3 თვემდე ბავშვებს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ ამ საშიში დაავადების ნიშნები, რომლებსაც როგორც წესი, აკვირდებიან დიაგნოსტიკის დროს. მენინგიტის კვლევის ბრიტანულმა ფონდმა დააფინანსა ახალი კვლევა, რომ დაედგინათ, როგორ მიმდინარეობს ეს დაავადება ყველაზე მოწყვლად ასაკობრივ ჯგუფში - 3 თვემდე ასაკის ბავშვებში. სწორედ სამ თვემდე ბავშვებშია ყველაზე ხშირად ბაქტერიალური მენინგიტის შემთხვევები, რომლებსაც სიკვდილიანობა მოჰყვება, ამიტომ ადრეულ დიაგნოსტირებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევა გამოაქვეყნეს ჟურნალ The Pediatric Infectious Disease-ში. მათ გააანალიზეს ამ ასაკობრივი ჯგუფის 263 ბავშვის მონაცემები და დაადგინეს, რომ ამ ასაკში ბავშვებს ხშირად საერთოდ არ აქვთ არავითარი სიმპტომები.მენინგიტის გავრცელებული სიმპტომებიდან, მაღალი ტემპერატურა (38 გრადუსზე მეტი) მხოლოდ 54%-ს ჰქონდა, კრუნჩხვა - 28%-ს, კომა - 6%-ს, კუნთების და კისრის დაჭიმულობა - მხოლოდ 3%-ს. თანაც, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ინფექციის თანმხლები იქნება მაღალი ტემპერატურა... განაგრძეთ კითხვა