პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი - ზურაბ ნეფარიძემ პროცესზე დაადასტურა, რომ ფარული ჩანაწერი ასახავს მის სექსუალურ ურთიერთობებს, ვიდეო კი მის კაბინეტშია გადაღებული
ადვოკატი - ზურაბ ნეფარიძემ პროცესზე დაადასტურა, რომ ფარული ჩანაწერი ასახავს მის სექსუალურ ურთიერთობებს, ვიდეო კი მის კაბინეტშია გადაღებული

ზუ­რაბ ნე­ფა­რი­ძემ დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და­ა­დას­ტუ­რა, რომ ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რის ნე­ბარ­თვით გან­ხორ­ცი­ელ­და, ასა­ხავს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­რე­მო­ე­ბებს, სექ­სუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს, - ამის შე­სა­ხებ საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის, ზუ­რაბ ნე­ფა­რი­ძის ად­ვო­კატ­მა ედი­შერ ქარ­ჩა­ვამ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­სა­მარ­თლო სხდო­მა გა­ი­მარ­თა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ბრალ­დე­ბულ­მა ზუ­რაბ ნე­ფა­რი­ძემ სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა მას აშან­ტა­ჟებ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბით, თუ არ აღი­ა­რებ­და ქრთა­მის აღე­ბის ფაქტს.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი მზად იყო ეღი­ა­რე­ბი­ნა არარ­სე­ბუ­ლი ფაქ­ტი, სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბის და­სა­ცა­ვად, ასე­ვე იმ პი­რო­ბით, რომ შვილ­სა და რძალს პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ა­ნე­ბებ­და თავს, თუმ­ცა ედი­შერ ქარ­ჩა­ვას თქმით, ბრალ­დე­ბულ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან ეს პი­რო­ბა ვერ მი­ი­ღო.

„ზუ­რაბ ნე­ფა­რი­ძემ დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და­ა­დას­ტუ­რა ფაქ­ტი, რომ ფა­რულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ზე, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რის ნე­ბარ­თვით გან­ხორ­ცი­ელ­და, ად­გი­ლი ჰქონ­და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ გა­რე­მო­ე­ბებს, ანუ სექ­სუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს...

ნე­ფა­რი­ძემ დღეს ისიც თქვა პრო­ცეს­ზე, რომ მას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დას­ცი­ნოდ­ნენ, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­აჩ­ნდათ და სთხოვ­დნენ ქრთა­მის აღე­ბის აღი­ა­რე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­კე­თე­ბუ­ლია მის სა­მუ­შაო ოთახ­ში. ამის შე­სა­ხებ ყვე­ლა სა­უბ­რობს და იცი­ან, რომ ეს კად­რე­ბი არ­სე­ბობს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო მის ღირ­სე­ბა­სა და ავ­ტო­რი­ტეტ­ზე მოქ­მე­დებს, თუ რო­გორ ახორ­ცი­ე­ლებ­და თურ­მე პი­როვ­ნე­ბა სექ­სუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას თა­ვის სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში. ამის გამო ის სა­სო­წარ­კვე­თა­ში ჩა­ვარ­და და გა­უ­ა­რეს­და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ედი­შერ ქარ­ჩა­ვამ.

ად­ვო­კა­ტის თქმით, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბულ­მა პრო­კუ­რორ ბექა ეჟიშ­ვი­ლის აცი­ლე­ბაც მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და გან­მარ­ტა, რომ არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, გარ­და ბრალ­დე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბი­სა.

პრო­კუ­რორ ბექა ეჟიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კი მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, არ­სე­ბობს პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბი, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ სთხოვს ზუ­რაბ ნე­ფა­რი­ძე ბი­უ­როს ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს, რომ მან მი­უ­ტა­ნოს თან­ხა, რო­მე­ლიც თით­ქოს ნე­ფა­რი­ძეს ეკუთ­ვნის. პრო­კუ­რორ­მა კი­დევ ერთხელ უარ­ყო დაც­ვის მხა­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­აჩ­ნია ზუ­რაბ ნე­ფა­რი­ძის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი.

„კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებ, რომ არა­ნა­ი­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი არ არ­სე­ბობს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი აუ­დიო და ვი­დეო ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ იღებს და სძა­ლავს ქრთამს ნე­ფა­რი­ძე ბი­უ­როს თა­ნამ­შრომ­ლებს. ეს არის დაც­ვის მხა­რის მო­ფიქ­რე­ბუ­ლი სტრა­ტე­გია და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას“, - გა­ნა­ცხა­და ბექა ეჟიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ნე­ფა­რი­ძეს წარ­დგე­ნი­ლი აქვს ბრა­ლი ქრთა­მის გა­მო­ძალ­ვა­ზე, თაღ­ლი­თო­ბა­ზე სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და შრო­მის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვა­ზე. პრო­კუ­რო­რის თქმით, შემ­დე­გი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა კვლავ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მე­ლიც 19 მარტს, 11:00 სა­ათ­ზე ჩა­ი­ნიშ­ნა. დღე­ვან­დელ სხდო­მას მხა­რე­ბის გარ­და და­ეს­წრო ექი­მი ფსი­ქი­ატ­რი და ფსი­ქო­ლო­გი.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის შვი­ლი­სა და მისი ად­ვო­კა­ტის მიერ მე­დი­ა­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბა უკვე და­ი­წყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ადვოკატი - ზურაბ ნეფარიძემ პროცესზე დაადასტურა, რომ ფარული ჩანაწერი ასახავს მის სექსუალურ ურთიერთობებს, ვიდეო კი მის კაბინეტშია გადაღებული

ადვოკატი - ზურაბ ნეფარიძემ პროცესზე დაადასტურა, რომ ფარული ჩანაწერი ასახავს მის სექსუალურ ურთიერთობებს, ვიდეო კი მის კაბინეტშია გადაღებული

ზურაბ ნეფარიძემ დღევანდელ პროცესზე დაადასტურა, რომ ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელიც პროკურატურის ნებართვით განხორციელდა, ასახავს პირადი ცხოვრების გარემოებებს, სექსუალურ ურთიერთობებს, - ამის შესახებ საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც სასამართლო სხდომა გაიმართა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა ზურაბ ნეფარიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ პროკურატურა მას აშანტაჟებდა აღნიშნული ვიდეოჩანაწერის გავრცელებით, თუ არ აღიარებდა ქრთამის აღების ფაქტს.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული მზად იყო ეღიარებინა არარსებული ფაქტი, საკუთარი ღირსების დასაცავად, ასევე იმ პირობით, რომ შვილსა და რძალს პროკურატურა დაანებებდა თავს, თუმცა ედიშერ ქარჩავას თქმით, ბრალდებულმა პროკურატურისგან ეს პირობა ვერ მიიღო.

„ზურაბ ნეფარიძემ დღევანდელ პროცესზე დაადასტურა ფაქტი, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერზე, რომელიც პროკურატურის ნებართვით განხორციელდა, ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების ამსახველ გარემოებებს, ანუ სექსუალურ ურთიერთობებს...

ნეფარიძემ დღეს ისიც თქვა პროცესზე, რომ მას პროკურატურაში დასცინოდნენ, რადგან აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გააჩნდათ და სთხოვდნენ ქრთამის აღების აღიარებას. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გაკეთებულია მის სამუშაო ოთახში. ამის შესახებ ყველა საუბრობს და იციან, რომ ეს კადრები არსებობს. საგამოძიებო ორგანო მის ღირსებასა და ავტორიტეტზე მოქმედებს, თუ როგორ ახორციელებდა თურმე პიროვნება სექსუალურ ურთიერთობას თავის სამუშაო კაბინეტში. ამის გამო ის სასოწარკვეთაში ჩავარდა და გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა პროკურორ ბექა ეჟიშვილის აცილებაც მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, გარდა ბრალდებულის ჩვენებისა.

პროკურორ ბექა ეჟიშვილის განცხადებით, კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, ვიდეომასალები, სადაც ჩანს, თუ როგორ სთხოვს ზურაბ ნეფარიძე ბიუროს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომ მან მიუტანოს თანხა, რომელიც თითქოს ნეფარიძეს ეკუთვნის. პროკურორმა კიდევ ერთხელ უარყო დაცვის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პროკურატურას გააჩნია ზურაბ ნეფარიძის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები.

„კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი არ არსებობს. სისხლის სამართლის საქმეში არსებობს სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე მოპოვებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ იღებს და სძალავს ქრთამს ნეფარიძე ბიუროს თანამშრომლებს. ეს არის დაცვის მხარის მოფიქრებული სტრატეგია და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - განაცხადა ბექა ეჟიშვილმა.

მისი თქმით, ნეფარიძეს წარდგენილი აქვს ბრალი ქრთამის გამოძალვაზე, თაღლითობაზე სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და შრომის კანონმდებლობის დარღვევაზე. პროკურორის თქმით, შემდეგი სასამართლო სხდომა კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართება, რომელიც 19 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. დღევანდელ სხდომას მხარების გარდა დაესწრო ექიმი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი.

მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ საკრებულოს ყოფილი დეპუტატის შვილისა და მისი ადვოკატის მიერ მედიაში გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურებრივი შემოწმება უკვე დაიწყო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები