პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იანოშ ჰერმანი - ვიმედოვნებთ, ევროკავშირში სულგუნითა და მაწვნით ვისიამოვნებთ
იანოშ ჰერმანი - ვიმედოვნებთ, ევროკავშირში სულგუნითა და მაწვნით ვისიამოვნებთ

იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში ვი­სი­ა­მოვ­ნებთ სულ­გუ­ნი­თა და მაწ­ვნით, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ია­ნოშ ჰერ­მან­მა „ტვი­ტე­რის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა.

ამ პოს­ტით ჰერ­მა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა გუ­შინ, სას­ტუმ­რო „რე­დი­სონ ბლუ ივე­რი­ა­ში" გმარ­თულ კავ­კა­სი­ის რძის სექ­ტო­რის კონ­გრესს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა და ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ია­ნოშ ჰერ­მან­მა გახ­სნეს.

„კავ­კა­სი­ის რძის სექ­ტო­რის კონ­გრეს­ზე ხაზი გა­ვუს­ვით ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ექ­სპორ­ტი­ო­რე­ბის­თვის, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სარ­გე­ბელს, რო­მელ­საც მი­ი­ღე­ბენ უკე­თე­სი ხა­რის­ხი­სა და უფრო ჯან­მრთე­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბით. იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში ვი­სი­ა­მოვ­ნებთ სულ­გუ­ნი­თა და მაწ­ვნით“, - წერს ჰერ­მა­ნი „ტვი­ტე­რის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე.

„კავ­კა­სი­ის რძის სექ­ტო­რის კონ­გრე­სის მთა­ვა­რი თემა გუ­შინ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის და ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ხილ­ვა იყო. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ე­რო-ს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან აც­ნო­ბეს, რძის პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, კონ­გრესს ყო­ველ­წლი­უ­რად ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი (EBRD) და გა­ე­რო-ს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია (FAO) მას­პინ­ძლო­ბენ. ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან ევ­რო­კავ­ში­რი - ინი­ცი­ა­ტი­ვით "ევ­რო­კავ­ში­რი ბიზ­ნე­სი­სათ­ვის" - და სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო. კონ­გრესს კავ­კა­სი­ი­დან და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­დან 200-ზე მეტი მო­ნა­წი­ლე და­ეს­წრო. მათ შო­რის იყ­ვნენ ფერ­მე­რე­ბი, გა­და­მა­მუ­შა­ვებ­ლე­ბი, და­ნად­გარ-მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მიმ­წო­დებ­ლე­ბი, დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

იანოშ ჰერმანი - ვიმედოვნებთ, ევროკავშირში სულგუნითა და მაწვნით ვისიამოვნებთ

იანოშ ჰერმანი - ვიმედოვნებთ, ევროკავშირში სულგუნითა და მაწვნით ვისიამოვნებთ

იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირში ვისიამოვნებთ სულგუნითა და მაწვნით, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ამ პოსტით ჰერმანი გამოეხმაურა გუშინ, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" გმართულ კავკასიის რძის სექტორის კონგრესს, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა გახსნეს.

„კავკასიის რძის სექტორის კონგრესზე ხაზი გავუსვით ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებს ექსპორტიორებისთვის, ასევე, საქართველოს მოქალაქეების სარგებელს, რომელსაც მიიღებენ უკეთესი ხარისხისა და უფრო ჯანმრთელი რძის პროდუქტებით. იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირში ვისიამოვნებთ სულგუნითა და მაწვნით“, - წერს ჰერმანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

„კავკასიის რძის სექტორის კონგრესის მთავარი თემა გუშინ მცირე და საშუალო ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობის და ახალი შესაძლებლობების განხილვა იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან აცნობეს, რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მიზნით, კონგრესს ყოველწლიურად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მასპინძლობენ. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ევროკავშირი - ინიციატივით "ევროკავშირი ბიზნესისათვის" - და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. კონგრესს კავკასიიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან 200-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. მათ შორის იყვნენ ფერმერები, გადამამუშავებლები, დანადგარ-მოწყობილობების მიმწოდებლები, დარგის ექსპერტები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო