მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომავლის მასწავლებელი" სოფელ ჩიბათის სკოლიდან
"მომავლის მასწავლებელი" სოფელ ჩიბათის სკოლიდან

ჩი­ბა­თი - სო­ფე­ლი, სა­დაც ლადო აფხა­ზა­ვა ას­წავ­ლის, ლან­ჩხუ­თის რა­ი­ონ­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი გზი­დან 20 წუ­თის სა­ვალ­ზე მდე­ბა­რე­ობს. სკო­ლა­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე ხვდე­ბი, რომ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სკო­ლა არ არის. მთა­ვარ შე­სას­ვლელ­ში ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს ძვე­ლი სკივ­რი, რო­მელ­შიც მოს­წავ­ლე­ებს და­ვა­ლე­ბებ­სა და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას უტო­ვე­ბენ, რად­გან სტან­დარ­ტუ­ლად და­ფა­ზე გა­მოკ­რუ­ლი ტექ­სტე­ბის კი­თხვა ყვე­ლას ეზა­რე­ბა და რო­გორც წესი, უყუ­რა­დღე­ბოდ რჩე­ბა.

ვლა­დი­მერ აფხა­ზა­ვა ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩი­ბა­თის სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლია. ის მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გახ­ლავთ. აფხა­ზა­ვა პროგ­რა­მის - ”მო­მავ­ლის თა­ო­ბა” ერთ-ერთი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია, რო­მე­ლიც ხელს უწყობს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას სკო­ლებ­ში. წლის მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­კუ­თარ წარ­მა­ტე­ბას და პრო­ფე­სი­ულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას დიდ­წი­ლად სწო­რედ ამ პროგ­რა­მას უმად­ლის.

ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს მოს­წავ­ლე­ე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ცხრი­ლი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბის­თვის მი­ღე­ბულ ქუ­ლა­თა რა­ო­დე­ნო­ბას გან­სა­ზღვრავს. ცხრილ­თან ჯგუ­ფე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბიც წე­რია. აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აღ­ვი­ვებს, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის ლადო აფხა­ზა­ვას მი­ე­რაა ინი­ცი­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ამ აქ­ტი­ვო­ბებ­ში უკვე ყვე­ლა კლა­სი და ყვე­ლა პე­და­გო­გი აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი. მა­გა­ლი­თად, სა­ინ­ტე­რე­სო სტუმ­რის მოწ­ვე­ვი­სა და შეხ­ვედ­რის გა­მარ­თვის­თვის ჯგუ­ფი 80 ქუ­ლას მი­ი­ღებს, საკ­ლა­სო პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბის­თვის 200 ქუ­ლას.

ყვე­ლა­ზე "ძვი­რად" ფა­სობს ად­ვო­კა­ტი­რე­ბა ანუ გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მის აღ­მო­ჩე­ნა და მისი მოგ­ვა­რე­ბა. პრობ­ლე­მის აღ­მო­ჩე­ნა 100 ქუ­ლაა, მისი სრულ­ყო­ფი­ლი ად­ვო­კა­ტი­რე­ბა კი - 350. შიდა კონ­კუ­რენ­ცი­ის გარ­და, ბავ­შვე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის­თვის მრა­ვა­ლი მო­ტი­ვა­ტო­რიც არ­სე­ბობს, მა­გა­ლი­თად, წლის ბო­ლოს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კლა­სი მიჰ­ყავთ ექ­სკურ­სი­ა­ზე, ჩუქ­ნი­ან გა­სარ­თო­ბი პარ­კის ”ცი­ცი­ნა­თე­ლას” ვა­უ­ჩერს და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ
11:44 / 17-04-2018

თბილისური სკოლა, რომელიც ბულინგს განსხვავებული მეთოდით ებრძვის

10:16 / 21-09-2018

"მოსწავლეები ტანსაცმლის ბრენდებში არ ეჯიბრებიან..." - რატომ შეჰყავთ მშობლებს შვილები კერძო სკოლაში

07:58 / 21-02-2019

ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ათ ფინალისტს შორისაა!

10:46 / 22-02-2019

"თავის სარჩენად თურქეთში წავედი და ხალიჩებს ვრეცხავდი..." - რატომ გაათავისუფლა 2012 წელს ლადო აფხა­ზა­ვა ლანჩხუთის გამგებელმა სამსახურიდან

10:44 / 22-03-2019

რა ხდება თბილისის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეებს არასწორი პასუხის "შიში" არ აქვთ და შესვენებაზე მულტფილმებს უყურებენ

12:06 / 11-05-2019

ქართველი მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს საქართველოს ისტორიას "ფეისბუქის" და "ტვიტერის" დახმარებით ასწავლის

10:03 / 07-06-2019

"21-ე საუკუნეში აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე ფორმულები" - განათლების მინისტრის მოადგილე ხმაურიან განცხადებასა და ახალ სასკოლო საგნებზე

”მარ­თა­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა მე-9 და მე-10 კლა­სებ­ში ის­წავ­ლე­ბა, მაგ­რამ პრობ­ლე­მის აღ­მო­ჩე­ნა და ად­ვო­კა­ტი­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ კლა­სელს შე­უძ­ლია. მე­ხუ­თე კლა­სე­ლე­ბიც კი აკე­თე­ბენ ამას. მა­გა­ლი­თად, მათი ინი­ცი­ა­ტი­ვით ზამ­თარ­ში მწვა­ნე სა­ფარს მე­სე­რე­ბი და­უ­მაგრდა. ზო­გა­დად, მოს­წავ­ლე­ე­ბი, სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა სა­კი­თხში არი­ან ჩარ­თუ­ლი. სკო­ლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბა მარ­თავს სკო­ლას. ად­მი­ნის­ტრა­ცია არის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო და თვი­თონ მოს­წავ­ლე­ე­ბი - სა­კა­ნონ­მდებ­ლო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ში მშობ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან,” - აღ­ნიშ­ნავს აფხა­ზა­ვა.

ბავ­შვებ­მა ბევ­რი რამ შეძ­ლეს სოფ­ლის­თვის: და­ად­გმე­ვი­ნეს ნაგ­ვის ურ­ნე­ბი, მდი­ნა­რის ჯე­ბი­რე­ბი გა­ა­კე­თე­ბი­ნეს, სა­ფეხ­მავ­ლო ხი­დე­ბი და სა­ნი­აღ­ვრე არ­ხე­ბი აღად­გე­ნი­ნეს, დამსკდა­რი მი­ლე­ბი გა­მო­აც­ვლე­ვი­ნეს და ა.შ. სკო­ლა­ში დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კოლ­ხუ­რი ბზის, მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას და შემ­დეგ მათ გაშ­ვი­ლე­ბას. მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში და­წყე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა იმ დო­ნე­ზე გა­ნა­ვი­თა­რეს, რომ უკვე 4 000 ევ­რო­ი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბა აქვთ და მა­ღა­ლი დო­ნის სათ­ბურ­საც აკე­თე­ბენ.

”პირ­ვე­ლად თვითთ­მარ­თვე­ლო­ბა­ში რომ მი­ვიდ­ნენ მო­თხოვ­ნით, პრო­ექ­ტის და­წე­რა სთხო­ვეს, რაც მათ­თვის პირ­ვე­ლი სირ­თუ­ლე იყო. მე არ და­ვუ­წე­რე, ვე­ცა­დე თვი­თონ ემუ­შა­ვათ ამა­ზეც და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­სუ­ლიყ­ვნენ სა­ბო­ლოო შე­დე­გამ­დე. მინ­და გი­თხრათ, რომ ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. სა­ბო­ლო­ოდ მოს­წავ­ლე­ე­ბი იმ­დე­ნად და­ინ­ტე­რეს­დნენ თე­მის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბით, რომ საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მებ­ზეც კი და­დი­ოდ­ნენ და მათ მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვა­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ. თუ რო­მე­ლი­მე პრო­ექ­ტზე პა­სუ­ხი გა­ი­წე­ლე­ბო­და, ხში­რად ბავ­შვე­ბი უჩე­მო­დაც მი­დი­ოდ­ნენ გამ­გე­ბელ­თან. გამ­გე­ო­ბა სკო­ლის გვერ­დი­თაა”, - იხ­სე­ნებს ლადო აფხა­ზა­ვა.

ლადო მას­წავ­ლებ­ლის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის დიდი ნა­წი­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, თა­მა­შით სწავ­ლაა. მისი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი აქ­ტი­ვო­ბა სექ­ტო­რებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და მის მნიშ­ვნე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამ აქ­ტი­ვო­ბის დროს მას გაკ­ვე­თილ­ზე მი­აქვს კომ­ბოს­ტო, რო­მელ­ზეც და­მაგ­რე­ბუ­ლია ფე­რა­დი ფურ­ცლე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა აქ­ტი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ით. მოს­წავ­ლე­ებ­მა უამ­რა­ვი ფურ­ცლი­დან უნდა და­ტო­ვონ ის 5, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ააქ­ტი­უ­რებს. ვინც და­ვა­ლე­ბას ვერ შე­ას­რუ­ლებს, ლი­მო­ნის ჭამა მო­უ­წევს. კომ­ბოს­ტოც არაა პი­რო­ბი­თად შერ­ჩე­უ­ლი. რო­გორც პე­და­გო­გი გან­მარ­ტავს, კომ­ბოს­ტოს ფოთ­ლე­ბი მჭიდ­რო­დაა ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ისე­ვე რო­გორც სექ­ტო­რე­ბი უნდა იყ­ვნენ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მისი ბირ­თვი კი დე­მოკ­რა­ტი­აა.

”სექ­ტო­რებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ბევ­რი ადა­მი­ა­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და­ნერგვა შე­უძ­ლია. ჩვენ­მა ბავ­შვებ­მა უკვე იცი­ან, რო­გორ მარ­თონ სო­ფე­ლი და გამ­გე­ო­ბა, პრობ­ლე­მის მარ­თვა და პო­ზი­ტი­უ­რად მოგ­ვა­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ,” - და­ა­მა­ტა მან.

გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ხში­რად მსჯე­ლო­ბენ ბუ­ლინ­გი­სა და კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზეც, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლის აქ­ტუ­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბია.

”სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი არატ­რა­დი­ცი­უ­ლია. არის შემ­თხვე­ვა, როცა ბავ­შვს ამა თუ იმ მი­ზე­ზის გამო, გაკ­ვე­თი­ლის მო­ყო­ლა არ უნდა. ამ შემ­თხვე­ვა­ში მას ვთა­ვა­ზობთ, რომ გაკ­ვე­თი­ლის თე­მა­ზე უმ­ცროსკლა­სელს პა­ტა­რა ტრე­ნინ­გი ჩა­უ­ტა­როს. მა­გა­ლი­თად, კონ­ფლიქ­ტე­ბის სა­კი­თხე­ბის მომ­ზა­დე­ბა და მო­ყო­ლა უჭირთ ხოლ­მე ბავ­შვებს. ცოტა ხნის წინ მე-10 კლა­სე­ლებ­მა სწო­რედ ამ სა­კი­თხებ­ზე ჩა­უ­ტა­რეს გაკ­ვე­თი­ლი უმ­ცროს კლა­სე­ლებს. ეს პა­ტა­რე­ბის­თვი­საც უფრო და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო, დი­დე­ბის­თვის კი - კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბაა,” - გან­მარ­ტავს პე­და­გო­გი.

სა­ბო­ლო­ოდ, ლადო აფხა­ზა­ვას მი­ზა­ნია მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ლი­დე­რე­ბად აღ­ზარ­დოს, და­მო­უ­კი­დე­ბელ, კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე პი­როვ­ნე­ბე­ბად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს, რომ მათ შეძ­ლონ აზ­რის გა­მო­ხატ­ვა, იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა და სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ლადო თავ­და­პირ­ვე­ლად ხე­ლოვ­ნე­ბას და რე­ლი­გი­ის ის­ტო­რი­ას ას­წავ­ლი­და. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის საგ­ნის შე­მო­ღე­ბის შემ­დეგ კი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნობს. 2012 წელს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში ”მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა” მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სწო­რედ მას შემ­დეგ და­ი­წყო ინო­ვა­ცი­ურ მე­თო­დებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

”როცა მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე სკო­ლა­ში, გარ­კვე­ულ აქ­ტი­ვო­ბებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი, მაგ­რამ ვერ ვარ­ქმევ­დი ზუსტ სა­ხელს, თუ რა იყო ეს. ”მო­მავ­ლის თა­ო­ბის” პროგ­რა­მამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­არ­ქვა და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ზა­ნიც უფრო ცალ­სა­ხა გახ­და. ჩემს კა­რი­ე­რა­ში ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი იყო. ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მოხ­და ჩემი რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის კო­რექ­ცია, ამაღ­ლდა ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და­იხ­ვე­წა ამ პროგ­რა­მა­ში არა მხდო­ლოდ ჩვენს რა­ი­ონ­ში, არა­მედ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით,” - გან­მარ­ტავს ლადო აფხა­ზა­ვა.

USAID-ის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მა, რო­მელ­საც PH International ახორ­ცი­ე­ლებს, ჩი­ბა­თის სა­ჯა­რო სკო­ლის მსგავ­სად 1200-ზე მეტ სკო­ლას მო­ი­ცავს. 2018 წლი­დან კი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა კი­დევ 230 სკო­ლას გა­უ­წევს დახ­მა­რე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ქვე­ყა­ნას ლადო აფხა­ზა­ვას მსგავ­სად გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი კი­დევ უფრო მეტი პე­და­გო­გი ეყო­ლე­ბა.

აქვე გთა­ვა­ზობთ რჩე­ვებს ლადო მას­წავ­ლებ­ლის­გან, თუ რო­გო­რი უნდა იყოს კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი:

მას­წავ­ლე­ბელ­მა ინო­ვა­ცი­უ­რი გა­და­წყვე­ტის გზე­ბი უნდა ეძე­ბოს. ინ­ფორ­მა­ცი­ულ ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობთ და ბავ­შვე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღე­ბენ. ამ პი­რო­ბებ­ში კი მას­წავ­ლე­ბელ­მა თუ რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ და­ახ­ვედ­რა მოს­წავ­ლეს გაკ­ვე­თილ­ზე, მას ვერ და­ა­ინ­ტე­რე­სებს. ამი­ტომ პე­და­გოგ­მა 2-3 გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­სა­ლა მა­ინც უნდა მო­ამ­ზა­დოს და სა­ინ­ტე­რე­სო მე­თო­დით გა­დას­ცეს ბავ­შვს.

მოს­წავ­ლემ უნდა იგ­რძნოს, რომ მის წი­ნა­შე რა­ღაც პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც მის­გან გა­დაჭ­რას ელო­დე­ბა. ესაა პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტი ხელს გვი­წყობს, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გავ­ხა­დო. თუმ­ცა, სხვა საგ­ნებ­შიც შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელ­მა ახ­ლა­ხან შეს­თა­ვა­ზა ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს აქ­ტი­ვო­ბა, რომ მდი­ნა­რის მე­ო­რე ნა­პირ­ზე მდგა­რი ხის სი­მაღ­ლე გა­ე­ზო­მათ. კონ­კრე­ტულ მა­თე­მა­ტი­კურ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ერ­თად, ბავ­შვებ­მა ბევ­რი სხვა უნარ-ჩვე­ვაც გა­მო­ი­მუ­შა­ვეს.

  • მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­მავ­ლის­თვის მო­ამ­ზა­დონ და არა მხო­ლოდ დღე­ის­თვის, ერთი კონ­კრე­ტუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის­თვის.
  • ჩვენ წი­ნას­წარ უნდა განვჭვრი­ტოთ, რა დას­ჭირ­დე­ბათ მათ წლე­ბის შემ­დეგ, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი ექ­ნე­ბათ.
  • უნდა ვას­წავ­ლოთ, რომ ყვე­ლა­ფერ­ში მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, არ დარ­ჩნენ მუდ­მი­ვად კომ­ფორ­ტის ზო­ნა­ში, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში ახალს აღარ სწავ­ლო­ბენ.
  • ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი, რომ გა­ა­კე­თონ ის, რაც არას­დროს გა­უ­კე­თე­ბი­ათ და შე­იძ­ლე­ბა ამ სა­კი­თხში თვით­შე­ფა­სე­ბაც და­ბა­ლი აქვთ, მაგ­რამ ცდის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მოც­დილ­საც კი აჯო­ბონ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი პრაქ­ტი­კულ სწავ­ლე­ბა­სა და აქ­ტი­ვო­ბებ­ზე უნდა იყოს დამ­ყა­რე­ბუ­ლი.

ხან­და­ხან ბავ­შვე­ბის რე­აქ­ცია მა­ინ­ტე­რე­სებს ხოლ­მე და ტრა­დი­ცი­ულ გაკ­ვე­თილს ვა­ტა­რებ, ამ დროს მე­კი­თხე­ბი­ან, მას­წავ­ლე­ბე­ლო, ცუ­დად ხომ არ ხარო. ეს ნი­შა­ნია, რომ მა­თაც მოს­წონთ ახა­ლი მე­თო­დე­ბი და მიდ­გო­მე­ბი. მე მჯე­რა, რომ მო­დო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას­წავ­ლე­ბელს ყვე­ლა მოს­წავ­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბა შე­უძ­ლია".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"მომავლის მასწავლებელი" სოფელ ჩიბათის სკოლიდან

"მომავლის მასწავლებელი" სოფელ ჩიბათის სკოლიდან

ჩიბათი - სოფელი, სადაც ლადო აფხაზავა ასწავლის, ლანჩხუთის რაიონში, ცენტრალური გზიდან 20 წუთის სავალზე მდებარეობს. სკოლაში შესვლისთანავე ხვდები, რომ ეს ჩვეულებრივი სკოლა არ არის. მთავარ შესასვლელში ყურადღებას იქცევს ძველი სკივრი, რომელშიც მოსწავლეებს დავალებებსა და საჭირო ინფორმაციას უტოვებენ, რადგან სტანდარტულად დაფაზე გამოკრული ტექსტების კითხვა ყველას ეზარება და როგორც წესი, უყურადღებოდ რჩება.

ვლადიმერ აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. ის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახლავთ. აფხაზავა პროგრამის - ”მომავლის თაობა” ერთ-ერთი ბენეფიციარია, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაძლიერებას სკოლებში. წლის მასწავლებელი საკუთარ წარმატებას და პროფესიულ კვალიფიკაციას დიდწილად სწორედ ამ პროგრამას უმადლის.

ყურადღებას იქცევს მოსწავლეების მიერ გაკეთებული ცხრილი, რომელიც სხვადასხვა აქტივობისთვის მიღებულ ქულათა რაოდენობას განსაზღვრავს. ცხრილთან ჯგუფების მიერ მიღებული ქულებიც წერია. აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებში მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას აღვივებს, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ლადო აფხაზავას მიერაა ინიცირებული. თუმცა, ამ აქტივობებში უკვე ყველა კლასი და ყველა პედაგოგი აქტიურადაა ჩართული. მაგალითად, საინტერესო სტუმრის მოწვევისა და შეხვედრის გამართვისთვის ჯგუფი 80 ქულას მიიღებს, საკლასო პროექტის შემუშავებისთვის 200 ქულას.

ყველაზე "ძვირად" ფასობს ადვოკატირება ანუ გარკვეული პრობლემის აღმოჩენა და მისი მოგვარება. პრობლემის აღმოჩენა 100 ქულაა, მისი სრულყოფილი ადვოკატირება კი - 350. შიდა კონკურენციის გარდა, ბავშვების წახალისებისთვის მრავალი მოტივატორიც არსებობს, მაგალითად, წლის ბოლოს გამარჯვებული კლასი მიჰყავთ ექსკურსიაზე, ჩუქნიან გასართობი პარკის ”ციცინათელას” ვაუჩერს და სხვა.

”მართალია სამოქალაქო განათლება მე-9 და მე-10 კლასებში ისწავლება, მაგრამ პრობლემის აღმოჩენა და ადვოკატირება ნებისმიერ კლასელს შეუძლია. მეხუთე კლასელებიც კი აკეთებენ ამას. მაგალითად, მათი ინიციატივით ზამთარში მწვანე საფარს მესერები დაუმაგრდა. ზოგადად, მოსწავლეები, სკოლასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში არიან ჩართული. სკოლის თვითმმართველობა მართავს სკოლას. ადმინისტრაცია არის აღმასრულებელი ორგანო და თვითონ მოსწავლეები - საკანონმდებლო. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერში მშობლებიც ჩართულები არიან,” - აღნიშნავს აფხაზავა.

ბავშვებმა ბევრი რამ შეძლეს სოფლისთვის: დაადგმევინეს ნაგვის ურნები, მდინარის ჯებირები გააკეთებინეს, საფეხმავლო ხიდები და სანიაღვრე არხები აღადგენინეს, დამსკდარი მილები გამოაცვლევინეს და ა.შ. სკოლაში დიდ ყურადღებას აქცევენ მწვანე ნარგავების, განსაკუთრებით კოლხური ბზის, მოვლა-პატრონობას და შემდეგ მათ გაშვილებას. მიტოვებულ შენობაში დაწყებული საქმიანობა იმ დონეზე განავითარეს, რომ უკვე 4 000 ევროიანი დაფინანსება აქვთ და მაღალი დონის სათბურსაც აკეთებენ.

”პირველად თვითთმართველობაში რომ მივიდნენ მოთხოვნით, პროექტის დაწერა სთხოვეს, რაც მათთვის პირველი სირთულე იყო. მე არ დავუწერე, ვეცადე თვითონ ემუშავათ ამაზეც და ნაბიჯ-ნაბიჯ მისულიყვნენ საბოლოო შედეგამდე. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა. საბოლოოდ მოსწავლეები იმდენად დაინტერესდნენ თემის პრობლემების მოგვარებით, რომ საკრებულოს სხდომებზეც კი დადიოდნენ და მათ მიერ ინიცირებული პროექტების განხილვასაც ესწრებოდნენ. თუ რომელიმე პროექტზე პასუხი გაიწელებოდა, ხშირად ბავშვები უჩემოდაც მიდიოდნენ გამგებელთან. გამგეობა სკოლის გვერდითაა”, - იხსენებს ლადო აფხაზავა.

ლადო მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის დიდი ნაწილი პრაქტიკული საქმიანობა, თამაშით სწავლაა. მისი ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა სექტორებს შორის თანამშრომლობას და მის მნიშვნელობას უკავშირდება. ამ აქტივობის დროს მას გაკვეთილზე მიაქვს კომბოსტო, რომელზეც დამაგრებულია ფერადი ფურცლები მუნიციპალიტეტში არსებული ყველა აქტიური ორგანიზაციით. მოსწავლეებმა უამრავი ფურცლიდან უნდა დატოვონ ის 5, რომელიც საზოგადოებას ააქტიურებს. ვინც დავალებას ვერ შეასრულებს, ლიმონის ჭამა მოუწევს. კომბოსტოც არაა პირობითად შერჩეული. როგორც პედაგოგი განმარტავს, კომბოსტოს ფოთლები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, ისევე როგორც სექტორები უნდა იყვნენ დაკავშირებული. მისი ბირთვი კი დემოკრატიაა.

”სექტორებს შორის თანამშრომლობას ბევრი ადამიანის გააქტიურება და აქტიური მოქალაქეობის დანერგვა შეუძლია. ჩვენმა ბავშვებმა უკვე იციან, როგორ მართონ სოფელი და გამგეობა, პრობლემის მართვა და პოზიტიურად მოგვარება შეუძლიათ,” - დაამატა მან.

გაკვეთილებზე ხშირად მსჯელობენ ბულინგისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზეც, რაც თანამედროვე სკოლის აქტუალური გამოწვევებია.

”სწავლების პროცესი არატრადიციულია. არის შემთხვევა, როცა ბავშვს ამა თუ იმ მიზეზის გამო, გაკვეთილის მოყოლა არ უნდა. ამ შემთხვევაში მას ვთავაზობთ, რომ გაკვეთილის თემაზე უმცროსკლასელს პატარა ტრენინგი ჩაუტაროს. მაგალითად, კონფლიქტების საკითხების მომზადება და მოყოლა უჭირთ ხოლმე ბავშვებს. ცოტა ხნის წინ მე-10 კლასელებმა სწორედ ამ საკითხებზე ჩაუტარეს გაკვეთილი უმცროს კლასელებს. ეს პატარებისთვისაც უფრო დასამახსოვრებელი იყო, დიდებისთვის კი - კარგი გამოცდილებაა,” - განმარტავს პედაგოგი.

საბოლოოდ, ლადო აფხაზავას მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოაყალიბოს, რომ მათ შეძლონ აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება.

ლადო თავდაპირველად ხელოვნებას და რელიგიის ისტორიას ასწავლიდა. სამოქალაქო განათლების საგნის შემოღების შემდეგ კი ამ მიმართულებით საქმიანობს. 2012 წელს სამოქალაქო განათლების პროგრამაში ”მომავალი თაობა” მიიღო მონაწილეობა და სწორედ მას შემდეგ დაიწყო ინოვაციურ მეთოდებზე დამყარებული გაკვეთილების ჩატარება.

”როცა მუშაობა დავიწყე სკოლაში, გარკვეულ აქტივობებს ვახორციელებდი, მაგრამ ვერ ვარქმევდი ზუსტ სახელს, თუ რა იყო ეს. ”მომავლის თაობის” პროგრამამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და ჩემი საქმიანობის მიზანიც უფრო ცალსახა გახდა. ჩემს კარიერაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ამ პროგრამის ფარგლებში მოხდა ჩემი როგორც მასწავლებლის კორექცია, ამაღლდა ჩემი პროფესიული უნარები და შესაძლებლობები. ბევრი მასწავლებელი დაიხვეწა ამ პროგრამაში არა მხდოლოდ ჩვენს რაიონში, არამედ ქვეყნის მასშტაბით,” - განმარტავს ლადო აფხაზავა.

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც PH International ახორციელებს, ჩიბათის საჯარო სკოლის მსგავსად 1200-ზე მეტ სკოლას მოიცავს. 2018 წლიდან კი სამოქალაქო განათლების პროგრამა კიდევ 230 სკოლას გაუწევს დახმარებას. შესაბამისად, ქვეყანას ლადო აფხაზავას მსგავსად გადამზადებული კიდევ უფრო მეტი პედაგოგი ეყოლება.

აქვე გთავაზობთ რჩევებს ლადო მასწავლებლისგან, თუ როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი:

მასწავლებელმა ინოვაციური გადაწყვეტის გზები უნდა ეძებოს. ინფორმაციულ ეპოქაში ვცხოვრობთ და ბავშვები ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას იღებენ. ამ პირობებში კი მასწავლებელმა თუ რამე განსაკუთრებული არ დაახვედრა მოსწავლეს გაკვეთილზე, მას ვერ დააინტერესებს. ამიტომ პედაგოგმა 2-3 განსაკუთრებული მასალა მაინც უნდა მოამზადოს და საინტერესო მეთოდით გადასცეს ბავშვს.

მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მის წინაშე რაღაც პრობლემაა, რომელიც მისგან გადაჭრას ელოდება. ესაა პროექტული სწავლება. სამოქალაქო განათლების სტანდარტი ხელს გვიწყობს, რომ სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი გავხადო. თუმცა, სხვა საგნებშიც შეიძლება საინტერესო გაკვეთილების ჩატარება. მაგალითად, მათემატიკის მასწავლებელმა ახლახან შესთავაზა ჩვენს მოსწავლეებს აქტივობა, რომ მდინარის მეორე ნაპირზე მდგარი ხის სიმაღლე გაეზომათ. კონკრეტულ მათემატიკურ ინფორმაციასთან ერთად, ბავშვებმა ბევრი სხვა უნარ-ჩვევაც გამოიმუშავეს.

  • მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებმა მოსწავლეები მომავლისთვის მოამზადონ და არა მხოლოდ დღეისთვის, ერთი კონკრეტული გაკვეთილისთვის.
  • ჩვენ წინასწარ უნდა განვჭვრიტოთ, რა დასჭირდებათ მათ წლების შემდეგ, რა გამოწვევები ექნებათ.
  • უნდა ვასწავლოთ, რომ ყველაფერში მიიღონ მონაწილეობა, არ დარჩნენ მუდმივად კომფორტის ზონაში, რადგან ამ შემთხვევაში ახალს აღარ სწავლობენ.
  • ყველას ვეუბნები, რომ გააკეთონ ის, რაც არასდროს გაუკეთებიათ და შეიძლება ამ საკითხში თვითშეფასებაც დაბალი აქვთ, მაგრამ ცდის შემთხვევაში შეიძლება გამოცდილსაც კი აჯობონ. ეს ყველაფერი კი პრაქტიკულ სწავლებასა და აქტივობებზე უნდა იყოს დამყარებული.

ხანდახან ბავშვების რეაქცია მაინტერესებს ხოლმე და ტრადიციულ გაკვეთილს ვატარებ, ამ დროს მეკითხებიან, მასწავლებელო, ცუდად ხომ არ ხარო. ეს ნიშანია, რომ მათაც მოსწონთ ახალი მეთოდები და მიდგომები. მე მჯერა, რომ მოდომების შემთხვევაში მასწავლებელს ყველა მოსწავლის დაინტერესება შეუძლია".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ