პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მოიგებს ლობისტურ ომს სახელისუფლებო კულუარებში ანუ დარჩება თუ არა მწვანე შუქი ონლაინკაზინოებისთვის?!
ვინ მოიგებს ლობისტურ ომს სახელისუფლებო კულუარებში ანუ დარჩება თუ არა მწვანე შუქი ონლაინკაზინოებისთვის?!

ორი­ო­დე კვი­რის წინ, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” ეთერ­ში და­ა­ნონ­სა, რომ ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი წლის ბო­ლომ­დე ამოქ­მედ­დე­ბა. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, თუ ასე მოხ­და და შე­ი­ზღუ­დე­ბა ბიზ­ნე­სი, რო­მელ­მაც არა­ერ­თი ოჯა­ხი გა­ა­ღა­ტა­კა, და­ან­გრია და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა. თუმ­ცა ერთი “მაგ­რამ” ყველ­გან არის... ჯერ ერთი, არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­იჟ­ღე­რა ბახ­ტა­ძის ფრა­ზამ, რომ “აღ­ნიშ­ნუ­ლი სექ­ტო­რი ბი­უ­ჯეტ­ში არის მსხვი­ლი კონ­ტრი­ბუ­ტო­რი”. მე­ო­რეც - ანონ­სი, რომ ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­უ­წეს­დე­ბათ, აქამ­დეც ბევ­რჯერ მოგ­ვის­მე­ნია...

პირ­ვე­ლი პრე­მი­ე­რი კვი­რი­კაშ­ვი­ლი იყო, რო­მელ­მაც ამის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­ნა­ცხა­და. მას შემ­დეგ სამი წელი გა­ვი­და... ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებ­სა და ბე­თებს რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­უ­წეს­დეთ, ჯერ პარ­ლა­მენ­ტმა უნდა და­ამ­ტკი­ცოს ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი კა­ნონ­ში “ლა­ტა­რი­ე­ბის, აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შო­ბე­ბის მო­წყო­ბის შე­სა­ხებ”. პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა 2017 წლის ნო­ემ­ბერ­ში დას­რულ­და და მას შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტის­გან ამ კუ­თხით ჩამი-ჩუმი არ ის­მის. რაც ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რია - დე­პუ­ტა­ტე­ბი თავს არი­დე­ბენ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას იმის შე­სა­ხებ, ბო­ლოს და ბო­ლოს რო­დის და­ამ­ტკი­ცებს პარ­ლა­მენ­ტი ამ კა­ნონპ­რო­ექტს. შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლოა, სუ­ლაც არ იყოს სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ეჭვი, რომ ბიზ­ნეს­მა, რომ­ლის ბრუნ­ვამ 2016 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით 4 მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა, აა­მოქ­მე­და მძლავ­რი ლობი კა­ნონპ­რო­ექ­ტის და­საბ­ლო­კად ან ისე­თი სა­ხით და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად არა­ფერს შეც­ვლის. მით უმე­ტეს, ამ ბიზ­ნესს თა­ვი­სი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მე­დი­ა­ბერ­კე­ტე­ბიც თუ აქვს...

გა­ვიხ­სე­ნოთ არ­შემ­დგა­რი სკან­და­ლი “ტვ პირ­ვე­ლის” გარ­შე­მო. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა ჯერ თქვეს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის შეც­ვლის მიზ­ნით და ამის­თვის იმ ბიზ­ნესს უქ­მნის პრობ­ლე­მას, სა­ი­და­ნაც მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ფი­ნანსდე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, გა­ნა­ცხა­დეს, რომ “მოგ­ვარ­დნენ” და ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას. ამის შემ­დეგ არ­შემ­დგა­რი სკან­და­ლის ყვე­ლა ფი­გუ­რან­ტმა პირ­ში წყა­ლი ჩა­ი­გუ­ბა.

თუმ­ცა არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ბიზ­ნე­სი, სა­ი­და­ნაც ფი­ნანსდე­ბა “ტვ პირ­ვე­ლი” არის “აჭა­რა­ბე­თი” (ამის შე­სა­ხებ ვრცლად წერ­და "ნეტ­გა­ზე­თი"). ამა­ვე არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით, “აჭა­რა­ბე­თი­დან” და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტაც და შემ­დეგ აღ­დგე­ნაც, უკავ­შირ­დე­ბა ბიზ­ნეს­მენ თე­მურ უგუ­ლა­ვას და ამა­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მთა­ვა­რი ის არის, რომ თუ მარ­თლაც ასე­თი გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლო­ბენ ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი და აფი­ნან­სე­ბენ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, ისი­ნი გულ­ხერ­დაკ­რე­ფი­ლე­ბი არ ის­ხდე­ბი­ან და შე­ეც­დე­ბი­ან, თა­ვი­დან აი­ცი­ლონ ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ შე­მო­სავ­ლებს შე­უმ­ცი­რებს.

გარ­და სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კუ­ლუ­ა­რებ­ში ფა­რუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სა, მათ შე­უძ­ლი­ათ ზე­წო­ლის ბერ­კე­ტად გა­მო­ი­ყე­ნონ მე­დია ან თქვან, კონ­კრე­ტულ ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნოს იმი­ტომ ექ­მნე­ბა პრობ­ლე­მა, რომ შე­იც­ვა­ლოს იმ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­საც ეს ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო აფი­ნან­სებს. ასე რომ, ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი ჯერ კი­დევ წინ არის. თუ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა გა­ჭი­ა­ნურ­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­ე­ცად­ნენ, ეს თემა სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ა­ვი­წყდეს, მა­შინ უფრო გამ­ყარ­დე­ბა ეჭვი, რომ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კუ­ლუ­ა­რებ­ში ლო­ბის­ტუ­რი ომი ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებ­მა მო­ი­გეს და მო­სახ­ლე­ო­ბის გა­უ­ბე­დუ­რე­ბის ბიზ­ნესს კვლავ დიდი მწვა­ნე სი­ნათ­ლე აქვს ან­თე­ბუ­ლი.

ავტორი:

ვინ მოიგებს ლობისტურ ომს სახელისუფლებო კულუარებში ანუ დარჩება თუ არა მწვანე შუქი ონლაინკაზინოებისთვის?!

ვინ მოიგებს ლობისტურ ომს სახელისუფლებო კულუარებში ანუ დარჩება თუ არა მწვანე შუქი ონლაინკაზინოებისთვის?!

ორიოდე კვირის წინ, ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში დაანონსა, რომ ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით რეგულაციები წლის ბოლომდე ამოქმედდება. მისასალმებელია, თუ ასე მოხდა და შეიზღუდება ბიზნესი, რომელმაც არაერთი ოჯახი გააღატაკა, დაანგრია და ბევრი ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. თუმცა ერთი “მაგრამ” ყველგან არის... ჯერ ერთი, არცთუ სასიამოვნოდ გაიჟღერა ბახტაძის ფრაზამ, რომ “აღნიშნული სექტორი ბიუჯეტში არის მსხვილი კონტრიბუტორი”. მეორეც - ანონსი, რომ ონლაინკაზინოებს რეგულაციები დაუწესდებათ, აქამდეც ბევრჯერ მოგვისმენია...

პირველი პრემიერი კვირიკაშვილი იყო, რომელმაც ამის შესახებ ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში განაცხადა. მას შემდეგ სამი წელი გავიდა... ონლაინკაზინოებსა და ბეთებს რომ რეგულაციები დაუწესდეთ, ჯერ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ცვლილებების პროექტი კანონში “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ”. პროექტზე მუშაობა 2017 წლის ნოემბერში დასრულდა და მას შემდეგ პარლამენტისგან ამ კუთხით ჩამი-ჩუმი არ ისმის. რაც ყველაზე უცნაურია - დეპუტატები თავს არიდებენ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებას იმის შესახებ, ბოლოს და ბოლოს როდის დაამტკიცებს პარლამენტი ამ კანონპროექტს. შესაბამისად, შესაძლოა, სულაც არ იყოს საფუძველს მოკლებული არასამთავრობო ორგანიზაციების ეჭვი, რომ ბიზნესმა, რომლის ბრუნვამ 2016 წლის მონაცემებით 4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, აამოქმედა მძლავრი ლობი კანონპროექტის დასაბლოკად ან ისეთი სახით დასამტკიცებლად, რომელიც რეალურად არაფერს შეცვლის. მით უმეტეს, ამ ბიზნესს თავისი მიზნის მისაღწევად მედიაბერკეტებიც თუ აქვს...

გავიხსენოთ არშემდგარი სკანდალი “ტვ პირველის” გარშემო. ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა ჯერ თქვეს, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს ტელევიზიაზე სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით და ამისთვის იმ ბიზნესს უქმნის პრობლემას, საიდანაც მედიასაშუალება ფინანსდება. მოგვიანებით კი, განაცხადეს, რომ “მოგვარდნენ” და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ამის შემდეგ არშემდგარი სკანდალის ყველა ფიგურანტმა პირში წყალი ჩაიგუბა.

თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ის ბიზნესი, საიდანაც ფინანსდება “ტვ პირველი” არის “აჭარაბეთი” (ამის შესახებ ვრცლად წერდა "ნეტგაზეთი"). ამავე არაოფიციალური ცნობებით, “აჭარაბეთიდან” დაფინანსების შეწყვეტაც და შემდეგ აღდგენაც, უკავშირდება ბიზნესმენ თემურ უგულავას და ამაში იყვნენ ჩართული ხელისუფლების წარმომადგენლები. მთავარი ის არის, რომ თუ მართლაც ასეთი გავლენით სარგებლობენ ონლაინკაზინოების მეპატრონეები და აფინანსებენ მედიასაშუალებებს, ისინი გულხერდაკრეფილები არ ისხდებიან და შეეცდებიან, თავიდან აიცილონ ის რეგულაციები, რომლებიც მათ შემოსავლებს შეუმცირებს.

გარდა სახელისუფლებო კულუარებში ფარული მოლაპარაკებისა, მათ შეუძლიათ ზეწოლის ბერკეტად გამოიყენონ მედია ან თქვან, კონკრეტულ ონლაინკაზინოს იმიტომ ექმნება პრობლემა, რომ შეიცვალოს იმ მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც ეს ონლაინკაზინო აფინანსებს. ასე რომ, ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით მთავარი ამბები ჯერ კიდევ წინ არის. თუ კანონპროექტის განხილვა გაჭიანურდა და ხელისუფლების წარმომადგენლები შეეცადნენ, ეს თემა საზოგადოებას დაავიწყდეს, მაშინ უფრო გამყარდება ეჭვი, რომ სახელისუფლებო კულუარებში ლობისტური ომი ონლაინკაზინოების მეპატრონეებმა მოიგეს და მოსახლეობის გაუბედურების ბიზნესს კვლავ დიდი მწვანე სინათლე აქვს ანთებული.

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა