პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნები, რომლებიც საფრანგეთში მაწვნის მწარმოებლები გახდნენ
ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნები, რომლებიც საფრანგეთში მაწვნის მწარმოებლები გახდნენ

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ ქარ­თვე­ლი მწარ­მო­ებ­ლე­ბი ხში­რად ყო­ფი­ლი მსხვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე­ე­ბი იყ­ვნენ. "მათ ემიგ­რა­ცი­ა­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს ერთი შე­ხედ­ვით, მათ­თვის თით­ქოს, უჩ­ვე­უ­ლო საქ­მე­ში"... - ამ­ბობს ის­ტო­რი­კო­სი გი­ორ­გი მა­მუ­ლია. იგი მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს, თუ რო­გორ ირ­ჩენ­დნენ მაწ­ვნის წარ­მო­ე­ბით საფ­რან­გეთ­ში თავს გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­ტა­ძე და სხვა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი, პა­რი­ზი­დან გვაწ­ვდის...

- მაწ­ვნის წარ­მო­ე­ბა საფ­რან­გეთ­ში პირ­ვე­ლად 1920-იანი წლე­ბი­დან და­ი­წყო, მას შემ­დეგ, რაც ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ემიგ­რან­ტე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ბოლ­შე­ვი­კე­ბის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო. პირ­ვე­ლი ტალ­ღა 1921 წელს იყო, რო­დე­საც სამ­შობ­ლო და­ტო­ვა იმ ხალ­ხმა, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ფი­ზი­კუ­რად აღარ და­ედ­გო­მე­ბო­დათ. ესე­ნი იყ­ვნენ: მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, ქარ­თუ­ლი არ­მი­ის უმაღ­ლე­სი მე­თა­უ­რე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი­სა და და­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევრთა ნა­წი­ლი. შემ­დე­გი დიდი ტალ­ღა 1924 წელს იყო, რო­დე­საც წა­ვიდ­ნენ ამა­ვე წლის აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბრის ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი აჯან­ყე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი... მე­სა­მე ტალ­ღა კი 1925 წლი­დან 1930 წლამ­დე გრძელ­დე­ბო­და...

20-30-იან წლებ­ში საფ­რან­გეთ­ში ქარ­თვე­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ორი­ა­თას­კა­ცი­ა­ნი დი­ას­პო­რა ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ამ ხალ­ხს, ბუ­ნებ­რი­ვია, უნდა ეფიქ­რა სარ­ჩო-სა­ბა­დე­ბელ­ზე. ისი­ნი ემიგ­რა­ცი­ის უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში აღ­მოჩ­ნდნენ. პირ­ვე­ლი, ვინც მაწ­ვნის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო, ემიგ­რან­ტი პლა­ტონ ფა­ჩუ­ლია იყო. იგი 1917 წლის თე­ბერ­ვლის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე პო­ლი­ცი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და, ხოლო 1918-1921 წლებ­ში, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დროს, სა­გან­გე­ბო რაზ­მის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. სა­გან­გე­ბო რაზ­მი სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტრუქ­ტუ­რა გახ­ლდათ, რო­მელ­საც ბრძო­ლა უცხო­ურ შპი­ო­ნაჟ­თან და ყვე­ლა იმ გა­მოწ­ვე­ვას­თან ევა­ლე­ბო­და, რას­თან გამ­კვლა­ვე­ბაც უწევ­და სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა რეს­პუბ­ლი­კას.

სა­გან­გე­ბო რაზ­მის მე­თა­უ­რი მი­სი­ვე უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მებ­რძო­ლი - მექი კე­დია იყო. ამ ქვე­და­ნა­ყოფს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ბოლ­შე­ვი­კუ­რი აგენ­ტუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა ევა­ლე­ბო­და. მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო წი­თე­ლი არ­მი­ის მიერ იქნა და­პყრო­ბი­ლი, სა­გან­გე­ბო რაზ­მის მე­თა­უ­რებს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ და­ედ­გო­მე­ბო­დათ და იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ, ჯერ სტამ­ბოლ­ში (მა­შინ კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი) გა­და­სუ­ლიყ­ვნენ და შემ­დეგ უკვე საფ­რან­გეთ­ში... პლა­ტონ ფა­ჩუ­ლია და მექი კე­დია საფ­რან­გეთ­ში და­ნა­თე­სავ­დნენ კი­დეც. პლა­ტო­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი - ვა­ლია მექი კე­დი­ას ვა­ჟის, მი­ხე­ილ კე­დი­ას მე­უღ­ლე გახ­ლდათ... საფ­რან­გეთ­ში მაწ­ვნის წარ­მო­ე­ბა პირ­ვე­ლად სწო­რედ პლა­ტონ­მა და­ი­წყო და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც.

არ­სე­ბობს პა­რი­ზის პო­ლი­ცი­ის პრე­ფექ­ტუ­რის უმ­დიდ­რე­სი არ­ქი­ვე­ბი, რო­მელ­საც თა­ვად გა­ვე­ცა­ნი. იქ და­ცუ­ლი ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, პლა­ტონ ფა­ჩუ­ლია მა­წონს 1923 წლი­დან 1941 წლამ­დე აწარ­მო­ებ­და და შე­მო­სა­ვა­ლიც ჰქონ­და. მა­წონს "ბა­ლია" და­არ­ქვა. რო­გორც ჩანს, ეს მისი შვი­ლის - ვა­ლი­ას სა­ხე­ლის ოდ­ნა­ვი მო­დი­ფი­კა­ცია იყო... მე­ო­რე, ვინც საფ­რან­გეთ­ში მაწ­ვნის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო, გე­ნე­რა­ლი გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე გახ­ლდათ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის 1918-1921 წლებ­ში არა­ერ­თგზის იყო და­ნიშ­ნუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. თავ­და­პირ­ვე­ლად, ემიგ­რა­ცი­ა­ში იგი მძი­მე პი­რო­ბებ­სა და სი­დუ­ხ­ჭი­რე­ში აღ­მოჩ­ნდა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნები, რომლებიც საფრანგეთში მაწვნის მწარმოებლები გახდნენ

ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნები, რომლებიც საფრანგეთში მაწვნის მწარმოებლები გახდნენ

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართველი მწარმოებლები ხშირად ყოფილი მსხვილი სახელმწიფო მოღვაწეები იყვნენ. "მათ ემიგრაციაში წარმატებას მიაღწიეს ერთი შეხედვით, მათთვის თითქოს, უჩვეულო საქმეში"... - ამბობს ისტორიკოსი გიორგი მამულია. იგი მეტად საინტერესო ცნობებს, თუ როგორ ირჩენდნენ მაწვნის წარმოებით საფრანგეთში თავს გენერალი კვინიტაძე და სხვა ცნობილი ქართველები, პარიზიდან გვაწვდის...

- მაწვნის წარმოება საფრანგეთში პირველად 1920-იანი წლებიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქართველი პოლიტიკური ემიგრანტები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ბოლშევიკების მიერ ოკუპირებული საქართველო. პირველი ტალღა 1921 წელს იყო, როდესაც სამშობლო დატოვა იმ ხალხმა, რომლებსაც საქართველოში ფიზიკურად აღარ დაედგომებოდათ. ესენი იყვნენ: მთავრობის წევრები, ქართული არმიის უმაღლესი მეთაურები, პოლიტიკური პარტიებისა და დაფუძნებელი კრების წევრთა ნაწილი. შემდეგი დიდი ტალღა 1924 წელს იყო, როდესაც წავიდნენ ამავე წლის აგვისტო-სექტემბრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების მონაწილეები და ხელმძღვანელები... მესამე ტალღა კი 1925 წლიდან 1930 წლამდე გრძელდებოდა...

20-30-იან წლებში საფრანგეთში ქართველების დაახლოებით ორიათასკაციანი დიასპორა ჩამოყალიბდა. ამ ხალხს, ბუნებრივია, უნდა ეფიქრა სარჩო-საბადებელზე. ისინი ემიგრაციის უმძიმეს პირობებში აღმოჩნდნენ. პირველი, ვინც მაწვნის წარმოება დაიწყო, ემიგრანტი პლატონ ფაჩულია იყო. იგი 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე პოლიციაში მსახურობდა, ხოლო 1918-1921 წლებში, დამოუკიდებელი საქართველოს დროს, საგანგებო რაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. საგანგებო რაზმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა გახლდათ, რომელსაც ბრძოლა უცხოურ შპიონაჟთან და ყველა იმ გამოწვევასთან ევალებოდა, რასთან გამკვლავებაც უწევდა საქართველოს ახალგაზრდა რესპუბლიკას.

საგანგებო რაზმის მეთაური მისივე უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი - მექი კედია იყო. ამ ქვედანაყოფს, უპირველეს ყოვლისა, ბოლშევიკური აგენტურის წინააღმდეგ ბრძოლა ევალებოდა. მას შემდეგ, რაც საქართველო წითელი არმიის მიერ იქნა დაპყრობილი, საგანგებო რაზმის მეთაურებს, რასაკვირველია, საქართველოში აღარ დაედგომებოდათ და იძულებული იყვნენ, ჯერ სტამბოლში (მაშინ კონსტანტინოპოლი) გადასულიყვნენ და შემდეგ უკვე საფრანგეთში... პლატონ ფაჩულია და მექი კედია საფრანგეთში დანათესავდნენ კიდეც. პლატონის ქალიშვილი - ვალია მექი კედიას ვაჟის, მიხეილ კედიას მეუღლე გახლდათ... საფრანგეთში მაწვნის წარმოება პირველად სწორედ პლატონმა დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც.

არსებობს პარიზის პოლიციის პრეფექტურის უმდიდრესი არქივები, რომელსაც თავად გავეცანი. იქ დაცული ცნობების მიხედვით, პლატონ ფაჩულია მაწონს 1923 წლიდან 1941 წლამდე აწარმოებდა და შემოსავალიც ჰქონდა. მაწონს "ბალია" დაარქვა. როგორც ჩანს, ეს მისი შვილის - ვალიას სახელის ოდნავი მოდიფიკაცია იყო... მეორე, ვინც საფრანგეთში მაწვნის წარმოება დაიწყო, გენერალი გიორგი კვინიტაძე გახლდათ. მოგეხსენებათ, ის 1918-1921 წლებში არაერთგზის იყო დანიშნული საქართველოს ჯარების მთავარსარდლის თანამდებობაზე. თავდაპირველად, ემიგრაციაში იგი მძიმე პირობებსა და სიდუხჭირეში აღმოჩნდა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი