საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილმა ნიშნის მოგებით მითხრა, ის რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა ვანო მერაბიშვილმაო" - ოქრუაშვილი ვალერი გელაშვილის ცემაზე
"სააკაშვილმა ნიშნის მოგებით მითხრა, ის რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა ვანო მერაბიშვილმაო" - ოქრუაშვილი ვალერი გელაშვილის ცემაზე

მან ნიშ­ნის მო­გე­ბით მი­თხრა, ის რაც შენ ვერ გა­ა­კე­თე, კარ­გად შე­ას­რუ­ლა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მაო, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვი­სას გა­ნა­ცხა­და.

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც 2005 წელს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებ­და, გა­იხ­სე­ნა, თუ რო­გორ და­ა­ვა­ლა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცემა.

"2005 წელს მე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტს ვი­კა­ვებ­დი. ჩემი შეხ­ვედ­რა მოხ­და გე­ლაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ. სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის დროს მისი პო­ზი­ცია იყო გა­მო­ხა­ტუ­ლი, რომ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო და ეს მე უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. მე უარი ვუ­თხა­რი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ეს­წრე­ბო­და შეხ­ვედ­რას, სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და. მას შემ­დეგ, რაც უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­ი­ნა­ხა, დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი აღარ ყო­ფი­ლა.

ამ შეხ­ვედ­რის გარ­და ხში­რი იყო შეხ­ვედ­რე­ბი, სა­დაც მსგავ­სი სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, თუმ­ცა ყო­ველ­თვის სხვა პო­ზი­ცია მქონ­და. მე შე­ვე­ცა­დე უშუ­ა­ლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ას მი­შას­თან და მისი გა­დარ­წმუ­ნე­ბა ვცა­დე. მისი მხრი­დან ხის­ტი პო­ზი­ცია იყო და არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ჩემი პო­ზი­ცია.

პოსტ-ფაქ­ტუმ მი­შას­თან სა­უ­ბა­რი იყო ერთი ერ­თზე, კან­ცე­ლა­რი­ა­ში ან შავ­ნა­ბა­და­ზე. მე მქონ­და გუ­ლის­წყრო­მა, რო­გორც თა­ნა­გუნ­დელს. მან ნიშ­ნის მო­გე­ბით მი­თხრა, რომ ის, რაც შენ ვერ გა­ა­კე­თე, კარ­გად შე­ას­რუ­ლა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მაო. მე­რა­ბიშ­ვილ­თან რო­მე­ლიც „პად­ჟი­გა­წე­ლის“ როლს ას­რუ­ლებ­და ხოლ­მე, ვუ­თხა­რი, რომ არ იყო კარ­გი, რაც გა­ა­კე­თა. მან მი­თხრა, რომ ეს პრე­ვენ­ცია იყო სხვე­ბის­თვის," - გა­ნა­ცხა­და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"სააკაშვილმა ნიშნის მოგებით მითხრა, ის რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა ვანო მერაბიშვილმაო" - ოქრუაშვილი ვალერი გელაშვილის ცემაზე

"სააკაშვილმა ნიშნის მოგებით მითხრა, ის რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა ვანო მერაბიშვილმაო" - ოქრუაშვილი ვალერი გელაშვილის ცემაზე

მან ნიშნის მოგებით მითხრა, ის რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა ვანო მერაბიშვილმაო, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საქალაქო სასამართლოში, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც 2005 წელს თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, გაიხსენა, თუ როგორ დაავალა მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ცემა.

"2005 წელს მე თავდაცვის მინისტრის პოსტს ვიკავებდი. ჩემი შეხვედრა მოხდა გელაშვილის ინტერვიუს შემდეგ. სააკაშვილთან შეხვედრის დროს მისი პოზიცია იყო გამოხატული, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო და ეს მე უნდა გამეკეთებინა. მე უარი ვუთხარი და მერაბიშვილი, რომელიც ესწრებოდა შეხვედრას, სააკაშვილის პოზიციას იკავებდა. მას შემდეგ, რაც უარყოფითი დამოკიდებულება დაინახა, დეტალებზე საუბარი აღარ ყოფილა.

ამ შეხვედრის გარდა ხშირი იყო შეხვედრები, სადაც მსგავსი საკითხები განიხილებოდა, თუმცა ყოველთვის სხვა პოზიცია მქონდა. მე შევეცადე უშუალო კომუნიკაციას მიშასთან და მისი გადარწმუნება ვცადე. მისი მხრიდან ხისტი პოზიცია იყო და არ გაითვალისწინა ჩემი პოზიცია.

პოსტ-ფაქტუმ მიშასთან საუბარი იყო ერთი ერთზე, კანცელარიაში ან შავნაბადაზე. მე მქონდა გულისწყრომა, როგორც თანაგუნდელს. მან ნიშნის მოგებით მითხრა, რომ ის, რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა ვანო მერაბიშვილმაო. მერაბიშვილთან რომელიც „პადჟიგაწელის“ როლს ასრულებდა ხოლმე, ვუთხარი, რომ არ იყო კარგი, რაც გააკეთა. მან მითხრა, რომ ეს პრევენცია იყო სხვებისთვის," - განაცხადა ოქრუაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები