ზუგდიდში, დადიანების ქუჩაზე დაჭრილ მოზარდს ამ წუთებში ქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება.
ჰოსპიტალის დირექტორის, ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, დაჭრილს კლინიკაში შეყვანის შემდეგ ჰემოთორაქსი განუვითარდა, რის გამოც მისთვის ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო.
მედიკოსების ცნობით, ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, დაზიანებულია თუ არა შინაგანი ორგანოები.
ზუგდიდში არასრულწლოვანი, დაახლოებით, ერთი საათის წინ დაჭრეს. დაჭრილი, არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეა.
იხილეთ ვიდეო: მორიგი სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში - დაჭრილია ერთი მოზარდი