სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგრესია მოქალაქეებზე გადაიტანა" - რაში ადანაშაულებს "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია" "სითი პარკს"
"აგრესია მოქალაქეებზე გადაიტანა" - რაში ადანაშაულებს "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია" "სითი პარკს"

კომ­პა­ნია „სითი პარ­კი“ იმ­ყო­ფე­ბა სა­მარ­თლებ­რივ და­ვა­ში მე­რი­ას­თან, თუმ­ცა მე­რი­ა­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლო­ებ­მა, მთე­ლი აგ­რე­სია მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გა­და­ი­ტა­ნეს, - ამის შე­სა­ხებ „სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის“ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ, რაც თბი­ლი­სის მე­რი­ამ "სითი პარკთან" და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის (10 აპ­რი­ლი­დან)შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­და­ვიდ­ნენ აგ­რე­სი­ულ მე­ნე­ჯმენტზე.

„სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცია“ მი­მარ­თავს თბი­ლი­სის მე­რი­ას, მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტებ­ზე და შეს­თა­ვა­ზოს ავ­ტომფლო­ბე­ლებს გა­მო­სა­ვა­ლი.

„მას შემ­დეგ, რაც თბი­ლი­სის მე­რი­ამ "სითი პარკთან" და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის (10 აპ­რი­ლი­დან)შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­და­ვიდ­ნენ აგ­რე­სი­ულ მე­ნე­ჯმენტზე. აშ­კა­რაა "სითი პარ­კის" მი­ზა­ნი, რომ ამო­ი­ღოს მაქ­სი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბის სა­ჯა­რი­მო თან­ხა მძღო­ლე­ბის­გან. იმ ფონ­ზე, რომ სა­პარ­კინ­გე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია, ხოლო ად­გი­ლე­ბი არა­საკ­მა­რი­სი (15 ავ­ტო­მო­ბი­ლი-1 სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლი) არა­სა­მარ­თლი­ა­ნად მიგ­ვაჩ­ნია მა­სი­უ­რი სა­გან­გე­ბო-სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბის მი­მართ, რო­მელ­მაც მი­ი­ღო ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი რე­ი­დე­ბის სახე. უკვე მე­რამ­დე­ნედ, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ილა­ხე­ბა მძღოლ­თა უფ­ლე­ბე­ბი მე­რი­ა­სა და "სითი პარკს" შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კომ­პა­ნია იმ­ყო­ფე­ბა სა­მარ­თლებ­რივ და­ვა­ში მე­რი­ას­თან, თუმ­ცა მე­რი­ა­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლო­ებ­მა, მთე­ლი აგ­რე­სია მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გა­და­ი­ტა­ნეს. ვგმობთ "სითი პარ­კის" ყო­ველ­გვარ ზნე­ო­ბას მოკ­ლე­ბულ ქმე­დე­ბებს. სირ­ცხვი­ლია, რომ "ძლი­ერ­ზე" გაბ­რა­ზე­ბუ­ლი "სითი პარ­კი", "სუს­ტის" და­ჩაგ­ვრით და­კავ­და. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მსგავს სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს "სითი პარ­კი" გა­ას­მა­გე­ბე­ლი ენერ­გი­ით გა­ა­ტა­რებს 10 აპ­რი­ლამ­დე,

მივ­მარ­თავთ თბი­ლი­სის მე­რი­ას, მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტებ­ზე და შეს­თა­ვა­ზოს ავ­ტომფლო­ბე­ლებს გა­მო­სა­ვა­ლი! მძღო­ლებს ვთხოვთ მაქ­სი­მა­ლურ ყუ­რა­დღე­ბას, რომ თა­ვი­დან აი­რი­დონ მათ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზით წარ­მოქ­მნი­ლი გა­უ­გებ­რო­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"აგრესია მოქალაქეებზე გადაიტანა" - რაში ადანაშაულებს "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია" "სითი პარკს"

"აგრესია მოქალაქეებზე გადაიტანა" - რაში ადანაშაულებს "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია" "სითი პარკს"

კომპანია „სითი პარკი“ იმყოფება სამართლებრივ დავაში მერიასთან, თუმცა მერიაზე უკმაყოფილოებმა, მთელი აგრესია მოქალაქეებზე გადაიტანეს, - ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის განცხადებით, მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის (10 აპრილიდან)შესახებ განაცხადა, კომპანიის თანამშრომლები გადავიდნენ აგრესიულ მენეჯმენტზე.

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ მიმართავს თბილისის მერიას, მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე და შესთავაზოს ავტომფლობელებს გამოსავალი.

„მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის (10 აპრილიდან)შესახებ განაცხადა, კომპანიის თანამშრომლები გადავიდნენ აგრესიულ მენეჯმენტზე. აშკარაა "სითი პარკის" მიზანი, რომ ამოიღოს მაქსიმალური ოდენობის საჯარიმო თანხა მძღოლებისგან. იმ ფონზე, რომ საპარკინგე ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, ხოლო ადგილები არასაკმარისი (15 ავტომობილი-1 საპარკინგე ადგილი) არასამართლიანად მიგვაჩნია მასიური საგანგებო-სადამსჯელო ღონისძიებების გატარება ავტომფლობელების მიმართ, რომელმაც მიიღო ყოვლად მიუღებელი რეიდების სახე. უკვე მერამდენედ, ბოლო წლების განმავლობაში, ილახება მძღოლთა უფლებები მერიასა და "სითი პარკს" შორის არსებული დაპირისპირების გამო. აღსანიშნავია, რომ კომპანია იმყოფება სამართლებრივ დავაში მერიასთან, თუმცა მერიაზე უკმაყოფილოებმა, მთელი აგრესია მოქალაქეებზე გადაიტანეს. ვგმობთ "სითი პარკის" ყოველგვარ ზნეობას მოკლებულ ქმედებებს. სირცხვილია, რომ "ძლიერზე" გაბრაზებული "სითი პარკი", "სუსტის" დაჩაგვრით დაკავდა. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავს სადამსჯელო ღონისძიებებს "სითი პარკი" გაასმაგებელი ენერგიით გაატარებს 10 აპრილამდე,

მივმართავთ თბილისის მერიას, მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე და შესთავაზოს ავტომფლობელებს გამოსავალი! მძღოლებს ვთხოვთ მაქსიმალურ ყურადღებას, რომ თავიდან აირიდონ მათგან დამოუკიდებელი მიზეზით წარმოქმნილი გაუგებრობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ