მეტროსადგურ „დიდუბეში“ მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენში განუცხადეს, მატარებელი მამაკაცს დაეჯახა.
„დიდუბე-გოცირიძის ღია მონაკვეთზე, აკრძალულ ზონაში მოძრაობდა, სავარაუდოდ, შუა ხნის მამაკაცი. მიუხედავად იმისა, რომ მემანქანემ დროულად დაამუხრუჭა, მაინც მოხდა დაჯახება. ველოდები პასუხს აღნიშნული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადეს თბილისის მეტროპოლიტენში.
მათივე ინფორმაციით, ადგილზეა სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა, რომელიც დაშავებულს პირველად დახმარებას უწევს.