საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ბუღაძე: "ჩემი ნახატები თვით კულტურის მინისტრმა - ნიკა რურუამ გაანადგურა და ჩვრებივით გადაყარა სარდაფში"
გია ბუღაძე: "ჩემი ნახატები თვით კულტურის მინისტრმა - ნიკა რურუამ გაანადგურა და ჩვრებივით გადაყარა სარდაფში"

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის N16-ში მდე­ბა­რე ოფი­ცერ­თა სახ­ლის სარ­დაფ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი, კი­რი­ლე ზდა­ნე­ვი­ჩის მიერ 1919 წელს მო­ხა­ტუ­ლი კედ­ლის პანო, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი იყო, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. ფარ­თის მე­ი­ჯა­რე აცხა­დებს, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის მო­მენ­ტი­სათ­ვის რე­მონ­ტი დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო და პანო აღარ არ­სე­ბობ­და. ამ­ჟა­მად ოფი­ცერ­თა სახ­ლის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი­სა და სარ­და­ფის ტე­რი­ტო­რია კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­შია. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, მომ­ხდა­რი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით დას­ჯად ქმე­დე­ბას წარ­მო­ად­გენს.

მომ­ხდარ­მა ფაქ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, საქრთვე­ლო­ში ეს უკვე საკ­მა­ოდ ხში­რი შემ­თხვე­ვაა. პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებს მხატ­ვა­რი გია ბუ­ღა­ძე.

გია ბუ­ღა­ძე:

- ჩემს მე­გო­ბარ­თან გრან­დი­ო­ზუ­ლი კედ­ლე­ბი მქონ­და მო­ხა­ტუ­ლი, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი წლის წინ წა­მი­შა­ლეს. რო­დე­საც მე­გობ­რის პა­ნაშ­ვიდ­ზე მი­ვე­დი, ყვე­ლა­ფე­რი წაშ­ლი­ლი იყო და გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი. არა­და დი­დის ამ­ბით მო­მა­ხატ­ვი­ნა, მე­გო­ნა, რომ მე­გო­ბა­რი იყო და ახლა რად­გან მიც­ვა­ლე­ბუ­ლია, არ მსურს რა­მის თქმა. სულ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით მე­უბ­ნე­ბო­და ეს რა დი­დე­ბუ­ლად გა­მი­კე­თეო და სი­ნამ­დვი­ლე­ში თურ­მე მა­ტყუ­ებ­და. ოთხი წელი მო­ვან­დო­მე, ოცი წლის წინ და­ხა­ტუ­ლი უკვე ის­ტო­რია იყო. ნა­ხა­ტე­ბის ნაც­ვლად კე­დელ­ზე ტი­პი­უ­რი გო­ი­მუ­რი შპა­ლე­რი იყო თა­ვის ორ­ნა­მენ­ტე­ბით. ზდა­ნე­ვი­ჩე­ბის მი­მართ არ არის ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იდე­ა­ლუ­რი, მაგ­რამ ამაზ­რზე­ნი ფაქ­ტია რაც მოხ­და! სა­ში­ნე­ლე­ბაა და ამას ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ, რად­გან ჩემს ტყავ­ზე ბევ­რჯერ მაქვს გა­მოც­დი­ლი! გარ­და იმი­სა, რაც გი­ამ­ბეთ კი­დევ ორი სა­ში­ნე­ლე­ბა გა­დამ­ხდა: ნა­მუ­შევ­რე­ბი თვით კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა - ნიკა რუ­რუ­ამ და­მი­ხია და ნაფ­ლე­თე­ბად აქ­ცია. ჩემი ორი დიდი ნა­ხა­ტი ეკი­და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს შე­სას­ვლელ­ში და რომ მი­ვე­დი ჩა­მოხ­სნი­ლი დამ­ხვდა. რო­დე­საც მო­ვი­თხო­ვე სად არის-მეთ­ქი, არ მაჩ­ვე­ნეს... წლე­ბი რომ გა­ვი­და სარ­დაფ­ში ვნა­ხე, ჩვრე­ბი­ვით იყო გა­დაყ­რი­ლი.

ასე­ვე გიგი სუ­ლა­კა­ურს და­ვუ­ხა­ტე სახ­ლი და გიგი რომ გარ­დაც­ვა­ლა, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე წა­შა­ლეს! ბი­ნას ყიდ­დნენ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ამი­ტო­მაც წა­შა­ლეს ნა­ხა­ტე­ბი. თით­ქმის უფა­სოდ ვი­მუ­შა­ვე, რა­ღაც გრო­შე­ბი ავი­ღე იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც იქ ჩავ­დე.

რე­ა­ლუ­რად ჩვენ გვაქვს უსა­მარ­თლო, უკულ­ტუ­რო და ბნე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ახლა რაც მოხ­და, კერ­ძო მე­სა­კუთ­რეს ეტყო­ბო­და რომ ოდ­ნა­ვაც არ ანაღ­ვლებ­და. ოღონ­დაც ფული ჰქონ­დეს და კარ­გად იყოს! ზდა­ნე­ვი­ჩის გვა­რიც არ იცო­და - ზი­ჩიო იძახ­და ან ზიჩი იქ­ნე­ბა თუ ხა­ჭა­პუ­რი­ძე მის­თვის რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?! (აქ გვარს პი­რო­ბი­თად ვახ­სე­ნებ თო­რემ მე ნე­ბის­მი­ერ გვარს დიდ პა­ტივს ვცემ!) ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სი­ა­თებს ყვე­ლაფ­რის ასე გა­ნად­გუ­რე­ბა. აგერ ფი­როს­მა­ნი ვირ­თხებს შე­ვაჭმმე­ვი­ნეთ! პირ­ვე­ლად როცა ჩემი ნა­ხა­ტე­ბი წაშ­ლი­ლი ვნა­ხე შოკი იყო, მაგ­რამ ერთი რამ უნდა ვა­ღი­ა­რო: კარ­გად მაქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი შეგ­რძნე­ბა წარ­მავ­ლო­ბი­სა. რო­გორ ქრე­ბა ყვე­ლა­ფე­რი თუკი რამ შე­გიქ­მნია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ვიცი არა მარ­ტო ტვი­ნით, არა­მედ გან­ცდით. სა­სა­ცი­ლოა, რო­დე­საც გე­უბ­ნე­ბი­ან უჩივ­ლეო. სად უნდა ვუ­ჩივ­ლოთ, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში?! მე თვი­თონ სა­დაც კი ხელი მი­მიწ­ვდე­ბო­და, ყვე­ლას ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­დარ­ჩე­ნას ვცდი­ლობ­დი, თუნ­დაც დი­დად არ მომ­წო­ნე­ბო­და. რო­გორც მივ­ხვდი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­და­არ­ჩი­ნო, რად­გან ფუ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი რა­საც მო­ინ­დო­მებს იმას გა­ა­კე­თებს.

ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და სახ­ლე­ბის მო­ხატ­ვა. თუ გა­და­ვავ­ლებთ თვალს რომს, იქ კერ­ძო ვი­ლე­ბი იყო მო­ხა­ტუ­ლი. ბავ­შვო­ბი­დან ვცდი­ლობ­დი ეს კულ­ტუ­რა და­მემ­კვიდ­რე­ბი­ნა. ძა­ლი­ან ხში­რად მე­გობ­რებს ვე­კი­თხე­ბო­დი რე­მონტს ხომ არ იწყებთ-მეთ­ქი და სა­ნამ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­სა­ო­ებს და­ი­წყებ­დნენ მივ­დი­ო­დი და კელ­დებს ვხა­ტავ­დი. იქ თუ რამ იშ­ლე­ბო­და არ მწყინ­და, რად­გან სა­ვარ­ჯო­შოდ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი იყო. რო­დე­საც სე­რი­ო­ზულ ნა­ხატს ას­რუ­ლებ კე­დელ­ზე და მერე არც კი შე­გა­ტყო­ბი­ნე­ბენ და ისე გა­ა­ნად­გუ­რე­ბენ, ამა­ზე უა­რე­სი არა­ფე­რია! ფო­ტოს მა­ინც გა­და­ი­ღებ და და­ა­ფიქ­სი­რებ, ან ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი არ­სე­ბობს კედ­ლი­დან ამოჭ­რი რა­ღაც ფრაგ­მენ­ტე­ბი რომ გა­დარ­ჩეს. მთე­ლი დიდი იტა­ლი­ე­ლე­ბის ნა­ხა­ტე­ბი ასეა დღეს. რო­დე­საც უნ­დათ მა­შინ მოხ­სნი­ან, ეს არ ეხე­ბა მი­ქე­ლან­კე­ლოს გრან­დი­ო­ზულ ფრეს­კებს...

ჩვენ­თან იგი­ვე დო­ნე­ზე არ არის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, მაგ­რამ გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე არის. შენ რომ გგო­ნია სა­დღაც შენი ნა­მუ­შევ­რე­ბია, მიხ­ვალ და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი დაგ­ხვდე­ბა და თან უნდა გა­ი­ღი­მო, უხერ­ხუ­ლო­ბა რომ არა­ვინ იგ­რძნოს. სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია, მზად უნდა იყო, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­ნად­გუ­რე­ბენ, რა­საც შექ­მნი! ყვე­ლა­ფე­რი ფუ­ლია! მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი ფუ­ლიც არ უნდა შე­მომ­თა­ვა­ზოს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სახ­ლს არ მოვ­ხა­ტავ­დი. კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ვი­სურ­ვებ­დი და არც ის ისურ­ვებ­და. აშა­კა­რად ჩანს მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მართ.

ასე­თი მო­დაა დღეს: "ახა­ლი" ქარ­თვე­ლე­ბი რა­ღა­ცე­ებს ყი­დუ­ლო­ბენ, იმი­ტომ კი არა რომ მოს­წონთ, არა­მედ იმი­ტომ რომ მო­მა­ვალ­ში ორ­მა­გად ან სამ­მა­გად გაყ­დი­ან. არც არის მათი ქცე­ვა გა­საკ­ვი­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

გია ბუღაძე: "ჩემი ნახატები თვით კულტურის მინისტრმა - ნიკა რურუამ გაანადგურა და ჩვრებივით გადაყარა სარდაფში"

გია ბუღაძე: "ჩემი ნახატები თვით კულტურის მინისტრმა - ნიკა რურუამ გაანადგურა და ჩვრებივით გადაყარა სარდაფში"

რუსთაველის გამზირის N16-ში მდებარე ოფიცერთა სახლის სარდაფში განთავსებული, კირილე ზდანევიჩის მიერ 1919 წელს მოხატული კედლის პანო, რომელიც საქართველოში ერთადერთი იყო, განადგურებულია. ფართის მეიჯარე აცხადებს, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის რემონტი დასრულებული იყო და პანო აღარ არსებობდა. ამჟამად ოფიცერთა სახლის პირველი სართულისა და სარდაფის ტერიტორია კერძო საკუთრებაშია. როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მომხდარი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

მომხდარმა ფაქტმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. თუმცა, სამწუხაროდ, საქრთველოში ეს უკვე საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. პირად გამოცდილებას გვიზიარებს მხატვარი გია ბუღაძე.

გია ბუღაძე:

- ჩემს მეგობართან გრანდიოზული კედლები მქონდა მოხატული, რომელიც დაახლოებით ნახევარი წლის წინ წამიშალეს. როდესაც მეგობრის პანაშვიდზე მივედი, ყველაფერი წაშლილი იყო და გაოცებული დავრჩი. არადა დიდის ამბით მომახატვინა, მეგონა, რომ მეგობარი იყო და ახლა რადგან მიცვალებულია, არ მსურს რამის თქმა. სულ აღფრთოვანებით მეუბნებოდა ეს რა დიდებულად გამიკეთეო და სინამდვილეში თურმე მატყუებდა. ოთხი წელი მოვანდომე, ოცი წლის წინ დახატული უკვე ისტორია იყო. ნახატების ნაცვლად კედელზე ტიპიური გოიმური შპალერი იყო თავის ორნამენტებით. ზდანევიჩების მიმართ არ არის ჩემი დამოკიდებულება იდეალური, მაგრამ ამაზრზენი ფაქტია რაც მოხდა! საშინელებაა და ამას ძალიან კარგად ვგრძნობ, რადგან ჩემს ტყავზე ბევრჯერ მაქვს გამოცდილი! გარდა იმისა, რაც გიამბეთ კიდევ ორი საშინელება გადამხდა: ნამუშევრები თვით კულტურის მინისტრმა - ნიკა რურუამ დამიხია და ნაფლეთებად აქცია. ჩემი ორი დიდი ნახატი ეკიდა კულტურის სამინისტროს შესასვლელში და რომ მივედი ჩამოხსნილი დამხვდა. როდესაც მოვითხოვე სად არის-მეთქი, არ მაჩვენეს... წლები რომ გავიდა სარდაფში ვნახე, ჩვრებივით იყო გადაყრილი.

ასევე გიგი სულაკაურს დავუხატე სახლი და გიგი რომ გარდაცვალა, ყველაფერი თავიდან ბოლომდე წაშალეს! ბინას ყიდდნენ მისი ოჯახის წევრები და ამიტომაც წაშალეს ნახატები. თითქმის უფასოდ ვიმუშავე, რაღაც გროშები ავიღე იმასთან შედარებით, რაც იქ ჩავდე.

რეალურად ჩვენ გვაქვს უსამართლო, უკულტურო და ბნელი საზოგადოება. ახლა რაც მოხდა, კერძო მესაკუთრეს ეტყობოდა რომ ოდნავაც არ ანაღვლებდა. ოღონდაც ფული ჰქონდეს და კარგად იყოს! ზდანევიჩის გვარიც არ იცოდა - ზიჩიო იძახდა ან ზიჩი იქნება თუ ხაჭაპურიძე მისთვის რა მნიშვნელობა აქვს?! (აქ გვარს პირობითად ვახსენებ თორემ მე ნებისმიერ გვარს დიდ პატივს ვცემ!) ჩვენს საზოგადოებას ახსიათებს ყველაფრის ასე განადგურება. აგერ ფიროსმანი ვირთხებს შევაჭმმევინეთ! პირველად როცა ჩემი ნახატები წაშლილი ვნახე შოკი იყო, მაგრამ ერთი რამ უნდა ვაღიარო: კარგად მაქვს განვითარებული შეგრძნება წარმავლობისა. როგორ ქრება ყველაფერი თუკი რამ შეგიქმნია. ეს ყველაფერი ვიცი არა მარტო ტვინით, არამედ განცდით. სასაცილოა, როდესაც გეუბნებიან უჩივლეო. სად უნდა ვუჩივლოთ, რომელ ქვეყანაში?! მე თვითონ სადაც კი ხელი მიმიწვდებოდა, ყველას ნამუშევრების გადარჩენას ვცდილობდი, თუნდაც დიდად არ მომწონებოდა. როგორც მივხვდი საქართველოში შეუძლებელია გადაარჩინო, რადგან ფულიანი ადამიანი რასაც მოინდომებს იმას გააკეთებს.

ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა სახლების მოხატვა. თუ გადავავლებთ თვალს რომს, იქ კერძო ვილები იყო მოხატული. ბავშვობიდან ვცდილობდი ეს კულტურა დამემკვიდრებინა. ძალიან ხშირად მეგობრებს ვეკითხებოდი რემონტს ხომ არ იწყებთ-მეთქი და სანამ სარემონტო სამუსაოებს დაიწყებდნენ მივდიოდი და კელდებს ვხატავდი. იქ თუ რამ იშლებოდა არ მწყინდა, რადგან სავარჯოშოდ შესრულებული ნახატები იყო. როდესაც სერიოზულ ნახატს ასრულებ კედელზე და მერე არც კი შეგატყობინებენ და ისე გაანადგურებენ, ამაზე უარესი არაფერია! ფოტოს მაინც გადაიღებ და დააფიქსირებ, ან ტექნოლოგიები არსებობს კედლიდან ამოჭრი რაღაც ფრაგმენტები რომ გადარჩეს. მთელი დიდი იტალიელების ნახატები ასეა დღეს. როდესაც უნდათ მაშინ მოხსნიან, ეს არ ეხება მიქელანკელოს გრანდიოზულ ფრესკებს...

ჩვენთან იგივე დონეზე არ არის ტექნოლოგიები, მაგრამ გარკვეულ დონეზე არის. შენ რომ გგონია სადღაც შენი ნამუშევრებია, მიხვალ და განადგურებული დაგხვდება და თან უნდა გაიღიმო, უხერხულობა რომ არავინ იგრძნოს. საქართველოში გასაკვირი არაფერია, მზად უნდა იყო, რომ ყველაფერს გაანადგურებენ, რასაც შექმნი! ყველაფერი ფულია! მაგალითად, რამდენი ფულიც არ უნდა შემომთავაზოს, ბიძინა ივანიშვილის სახლს არ მოვხატავდი. კატეგორიულად არ ვისურვებდი და არც ის ისურვებდა. აშაკარად ჩანს მისი დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ.

ასეთი მოდაა დღეს: "ახალი" ქართველები რაღაცეებს ყიდულობენ, იმიტომ კი არა რომ მოსწონთ, არამედ იმიტომ რომ მომავალში ორმაგად ან სამმაგად გაყდიან. არც არის მათი ქცევა გასაკვირი.

იუბილარი ევა ბარბაქაძე და წვეულება მეგობრებთან ერთად - როგორ აღნიშნა დაბადების დღე შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა

"ფარული ვნება“ მალე მეორე სეზონით დაბრუნდება

"საკუთარ შეცდომებზე ვერაფერიც ვერ ვისწავლე"  - მერაბ სეფაშვილი ოჯახზე, პანდემიასა და სინანულზე