კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპარკინგე სისტემის რეგულირების მიზნით, მერიაში ახალი სამსახური შეიქმნება
საპარკინგე სისტემის რეგულირების მიზნით, მერიაში ახალი სამსახური შეიქმნება

თბი­ლი­სის ვიცე-მე­რის, ირაკ­ლი ხმა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლის­ში სა­პარ­კინ­გე სის­ტე­მის რე­გუ­ლი­რე­ბის ახა­ლი მო­დე­ლი შე­იქ­მნე­ბა, რაც ახა­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის თემა“ გა­ნა­ცხა­და.

ხმა­ლა­ძის თქმით, მე­რი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი მზად არის „სითი პარ­კის“ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლოს, თუმ­ცა შე­საძ­ლოა ჯა­რი­მე­ბის გა­მო­წე­რის ფუნ­ქცია ახალ მუ­ნი­ცი­პა­ლურ კომ­პა­ნი­ას და­ე­კის­როს.

„თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია არის საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი კომ­პა­ნია გა­მარ­თუ­ლი მე­ნე­ჯმენ­ტით, ტექ­ნი­კუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა პარ­კი­რე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა დრო­ე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის მხრი­დან. თუმ­ცა, ჩვენ არ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ ახა­ლი სა­პარ­კინ­გე სის­ტე­მის რე­გუ­ლი­რე­ბის მო­დე­ლი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს ახა­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის შექ­მნას და პარ­კი­რე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია - ჯა­რი­მე­ბის და­წე­რა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ისევ და ისევ მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა კომ­პა­ნი­ამ და ახალ­მა კომ­პა­ნი­ამ“, - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

ირაკ­ლი ხმა­ლა­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ „სითი პარ­კის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლი მე­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სამ­სა­ხურ­ში და­საქმდეს.

რო­გორც ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, თუ იქ­ნე­ბა იმის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რომ რე­სურ­სე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა მოხ­დეს, გა­მოც­დილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლონ მუ­შა­ო­ბა თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო სამ­სა­ხურ­ში.

„ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გე­ტყვით თა­ნამ­შრომ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ ფუნ­ქცი­ე­ბი უნდა გად­მო­ვი­ბა­როთ, გარ­კვე­უ­ლი რე­სურ­სი გაგ­ვაჩ­ნია, გვყავს ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, კონ­ტრო­ლი­ო­რე­ბი, თუ იქ­ნე­ბა იმის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რომ რე­სურ­სე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა მოხ­დეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­მოც­დილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლონ მუ­შა­ო­ბა თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო სამ­სა­ხურ­ში. ერთი რამ ცხა­დია, რომ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც არ­სე­ბობ­და პარ­კი­რე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის სწო­რი, სა­მარ­თლი­ა­ნი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ მი­ვი­ღებთ ყვე­ლა­ნა­ირ ზო­მას, რომ შე­დე­გე­ბი იყოს რბი­ლი და არ გა­მო­იწ­ვი­ოს ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 10 აპ­რი­ლი­დან „სითი პარ­კის“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა წყდე­ბა. რის მი­ზე­ზა­დაც დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ კომ­პა­ნი­ის მხრი­დან უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სა­ჯა­რო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის არა­სა­თა­ნა­დოდ შეს­რუ­ლე­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

„ჩვე­ნი მხრი­დან არა­ერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კომ­პა­ნია მას­ზე და­კის­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს არ ას­რუ­ლებს, რაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვი­სა და პარ­კი­რე­ბის მარ­თვის სფე­რო­ში სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნის მი­ზე­ზად იქცა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

საპარკინგე სისტემის რეგულირების მიზნით, მერიაში ახალი სამსახური შეიქმნება

საპარკინგე სისტემის რეგულირების მიზნით, მერიაში ახალი სამსახური შეიქმნება

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისში საპარკინგე სისტემის რეგულირების ახალი მოდელი შეიქმნება, რაც ახალი მუნიციპალური სამსახურის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

ამის შესახებ ირაკლი ხმალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ხმალაძის თქმით, მერიის მუნიციპალური სამსახური მზად არის „სითი პარკის“ ვალდებულებები შეასრულოს, თუმცა შესაძლოა ჯარიმების გამოწერის ფუნქცია ახალ მუნიციპალურ კომპანიას დაეკისროს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია არის საკმაოდ ძლიერი კომპანია გამართული მენეჯმენტით, ტექნიკური და მატერიალური საშუალებებით და ადამიანური რესურსით. აქედან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური იქნება პარკირების რეგულირება დროებით განხორციელდეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან. თუმცა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს პერიოდში ჩამოვაყალიბოთ ახალი საპარკინგე სისტემის რეგულირების მოდელი, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება ითვალისწინებდეს ახალი მუნიციპალური სამსახურის შექმნას და პარკირების რეგულირების ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია - ჯარიმების დაწერა განახორციელოს ისევ და ისევ მუნიციპალურმა კომპანიამ და ახალმა კომპანიამ“, - განაცხადა ხმალაძემ.

ირაკლი ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ „სითი პარკის“ თანამშრომლების ნაწილი მერიის სატრანსპორტო სამსახურში დასაქმდეს.

როგორც ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ იქნება იმის აუცილებლობა, რომ რესურსების გაძლიერება მოხდეს, გამოცდილმა ადამიანებმა შეიძლება გააგრძელონ მუშაობა თბილისის სატრანსპორტო სამსახურში.

„ჯერჯერობით ვერ გეტყვით თანამშრომლებთან დაკავშირებით. ჩვენ ფუნქციები უნდა გადმოვიბაროთ, გარკვეული რესურსი გაგვაჩნია, გვყავს ჩვენი თანამშრომლები, კონტროლიორები, თუ იქნება იმის აუცილებლობა, რომ რესურსების გაძლიერება მოხდეს, რასაკვირველია, გამოცდილმა ადამიანებმა შეიძლება გააგრძელონ მუშაობა თბილისის სატრანსპორტო სამსახურში. ერთი რამ ცხადია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რაც არსებობდა პარკირების რეგულირებასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სწორი, სამართლიანი და მოქალაქეების უფლებებზე ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ ყველანაირ ზომას, რომ შედეგები იყოს რბილი და არ გამოიწვიოს ნეგატიური შედეგები“, - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 10 აპრილიდან „სითი პარკის“ ხელშეკრულება წყდება. რის მიზეზადაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.

„ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა“, - განაცხადა კალაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი