მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს კალაძე ისრაელთან ურთიერთობასა და ბიზნესგარემოზე "სითი პარკის" განცხადებას
რას პასუხობს კალაძე ისრაელთან ურთიერთობასა და ბიზნესგარემოზე "სითი პარკის" განცხადებას

ეს არის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი კომ­პა­ნი­ის მხრი­დან მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა; ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი შე­ა­ფერ­ხებს იმ ურ­თი­ერ­თო­ბებს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­სა და ის­რა­ელს შო­რის არ­სე­ბობს, - ასე პა­სუ­ხობს თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე „სითი პარ­კის“ გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ის მხრი­დან კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტა ბიზ­ნეს­გა­რე­მო­სა და ქარ­თულ-ებ­რა­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას.

„ეს არის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი კომ­პა­ნი­ის მხრი­დან მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა. ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი შე­ა­ფერ­ხებს იმ ურ­თი­ერ­თო­ბებს, რო­მე­ლიც ჩვენ ქვეყ­ნებს შო­რის არ­სე­ბობს, იმ ბიზ­ნესკლი­მატს, რო­მე­ლიც ჩვენ ქვე­ყა­ნა­შია. ჩვენ ყვე­ლას მი­ვე­სალ­მე­ბით, ვინც კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ინ­ვეს­ტო­რია, კომ­პა­ნი­აა, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ეს იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი თუ უცხო­უ­რი ბიზ­ნე­სი. ჩვე­ნი კარი ყო­ველ­თვის არის ღია. მე უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი მყავს ის­რა­ელ­ში და ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, შე­უძ­ლი­ათ ჩა­მობ­რძან­დნენ და ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბი ექ­ნე­ბათ იმის­თვის, რომ ეს ინეს­ტი­ცი­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს. არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ კომ­პა­ნი­ებს ჩვენ მო­ვექ­ცე­ვით კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში. ყვე­ლამ უნდა სცეს პა­ტი­ვი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და მო­ექ­ცეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში", - გა­ნა­ცხდა კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბას, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის პრო­ცეს­ში მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის შე­სა­ხებ, კა­ლა­ძე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავს იკა­ვებს.

„მე თავს შე­ვი­კა­ვებ ამ გან­ცხა­დე­ბებ­ზე კო­მე­ნატ­რი გა­ვა­კე­თო. თუ მათ ექ­ნე­ბათ სურ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო­ში წა­ვიდ­ნენ, სა­სა­მარ­თლო­ში და­ვი­ცავთ ჩვენს პო­ზი­ცი­ებს, ისე­ვე, რო­გორც არ­ბიტ­რაჟ­ში“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ სა­კითხს, თუ რა რე­სურ­სით შეძ­ლებს თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია 10 აპ­რი­ლი­დან და­კის­რე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, მე­რის თქმით, "სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­სურ­სი გა­აჩ­ნია, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს არას­წო­რი პარ­კი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თვის სა­ჭი­რო ფუნ­ქცია. ამას კონ­ტრო­ლი­ო­რი გა­ა­კე­თებს, მძღო­ლი თუ სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე, მგო­ნი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს".

კა­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ კომ­პა­ნია შე­ფერ­ხე­ბი­სა და ქა­ო­სის გა­რე­შე შეძ­ლებს და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

„არას­წო­რი პარ­კი­რე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბას არა­ნა­ი­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა არ სჭირ­დე­ბა; სჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას გა­აჩ­ნია და ჩვე­უ­ლებ­რივ გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას, ყო­ველ­გვა­რი შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე. არა­ნა­ი­რი ქა­ო­სი არ იქ­ნე­ბა.

სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას აქვს ეს რე­სურ­სი, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ფუნ­ქცი­ე­ბი. ამას კონ­ტრო­ლი­ო­რი გა­ა­კე­თებს, მძღო­ლი თუ სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე, მგო­ნი არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის მე­რია 10 აპ­რი­ლი­დან კომ­პა­ნია „სითი პარკთან“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას წყვეტს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რას პასუხობს კალაძე ისრაელთან ურთიერთობასა და ბიზნესგარემოზე "სითი პარკის" განცხადებას

რას პასუხობს კალაძე ისრაელთან ურთიერთობასა და ბიზნესგარემოზე "სითი პარკის" განცხადებას

ეს არის არაკეთილსინდისიერი კომპანიის მხრიდან მანიპულირება; ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს იმ ურთიერთობებს, რაც საქართველოსა და ისრაელს შორის არსებობს, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე „სითი პარკის“ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მერიის მხრიდან კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ბიზნესგარემოსა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე მოახდენს გავლენას.

„ეს არის არაკეთილსინდისიერი კომპანიის მხრიდან მანიპულირება. ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობს, იმ ბიზნესკლიმატს, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია. ჩვენ ყველას მივესალმებით, ვინც კეთილსინდისიერი ინვესტორია, კომპანიაა, არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ქართული თუ უცხოური ბიზნესი. ჩვენი კარი ყოველთვის არის ღია. მე უამრავი მეგობარი მყავს ისრაელში და ვისაც სურვილი აქვს საქართველოში ინვესტიცია განახორციელოს, შეუძლიათ ჩამობრძანდნენ და ყველანაირი პირობები ექნებათ იმისთვის, რომ ეს ინესტიციები განხორციელდეს. არაკეთილსინდისიერ კომპანიებს ჩვენ მოვექცევით კანონის ფარგლებში. ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს კანონმდებლობას და მოექცეს კანონმდებლობის ფარგლებში", - განაცხდა კალაძემ.

რაც შეეხება კომპანიის განცხადებას, პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესში მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობის შესახებ, კალაძე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

„მე თავს შევიკავებ ამ განცხადებებზე კომენატრი გავაკეთო. თუ მათ ექნებათ სურვილი სასამართლოში წავიდნენ, სასამართლოში დავიცავთ ჩვენს პოზიციებს, ისევე, როგორც არბიტრაჟში“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა რესურსით შეძლებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია 10 აპრილიდან დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, მერის თქმით, "სატრანსპორტო კომპანიას ყველანაირი რესურსი გააჩნია, რომ განახორციელოს არასწორი პარკირების გამოვლენისთვის საჭირო ფუნქცია. ამას კონტროლიორი გააკეთებს, მძღოლი თუ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილე, მგონი მნიშვნელობა არ აქვს".

კალაძე აღნიშნავს, რომ კომპანია შეფერხებისა და ქაოსის გარეშე შეძლებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

„არასწორი პარკირების გამოვლინებას არანაირი მოწყობილობა არ სჭირდება; სჭირდება ადამიანური რესურსი, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გააჩნია და ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას, ყოველგვარი შეფერხების გარეშე. არანაირი ქაოსი არ იქნება.

სატრანსპორტო კომპანიას აქვს ეს რესურსი, რომ განახორციელოს ფუნქციები. ამას კონტროლიორი გააკეთებს, მძღოლი თუ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილე, მგონი არ აქვს მნიშვნელობა“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერია 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები