თოქ-შოუ "პროფილი" ეთერში რამდენიმე კვირა არ გასულა, ამის მიზეზად გადაცემის პროდიუსერებმა მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება დაასახელეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაცემის ოფიციალურ გვერდზე განცხადება 22 თებერვალს გავრცელდა.
მაყურებელი მოუთმენლად ელოდა გადაცემის ეთერში დაბრუნებას და როგორც ირკვევა, ერთ კვირაში გადაცემა ეთერში დაბრუნდება. ამის შესახებ "პროფილის" ფეისბუქის გვერდიდან გახდა ცნობილი.
"მალე! ეთერში ვბრუნდებით. ტრადიციული ფოტო გადაცემის ჩაწერამდე... დაელოდეთ შემდეგ ხუთშაბათს. მადლობა ყველას ყურადღებისთვის, მოგვენატრეთ, შემდეგ ხუთშაბათს ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ!" - ვკითხულობთ გადაცემა "პროფილის" ფეისბუქის გვერდზე განთავსებულ პოსტში, რომელსაც თან ახლავს მაია ასათიანის ახალი ფოტო. მასზე ტელეწამყვანი წითელ კოსტიუმშია გამოწყობილი და კარგად გამოიყურება.