის ბირ­ჟა­ზე უმ­სხვი­ლე­სი რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ფა­სი­ან ქა­ღალ­დებ­ზე მო­თხოვ­ნის შემ­ცი­რე­ბა­ზეც სა­უბ­რო­ბენ. სა­უ­ბა­რია, “გა­ზპ­რომ­ზე”, “გა­ზპ­რომ ნეფტ­ზე”, “როს­ნეფტ­ზე”, “ლუ­კო­ილ­ზე”, “ვი­თი­ბი­სა” და “სბერ­ბანკზე;” ქა­ღალ­დებ­ზე ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა, მათ­ზე მო­თხოვ­ნის შემ­ცი­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. კომ­პა­ნი­ე­ბი ფა­სის შემ­ცი­რე­ბის შე­საძ­ლო ფაქ­ტო­რე­ბად გე­ო­პო­ლი­ტი­კურ რის­კებს ასა­ხე­ლე­ბენ.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი აქვთ რუს სპე­ცი­ა­ლის­ტებს. "ურალ­სი­ბას” ეკო­ნო­მის­ტი, ალექ­სეი დე­ვი­ა­ტო­ვი ამ­ბობს, რომ რამ­დე­ნი­მე ბრი­ტა­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ შე­საძ­ლოა რუ­სულ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარი თქვას, თუმ­ცა ამას მა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი არ ექ­ნე­ბა, რად­გან "ჩვენ ვხე­დავთ, რომ ბოლო წლებ­ში, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის გამ­წვა­ვე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის კვალ­დაკ­ვალ, ბიზ­ნეს-ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ვი­თარ­დე­ბა. ასე რომ, რა­ღაც რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბებს არ უნდა ვე­ლო­დოთ...” - წერს ის.

თუმ­ცა, რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, “იმ რუ­სე­ბის ნევ­რო­ზუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, ვინც ბრი­ტა­ნეთ­ში ცხოვ­რობს და სა­მე­ფო­ში აქ­ტი­ვო­ბე­ბი აქვს, ჯერ კი­დევ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბამ­დე და­ი­წყო...”

საქ­მე ის არის, რომ 2017 წელს, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში რუსი ბი­ნად­რე­ბის “ფი­ნან­სურ ქმე­დე­ბებ­თან” და­კავ­ში­რე­ბით, კა­ნო­ნი შე­იც­ვა­ლა - ბოლო დროს გახ­ში­რე­ბუ­ლი “გა­უ­გე­ბა­რი გამ­დიდ­რე­ბის” გამო, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ, იმ პი­რებ­თან, ვინც ძვი­რა­დღი­რე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბას ფლობ­და, გა­ერ­კვი­ათ ქო­ნე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა, თუ რო­გორ და რა ვი­თა­რე­ბა­ში შე­ი­ძი­ნეს მათ ის. დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა უფ­ლე­ბას იტო­ვებს წა­არ­თვას მათ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა.

ამ კა­ნონს “გა­უ­გე­ბარს” უწო­დებ­დნენ რუ­სე­ბი, რად­გან ბო­ლომ­დე არ იყო გა­სა­გე­ბი, თუ რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით მტკიც­დე­ბო­და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა და რა სა­ხის დო­კუ­მენ­ტე­ბით შე­იძ­ლე­ბო­და მისი კა­ნო­ნი­ე­რე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა... რუ­სე­ბის თქმით, ეს კი­თხვებს თა­ვი­დან­ვე აჩენ­და.

ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ კი, რა რის­კე­ბის წი­ნა­შე მო­უ­წევთ იმ რუ­სებს დად­გო­მა, რო­მელ­თაც ბრი­ტა­ნეთ­ში აქ­ტი­ვო­ბე­ბი აქვთ, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. ახლა ყვე­ლა­ფე­რი ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, - წერს რუ­სუ­ლი მე­დია, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, რუ­სეთს, რო­მე­ლიც მის­გან წა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რობს, ახლა მო­უ­წევს “მო­წამ­ლუ­ლი ფუ­ლის გემო” თა­ვად გა­სინ­ჯოს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"მოწამლული ფულის გემო" - რა ბედი ელით რუს მილიარდერებს და მათ ბიზნესებს დიდ ბრიტანეთში?

"მოწამლული ფულის გემო" - რა ბედი ელით რუს მილიარდერებს და მათ ბიზნესებს დიდ ბრიტანეთში?

ყოველდღიური განცხადებების კვალდაკვალ, რომელიც ბრიტანელი და რუსი მაღალჩინოსნებისგან ბოლო დღეებია ისმის, ვითარება თანდათან იძაბება. ლონდონის გარშემო მთელი დასავლეთი შეიკრიბა, თუმცა, რუსეთი, როგორც ჩვევია, იხტიბარს არ იტეხს და ბრიტანეთს პასუხით ემუქრება... ვისი ინტერესები უფრო დაზარალდება, ამაზე ექსპერტებს ცალსახა პასუხი აქვთ - რუსეთის.

ისინი დაპირისპირებას ეკონომიკურ ჭრილში განიხილავენ და ლონდონი-მოსკოვის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მოსალოდნელ ფინანსურ შედეგებზე მსჯელობენ; ანალიტიკოსების თქმით, შესაძლოა, საქმე ისე შორს წავიდეს, რომ ბრიტანეთში რუსული აქტივები დაიბლოკოს.

ბრიტანეთში რუსული ელიტის სიმდიდრეზე მთელ მსოფლიოში ლეგენდები დადის. ყველაზე მდიდარი რუსები, რომლებიც ლონდონში ცხოვრობენ, რომან აბრამოვიჩი და ალიშერ უსმანოვი არიან, თუმცა კიდევ მრავლად არიან რუსი ოლიგარქები, რომლებსაც ლონდონი საკუთარ სახლად მიაჩნიათ. მათ შორის: ელენა ბატურინა, მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის 55 წლის მეუღლე, რომელსაც თითქმის 900 მილიონ ფუნტად შეფასებული ქონება აქვს; ანდრეი ანდრეევი - ყველაზე ახალგაზრდა რუსი ბიზნესმენი ლონდონში, რომელიც 44 წლის ასაკში 700 მილიონი ფუნტის ქონებას ფლობს და სხვები...

ალიშერ უსმანოვი მეუღლესთან ერთად

BBC-ის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ "არსენალის" თანამფლობელი ალიშერ უსმანოვია, რომელიც Forbes-ის რუსულ სიაში მეხუთე ადგილს იკავებს. საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელი, რომან აბრამოვიჩი, ამავე სიაში, მე-12 ადგილზეა, თუმცა, მისი ბიზნესი ბევრად ფართოა - ის ასევე არის მეტალურგიული კომპანია "ევრაზის" უმსხვილესი აქციონერი, რომლის შტაბ-ბინა ლონდონშია.

კიდევ ერთმა რუსმა ბიზნესმენმა მიხეილ ფრიდმანმა კი 2017 წელს ჯანსაღი კვების ბრიტანული ქსელი Holland & Barrett-ი იყიდა.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ ცხოვრობენ "მდიდარი რუსი ბავშვები"

ბრიტანეთში რუსები მხოლოდ კერძო ბიზნესით არ შემოიგარფლებიან, იქ სხვადასხვა სახის ინტერესი რუსულ სახელმწიფო კომპანიებსაც გააჩნიათ. კონკრეტულად, "გაზპრომის" ოფისი მანჩესტერშია, 1999 წლიდან კი ლონდონში კომპანიის ტრეიდინგული განყოფილება მუშაობს. 2017 წლის აპრილში, რუსული პრესა "გაზპრომის" მენეჯერებზე დაყრდნობით წერდა, რომ ლონდონის ოფისი გაზის გიგანტის დეფაქტო ევროპულ შტაბ-ბინად იქცა. კომპანიის ხელმძღვანელობას "ბრექსიტის" შედეგები აღელვებდა, რადგან არ იყო ცნობილი, ოფისი ლონდონში დარჩებოდა თუ არა.

მინი-სერიალ "გაიცანით რუსების" პოსტერი, რომელიც ბრიტანულ Fox 25-ზე გადის

ანალიტიკოსები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე უმსხვილესი რუსული კომპანიების ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნის შემცირებაზეც საუბრობენ. საუბარია, “გაზპრომზე”, “გაზპრომ ნეფტზე”, “როსნეფტზე”, “ლუკოილზე”, “ვითიბისა” და “სბერბანკზე;” ქაღალდებზე ფასების შემცირება, მათზე მოთხოვნის შემცირებამ განაპირობა. კომპანიები ფასის შემცირების შესაძლო ფაქტორებად გეოპოლიტიკურ რისკებს ასახელებენ.

განსხვავებული მოლოდინი აქვთ რუს სპეციალისტებს. "ურალსიბას” ეკონომისტი, ალექსეი დევიატოვი ამბობს, რომ რამდენიმე ბრიტანულმა კომპანიამ შესაძლოა რუსულთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, თუმცა ამას მასობრივი ხასიათი არ ექნება, რადგან "ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლებში, ორ ქვეყანას შორის გამწვავებული ურთიერთობის კვალდაკვალ, ბიზნეს-ურთიერთობები ვითარდება. ასე რომ, რაღაც რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ...” - წერს ის.

თუმცა, რუსული მედიის ცნობით, “იმ რუსების ნევროზული მდგომარეობა, ვინც ბრიტანეთში ცხოვრობს და სამეფოში აქტივობები აქვს, ჯერ კიდევ ორ ქვეყანას შორის ვითარების გამწვავებამდე დაიწყო...”

საქმე ის არის, რომ 2017 წელს, დიდ ბრიტანეთში რუსი ბინადრების “ფინანსურ ქმედებებთან” დაკავშირებით, კანონი შეიცვალა - ბოლო დროს გახშირებული “გაუგებარი გამდიდრების” გამო, სამართალდამცავ ორგანოებს უფლება ჰქონდათ, იმ პირებთან, ვინც ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ფლობდა, გაერკვიათ ქონების წარმომავლობა, თუ როგორ და რა ვითარებაში შეიძინეს მათ ის. დარღვევის შემთხვევაში, ადგილობრივი ხელმძღვანელობა უფლებას იტოვებს წაართვას მათ უძრავი ქონება.

ამ კანონს “გაუგებარს” უწოდებდნენ რუსები, რადგან ბოლომდე არ იყო გასაგები, თუ რა კრიტერიუმებით მტკიცდებოდა უძრავი ქონების უკანონო შეძენა და რა სახის დოკუმენტებით შეიძლებოდა მისი კანონიერების დამტკიცება... რუსების თქმით, ეს კითხვებს თავიდანვე აჩენდა.

ამ ყველაფრის შემდეგ კი, რა რისკების წინაშე მოუწევთ იმ რუსებს დადგომა, რომელთაც ბრიტანეთში აქტივობები აქვთ, ძნელი სათქმელია. ახლა ყველაფერი ბრიტანეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, - წერს რუსული მედია, რომლის ცნობითაც, რუსეთს, რომელიც მისგან წასული ადამიანების მოსაშორებლად ყველა ღონეს ხმარობს, ახლა მოუწევს “მოწამლული ფულის გემო” თავად გასინჯოს...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე