კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი - გაჩეჩილაძის შემოსავლები არ ვიცი, გვარისა და სახელისთვის ყურადღება არასოდეს მიგვიქცევია
მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი - გაჩეჩილაძის შემოსავლები არ ვიცი, გვარისა და სახელისთვის ყურადღება არასოდეს მიგვიქცევია

მე­რი­ის ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი - ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის შე­მო­სავ­ლე­ბი და გა­სავ­ლე­ბი არ ვიცი, გვა­რი­სა და სა­ხე­ლის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არა­სო­დეს მიგ­ვიქ­ცე­ვია

არ ვიცი, ბა­ტო­ნი ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის არც შე­მო­სავ­ლე­ბი და არც გა­სავ­ლე­ბი, ამის შეს­წავ­ლა არ არის ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რის კომ­პე­ტენ­ცია, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის მე­რი­ის ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, გელა ჩი­ვი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის მე­რია არ არის პირ­ვე­ლი, ვინც გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და­ა­ფი­ნან­სა. ჩი­ვი­აშ­ვილს არ ეს­მის, რა­ტომ გახ­და სა­ლა­პა­რა­კო, რომ ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, მე­რი­ამ და­ა­ფი­ნან­სა.

“რე­ა­ლუ­რად, გვა­რი­სა და სა­ხე­ლე­ბის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არა­სო­დეს მიგ­ვიქ­ცე­ვია. ჩვენ და­ვა­ფი­ნან­სეთ ასე­ვე გიო ხუ­ციშ­ვი­ლი და ვანო ზო­დე­ლა­ვა. და­ვა­ფი­ნან­სეთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა აქვთ. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს არის მე­ო­თხე სტა­დი­ის ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა. როცა და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ასი­ა­თა­სო­ბით ლა­რია სა­ჭი­რო, რე­ფე­რა­ლუ­რი გა­დახ­დით ხდე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­შიც ანა­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტი იყო. გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა­ტომ გახ­და აჟი­ო­ტა­ჟის სა­გა­ნი. ვი­ნა­ი­დან ანა­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტე­ბი ად­რეც იყო. არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი იყო და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა, იმას კი არ ვაკ­რი­ტი­კებთ, თუ რა­ტომ მოხ­და ონ­კო­ლო­გი­უ­რი ავად­მყო­ფე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, უბ­რა­ლოდ გა­საკ­ვი­რია, რა­ტომ გახ­და სა­ლა­პა­რა­კო, რომ ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, და­ა­ფი­ნან­სა მე­რი­ამ“, - გა­ნა­ცხა­და ჩი­ვი­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, რომ ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნე­რია და შე­ის­წავ­ლა თუ არა მე­რი­ამ და­ფი­ნან­სე­ბამ­დე ეს სა­კი­თხი, ჩი­ვი­აშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ „შე­მო­სავ­ლე­ბი და გა­სავ­ლე­ბი მისი სამ­სა­ხუ­რის კომ­პე­ტენ­ცია არ არის“.

“არ ვიცი, ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნის არც შე­მო­სავ­ლე­ბი და არც გა­სავ­ლე­ბი, ამის შეს­წავ­ლა არ არის ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რის კომ­პე­ტენ­ცია. პი­რა­დად მე ვფიქ­რობ, რომ მძი­მე ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა უნდა და­ფი­ნანსდეს. ადა­მი­ა­ნის მკურ­ნა­ლო­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა გან­სჯის სა­გა­ნი არ უნდა გახ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა.

კი­თხვა­ზე, ხომ არ გეგ­მავს მე­რია გა­და­ხე­დოს და­ფი­ნან­სე­ბამ­დე მიზ­ნობ­რი­ო­ბის სა­კითხს და მო­ქა­ლა­ქის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ჩი­ვი­აშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ არ­სე­ბობს პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას ამის შეს­წავ­ლა ხდე­ბა.

“არ­სე­ბობს მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბი, რაც ცხა­დია ამას გუ­ლის­ხმობს, მაგ­რამ, რო­დე­საც არის რე­ფე­რა­ლუ­რი და­ფი­ნან­სე­ბა, ან სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან და­ფი­ნან­სე­ბა, ეს გუ­ლის­ხმობს სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, ეს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს დე­ტა­ლურ შეს­წავ­ლას. ასეთ დროს და­ფი­ნან­სე­ბა ხდე­ბა კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში, ორ სამ დღე­ში შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ოპე­რა­ცია ჰქონ­დეს და­ნიშ­ნუ­ლი, ან შე­იძ­ლე­ბა გა­და­უ­დებ­ლად ჰქონ­დეს გა­კე­თე­ბუ­ლი და უკვე ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი იყოს. ასეთ დროს აღარ რჩე­ბა დრო, რომ შე­ის­წავ­ლო. ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს არის რე­ფე­რა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში, კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა მოხ­დეს, მი­უ­ხე­და­ვად მათი სტა­ტუ­სი­სა. ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­მაც და­ა­ფი­ნან­სა 16 000 ლა­რით, შე­სა­ბა­მი­სად, მე­რია არ არის ერ­თა­დერ­თი უწყე­ბა, რო­მელ­მაც ის და­ა­ფი­ნან­სა. 2010 წლი­დან და­წყე­ბუ­ლი ხდე­ბო­და ადა­მი­ა­ნე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, მათ შო­რის საკ­მა­ოდ მსხვი­ლი თან­ხე­ბით. ეს ხდე­ბო­და იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­საც და რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე არის რის­კის ქვეშ, ეს გან­კი­თხვის სა­გა­ნი არ უნდა გახ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ჩი­ვი­აშ­ვილ­მა.

სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მტკი­ცე­ბით, გა­ჩე­ჩი­ლა­ძე მე­რი­ის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან პირ­ვე­ლად და­ფი­ნანსდა და მა­ნამ­დე მისი მხრი­დან მი­მარ­თვაც კი არ ყო­ფი­ლა.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის მე­რი­ის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე 30 ათა­სი ლა­რით და­ა­ფი­ნა­ნა, რაც სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვად ხარ­ჯვას წარ­მო­ად­გენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი - გაჩეჩილაძის შემოსავლები არ ვიცი, გვარისა და სახელისთვის ყურადღება არასოდეს მიგვიქცევია

მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი - გაჩეჩილაძის შემოსავლები არ ვიცი, გვარისა და სახელისთვის ყურადღება არასოდეს მიგვიქცევია

მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი - ლევან გაჩეჩილაძის შემოსავლები და გასავლები არ ვიცი, გვარისა და სახელისთვის ყურადღება არასოდეს მიგვიქცევია

არ ვიცი, ბატონი ლევან გაჩეჩილაძის არც შემოსავლები და არც გასავლები, ამის შესწავლა არ არის ჩვენი სამსახურის კომპეტენცია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, თბილისის მერია არ არის პირველი, ვინც გაჩეჩილაძე დააფინანსა. ჩივიაშვილს არ ესმის, რატომ გახდა სალაპარაკო, რომ ადამიანი, რომლის სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი, მერიამ დააფინანსა.

“რეალურად, გვარისა და სახელებისთვის ყურადღება არასოდეს მიგვიქცევია. ჩვენ დავაფინანსეთ ასევე გიო ხუციშვილი და ვანო ზოდელავა. დავაფინანსეთ ის ადამიანები, რომლებსაც კონკრეტულ სიტუაციაში მძიმე დაავადება აქვთ. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მეოთხე სტადიის ონკოლოგიური დაავადება. როცა დაავადების მკურნალობისთვის ასიათასობით ლარია საჭირო, რეფერალური გადახდით ხდება ამ ადამიანების დაფინანსება. კონკრეტულ შემთხვევაშიც ანალოგიური ფაქტი იყო. გაურკვეველია, რატომ გახდა აჟიოტაჟის საგანი. ვინაიდან ანალოგიური ფაქტები ადრეც იყო. არაერთი ადამიანი, მათ შორის მერიის მაღალჩინოსანი იყო დაფინანსებული. რა თქმა უნდა, იმას კი არ ვაკრიტიკებთ, თუ რატომ მოხდა ონკოლოგიური ავადმყოფების დაფინანსება, უბრალოდ გასაკვირია, რატომ გახდა სალაპარაკო, რომ ადამიანი, რომლის სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი, დააფინანსა მერიამ“, - განაცხადა ჩივიაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, რომ ლევან გაჩეჩილაძე დეკლარირებული მილიონერია და შეისწავლა თუ არა მერიამ დაფინანსებამდე ეს საკითხი, ჩივიაშვილმა უპასუხა, რომ „შემოსავლები და გასავლები მისი სამსახურის კომპეტენცია არ არის“.

“არ ვიცი, ბატონი ლევანის არც შემოსავლები და არც გასავლები, ამის შესწავლა არ არის ჩვენი სამსახურის კომპეტენცია. პირადად მე ვფიქრობ, რომ მძიმე ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა უნდა დაფინანსდეს. ადამიანის მკურნალობა და ჯანმრთელობა განსჯის საგანი არ უნდა გახდეს“, - აღნიშნა სამსახურის უფროსმა.

კითხვაზე, ხომ არ გეგმავს მერია გადახედოს დაფინანსებამდე მიზნობრიობის საკითხს და მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობას, ჩივიაშვილმა უპასუხა, რომ არსებობს პროგრამები, რომელთა განხორციელებისას ამის შესწავლა ხდება.

“არსებობს მიზნობრივი პროგრამები, რაც ცხადია ამას გულისხმობს, მაგრამ, როდესაც არის რეფერალური დაფინანსება, ან სარეზერვო ფონდიდან დაფინანსება, ეს გულისხმობს სხვადასხვა ადამიანების დახმარებას და შესაბამისად, ეს არ ითვალისწინებს დეტალურ შესწავლას. ასეთ დროს დაფინანსება ხდება კონკრეტულ მომენტში, ორ სამ დღეში შეიძლება ადამიანს ოპერაცია ჰქონდეს დანიშნული, ან შეიძლება გადაუდებლად ჰქონდეს გაკეთებული და უკვე ჰოსპიტალიზირებული იყოს. ასეთ დროს აღარ რჩება დრო, რომ შეისწავლო. ამ შემთხვევაში ეს არის რეფერალური დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, რომ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ ადამიანების დახმარება მოხდეს, მიუხედავად მათი სტატუსისა. ბატონი ლევანი ჯანდაცვის სამინისტრომაც დააფინანსა 16 000 ლარით, შესაბამისად, მერია არ არის ერთადერთი უწყება, რომელმაც ის დააფინანსა. 2010 წლიდან დაწყებული ხდებოდა ადამიანების დაფინანსება, მათ შორის საკმაოდ მსხვილი თანხებით. ეს ხდებოდა იმ ხელისუფლების დროსაც და როდესაც ადამიანის სიცოცხლე არის რისკის ქვეშ, ეს განკითხვის საგანი არ უნდა გახდეს“, - განაცხადა ჩივიაშვილმა.

სამსახურის უფროსის მტკიცებით, გაჩეჩილაძე მერიის სარეზერვო ფონდიდან პირველად დაფინანსდა და მანამდე მისი მხრიდან მიმართვაც კი არ ყოფილა.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან ლევან გაჩეჩილაძე 30 ათასი ლარით დააფინანა, რაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვას წარმოადგენს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები