სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის სისხლიანი გზა - ტერაქტები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის სახელს უკავშირდება
პუტინის სისხლიანი გზა - ტერაქტები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის სახელს უკავშირდება

ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და მას­შტა­ბუ­რი ტე­რაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის დროს მოხ­და და რა­საც ათას­ზე მეტი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, პრე­ზი­დენ­ტის რე­ი­ტინგზე ყო­ველ­თვის და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბო­და...

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­ში პუ­ტი­ნის მმარ­თვე­ლო­ბას რამ­დე­ნი­მე ათა­სი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა, თუმ­ცა, 2018 წლის 18 მარტს, რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბამ მე­ო­თხე ვა­დით, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტად კვლავ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი აირ­ჩია...

გა­სუ­ლი წლის აპ­რილ­ში, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში, მეტ­რო­სად­გურ, “ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­სტი­ტუტ­სა” და “სენ­ნა­ის მო­ე­დან­ზე” მოხ­და აფეთ­ქე­ბა, რო­მელ­საც 14 ადა­მი­ა­ნი სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, 50-ზე მეტ­მა ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო... მა­შინ, რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კოს­მა და ექ­სპერ­ტმა, ასე­ვე, ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა ილია პო­ნო­მა­რევ­მა და ფი­ნან­სის­ტმა სლა­ვა რა­ბი­ნო­ვიჩ­მა, გა­ნა­ცხა­დეს, რომ ამა­ში პუ­ტი­ნის ხელი ერია. ეს მას რე­ი­ტინ­გის ასა­წე­ვად და ოპო­ზი­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ზღუ­დად სჭირ­დე­ბო­და.

თუმ­ცა, “მმარ­თვე­ლო­ბის“ ასე­თი ფორ­მა პუ­ტი­ნის­თვის ახა­ლი არ არის - 2000 წელს, რო­გორც კი რუ­სე­თის სა­თა­ვე­ში მო­ვი­და, სამ ქა­ლაქ­ში მას­შტა­ბუ­რი ტე­რაქ­ტი მოხ­და: და­ღეს­ტან­ში, ბუ­ი­ნაკსკში, 5-სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის ახ­ლოს 3 ტო­ნამ­დე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა აფეთ­ქდა; მოს­კოვ­ში კი, ერ­თდრო­უ­ლად ორი აფეთ­ქე­ბა მოხ­და, - გუ­რი­ა­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე, 9-სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე აფეთ­ქე­ბა მოხ­და; ასე­ვე, კა­ში­როვ­სკის ქუ­ჩა­ზე, 8-სარ­თუ­ლი­ა­ნი კო­რუ­სის სარ­და­ფი აფეთ­ქდა, სახ­ლი აგუ­რის იყო და მთლი­ა­ნად და­ი­შა­ლა... მე­ო­თხე ტე­რაქ­ტი, როს­ტოვ­ში მოხ­და, 9-სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­თან, სატ­ვირ­თოს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა და აფეთ­ქდა...

მთლი­ა­ნო­ბა­ში, 307 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 1700-ზე მეტ­მა მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო... ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, - ტე­რაქ­ტე­ბი კავ­კა­სი­ე­ლი ბო­ე­ვი­კე­ბის მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბის შე­ში­ნე­ბა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას ცდი­ლობ­დნენ... არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, - აფეთ­ქე­ბებ­ში ФСБ და პი­რა­დად ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი. ФСБ-ს ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა ალექ­სან­დრ ლიტ­ვი­ნენ­კომ და და ის­ტო­რი­კოს­მა იური ფელშტინ­სკიმ ამის შე­სა­ხებ და­წე­რეს წიგ­ნი - “ФСБ აფეთ­ქებს რუ­სეთს”.

საქ­მე ის არის, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე, პუ­ტი­ნის რე­ი­ტინ­გი 31% იყო, ტე­რაქ­ტე­ბის სე­რი­ის შემ­დეგ, 2000 წლის იან­ვარ­ში, მისი რე­ი­ტინ­გი 81% აჭარ­ბებ­და... 2000 წლის მარ­ტში, რუ­სეთ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ი­მარ­ჯვა.

ტე­რაქ­ტე­ბის სე­რია

2002 წლის 23-26 ოქ­ტომ­ბერს, მოს­კოვ­ში, კულ­ტუ­რის სახ­ლში, იმ დროს, რო­დე­საც მი­უ­ზიკ­ლი “ნორდ-ოსტი” გა­დი­ო­და, ტე­რო­რის­ტე­ბი შე­იჭრ­ნენ და 916 ადა­მი­ა­ნი მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს... მათ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა სამი დღე გრძელ­დე­ბო­და, შე­დე­გად 50 ადა­მი­ა­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამის შემ­დეგ, ძა­ლოვ­ნებ­მა შე­ნო­ბა­ში მომ­წავ­ლე­ლი გაზი შე­უშ­ვეს და შტურ­მი და­ი­წყეს...

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 130 მძე­ვა­ლი და­ი­ღუ­პა, ხოლო “ნორდ-ოს­ტის” სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, - 174; მათ შო­რის 10 ბავ­შვი იყო. 700-ზე მეტ­მა ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო...

ФСБ-ს მტკი­ცე­ბით, არა­ერ­თი მძევ­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი, მათი “ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა” გახ­და. ამას­თან, კულ­ტუ­რის სახ­ლში შეშ­ვე­ბუ­ლი სა­სიკ­ვდი­ლო გა­ზის შემ­ცვე­ლო­ბა დღემ­დე უც­ნო­ბია...

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ, ოპე­რა­ცი­ას "არა­ა­დექ­ვა­ტუ­რად და­გეგ­მი­ლი” უწო­და და რუ­სე­თის მხრი­დან წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნია... მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ჩე­ჩენ­მა ტე­რო­რის­ტმა შა­მილ ბა­სა­ევ­მა აიღო.

2004 წლის 6 თე­ბერ­ვალს, მოს­კოვ­ში, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ელ­მა ტე­რო­რის­ტმა, რო­მელ­საც თან ჰქონ­და 4 კგ-მდე რა­ო­ო­დე­ნო­ბის ტრო­ტი­ლი, მოს­კო­ვის მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში თავი აი­ფეთ­ქა, შე­დე­გად, თვით­მკვლე­ლის გარ­და, 41 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 250-ზე მეტი და­შავ­და... იმა­ვე წელს, ამ ტე­რაქტთან კავ­შირ­სა და სად­გურ “რიჟს­კა­ი­ა­ში” გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აფეთ­ქე­ბის ბრალ­დე­ბით, სამი ადა­მი­ა­ნი გა­ა­სა­მარ­თლეს და სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. მეტ­როს ვა­გო­ნებ­ში კი, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი და­ა­ყე­ნეს...

2004 წლის 24 აგ­ვის­ტოს, ორი ავი­ა­ლა­ი­ნე­რი - Ту 134 და Ту 154, მოს­კო­ვის დო­მო­დე­დო­ვოს აე­რო­პორ­ტი­დან აფ­რე­ნი­დან ორ წუთ­ში აფეთ­ქდა, - ერთი ვოლ­გოგ­რად­ში მიფ­რი­ნავ­და, - მე­ო­რე - სოჭ­ში... ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, - აფეთ­ქე­ბე­ბი ბორტზე მყოფ­მა თვით­მკველ­მა ტე­რო­რის­ტებ­მა მო­ახ­დი­ნეს. ტე­რაქ­ტზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დაჯ­გუ­ფე­ბა “ის­ლამ­ბუ­ლის ბრი­გა­დამ” აიღო. ტე­რაქ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად კი, ჩე­ჩე­ნი ტე­რო­რი­ტი, შა­მილ ბა­სა­ე­ვი და­სა­ხელ­და.

შე­დე­გად, ორი­ვე ავი­ა­ლა­ი­ნე­რის ყვე­ლა მზგავ­რი და ეკი­პა­ჟი, სულ 89 ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. რუ­სე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რამ, 7 წლით და­ა­პა­ტიმ­რა მი­ლი­ცი­ის კა­პი­ტა­ნი მი­ხე­ილ არ­ტა­მა­ნო­ვი, რო­მელ­მაც დო­მო­დე­ვო­ვოს აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვა თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტი, მაგ­რამ გა­უ­ჩხრე­კა­ვად გა­უშ­ვა. ასე­ვე, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი მი­უ­სა­ჯეს ავი­ა­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მელს, რო­მელ­მაც ტე­რო­რისტს ბი­ლე­თი პას­პორ­ტის წარ­დგე­ნის გა­რე­შე მიჰ­ყი­და...

2004 წლის ყვე­ლა­ზე მძი­მე, "სა­ფი­ნა­ლო ტე­რაქ­ტი" ბეს­ლან­ში მოხ­და - ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში, ქა­ლაქ ბეს­ლა­ნის #1 სკო­ლა­ში, პირ­ველ სექ­ტემ­ბერს, ტე­რო­რის­ტე­ბი შეც­ვივ­დნენ და 1 128 მძე­ვა­ლი აიყ­ვა­ნეს, მათ შო­რის იყ­ვნენ, ბავ­შვე­ბი, მშობ­ლე­ბი და სკო­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი... მძევ­ლე­ბი უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ - მათ არ აძ­ლევ­დნენ საკ­ვებ­სა და წყალს, ასე­ვე მე­დი­კა­მენ­ტებს და მხო­ლოდ რუ­სულ ენა­ზე სა­უბ­რის ნე­ბას რთავ­დნენ. 20-მდე ადა­მი­ა­ნი, ძი­რი­თა­დად, მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი და დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, პირ­და­პირ დახ­ვრი­ტეს...

ტე­რო­რის­ტებ­მა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შა­მილ ბა­სა­ე­ვის წე­რი­ლი გა­დას­ცეს, სა­დაც ის მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ჩეჩ­ნე­თი­დან რუ­სე­თის ჯა­რის გაყ­ვა­ნას მო­ი­თხოვ­და. მო­ლა­პა­რა­კე­ბა თა­ვი­დან­ვე გან­წი­რუ­ლი იყო - მე­სა­მე დღეს, ძა­ლოვ­ნებ­მა შტურ­მი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. მძევ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა ორ­მხრი­ვი სრო­ლე­ბის დროს 333 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 186 ბავ­შვი და­ი­ღუ­პა, 783 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, შა­მილ ბა­სა­ევ­მა აიღო.

დო­კუ­მენ­ტუ­რა­დაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ რუ­სე­თის სპეც­რაზ­მი ოპე­რა­ცი­ის დროს ცე­ცხლსა­ტყორ­ცნებს იყე­ნებ­და. სკო­ლის შე­ნო­ბა­ში გა­მაგ­რე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მე­ბის გარ­და, საბ­რძო­ლო შვე­ულმფრე­ნე­ბი და ტან­კე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ... ამ ფონ­ზე კი, უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებს გა­დარ­ჩე­ნის შან­სი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია არ ჰქონ­დათ...

ამას­თან, თა­ვი­დან­ვე ნა­თე­ლი იყო, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­თვის ტე­რო­რის­ტე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ფაქ­ტი­უ­რად პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის და­სას­რულს ნიშ­ნავ­და. მა­ნაც ტემ­პი აკ­რი­ფა, მით უფრო, რომ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში გეგ­მე­ბი ჰქონ­და... ყო­ვე­ლი ტე­რაქ­ტი, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში “თა­ვი­სუ­ფა­ლი” მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის ან­თე­ბუ­ლი მწვა­ნე შუქი იყო, - მთლი­ა­ნო­ბა­ში, პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩეჩ­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ორი ომის გან­მავ­ლო­ბა­ში, 200 000 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 40 000 ბავ­შვი და­ხო­ცა.

უამ­რა­ვი ფოტო, ვი­დეო და დო­კუ­მენ­ტუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი კომ­პრო­მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მელ­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად ამ­ზა­დებ­დნენ, რათა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის რე­ა­ლო­ბა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, პუ­ტინს მხო­ლოდ ძა­ლის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ... ისიც არ­ჩე­ულ გზას მიჰ­ყვე­ბო­და, ისე­ვე, რო­გორც ტე­რო­რის­ტე­ბი, რო­მელ­თა უკა­ნაც, უმე­ტეს თუ არა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ФСБ იდგა...

2010 წლის 29 მარტს, კავ­კა­სი­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის ორმა თვით­მკვლელ­მა, მოს­კოვ­ში მეტ­რო­სად­გურ “ლუ­ბი­ან­კა­სა” და “კულ­ტუ­რის პარკში” თავი აი­ფეთ­ქეს, რა­საც 41 ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა, 88 - და­შავ­და... ამ­ჯე­რად, მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ლო­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია “კავ­კა­სი­უ­რი ემი­რა­ტის” ლი­დერ­მა, დოკუ უმა­როვ­მა აიღო.

2011 წლის 24 იან­ვარს, მოს­კოვ­ში, დო­მე­დო­ვოს სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის ფრე­ნე­ბის დარ­ბაზ­ში, ბომ­ბი აფეთ­ქდა, რა დრო­საც 37 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 170 და­შავ­და... და­ღუ­პუ­ლებს შო­რის იყო, უკ­რა­ი­ნე­ლი იანა იაბ­ლონ­სკა­ია, რო­მე­ლიც ოდე­სი­დან მოს­კოვ­ში ჟურ­ნალ “კინო ხე­ლოვ­ნე­ბის” პრე­მი­ის მი­სა­ღე­ბად ჩა­ვი­და... უმა­როვ­მა აღარ და­ა­ყოვ­ნა, ესეც მისი დაჯ­გუ­ფე­ბის “ან­გა­რიშს” მი­ა­წე­რა. ამას­თან და­ა­ნონ­სა, რომ რუ­სე­თი თავ­დას­ხმებს კი­დევ უნდა ელო­დოს...

2013 წლის 29-30 დე­კემ­ბერს, ვოლ­გოგ­რად­ში, თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა ას­კერ სა­მე­დოვ­მა, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის მო­საც­დელ დარ­ბაზ­ში შეღ­წე­ვას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა, ინ­სპექ­ტორ­მა შე­ა­ჩე­რა, თავი შე­სას­ვლელ­ში­ვე აი­ფეთ­ქა... ინ­ცინ­დეტს 18 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა და 45 და­შავ­და... მე­ო­რე დღეს, ამა­ვე ქა­ლაქ­ში სა­მე­დო­ვის თა­ნა­მო­აზ­რემ, სუ­ლე­ი­მან მა­გო­მე­დოვ­მა ტრო­ლე­ი­ბუს­ში აი­ფეთ­ქა თავი, რა დრო­საც, 16 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 25 ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო.

2015 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს, ეგ­ვიპ­ტე­ში, სი­ნას ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე Airbus A321, რო­მე­ლიც შარმ ელ შე­ი­ხი­დან სან­კტ-პე­ტერ­გურ­გში მიფ­რი­ნავ­და, აფ­რე­ნი­დან 23 წუთ­ში, რა­და­რე­ბი­დან გაქ­რა. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად, ბორტზე მყო­ფი 224 მგზავ­რი და­ი­ღუ­პა. 2015 წელს, ФСБ-ს ხელ­მძღვა­ნელ­მა ალექ­სან­დრე ბორტნი­კოვ­მა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ ეს ტე­რაქ­ტი იყო - აფეთ­ქე­ბა, ბორტზე მყო­ფი ტე­რო­რის­ტის მიერ ამოქ­მე­დე­ბულ­მა ხელ­ნა­კეთ­მა ბომბმა გა­მო­იწ­ვია...

მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა “ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ” აიღო. ტე­რაქ­ტამ­დე ერთი თვით ადრე, 2015 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ სი­რი­ა­ში, “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს” წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყო, რა­საც გაგ­რძე­ლე­ბი რუ­სეთ­ში დღემ­დე აქვს...

პ.ს. ეს პუ­ტი­ნის მმარ­თვე­ლო­ბას შე­წი­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის არას­რუ­ლი სიაა - მის კრი­ტი­კას, ან უბ­რა­ლოდ, მისი პო­ზი­ცი­ის მი­უ­ღებ­ლო­ბას, არა­ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი, პუბ­ლი­ცის­ტი და პო­ლი­ტი­კო­სი შე­ე­წი­რა, რო­მელ­საც მომ­დევ­ნო სტა­ტი­ა­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ...

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია gordonua.com-ის და svoboda.org-ის მა­სა­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

პუტინის სისხლიანი გზა - ტერაქტები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის სახელს უკავშირდება

პუტინის სისხლიანი გზა - ტერაქტები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის სახელს უკავშირდება

ყველაზე გახმაურებული და მასშტაბური ტერაქტები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ვლადიმირ პუტინის მმართველობის დროს მოხდა და რასაც ათასზე მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, პრეზიდენტის რეიტინგზე ყოველთვის დადებითად აისახებოდა...

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში პუტინის მმართველობას რამდენიმე ათასი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა, თუმცა, 2018 წლის 18 მარტს, რუსეთის მოსახლეობამ მეოთხე ვადით, ქვეყნის პრეზიდენტად კვლავ ვლადიმერ პუტინი აირჩია...

გასული წლის აპრილში, სანკტ-პეტერბურგში, მეტროსადგურ, “ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა” და “სენნაის მოედანზე” მოხდა აფეთქება, რომელსაც 14 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა, 50-ზე მეტმა ფიზიკური დაზიანება მიიღო... მაშინ, რამდენიმე პოლიტიკოსმა და ექსპერტმა, ასევე, ყოფილმა დეპუტატმა ილია პონომარევმა და ფინანსისტმა სლავა რაბინოვიჩმა, განაცხადეს, რომ ამაში პუტინის ხელი ერია. ეს მას რეიტინგის ასაწევად და ოპოზიციის შესაძლებლობების შესაზღუდად სჭირდებოდა.

თუმცა, “მმართველობის“ ასეთი ფორმა პუტინისთვის ახალი არ არის - 2000 წელს, როგორც კი რუსეთის სათავეში მოვიდა, სამ ქალაქში მასშტაბური ტერაქტი მოხდა: დაღესტანში, ბუინაკსკში, 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ახლოს 3 ტონამდე ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული სატვირთო მანქანა აფეთქდა; მოსკოვში კი, ერთდროულად ორი აფეთქება მოხდა, - გურიანოვის ქუჩაზე, 9-სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა; ასევე, კაშიროვსკის ქუჩაზე, 8-სართულიანი კორუსის სარდაფი აფეთქდა, სახლი აგურის იყო და მთლიანად დაიშალა... მეოთხე ტერაქტი, როსტოვში მოხდა, 9-სართულიან კორპუსთან, სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა...

მთლიანობაში, 307 ადამიანი დაიღუპა და 1700-ზე მეტმა მძიმე დაზიანებები მიიღო... ოფიციალური ვერსიით, - ტერაქტები კავკასიელი ბოევიკების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც მოსახლეობის შეშინებასა და ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობდნენ... არაოფიციალური ვერსიით, - აფეთქებებში ФСБ და პირადად ვლადიმერ პუტინი იყვნენ ჩართული. ФСБ-ს ყოფილმა თანამშრომელმა ალექსანდრ ლიტვინენკომ და და ისტორიკოსმა იური ფელშტინსკიმ ამის შესახებ დაწერეს წიგნი - “ФСБ აფეთქებს რუსეთს”.

საქმე ის არის, რომ რუსეთის ხელისუფლებაში მოსვლამდე, პუტინის რეიტინგი 31% იყო, ტერაქტების სერიის შემდეგ, 2000 წლის იანვარში, მისი რეიტინგი 81% აჭარბებდა... 2000 წლის მარტში, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინმა პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ტერაქტების სერია

2002 წლის 23-26 ოქტომბერს, მოსკოვში, კულტურის სახლში, იმ დროს, როდესაც მიუზიკლი “ნორდ-ოსტი” გადიოდა, ტერორისტები შეიჭრნენ და 916 ადამიანი მძევლად აიყვანეს... მათთან მოლაპარაკება სამი დღე გრძელდებოდა, შედეგად 50 ადამიანი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, ძალოვნებმა შენობაში მომწავლელი გაზი შეუშვეს და შტურმი დაიწყეს...

რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, 130 მძევალი დაიღუპა, ხოლო “ნორდ-ოსტის” საზოგადოებრივი ორგანიზაციის ცნობით, - 174; მათ შორის 10 ბავშვი იყო. 700-ზე მეტმა ფიზიკური დაზიანება მიიღო...

ФСБ-ს მტკიცებით, არაერთი მძევლის სიკვდილის მიზეზი, მათი “ქრონიკული დაავადება” გახდა. ამასთან, კულტურის სახლში შეშვებული სასიკვდილო გაზის შემცველობა დღემდე უცნობია...

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ, ოპერაციას "არაადექვატურად დაგეგმილი” უწოდა და რუსეთის მხრიდან წარმოებული გამოძიება მიუღებლად მიიჩნია... მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჩეჩენმა ტერორისტმა შამილ ბასაევმა აიღო.

2004 წლის 6 თებერვალს, მოსკოვში, ჩრდილო კავკასიელმა ტერორისტმა, რომელსაც თან ჰქონდა 4 კგ-მდე რაოოდენობის ტროტილი, მოსკოვის მეტროპოლიტენში თავი აიფეთქა, შედეგად, თვითმკვლელის გარდა, 41 ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი დაშავდა... იმავე წელს, ამ ტერაქტთან კავშირსა და სადგურ “რიჟსკაიაში” განხორციელებული აფეთქების ბრალდებით, სამი ადამიანი გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მეტროს ვაგონებში კი, სათვალთვალო კამერები დააყენეს...

2004 წლის 24 აგვისტოს, ორი ავიალაინერი - Ту 134 და Ту 154, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენიდან ორ წუთში აფეთქდა, - ერთი ვოლგოგრადში მიფრინავდა, - მეორე - სოჭში... ოფიციალური ვერსიით, - აფეთქებები ბორტზე მყოფმა თვითმკველმა ტერორისტებმა მოახდინეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ისლამბულის ბრიგადამ” აიღო. ტერაქტის ორგანიზატორად კი, ჩეჩენი ტერორიტი, შამილ ბასაევი დასახელდა.

შედეგად, ორივე ავიალაინერის ყველა მზგავრი და ეკიპაჟი, სულ 89 ადამიანი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის პროკურატურამ, 7 წლით დააპატიმრა მილიციის კაპიტანი მიხეილ არტამანოვი, რომელმაც დომოდევოვოს აეროპორტში დააკავა თვითმკვლელი ტერორისტი, მაგრამ გაუჩხრეკავად გაუშვა. ასევე, წელიწადნახევარი მიუსაჯეს ავიაკომპანიის თანამშრომელს, რომელმაც ტერორისტს ბილეთი პასპორტის წარდგენის გარეშე მიჰყიდა...

2004 წლის ყველაზე მძიმე, "საფინალო ტერაქტი" ბესლანში მოხდა - ჩრდილოეთ ოსეთში, ქალაქ ბესლანის #1 სკოლაში, პირველ სექტემბერს, ტერორისტები შეცვივდნენ და 1 128 მძევალი აიყვანეს, მათ შორის იყვნენ, ბავშვები, მშობლები და სკოლის თანამშრომლები... მძევლები უმძიმეს პირობებში იმყოფებოდნენ - მათ არ აძლევდნენ საკვებსა და წყალს, ასევე მედიკამენტებს და მხოლოდ რუსულ ენაზე საუბრის ნებას რთავდნენ. 20-მდე ადამიანი, ძირითადად, მილიციელები და დაცვის თანამშრომლები, პირდაპირ დახვრიტეს...

ტერორისტებმა რუსეთის ხელისუფლებას შამილ ბასაევის წერილი გადასცეს, სადაც ის მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას მოითხოვდა. მოლაპარაკება თავიდანვე განწირული იყო - მესამე დღეს, ძალოვნებმა შტურმი განახორციელეს. მძევლების დიდი ნაწილი გაათავისუფლეს, თუმცა ორმხრივი სროლების დროს 333 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი დაიღუპა, 783 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა, შამილ ბასაევმა აიღო.

დოკუმენტურადაც დადასტურებულია, რომ რუსეთის სპეცრაზმი ოპერაციის დროს ცეცხლსატყორცნებს იყენებდა. სკოლის შენობაში გამაგრებული ტერორისტების განადგურებაში, სპეცდანიშნულების რაზმების გარდა, საბრძოლო შვეულმფრენები და ტანკებიც მონაწილეობდნენ... ამ ფონზე კი, უდანაშაულო ადამიანებს გადარჩენის შანსი, რასაკვირველია არ ჰქონდათ...

ამასთან, თავიდანვე ნათელი იყო, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისთვის ტერორისტების მოთხოვნების შესრულება ფაქტიურად პოლიტიკური კარიერის დასასრულს ნიშნავდა. მანაც ტემპი აკრიფა, მით უფრო, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში გეგმები ჰქონდა... ყოველი ტერაქტი, რუსეთის ხელისუფლებისთვის ჩრდილო კავკასიაში “თავისუფალი” მოქმედებებისთვის ანთებული მწვანე შუქი იყო, - მთლიანობაში, პუტინის ხელისუფლებამ ჩეჩნეთში მიმდინარე ორი ომის განმავლობაში, 200 000 ადამიანი, მათ შორის 40 000 ბავშვი დახოცა.

უამრავი ფოტო, ვიდეო და დოკუმენტურად მომზადებული კომპრომატების მიუხედავად, რომელსაც ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის ფასად ამზადებდნენ, რათა საერთაშორისო საზოგადოებისთვის რეალობა ეჩვენებინათ, პუტინს მხოლოდ ძალის არაადეკვატურად გამოყენებაში ადანაშაულებდნენ... ისიც არჩეულ გზას მიჰყვებოდა, ისევე, როგორც ტერორისტები, რომელთა უკანაც, უმეტეს თუ არა, ხშირ შემთხვევაში ФСБ იდგა...

2010 წლის 29 მარტს, კავკასიური წარმომავლობის ორმა თვითმკვლელმა, მოსკოვში მეტროსადგურ “ლუბიანკასა” და “კულტურის პარკში” თავი აიფეთქეს, რასაც 41 ადამიანი შეეწირა, 88 - დაშავდა... ამჯერად, მომხდარზე პასუხისმგელობა ტერორისტული ორგანიზაცია “კავკასიური ემირატის” ლიდერმა, დოკუ უმაროვმა აიღო.

2011 წლის 24 იანვარს, მოსკოვში, დომედოვოს საერთაშორისო აეროპორტის ფრენების დარბაზში, ბომბი აფეთქდა, რა დროსაც 37 ადამიანი დაიღუპა და 170 დაშავდა... დაღუპულებს შორის იყო, უკრაინელი იანა იაბლონსკაია, რომელიც ოდესიდან მოსკოვში ჟურნალ “კინო ხელოვნების” პრემიის მისაღებად ჩავიდა... უმაროვმა აღარ დააყოვნა, ესეც მისი დაჯგუფების “ანგარიშს” მიაწერა. ამასთან დაანონსა, რომ რუსეთი თავდასხმებს კიდევ უნდა ელოდოს...

2013 წლის 29-30 დეკემბერს, ვოლგოგრადში, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასკერ სამედოვმა, რომელიც ქალაქის რკინიგზის სადგურის მოსაცდელ დარბაზში შეღწევას ცდილობდა, თუმცა, ინსპექტორმა შეაჩერა, თავი შესასვლელშივე აიფეთქა... ინცინდეტს 18 ადამიანი ემსხვერპლა და 45 დაშავდა... მეორე დღეს, ამავე ქალაქში სამედოვის თანამოაზრემ, სულეიმან მაგომედოვმა ტროლეიბუსში აიფეთქა თავი, რა დროსაც, 16 ადამიანი დაიღუპა და 25 ფიზიკური დაზიანება მიიღო.

2015 წლის 31 ოქტომბერს, ეგვიპტეში, სინას ნახევარკუნძულზე Airbus A321, რომელიც შარმ ელ შეიხიდან სანკტ-პეტერგურგში მიფრინავდა, აფრენიდან 23 წუთში, რადარებიდან გაქრა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 224 მგზავრი დაიღუპა. 2015 წელს, ФСБ-ს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა გააკეთა განცხადება, რომ ეს ტერაქტი იყო - აფეთქება, ბორტზე მყოფი ტერორისტის მიერ ამოქმედებულმა ხელნაკეთმა ბომბმა გამოიწვია...

მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ტერაქტამდე ერთი თვით ადრე, 2015 წლის 30 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციამ სირიაში, “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სამხედრო კამპანია წამოიწყო, რასაც გაგრძელები რუსეთში დღემდე აქვს...

პ.ს. ეს პუტინის მმართველობას შეწირული ადამიანების არასრული სიაა - მის კრიტიკას, ან უბრალოდ, მისი პოზიციის მიუღებლობას, არაერთი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და პოლიტიკოსი შეეწირა, რომელსაც მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ...

გამოყენებულია gordonua.com-ის და svoboda.org-ის მასალები

ბესლანის ტრაგედიიდან 16 წელი გავიდა - "გარდაცვლილთა ახლობლები რუსეთის ლიდერისგან მომხდარზე პასუხს დღემდე ელიან..."

მინსკში სპეცრაზმმა სტუდენტების აქცია დაშალა და 20-მდე სტუდენტი დააკავა

პრინცესა, რომელმაც ბრიტანეთი შეცვალა - დედის ხსოვნის პატივსაცემად, დიანას ძეგლი ჰარიმ და უილიამმა დაამზადებინეს