საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვედეთის შს მინისტრი - მოვითხოვ დანაშაულისთვის გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას
შვედეთის შს მინისტრი - მოვითხოვ დანაშაულისთვის გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია დღეს სტოკ­ჰოლმში შვე­დე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ მორ­გან იუ­ჰან­სონს შეხ­ვდე­ბა. ამის შე­სა­ხებ Sveriges Radio წერს.

შვე­დუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იუ­ჰან­სო­ნი მო­ი­თხოვს გა­ხა­რი­ას­გან, რომ სა­ქარ­თვე­ლომ შვე­დეთ­ში სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სამ­შობ­ლო­ში გა­დაყ­ვა­ნა უზ­რუნ­ველ­ყოს.

„ამ მო­ქა­ლა­ქე­ებს შვე­დეთ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვთ და კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მათი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა. არ­სე­ბობს მე­ო­რე მი­ზე­ზიც, - ჩვენ შვე­დეთ­ში ცი­ხე­ე­ბი სა­კუ­თა­რი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის­თვის გვჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მორ­გან იუ­ჰან­სონ­მა.

პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შვე­დეთ­ში მომ­ხდა­რი ქურ­დო­ბის ფაქ­ტე­ბის თით­ქმის 50% უცხო­ე­ლე­ბის მიერ არის ჩა­დე­ნი­ლი, უცხო­ელ დამ­ნა­შა­ვე­ებს შო­რის კი სა­ქარ­თვე­ლოს, რუ­მი­ნე­თის, ლიტ­ვი­სა და პო­ლო­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სჭარ­ბო­ბენ.

ქურ­დო­ბის გარ­და, მან­ქა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბე­ბი­სა და მო­ხუ­ცე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის უკან უმე­ტეს შემ­თხვე­ვებ­ში ასე­ვე უცხო­ე­ლე­ბი დგა­ნან.

„სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის თა­ნახ­მად, შვე­დეთ­ში გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლომ სამ­შობ­ლო­ში უნდა და­აბ­რუ­ნოს, თუმ­ცა ბოლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს არ მომ­ხდა­რა“, - აღ­ნიშ­ნავს მორ­გან იუ­ჰან­სო­ნი.

მისი თქმით, ქარ­თუ­ლი მხა­რე ამის რამ­დე­ნი­მე მი­ზეზს, მათ შო­რის ცი­ხე­ებ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბას ასა­ხე­ლებს.

შვედეთის შს მინისტრი - მოვითხოვ დანაშაულისთვის გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას

შვედეთის შს მინისტრი - მოვითხოვ დანაშაულისთვის გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დღეს სტოკჰოლმში შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრ მორგან იუჰანსონს შეხვდება. ამის შესახებ Sveriges Radio წერს.

შვედური მედიის ინფორმაციით, იუჰანსონი მოითხოვს გახარიასგან, რომ საქართველომ შვედეთში სხვადასხვა დანაშაულისთვის გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადაყვანა უზრუნველყოს.

„ამ მოქალაქეებს შვედეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ და კანონის მიხედვით, მათი საქართველოში დაბრუნება შეიძლება. არსებობს მეორე მიზეზიც, - ჩვენ შვედეთში ციხეები საკუთარი დამნაშავეებისთვის გვჭირდება“, - განაცხადა მორგან იუჰანსონმა.

პოლიციის ინფორმაციით, შვედეთში მომხდარი ქურდობის ფაქტების თითქმის 50% უცხოელების მიერ არის ჩადენილი, უცხოელ დამნაშავეებს შორის კი საქართველოს, რუმინეთის, ლიტვისა და პოლონეთის მოქალაქეები სჭარბობენ.

ქურდობის გარდა, მანქანების გატაცებებისა და მოხუცებულების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების უკან უმეტეს შემთხვევებში ასევე უცხოელები დგანან.

„საერთაშორისო სამართლის თანახმად, შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები საქართველომ სამშობლოში უნდა დააბრუნოს, თუმცა ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს არ მომხდარა“, - აღნიშნავს მორგან იუჰანსონი.

მისი თქმით, ქართული მხარე ამის რამდენიმე მიზეზს, მათ შორის ციხეებში თავისუფალი ადგილების არარსებობას ასახელებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები