პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
GEM Fest-ის მონაწილე პოლიციელებს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს - რას ყვება გოგონა AMBEBI.GE-სთან
GEM Fest-ის მონაწილე პოლიციელებს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს - რას ყვება გოგონა AMBEBI.GE-სთან

ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ GEM Fest-თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­სუ­ლი წლის ზა­ფხუ­ლი­დან კრი­ტი­კა არ წყდე­ბა. ჯერ იყო და ფეს­ტი­ვა­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს, 4 აგ­ვის­ტოს, ანაკ­ლი­ა­ში 22 წლის ნა­თია თა­ვარ­თქი­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ უდი­დე­სი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

გო­გო­ნას ნარ­კო­ტი­კუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცია ჰქონ­და და ექი­მე­ბი მის გა­დარ­ჩე­ნას 8 სა­ა­თი ცდი­ლობ­დნენ, თუმ­ცა ამა­ოდ. 4 აგ­ვის­ტოს GEM FEST-ის კი­დევ რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტებს და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი სუბსტან­ცი­ით მო­წამ­ვლის ნიშ­ნე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­მო­ძი­ე­ბას მო­ი­თხოვ­და და ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

GEM FEST-ის დას­რუ­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე, ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში შე­საძ­ლო ფი­ნან­სურ დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ძი­ე­ბაც და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 185-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ახლა კი, ფეს­ტი­ვა­ლის დას­რუ­ლე­ბი­დან ნა­ხე­ვა­რი წლის შემ­დეგ, GEM FEST-ზე დამ­სწრე­ე­ბი ახალ სკან­და­ლურ დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, რომ­ლე­ბიც ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პო­ლი­ცი­ის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ვე­ბის ფაქ­ტებს ეხე­ბა.

AMBEBI.GE-ს ფეს­ტი­ვალ­ზე მყოფ­მა გო­გო­ნამ ანო­ნი­მუ­რად უამ­ბო მისი და მისი რამ­დე­ნი­მე მე­გობ­რის ის­ტო­რია, რომ­ლე­ბიც ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ვინც ე.წ კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა­ზე იყ­ვნენ პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი, გო­გო­ნებს ინ­ტი­მურ ურ­თი­ერ­თო­ბას სთა­ვა­ზობ­დნენ, უა­რის შემ­დეგ კი გა­აფრ­თხი­ლეს, რომ ფაქ­ტის შე­სა­ხებ არ­სად მო­ე­ყო­ლათ.

"თა­ვი­დან მზე­რით და­ი­წყო. შემ­დეგ სა­უ­ბა­რი სცა­დეს, თბი­ლი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე დი­ა­ლო­გით ცდი­ლობ­დნენ და­ახ­ლო­ე­ბას, მო­დი­ოდ­ნენ და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შე­მოს­ვლას სხვა­დას­ხვა ხერ­ხე­ბით ცდი­ლობ­დნენ... გო­გო­ნებს "კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქი­დან" ფეს­ტი­ვა­ლის მხა­რეს გა­დაყ­ვა­ნას ხში­რად სთა­ვა­ზობ­დნენ, ამას კი მე­გობ­რუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბით ხსნიდ­ნენ. მე­ო­რე მხა­რეს გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ კი იწყებ­დნენ ხე­ლე­ბის ფა­თურს, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას, მაგ­რამ ამას მა­შინ ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, რო­დე­საც კო­ლე­გებ­თან ერ­თად არ იყ­ვნენ და მარ­ტო მოგ­ვი­ხელ­თებ­დნენ“ - აცხა­დებს ერთ-ერთი გო­გო­ნა, რომ­ლის თქმით, მსგავ­სი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი თა­ვა­დაც გახ­და.

AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტის მტკი­ცე­ბით, პო­ლი­ცი­ელ­მა მას სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბაც შეს­თა­ვა­ზა.

"ბულ­ვარ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ე­ლი მო­ვი­და და ერთი სა­ა­თით კა­რავ­ში შეს­ვლა შე­მომ­თა­ვა­ზა, მე ეს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბად აღ­ვიქ­ვი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლას გა­დავ­წყვი­ტე მის­ვლა. მინ­დო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის შე­სა­ხებ მისი კო­ლე­გე­ბის­თვის მეთ­ქვა. იქ მყოფ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გვი­თხრეს, რომ სა­კითხს მო­აგ­ვა­რებ­დნენ, თუმ­ცა არ უნდა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი­ყო. ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბი ჩა­ი­წე­რეს და დაგვპირ­დნენ, რომ სი­ახ­ლის შემ­თხვე­ვა­ში დაგ­ვი­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად მოხ­და - ამ ამ­ბის შემ­დეგ და­ი­წყო მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე ზა­რე­ბი და მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი იმ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­გან, ვინც ჩვენ დახ­მა­რე­ბას დაგვპირ­დნენ. შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი იყო ასე­თი ში­ნა­არ­სის: "სა­ღა­მოს ყა­ვა­ზე ხომ არ გავ­სუ­ლი­ყა­ვით"; "ამ სა­ღა­მოს რას აკე­თებ, ხინ­კალ­ზე დაგ­პა­ტი­ჟებ" და ა.შ. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ფეს­ტი­ვა­ლი და­გეგ­მილ­ზე ადრე და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, რად­გან თავს და­ცუ­ლად აღარ ვგრძნობ­დი" - იხ­სე­ნებს გო­გო­ნა.

შე­საძ­ლო სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ვე­ბის მსხვერ­პლის მო­ნა­თხრო­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად, AMBEBI.GE ფეს­ტი­ვალ GEM Fest-ის ორ­გა­ნი­ზა­ტორს, გი­ორ­გი სი­გუ­ას და­უ­კავ­შირ­და. რო­გორც სი­გუა აცხა­დებს, მას მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად ეს­მის.

"ფეს­ტი­ვა­ლის შიგ­ნით უსაფრ­თხო­ე­ბას კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია, კარ­თან კი დაც­ვის პო­ლი­ცია იცავ­და. ეს სა­კი­თხი რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ მე მა­ინც ტყუ­ი­ლი მგო­ნია, პო­ლი­ცი­ე­ლებს ასე­თი რამ ეკად­რათ" - აღ­ნიშ­ნა მან.

GEM Fest-ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ ფეს­ტი­ვალ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა და სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ის შსს-ს კო­მენ­ტარს და­ე­ლო­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცი­ას აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ვე­ბის სა­კი­თხზე უწყე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს.

"ჩვენ­თან ასე­თი სა­ხის გან­ცხა­დე­ბა შე­მო­სუ­ლი არ არის და თუ ამ­გვა­რი ფაქ­ტე­ბი და­ფიქ­სირ­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს შე­უძ­ლით გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას მი­მარ­თონ" - გან­მარ­ტა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

რა რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტებს, რო­გორც ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის, ისე შს სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. AMBEBI.GE ეც­დე­ბა, სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბას.

ავ­ტო­რე­ბი: მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი, სო­ფია მე­ფა­რიშ­ვი­ლი

GEM Fest-ის მონაწილე პოლიციელებს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს - რას ყვება გოგონა AMBEBI.GE-სთან

GEM Fest-ის მონაწილე პოლიციელებს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს - რას ყვება გოგონა AMBEBI.GE-სთან

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM Fest-თან დაკავშირებით, გასული წლის ზაფხულიდან კრიტიკა არ წყდება. ჯერ იყო და ფესტივალის მიმდინარეობის დროს, 4 აგვისტოს, ანაკლიაში 22 წლის ნათია თავართქილაძის გარდაცვალებამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში.

გოგონას ნარკოტიკული ინტოქსიკაცია ჰქონდა და ექიმები მის გადარჩენას 8 საათი ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ. 4 აგვისტოს GEM FEST-ის კიდევ რამდენიმე მონაწილე გადაიყვანეს საავადმყოფოში და ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს დაუზუსტებელი სუბსტანციით მოწამვლის ნიშნები აღენიშნებოდათ. საზოგადოება აღნიშნულის გამოძიებას მოითხოვდა და ფესტივალის ორგანიზატორებს უყურადღებობაში ადანაშაულებდა.

GEM FEST-ის დასრულებიდან მალევე, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ახლა კი, ფესტივალის დასრულებიდან ნახევარი წლის შემდეგ, GEM FEST-ზე დამსწრეები ახალ სკანდალურ დეტალებზე საუბრობენ, რომლებიც ფესტივალის ტერიტორიაზე პოლიციის მხრიდან სექსუალური შევიწროვების ფაქტებს ეხება.

AMBEBI.GE-ს ფესტივალზე მყოფმა გოგონამ ანონიმურად უამბო მისი და მისი რამდენიმე მეგობრის ისტორია, რომლებიც ირწმუნებიან, რომ პოლიციელები, ვინც ე.წ კარვების ქალაქის ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვაზე იყვნენ პასუხისმგებლები, გოგონებს ინტიმურ ურთიერთობას სთავაზობდნენ, უარის შემდეგ კი გააფრთხილეს, რომ ფაქტის შესახებ არსად მოეყოლათ.

"თავიდან მზერით დაიწყო. შემდეგ საუბარი სცადეს, თბილი და სტუმართმოყვარე დიალოგით ცდილობდნენ დაახლოებას, მოდიოდნენ და ურთიერთობაში შემოსვლას სხვადასხვა ხერხებით ცდილობდნენ... გოგონებს "კარვების ქალაქიდან" ფესტივალის მხარეს გადაყვანას ხშირად სთავაზობდნენ, ამას კი მეგობრული მზრუნველობით ხსნიდნენ. მეორე მხარეს გადაყვანის შემდეგ კი იწყებდნენ ხელების ფათურს, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მაგრამ ამას მაშინ ახორციელებდნენ, როდესაც კოლეგებთან ერთად არ იყვნენ და მარტო მოგვიხელთებდნენ“ - აცხადებს ერთ-ერთი გოგონა, რომლის თქმით, მსგავსი მოპყრობის მსხვერპლი თავადაც გახდა.

AMBEBI.GE-ს რესპონდენტის მტკიცებით, პოლიციელმა მას სექსუალური ურთიერთობაც შესთავაზა.

"ბულვარში ვიმყოფებოდი, როდესაც პოლიციელი მოვიდა და ერთი საათით კარავში შესვლა შემომთავაზა, მე ეს სექსუალურ შევიწროებად აღვიქვი და პოლიციელების თავშეყრის ადგილას გადავწყვიტე მისვლა. მინდოდა აღნიშნული პირის შესახებ მისი კოლეგებისთვის მეთქვა. იქ მყოფმა პოლიციელებმა გვითხრეს, რომ საკითხს მოაგვარებდნენ, თუმცა არ უნდა გახმაურებულიყო. ჩვენი მონაცემები ჩაიწერეს და დაგვპირდნენ, რომ სიახლის შემთხვევაში დაგვიკავშირდებოდნენ.

რეალურად, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა - ამ ამბის შემდეგ დაიწყო მობილურ ტელეფონზე ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები იმ პოლიციელებისგან, ვინც ჩვენ დახმარებას დაგვპირდნენ. შეტყობინებები იყო ასეთი შინაარსის: "საღამოს ყავაზე ხომ არ გავსულიყავით"; "ამ საღამოს რას აკეთებ, ხინკალზე დაგპატიჟებ" და ა.შ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ფესტივალი დაგეგმილზე ადრე დამეტოვებინა, რადგან თავს დაცულად აღარ ვგრძნობდი" - იხსენებს გოგონა.

შესაძლო სექსუალური შევიწროვების მსხვერპლის მონათხრობის გადასამოწმებლად, AMBEBI.GE ფესტივალ GEM Fest-ის ორგანიზატორს, გიორგი სიგუას დაუკავშირდა. როგორც სიგუა აცხადებს, მას მსგავსი ფაქტების შესახებ პირველად ესმის.

"ფესტივალის შიგნით უსაფრთხოებას კრიმინალური პოლიცია, კართან კი დაცვის პოლიცია იცავდა. ეს საკითხი რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე მაინც ტყუილი მგონია, პოლიციელებს ასეთი რამ ეკადრათ" - აღნიშნა მან.

GEM Fest-ის ორგანიზატორი ასევე განმარტავს, რომ ფესტივალზე უსაფრთხოების პრობლემა არ ყოფილა და სექსუალური შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით, ის შსს-ს კომენტარს დაელოდება.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყებაში განმარტავენ, რომ პოლიციელების მხრიდან სექსუალური შევიწროვების საკითხზე უწყება ინფორმაციას არ ფლობს.

"ჩვენთან ასეთი სახის განცხადება შემოსული არ არის და თუ ამგვარი ფაქტები დაფიქსირდა დაზარალებულებს შეუძლით გენერალურ ინსპექციას მიმართონ" - განმარტა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

რა რეაგირება მოჰყვება აღნიშნულ ფაქტებს, როგორც ფესტივალის ორგანიზატორების, ისე შს სამინისტროს მხრიდან, ჯერჯერობით უცნობია. AMBEBI.GE ეცდება, საკითხთან დაკავშირებით ახალი დეტალების მოძიებას.

ავტორები: მარიამ მენაბდიშვილი, სოფია მეფარიშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ