საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნარკოდამოკიდებული ქალებისა და ბავშვების შემზარავი სტატისტიკა ავღანეთიდან - "ნარკოტიკს ბავშვის დასაძინებლადაც იყენებენ"
ნარკოდამოკიდებული ქალებისა და ბავშვების შემზარავი სტატისტიკა ავღანეთიდან - "ნარკოტიკს ბავშვის დასაძინებლადაც იყენებენ"

ავ­ღა­ნეთ­ში ქა­ლებ­სა და ბავ­შვებს შო­რის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ნარ­კო­მა­ნია კა­ტას­ტრო­ფულ ზღვარ­ზეა. ხან­გრძლივ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო ომებ­მა, "თა­ლი­ბა­ნის" სას­ტიკ­მა ქმე­დე­ბებ­მა და ქა­ლე­ბის მი­მართ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე უმ­ძი­მეს­მა წნეხ­მა "შე­დე­გი" გა­მო­ი­ღო - ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ავ­ღა­ნეთ­ში 500 ათას­ზე მეტი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას TOLO News-ი ავ­რცე­ლებს.

ავ­ღა­ნე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში 900 ათას­ზე მეტი ქალი ნარ­კო­ტიკს მო­იხ­მარს, თუმ­ცა, ჯერ-ჯე­რო­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ არის. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ზარ­დებს, 10 წელს ზე­ვით ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულ ბავ­შვთა რა­ო­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 100 ათა­სია.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე რე­ა­ლო­ბის გამო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრე­ბი არა­საკ­მა­რი­სია და ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლებს ვერ იტევს. ახლა ავ­ღა­ნეთ­ში სულ 20 ნარ­კო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრია, სა­დაც ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნი ჰყავთ,ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა უმე­ტე­სო­ბა მა­მა­კა­ცია.

რაც შე­ე­ხე­ბა, ბე­ნე­ფი­ცი­არ ქა­ლებს, ისი­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არი­ან, რომ ამ სა­ში­ნელ და­ა­ვა­დე­ბას ცენ­ტრში და­ა­მარ­ცხე­ბენ, რად­გან სახ­ლებ­ში მათი ქმრე­ბი ნარ­კო­ტიკს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მო­იხ­მა­რენ და იქ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ძვე­ლი ცხოვ­რე­ბის წესს და­უბ­რუნ­დე­ბი­ან.

მა­თი­ვე თქმით, პრობ­ლე­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ე­ბის, კონ­ტრა­ბან­დის­ტე­ბი­სა და დი­ლე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნისტრს ცნო­ბით, 2017 წლის­თვის ავ­ღა­ნე­თის 34,5 მი­ლი­ო­ნი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­ო­ნი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო და ისი­ნი სხვა­დას­ხვა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრში გა­და­ა­ნა­წი­ლეს... ასე­ვე, არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნარ­დო­კა­მო­კი­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი აღ­რი­ცხუ­ლი არ არის და სი­ნამ­დვი­ლე­ში, მათი რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად მე­ტია.

გა­ე­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ავ­ღა­ნეთ­ში ოპი­უ­მის წარ­მო­ე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა მაქ­სი­მუმს მი­აღ­წია. ვი­თა­რე­ბა უმარ­თა­ვი მას შემ­დეგ გახ­და, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ოპი­უ­მის მწარ­მო­ებ­ლებ­თან ბრძო­ლა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­წყვი­ტა.

ამის მი­ზე­ზი კი ის არის, რომ ავ­ღა­ნე­თის უშიშ­რო­ე­ბა "თა­ლი­ბან­თან" ბრძო­ლა­ზეა გა­დარ­თუ­ლი და მათ ნარ­კომ­წარ­მო­ებ­ლე­ბის­თვის რე­სურ­სი არ რჩე­ბათ... კი­დევ ერთი ვერ­სით, თა­ლი­ბა­ნიც, ავ­ღა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც, ნარ­კომ­წარ­მო­ებ­ლე­ბიც და გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბიც შეკ­რუ­ლე­ბი არი­ან. ავ­ღა­ნე­თის ქალ­თა სა­კი­თხე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯერ კი­დევ კი­დევ 2001 წელს, ქვე­ყა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე ათა­სი ნარ­კო­მა­ნი ქალი იყო, მათი უმე­ტე­სო­ბა ქვე­ყა­ნა­ში თა­ლი­ბა­ნის რე­ჟი­მის დამ­ხო­ბის შემ­დეგ, ემიგ­რა­ცი­ი­დან დაბ­რუნ­და. ისი­ნი ნარ­კო­ტი­კებს ჯერ კი­დევ ირან­სა და პა­კის­ტან­ში შე­ეჩ­ვივ­ნენ. "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ავ­ღა­ნე­ლი რეს­პონ­დენ­ტმა ნა­ფი­ზამ, რო­მე­ლიც ოთხი შვი­ლის დე­დაა, ნარ­კო­ტი­კი პირ­ვე­ლად ირან­ში, ემიგ­რა­ცი­ა­ში ყონ­ფი­სას გა­სინ­ჯა. ოთხი შვი­ლის დედა და ქვრი­ვი ქალი ოჯახს ხა­ლი­ჩე­ბის ქსო­ვით არ­ჩენ­და.

"ერთხე­ლაც დეპ­რე­სი­ით და­ტან­ჯულ­მა ჰე­რო­ი­ნი გავ­სინ­ჯე და ჩემი უბე­დუ­რე­ბაც იმ დღეს და­ი­წყო. შვი­ლებს მუ­შა­ო­ბას ვა­ი­ძუ­ლებ­დი და მათი შე­მო­სავ­ლის ნა­ხე­ვარს მე­ზობ­ლებს ვაძ­ლევ­დი, რომ ჰე­რო­ი­ნი მო­ე­ტა­ნათ.. ზოგ­ჯერ, სახ­ლი­დან ნივ­თებს ვყი­დი­დი" - იხ­სე­ნებს ავ­ღა­ნე­ლი ქალი, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ნა­ჯა­თის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრის" ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თქმით, მხო­ლოდ ქა­ბულ­ში 250-ზე მეტ­მა ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულ­მა ქალ­მა მი­ა­კი­თხა. ნა­წი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად მძი­მე იყო, რომ ქა­ბუ­ლის ფსი­ქი­ატ­რულ სა­ა­ვად­მო­ფო­ში გაგ­ზავ­ნეს. "ნა­ჯა­თის" წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ცნო­ბით, ქა­ბულ­სა და ფე­შა­ვარ­ში პა­ცი­ენ­ტებს შო­რის უამ­რა­ვი არას­რულ­წლო­ვა­ნი და მცი­რე­წლო­ვა­ნია... ისე­თე­ბიც, რო­მელ­თა ასა­კი ერთ წელს აღე­მა­ტე­ბა. "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ცნო­ბით, ერთ-ერთი ასეთ მცი­რე­წლოვ­ნის დედა, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი იყო, ყვე­ბა, რომ ოპი­უ­მის მცი­რე დო­ზას ჩვილ ბავ­შვსაც აძ­ლევ­და...

"როცა ავ­ღა­ნეთ­ში თავი ტკი­ვათ, ან უძი­ლო­ბა აწუ­ხებთ, ხში­რად, "ბუ­ნებ­რივ ოპი­უმს" იყე­ნე­ბენ. მცი­რე დო­ზებს კი, და­სა­ძი­ნებ­ლად ბავ­შვებ­საც აძ­ლე­ვენ..." - წერს გა­მო­ცე­მა.

ავ­ღა­ნე­თი, ნარ­კო­ტი­კე­ბის წარ­მო­ე­ბის სა­კი­თხში "ჩემ­პი­ო­ნია" - მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოჰ­ყავთ მსოფ­ლი­ო­ში ოპი­უ­მის ყა­ყა­ჩოს 76 პრო­ცენ­ტი. ასე, რომ იქ ნარ­კო­ტი­კე­ბი ად­ვი­ლი სა­შოვ­ნე­ლიც არის და ია­ფიც, რაც ნარ­კო­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ­თუ­ლებს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ნარკოდამოკიდებული ქალებისა და ბავშვების შემზარავი სტატისტიკა ავღანეთიდან - "ნარკოტიკს ბავშვის დასაძინებლადაც იყენებენ"

ნარკოდამოკიდებული ქალებისა და ბავშვების შემზარავი სტატისტიკა ავღანეთიდან - "ნარკოტიკს ბავშვის დასაძინებლადაც იყენებენ"

ავღანეთში ქალებსა და ბავშვებს შორის გავრცელებული ნარკომანია კატასტროფულ ზღვარზეა. ხანგრძლივმა სამოქალაქო ომებმა, "თალიბანის" სასტიკმა ქმედებებმა და ქალების მიმართ წლების განმავლობაში მიმდინარე უმძიმესმა წნეხმა "შედეგი" გამოიღო - ადგილობრივი ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, ავღანეთში 500 ათასზე მეტი ნარკოდამოკიდებულია. ამის შესახებ ინფორმაციას TOLO News-ი ავრცელებს.

ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 900 ათასზე მეტი ქალი ნარკოტიკს მოიხმარს, თუმცა, ჯერ-ჯერობით დამოკიდებული არ არის. რაც შეეხება მოზარდებს, 10 წელს ზევით ნარკოდამოკიდებულ ბავშვთა რაოდება დაახლოებით 100 ათასია.

ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში არსებული მძიმე რეალობის გამო რეაბილიტაციის ცენტრები არასაკმარისია და ნარკოდამოკიდებულებს ვერ იტევს. ახლა ავღანეთში სულ 20 ნარკორეაბილიტაციის ცენტრია, სადაც ყველა ასაკის ადამიანი ჰყავთ,ბენეფიციართა უმეტესობა მამაკაცია.

რაც შეეხება, ბენეფიციარ ქალებს, ისინი დარწმუნებული არიან, რომ ამ საშინელ დაავადებას ცენტრში დაამარცხებენ, რადგან სახლებში მათი ქმრები ნარკოტიკს ჩვეულებრივად მოიხმარენ და იქ დაბრუნების შემთხვევაში ძველი ცხოვრების წესს დაუბრუნდებიან.

მათივე თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ნარკომოვაჭრეების, კონტრაბანდისტებისა და დილერების წინააღმდეგ ბრძოლა.

ჯანდაცვის სამინისტრს ცნობით, 2017 წლისთვის ავღანეთის 34,5 მილიონიან მოსახლეობაში, დაახლოებით 3 მილიონი ნარკოდამოკიდებული იყო და ისინი სხვადასხვა რეაბილიტაციის ცენტრში გადაანაწილეს... ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ ნარდოკამოკიდებული ქალების დიდი ნაწილი აღრიცხული არ არის და სინამდვილეში, მათი რაოდენობა ბევრად მეტია.

გაეროს ინფორმაციით, 2017 წლის მონაცემებით, ავღანეთში ოპიუმის წარმოების მაჩვენებელმა მაქსიმუმს მიაღწია. ვითარება უმართავი მას შემდეგ გახდა, რაც ხელისუფლებამ ოპიუმის მწარმოებლებთან ბრძოლა პრაქტიკულად შეწყვიტა.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ ავღანეთის უშიშროება "თალიბანთან" ბრძოლაზეა გადართული და მათ ნარკომწარმოებლებისთვის რესურსი არ რჩებათ... კიდევ ერთი ვერსით, თალიბანიც, ავღანეთის ხელისუფლებაც, ნარკომწარმოებლებიც და გამავრცელებლებიც შეკრულები არიან. ავღანეთის ქალთა საკითხების სამინისტროს ინფორმაციით, ჯერ კიდევ კიდევ 2001 წელს, ქვეყანაში რამდენიმე ათასი ნარკომანი ქალი იყო, მათი უმეტესობა ქვეყანაში თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ემიგრაციიდან დაბრუნდა. ისინი ნარკოტიკებს ჯერ კიდევ ირანსა და პაკისტანში შეეჩვივნენ. "რადიო თავისუფლების" ავღანელი რესპონდენტმა ნაფიზამ, რომელიც ოთხი შვილის დედაა, ნარკოტიკი პირველად ირანში, ემიგრაციაში ყონფისას გასინჯა. ოთხი შვილის დედა და ქვრივი ქალი ოჯახს ხალიჩების ქსოვით არჩენდა.

"ერთხელაც დეპრესიით დატანჯულმა ჰეროინი გავსინჯე და ჩემი უბედურებაც იმ დღეს დაიწყო. შვილებს მუშაობას ვაიძულებდი და მათი შემოსავლის ნახევარს მეზობლებს ვაძლევდი, რომ ჰეროინი მოეტანათ.. ზოგჯერ, სახლიდან ნივთებს ვყიდიდი" - იხსენებს ავღანელი ქალი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაჯათის სარეაბილიტაციო ცენტრის" ბენეფიციარია.

ორგანიზაციის თანამშრომლების თქმით, მხოლოდ ქაბულში 250-ზე მეტმა ნარკოდამოკიდებულმა ქალმა მიაკითხა. ნაწილის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ქაბულის ფსიქიატრულ საავადმოფოში გაგზავნეს. "ნაჯათის" წარმომადგენლობის ცნობით, ქაბულსა და ფეშავარში პაციენტებს შორის უამრავი არასრულწლოვანი და მცირეწლოვანია... ისეთებიც, რომელთა ასაკი ერთ წელს აღემატება. "რადიო თავისუფლების" ცნობით, ერთ-ერთი ასეთ მცირეწლოვნის დედა, რომელიც თავადაც აქტიური მომხმარებელი იყო, ყვება, რომ ოპიუმის მცირე დოზას ჩვილ ბავშვსაც აძლევდა...

"როცა ავღანეთში თავი ტკივათ, ან უძილობა აწუხებთ, ხშირად, "ბუნებრივ ოპიუმს" იყენებენ. მცირე დოზებს კი, დასაძინებლად ბავშვებსაც აძლევენ..." - წერს გამოცემა.

ავღანეთი, ნარკოტიკების წარმოების საკითხში "ჩემპიონია" - მის ტერიტორიაზე მოჰყავთ მსოფლიოში ოპიუმის ყაყაჩოს 76 პროცენტი. ასე, რომ იქ ნარკოტიკები ადვილი საშოვნელიც არის და იაფიც, რაც ნარკომანიასთან ბრძოლას მნიშვნელოვნად ართულებს...

საუდის არაბეთის პრინცესა აღმოსავლურ სრანდარტებს ანგრევს - ვინ არის დინა აბდულა, რომელიც Vogue-ს მთავარი რედაქტორი იყო

"თუ გოგონა მომწიფებულია, შეიძლება ძალით გაათხოვონ" - სომალი არასრულწლოვანთა იძულებით ქორწინებას აკანონებს

15 წლის ავღანელმა გოგონამ შინ შეჭრილი თავდამსხმელები დახოცა:  ვის ესროლა ნურიამ - თალიბან მებრძოლს, საკუთარ ქმარს თუ ორივეს?