ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის მუდმივად მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, - ამის შესახებ ტერეზა მეიმ პარლამენტში რუსეთის შესახებ გამართული დებატების შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.
„ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეიარაღებული ძალები გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან“, - აღნიუშნა ტერეზა მეიმ.
დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რაც პასუხი გახდა ГРУ-ს ყოფილი ოფიცრის მკვლელობის მცდელობაზე, რაშიც ოფიციალურმა ლონდონმა რუსეთი დაადანაშაულა.