"ჩვენი მიზანია, ადამიანმა არა მხოლოდ ბინა იყიდოს, არამედ საკუთარი ცხოვრება შეცვალოს" - ახალი უბანი თბილისში

"ჩვენი მიზანია, ადამიანმა არა მხოლოდ ბინა იყიდოს, არამედ საკუთარი ცხოვრება შეცვალოს" - ახალი უბანი თბილისში

მალე თბილისის ყველაზე დიდ უბანში ახალი საცხოვრებელი კომპლექსი გაშენდება. საცხოვრებელი კომპლექსი "ახალი გლდანი", რომელსაც სამშენებლო კომპანია "ახალი თბილისი" აშენებს, მოიცავს 5 საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც განთავსდება 1,6 ჰექტარ მიწის ფართობზე.

"ახალი თბილისი" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორია საქართველოში. კომპანიის მენეჯმენტსა და დამფუძნებლებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ რუსეთისა და უკრაინის ბაზრის სამშენებლო და დეველოპერულ სფეროში. ახლა კი ძალების მოსინჯვა ქართულ ბაზარზე სცადეს.

კომპანიის ქართულ გეგმებსა და თბილისში ახალი უბნის მშენებლობის შესახებ, კომპანია "ახალი თბილისის" დამფუძნებელს, ბიზნესმენ იური სარქისიანს ვესაუბრეთ:

- მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ. როგორ დაიწყეთ სამშენებლო ბიზნესი საქართველოში?

- საქართველოში ბიზნესის წამოწყებამდე თბილისის ბაზარს ორი წლის განმავლობაში ვსწავლობდი, რომ მიმეღო გადაწყვეტილება, რომელ სფეროში დამეწყო ბიზნესი. საბოლოოდ არჩევანი მშენებლობაზე შევაჩერე. მე მაქვს რუსეთში სამშენებლო ბიზნესის წარმოების გამოცდილება და ჩვენ შევქმენით კომპანია „ახალი თბილისი“. პირველ ეტაპზე 16 ათასი კვადრატული მეტრი მიწა ვიყიდეთ. ვფიქრობდი, სად სჯობს მიწის ყიდვა - ვაკეში, საბურთალოზე თუ გლდანში და საბოლოოდ გლდანი ვარჩიე. ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული - პირველ რიგში, ვაკეში ან საბურთალოზე 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის თავისუფალ მიწას ვერ ნახავთ. გლდანი კი თბილისის ყველაზე მსხვილი და ინფრასტრუქტურის კუთხით ყველაზე განვითარებული მიკრორაიონია.

ჩვენს მიერ ნაყიდი მიწა დღეს, პრაქტიკულად, ახალი ქალაქის დასაწყისი გახდა. მხოლოდ მე იქ უკვე 46 ათასი კვადრატული მეტრი მიწა მაქვს, მიმდინარეობს სხვა მშენებლობებიც. საბოლოო ჯამში გლდანში ახალი მიკრორაიონი შენდება, თანაც ყველა საკმაოდ კარგად აშენებს. არსებობს განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვაშენებთ. მაისში 29 500 კვადრატულ მეტრს ვასრულებთ -ეს არის 2 კორპუსი 19-სართულიანი კორპუსი. ასევე, დაწყებულია მე-3 კორპუსი. სულ რაღაც 3 თვეში მე-4 და მე 5 კორპუსაცს დავიწყებთ .

- რას სთავაზობს კომპანია კლიენტებს?

- პირველ ეტაპზე "ახალი თბილისის" შესახებ ქალაქში არაფერი იყო ცნობილი. ფირმას არ ჰქონდა არც ისტორია, არც სახელი. თუმცა ჩვენ სწორი მიდგომა ავირჩიეთ რეალიზაციის საკითხში. პირდაპირ მშენებლობის ადგილზე დავდგით გაყიდვების ოფისი, სადაც განთავსებულია ხუთივე კორპუსის მაკეტი. იქვე ზის დიზაინერი, რომელიც პოტენციურ მყიდველებთან ერთად მათი ბინის პროექტს ქმნის. კლიენტების თხოვნაზე ჩვენ ძალიან სწრაფი რეაგირება გვაქვს. ჩვენი მიდგომის მთავარი მიზანია - ავუხსნათ ადამიანს, რომ ბინის ახლა ყიდვის შემთხვევაში ის მოგებაში დარჩება. თავდაპირველად კვადრატული მეტრის ფასი 1100 ლარს შეადგენდა შეადგენდა, ახლა კი 1400-ს აღწევს. ადამიანები ხვდებიან, რომ ბინის ყიდვის შემთხვევაში ის მოიგებს მეტს, ვიდრე ბანკში დეპოზიტის გახსნის შემთხვევაში.

სხვათაშორის, ბანკში მითხრეს, რომ მე ვარ ერთადერთი მშენებელი, რომელიც კორპუსებს საკუთარი, და არა ბანკისგან ნასესხები ფულით აშენებს. ჩვენ ბანკთან შეთანხმება გავაფორმეთ - თუ ადამიანები პირველი ორი წლის განმავლობაში, სანამ კორპუსი შენდება, ბინის ღირებულების 50%-ს გადაიხდიან, დანარჩენი 50%-ისთვის მათ ბანკი ადვილად მისცემს იპოთეკურ სესხს. შემდეგ ეს ყველაფერი ადამიანებს ავუხსენით, შიდა განვადება ჩვენთან უპროცენტოა. ადამიანი მოდის, პირდაპირ იხდის ბინის ღირებულების 10%-ს, შემდეგი ორი წლის განმავლობაში / მშენებლობის დასრულებამდე ფარავს ბინის ღირებულების მინიმუმ 40%-ს, ღირებულების დარჩენილი 50% კი შეუძლია დაფაროს ექსკლუზიური დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხით .

- რა ასპექტებს ენიჭება უპირატესობა კორპუსების დაპროექტების დროს?

- ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ ადამიანმა არა მხოლოდ ბინა იყიდოს, არამედ საკუთარი ცხოვრება შეცვალოს. ჩვენ მიწაზე გვაქვს კვიპაროსების ხეივანი, რომელსაც ხელს არ ვახლებთ. აშენდება სპორტული მოედანი, საბავშვო მოედანი, დაიდგმება სკამები, რათა ადამიანებმა კარგ გარემოში იცხოვრონ.

- როგორ შეაფასებთ სამშენებლო ბიზნესში არსებულ ვითარებას?

- ცალსახად ვემხრობი სახელმწიფოს იმაში, რომ დიდი ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების ტექნიკას, ვინაიდან საქართველოში აშენებს ყველა, ვინც მოისურვებს. მე ამას არ ვეთანხმები. მე არ ვამბობ, რომ საჭიროა ლიცენზირება, მაგრამ ბაზრის რეგულირება ნამდვილად გვჭირდება. დავიწყოთ იმით, აქვს თუ არა მშენებელს მიღებული შესაბამისი სამშენებლო განათლება. მაგალითად, მე მშენებლობის დირექტორი საზღვარგარეთიდან ჩამოვიყვანე, რომელიც ამ საქმის პროფესიონალია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

შრომის უსაფრთხოება და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება აუცილებელია, შესაბამისად, ამას მოყვება ის, რომ მშენებლობის ღირებულება ცალსახად გაიზრდება, მაგრამ რამდენად - ეს არავინ იცის. ეს გამოიწვევს იმას, რომ ახლო მომავალში ბინების ფასი გაიზრდება. ერთი მხრივ, ეს სწორი და საჭიროა. მეორე მხრივ, თბილისელების მატერიალური მდგომარეობა ამ ფასების ზრდას ვერ გაუძლებს. ამიტომ მოსაძებნია კომპრომისი. მშენებლობა არის ერთადერთი ბიზნესი, რომელსაც სტაბილურად მოაქვს შემოსავალი ქვეყნისთვის. ერთი მშენებელის შრომას კიდევ სხვა სფეროს ხუთი სპეციალისტის შრომა მოჰყვება. ეს არის სამუშაო ადგილები, ეს არის საშემოსავლო გადასახადები, ამიტომ მშენებლობის დარგს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება.

მე ძალიან მომწონს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, ბიზნესის მიმართ დამოკიდებულება. ყველაფერი ძალიან სწრაფად კეთდება - დროულად გაიცემა მშენებლობის ნებართვა, სხვა დოკუმენტები. ეს უნდა შენარჩუნდეს, ვინაიდან მშენებლობას ქვეყნისთვის დიდი შემოსავალი მოაქვს.

რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, ყველა ჩვენი თანამშრომელი დაზღვეულია. ეს ვრცელდება არა მხოლოდ უბედურ შემთხვევებზე, არამედ სხვა სამედიცინო საჭიროებებზე. მათ აქვთ გარკვეული პაკეტი და სახელმწიფოს აღარ უწევს მათი ჯანმრთელობის დაზღვევაზე ფულის ხარჯვა. თუ ჩემი კომპანიის მუშა ავად გახდა, თუ მას მედიკამენტი ან გადაუდებელი დახმარება სჭირდება, ამ ყველაფრის საფასურს იხდის კომპანია, და არა სახელმწიფო. მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფოს გარკვეულ თანხას ვუზოგავთ, ჩვენ ამის გამო კიდევ სახელმწიფოსთვის ფულის გადახდა გვიწევს. თუ ეს დაზღვევის გადასახადი გაუქმდება, სულ უფრო მეტი კომპანია დააზღვევს საკუთარ თანამშრომელს და ამით სახელმწიფო ფულს დაზოგავს. ეს საკითხი სადაზღვევო კომპანიებმა უნდა დააყენონ.

- რა საკითხების გათვალისწინებას ისურვებდით თბილისის გენერალურ გეგმაში?

- თბილისში ძალიან ბევრი ხალხი უბრალოდ საშინელ პირობებში ცხოვრობს. ძალიან ბევრი სახლი ავარიულად უნდა გამოცხადდეს. პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, სადაც გარკვევით ეწერება, რომ სახელმწიფო ვალდებულია ავარიული სახლიდან ხალხი გამოასახლოს და დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები. თუმცა, მოთხოვნები მოსახლეობის მხრიდანაც უნდა იყოს ადეკვატური . ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან მტკიცე ნებაა საჭირო. ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრი ასეთი სახლია. ეს ავარიული სახლები შეიძლება ნებისმიერ წამში ჩამოინგრეს. თუ ზემოხსენებული კანონი ამოქმედდება, თბილისში ინვესტიციების მოცულობა რამდენჯერმე გაიზრდება. მე მზად ვარ ქალაქის ცენტრში კვარტალური განაშენიანებით დავკავდე, მაგრამ ამისთვის უნდა არსებობდეს ქალაქის გენერალური გეგმა და ხელისუფლების მტკიცე ნება.

ედუარდ სააკიანი

(R)